id=1752753
https://youtu.be/j4Ek4NBOJ4Qსაქართველოს ფაუნის თვალსაჩინო წარმომადგენელია კავკასიური როჭო,რომელიც კავკასიისთვის ენდემურია,ე.ი.კავკასიის გარდა სხვაგან არსად გვხვდება.მაღალი მთის ეს მუდმივი ბინადარი უმთავრესად დიდსა და მცირე კავკასიონზე და მის განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზედა ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახსი,ზღვის დონიდან 1800--2500 მეტრის სიმაღლეზე.
კავკასიური როჭო პირველად ლაგოდეხში მომუშავე მეტყევემ ლ.მლოკოსევიჩმა შეისწავლა,რის გამოც სამეცნიერო ტერმინოლოგიაში ჩვენი როჭო "მლოკოსევიჩის როჭოს" სახელწოდებითაა ცნობილი.
მამალი როჭო შავი ბუმბულით არის დაფარული,მას წითელი ხორცოვანი წარბები აქვს,ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი,ტანი ლამაზი ბოლოთი თავდება.დედალი როჭო ჭროღაა.
კავკასიური როჭო ტყის ზედა ზონაში ბუდობს.სუბალპურ ზონასთან ახლოს,უმთავრესად სუბალპური მცენარეებით იკვებება და ზოგჯერ კენჭებსაც (გასტროლიტები) ყლაპავს--კუჭში მოხვედრილი უხეში საკვების გადასამუშავებლად.
დედალი როჭო ჩვეულებრივ 10 კვერცხს დებს,საიდანაც მეტწილად 6-7 წიწილა იჩეკება.ეს გემრიელი ხორცის მქონე ფრინველი სპორტული ნადირობის ობიექტია,რადგანაც მასზე ნადირობა საკმაო სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ.შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში