Jump to content

კანონი იარაღის შესახებ


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის;
გ) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებით ობიექტის დაზიანებისათვის;
დ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;
ე) გაზის იარაღი – იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენ ან გამაღიზიანებელ ნივთიერებათა საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;
ვ) საფანტის იარაღი – იარაღი, რომლის ვაზნები წარმოადგენს ტრავმული დაზიანების ვაზნებს და რომელიც გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ, ღია დაზიანებას;
ზ) ელექტროშოკური იარაღი – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტის საშუალებით ცოცხალი ობიექტის დროებით დაზიანებისათვის;
თ) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;
ი) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება;
კ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია შესაბამისი სახის იარაღიდან გასროლისათვის;
ლ) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს განსაკუთრებული სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ანდა სპორტული მიღწევებისათვის;
მ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, სერტიფიცირება, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ამოღება, განადგურება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; (23.06.2006 N 3378)
ნ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს იარაღის დამზადების ლიცენზია;
ო) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
პ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.

მუხლი 3. იარაღის სახეები
1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სამოქალაქო იარაღი;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. იარაღი ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება იარაღის სახელმწიფო კადასტრით განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის პარამეტრებს. 

თავი II
სამოქალაქო იარაღი

მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები
1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის;
ბ) სპორტული; (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
გ) სანადირო;
დ) საკოლექციო.

მუხლი 5. თავდაცვის იარაღი
1. თავდაცვისაა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. 
2. თავდაცვის იარაღის სახეებია:
ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის, საფანტისა და სხვა ისეთი იარაღი, რომლით სარგებლობისას გამოიყენება სახელმწიფო სტანდარტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი ტრავმული დაზიანების ვაზნები);
ბ) გაზის იარაღი – პისტოლეტი, რევოლვერი ან აეროზოლური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
გ) ელექტროშოკური იარაღი – მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს.

მუხლი 6. სპორტული იარაღი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
1. სპორტულია იარაღი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებს და განკუთვნილია სპორტსმენების მიერ საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულებისათვის და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.
2. სპორტული იარაღის სახეებია:
ა) სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სპორტული პნევმატური იარაღი.

მუხლი 7. სანადირო იარაღი
1. სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სანადირო პნევმატური იარაღი.

მუხლი 8. საკოლექციო იარაღი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

თავი III
სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ: (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს; (15.07.2008 N 227 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ე) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს; 
ზ) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;
თ) მოსამართლეებს;
ი) სასამართლოს მანდატურებს; 
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; 
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს;
ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს;
პ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;
ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო. (15.07.2008 N 227 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)
(3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო. (21.11.2008 N 539 ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან))
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არა აქვთ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა) ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წარდგინებით. მითითებულ ნუსხაში ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

მუხლი 10. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება
1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში, ტარების უფლებით.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილ იარაღს, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და შესაბამისი პირი ამ კანონით განსაზღვრული წესით იძენს მისი შენახვის უფლებას.
3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომში – მოძალადე) დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) ტარება. (25.05.2006 N 3144)

თავი IV
სამხედრო-საბრძოლო იარაღი

მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი
1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის. (29.12.2006 N 4270)
2. ამ კანონის მიზნებისათვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღად ჩაითვლება ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამხედრო მიზნებისათვის, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული, ქიმიური და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის საშუალებების შექმნისას. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
4. აკრძალულია დისლოკაციის ადგილების გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.
5. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, სამხედრო-საბრძოლო იარაღი ასევე მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას. (23.06.2006 N 3378)

თავი V
იარაღის ბრუნვა 

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და
ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამდამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის; 
ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე. 

მუხლი 13. იარაღის სახელმწიფო კადასტრი
1. იარაღის სახელმწიფო კადასტრი არის სხვადასხვა სახის იმ იარაღის სისტემატიზებული ოფიციალური ჩამონათვალი კონსტრუქციის, სისტემის, მოდელის, ძირითადი ტექნიკური მონაცემების მიხედვით, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში.
2. იარაღის სახელმწიფო კადასტრის მიზანია, დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სახეებთან იარაღის შესაბამისობაზე, მისი დამზადების, რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესებზე კონტროლის განხორციელებისათვის.
3. იარაღის სახელმწიფო კადასტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
4. იარაღის სახელმწიფო კადასტრის შედგენის, წარმოებისა და კადასტრიდან იარაღის ამორიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

მუხლი 14. იარაღის სერტიფიცირება
1. ყველა სახის იარაღი, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას.
2. იარაღის სერტიფიცირებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. იარაღის სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება
1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში). (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.
3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და შეკეთების 
ლიცენზიის გაცემის საფუძველი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადებისა და შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის: 
დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც დახმარებას გაუწევენ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში, ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; 
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

მუხლი 17. იარაღით ვაჭრობა
1. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში). (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. პირები, რომლებიც ახორციელებენ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ვალდებულნი არიან:
ა) იქონიონ სარეალიზაციო საქონლის სერტიფიკატი;
ბ) უზრუნველყონ შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;
გ) მოახდინონ საქონლის რეალიზაცია მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც აქვთ იარაღის შეძენის ნებართვა;
დ) მოახდინონ მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელსაც აქვს ნომერი და სახელმწიფო სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) უზრუნველყონ იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება და რეალიზებული იარაღიდან ნასროლი მასრებისა და ტყვიების ნიმუშების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უწყებისათვის;
ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული საქონლის, ასევე მყიდველების შესახებ;
ზ) სათანადოდ დაიცვან ის ადგილები, სადაც ინახება იარაღი და საბრძოლო მასალა.

მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის 
გაცემის საფუძველი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
სამოქალაქო იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (მათი სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ასევე ცნობა მათი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

მუხლი 181. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების,
შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით)
და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიები და მათი გამცემი
ორგანო (23.06.2006 N 3378)
1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.
2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.
3. სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობა ხორციელდება აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.
4. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალურ ლიცენზიებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
5. შესაბამისი ლიცენზიების გარეშე სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიებში უნდა მიეთითოს, თუ რომელი სამხედრო-საბრძოლო იარაღის კონკრეტულ სახეობაზე ვრცელდება ლიცენზია.
მუხლი 182. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების,
შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით)
და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გაცემის საფუძველი
(23.06.2006 N 3378)
1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება შესაბამისი ლიცენზიის მიღების მოთხოვნით;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ასევე ნასამართლობის არარსებობის და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ შეიარაღებისა და სამხედრო მასალის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მათით ვაჭრობასთან;
დ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;
ე) შესაბამის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შენობა-ნაგებობების სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;
ი) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობების დაცვაზე უფლებამოსილი (პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).

მუხლი 19. იარაღის შეძენა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:
ა) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის დამზადებასა და რეალიზაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
ბ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს;
დ) პირებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სპორტულ, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას;
ე) საქართველოს მოქალაქეებს;
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს.
2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სპორტული და სანადირო იარაღის (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.
4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს შეძენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
5. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა. (25.05.2006 N 3144)

მუხლი 20. იარაღის შენახვა
1. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. (15.07.2008 N 227 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)
2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გადაადგილების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.

მუხლი 22. სამოქალაქო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, 
რეექსპორტი და ტრანზიტი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება);
ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;
დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;
ე) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
2. ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.
4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს.
5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

მუხლი 221. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი,
რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე
გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ
გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად შესაბამისი პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: 
ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის ასლს;
ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციას;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს საბაჟო ორგანოებს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. 3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებისათვის, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მოდერნიზებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაკეთობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოებს წარუდგენს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიას და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.

მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.

მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან
გატანა
1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. (25.05.2006 N3166)

მუხლი 25. იარაღის გამოყენება
1. იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.

მუხლი 26. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის 
საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან
გატანა
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. შესყიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. ამ მუხლის მე2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.

მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;
დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;
გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;
ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა განზრახ ჩადენილი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულისათვის;
ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს 18 წელი არ შესრულებია.
თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი – ამ ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში. (25.05.2006 N 3144)
ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა
1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;
გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ.
2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი
სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

თავი VI
იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით
მოსარგებლის უფლებამოვალეობანი

მუხლი 30. იარაღის დამამზადებლის უფლებამოვალეობანი
1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.
2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;
ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;
გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა;
დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დაცვა.

მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლებამოვალეობანი
1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით; 
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.
2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) რეგისტრაციაში გაატაროს საკუთრებაში არსებული იარაღი;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი;
გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;
ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. 

მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლებამოვალეობანი
1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.
2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;
ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა. 

თავი VII
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა,
პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს 
კანონმდებლობის დარღვევისათვის

მუხლი 33. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 34. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევისათვის
იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

თავი VIII
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს შემდეგი ბრძანებულებები:
ა) „იარაღის სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის შესახებ“;
ბ) „იარაღის სერტიფიცირების წესის შესახებ“;
გ) „იარაღის ჩამორთმევის წესის შესახებ“;
დ) „უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ“;
ე) „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის შესახებ“;
ვ) „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“;
ზ) „იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“;
თ) „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა“.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ; (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ“;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა.

მუხლი 351. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი 
შეიარაღების საქართველოდან ექსპორტის სანებართვო 
მოსაკრებელი (30.06.2004 N 284)
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

თავი IX
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“.

