Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

3427b3942dcf.jpg                                                                                                                          აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 265 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხის და სვირის უბნებისგან. აღკვეთილის საერთო ფართობი 4848 ჰექტარია, რომლის 4738 ჰექტარი ტყითაა დაფარული. აღკვეთილის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი საშუალო სიგანე 3კმ, ყველაზე ფართო ადგილას 5 კმ-ია. აღკვეთილის ტერიტორია აგებულია მიოცენის, ოლიგოცენის და ეოცენის ასაკის ნალექებით. აგრეთვე, აღკვეთილში გვხვდება ტბიურ-ალუვიური წარმოშობის მეოთხეული ასაკის მკვრივი და ბლანტი თიხები.
დღევანდელი სახით აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და ძელქვის შენარჩუნება იყო.
აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმათი მდგომარეობს, რომ კოლხეთის დაბლობზე ეს თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც სუბტროპიკული შერეული ტყე თავისი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. აჯამეთის ტყე გამოირჩევა პირვანდელი სახით შემორჩენილი იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომებით. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტია, ხოლო ასწლიანი მუხები აქ საკმაოდ ხშირად გვხვდება. მუხნარს აქ 4723 ჰა უკავია, რცხილნარებს – 93 ჰა, ჯაგრცხილას – 23 ჰა. დენდროფლორა 60 სახეობითაა წარმოდგენილი. აღკვეთილში გვხვდება ჯაგრცხილა, ნეკერჩხალი. ქვეტყე თხელია და შქერით, ზღმარტლით, ასკილით და კუნელით არის წარმოდგენილი.
აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება საქართველოს „წითელი ნუსხის” შემდეგი სახეობები: პასტუხოვის სურო, დათვისთხილა, თელა, თელამუში, Lლაფანი, კაკალი და სხვა. მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტებია - იმერეთის მუხა (Qუერცუს იმერეტინა) და ძელქვა (ძელცოვა ცარპინიფოლია).
ცხოველებით და ფრინველების აჯამეთის აღკვეთილი შედარებით ღარიბია. ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში გვხვდება კურდღელი, მელა, ტურა, ციყვი, დედოფალა, ძილგუდა და მაჩვი. აჯამეთის მკვიდრი ყველაზე დიდი ცხოველი შველია. აღკვეთილში საქართველოს “წითელი ნუსხის” შემდეგი ცხოველებია გავრცელებული: მცირე მეღამურა, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ღნავი (ტყის ძილგუდა) და კავკასიური წავი.
აჯამეთის აღკვეთილში ფრინველთა სამოცზე მეტი სახეობაა რეგისტრირებული. აქედან მუხნარში მხოლოდ ოცდაერთი ბუდობს, დანარჩენი აჯამეთში ან გადაფრენის პერიოდში ჩნდება ან იზამთრებს.


ამფიბიებიდან აქ გვხვდება ტრიტონის ერთი სახეობა, ტბის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები, რეპტილიებიდან – ჩვეულებრივი და წყლის Aანკარა.
უნიკალური ტყეების გარდა აჯამეთის დაცული ტერიტორიის გარემო ისტორიული ძეგლებითაცაა ცნობილი. კილომეტრნახევარზე მდებარეობს დაბა ვარციხე, რომელიც ანტიკური ქალაქის როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული. მეექვსე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, როდოპოლისი ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა. ნაქალაქარიდან 4 კილომეტრში, გეგუთში მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლის ნანგრევებია. უძველესი ქალაქია ქუთაისიც. ხოლო გელათის სამონასტრო კომპლექსი (მეთორემეტე საუკუნე) და ბაგრატის ტაძარი (მეთერთმეტე საუკუნე) იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის უბნების სიაშია შესული.
აჯამეთს და მის შემოგარენს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. კულტურული და არქეოლოგიური ტურების გარდა აქ შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს სამანქანო-სათავგადასავლო ტურები, საირმის და ზეკარის უღელტეხილის მიმართულებით. შესაძლებელია აგრეთვე, საცხენოსნო, ფოტო, ვიდეო და ეკოლოგიური ტურების ჩატარება, ფრინველებზე დაკვირვების ტურები. აჯამეთის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სასტუმროები მშენებლობის პროცესშია. საოჯახო სასტუმროების ქსელი კარგად არის განვითარებული მახლობელ ქუთაისში, სადაც წინასწარი დაჯავშნით უზრუნველყოფილია კვება და კომფორტული ღამის გასათევი.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38959 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ ვარ ნამყოფი.ამბობენ ძალიან ლამაზი ადგილებიაო.


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?