Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კავკასიური როჭო


1193300903.jpg?w=470&h=500

id=1752753

https://youtu.be/j4Ek4NBOJ4Q

საქართველოს ფაუნის თვალსაჩინო წარმომადგენელია კავკასიური როჭო,რომელიც კავკასიისთვის ენდემურია,ე.ი.კავკასიის გარდა სხვაგან არსად გვხვდება.მაღალი მთის ეს მუდმივი ბინადარი უმთავრესად დიდსა და მცირე კავკასიონზე და მის განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზედა ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახსი,ზღვის დონიდან 1800--2500 მეტრის სიმაღლეზე.
კავკასიური როჭო პირველად ლაგოდეხში მომუშავე მეტყევემ ლ.მლოკოსევიჩმა შეისწავლა,რის გამოც სამეცნიერო ტერმინოლოგიაში ჩვენი როჭო "მლოკოსევიჩის როჭოს" სახელწოდებითაა ცნობილი.
მამალი როჭო შავი ბუმბულით არის დაფარული,მას წითელი ხორცოვანი წარბები აქვს,ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი,ტანი ლამაზი ბოლოთი თავდება.დედალი როჭო ჭროღაა.
კავკასიური როჭო ტყის ზედა ზონაში ბუდობს.სუბალპურ ზონასთან ახლოს,უმთავრესად სუბალპური მცენარეებით იკვებება და ზოგჯერ კენჭებსაც (გასტროლიტები) ყლაპავს--კუჭში მოხვედრილი უხეში საკვების გადასამუშავებლად.
დედალი როჭო ჩვეულებრივ 10 კვერცხს დებს,საიდანაც მეტწილად 6-7 წიწილა იჩეკება.ეს გემრიელი ხორცის მქონე ფრინველი სპორტული ნადირობის ობიექტია,რადგანაც მასზე ნადირობა საკმაო სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ.შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როჭო

 

 

 

 

rocho2.jpg
 
 
rocho-dedali.jpg
 
 
rocho1.jpg
 

 

 

 

კავკასიური როჭო (ლათ: tetao mlokosiewiczi, რუს: Кавказский Тетерев ინგ: Caucasian Black Crouse) - საშუალო ზომის ტყის ფრინველია, რომელიც მხოლოდ კავკასიაშია გავრცელებული.

დედალი და მამალი გარეგნობით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მხოლოდ სიცოცხლის მესამე წელს ემსგავსება დედალი მამალს. ამ მოვლენას ბიოლოგიაში ასაკობრივი დიმორფიზმი ჰქვია. მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. 
 
საქართველოში ინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. 
 
დებს 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას.

შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი

 

 

წყარო:ალი.ჯი


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სიამოვნებით ვინადირებდი! :good:

მაქვს როჭოზე ნადირობის ვიდეოები ნანახი, საკმაოთ აზარტული სანადირო ობიექტია.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზაზაჯან ჩემთან არის სამონადირეოში, ბევრია , მაგრამ არ ვანადირებ ხალხს როჭოზე.კამერები დავაყენე და აღარავინ აწუხებთ, გვარიანად მომრავლდა ხო იცი.... თანაც  წითელ წიგნშია


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

როჭო ახლოდან მყავს ნანახი თოვლიდან როგორ ამოვარდა რაკეტასავით..გაშტერებული ვუყურებდი რა ეშმაკიათქო :0030:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩვენ სამონადირეოშია ბლომად , კუდებისკენ


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

საინტერესოა, თვალითაც კი არ მყავს ნანახი  :)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რას ამბობ მეტო მართლა???

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ძარღვებში სისხლი გაგეყინება ბიჯო მაგას რომ ნახავ.

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე წარმომიდგენია, თოვლიდან რომ ამოდის აუ იქ რა იქნება :0030:  (ლაივში არ მყავს ნანახი თორე ტელევიზორში იცოცხლე მონიკა ბელუჩიც ნანახი მყავს  :ki: )


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შენ ისეთი ძმა ხარ და ისეთი კლუბის წევრიც რომ ამ ზამთარში მგონი ბევრს ნახავ ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

შენ ისეთი ძმა ხარ და ისეთი კლუბის წევრიც რომ ამ ზამთარში მგონი ბევრს ნახავ ;)

 

 

ვგრძნობ მე მაგას ბატონო შაფაქიძე და სულმოუთმენლად ველოდები  :0035:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ოოო როჭინსკი , კარგი იქნებოდა მასზე ნადირობა თუმცა კანონით არ არის დაშვებული  :ki:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მაგარი გამოგონებაა ეს როჭო.

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი გამოგონებაა ეს როჭო.

 

:0024:
 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?