მუხლი 37. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
N 2264 – IIს



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი ხარ დევი.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევი კარგი ხარ ,რათქმა უნდა .(ზაზას ვეთანხმები) მაგრამ სათაური გაასწორე თეგები ჰქმენ და მერმე ჩემი მონაწერი იავარჰყვე. :DDD


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:
„შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეები
სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ბ.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
გ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
დ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
ე) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი).“.
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-16 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“.
5. მე-18 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი:
„დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“.
6. მე-20 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით და ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იარაღისა და შესაბამისი საბრძოლო მასალისა) ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“.
7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევაში, იარაღის გადატანისას იგი უნდა იყოს:
ა) განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული;
ბ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა;
გ) დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“.
8. 27-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“–„დ6“ ქვეპუნქტები:
დ1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ2) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს გაუჩნდა ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას, და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ3) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ4) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი გახდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ5) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი;
დ6) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყ**ბული ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1261, 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222+ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–2381, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყ**ბის შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, დაკავშირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღთან (გარდა სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა) დაკავშირებით ლიცენზიების (ნებართვების) გაცემაზე;“;
ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“–„ვ3“ ქვეპუნქტები:
„ვ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებუ

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“–„ვ3“ ქვეპუნქტები:
„ვ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებუ

ად, გასული არ არის 3 წელზე მეტი;
ვ2) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ვ3) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;“;
ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მაძიებელს არ შესრულებია 21 წელი;“;
ბ.ე) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
გ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23–26 პუნქტები:
„23. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.
24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან, შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
25. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე.
26. თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყ**ბამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყ**ბის შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებლის გამოცდა
1. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აბარებს გამოცდას ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. გამოცდის სახეებია:
ა) გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გ) გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
2. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
3. ჩაბარებული გამოცდის შედეგები უვადოა. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის აღების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მოქმედების პერიოდი 1 წელია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, წარადგინონ მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა.
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
10. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. 2015 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები.“.
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ.ა“–„ბ.დ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-10 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი და მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,
12 ივნისი 2015 წ.
N3702-IIს


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1884 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მეგობრებო არ ვიცი რამდენად შედეგიანი იქნება ეს ცვლილება გამოცდის შესახებ, მაგრამ სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი. ბილეთებში ისეთი რამეები წერია, რომ ეგ თუ არ იცი მართლა არ უნდა გაგიფორმონ იარაღი. 

 

http://sagency.ge/up...da/sanadiro.pdf

 

http://sagency.ge/up...da/sportuli.pdf

 

http://sagency.ge/up...da/tavdacva.pdf


ჩამსწორებელი ლევან, 07 October 2015 - 11:43 AM.


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sabaabu

sabaabu

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 123 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:imereti

ეხლა მე რომ შევიძინო ხრახნივლულიანი იარაგი ანუ შაშხანა ეს გამოცდები უნდა ჩავაბარო? სამი გლუვლულიანი იარაგი მაქვს გაფორმებული და მომიწევს ჩაბარება?



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1884 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მემგონი კი. 99%



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
sabaabu

sabaabu

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 123 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:imereti

გლუვლულიანზეც მომიწევს ჩაბარება?

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნამდვილად.


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ცეცხლსასროლი იარაღის ევროპული პასპორტი
evropuli-pasporti.jpg
საქართველოში ევროპიდან მონადირეების მოზიდვის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას; აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ცეცხლსასროლი იარაღის ევროპული პასპორტის მქონე პირებს შესაძლებლობა მიეცემათ საქართველოში ჩამოსვლისას თან იქონიონ მათი კუთვნილი იარაღი და ტყვიაწამალი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. იარაღის დეკლარირება მათ უნდა განახორციელონ საბაჟოზე გავლისას. აღნიშნული იქნება საქართველოში სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი

 


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
ჩვენთვის არ არის ეს კანონი? თუ ცალმხრივი პრივილეგიებია უცხოელებისთვის?

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ევროპაში გასვლისას არასდროს წამიღია , იაეაღი, მაგრამ რამდენათაც ვიცი , თემური რო იყო საფარიზე წასული აფრიკაში , იქ თავისი თოფი ქონდა წაღებული. ასე რომ კონკრეტულ ქვეყნების კანონმდებლობით უნდა ვიხელმძღვანელოთ.


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 103 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

დღეს 12 საათიან კურიერში პრემიერი აცხადებს, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივებაზე და იარაღთან წვდომის შეზღუდვაზე.  რაღაც ვერ გავიგე.

           

     ვინმეს ხომ არ გიყურებიათ, იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ?



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 34792 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივებაზე და იარაღთან წვდომის შეზღუდვაზე

?????? ვერაფერი ვერ გავიგე. 


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 103 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბუ 6 მარტს მოვუსმინე, და მეც რომ ვერ გავიგე აქ მაგიტომ ვიკითხე. მერე სპეციალურად ვუყურე 3,6,9 ზე და არაფერი აღარ გამოუცხადებიათ.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი