Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გიგანტური მეღამურა – Nyctalus siculus palumbo

 

Гигантски вечерник (карта на разпространението)

Nylasiop.jpg

მეღამურებიდან ყველაზე დიდია. შეფერადებით მიაგავს ქარც მეღამურას, მხოლოდ უფრო დეტალებით თუ განსხვავდება მისგან. ზურგზე ემჩნევა მოყავისფრო–წითური ფერი. ქვევით კი ღია ფერი გადაჰკრავს. თავისა და კეფის შეფერადება ზურგის შეფერადებას ემთხვევა. ყურების შიშველი მიდამოები და საფრენი აპკები მურაფერისაა. ტანი მეტია სიმაღლეზე. ყური ძლიერ დიდია, მრგვალია. წინა სახურს აქვს დიდი, განიერი, წვეროიანი ლაპოტი თანაბრად ზედა მომრგვალებული ნაპირით. ფრთის აპკის თავისუფალი ნაპირი ემაგრება ტერფის შუაგულს ან პირველ მესამედს. ეპიბლემა კარგადაა განვითარებული.

ეს მეღამურა ზოგჯერ სხვა სახეობის მეღამურების კოლონიაში გვხვდება 2–3, ან ცალკე კოლონიაში–ხის ფუღუროში. კოლონიაშ 13–ზე მეტი არ არის ნაპოვნი. უფრო რტანება ფოთლოვანი ხის ფუღუროს. ჭამს ღამის პეპლებს და ხოჭოებს.

გავრცელებულია ჩრდილო კავკასიაში, სამხრეთ ყირიმსა, უკრაინასა და მოსკოვის ოლქში. საქართველოში ცნობილია აფხაზეთში, ბორჯომში (არჩ. ჯანაშვილი); ევროპის ქვეყნებიდან აღნიშნულია საფრანგეთში, სიცილიაში, შვეციასა და იტალიაში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რამდენად გიგანტურია? აწი ბორჯომშიდაც ყოფილა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?