Jump to content

მონადირეს მოთხრობები.

ნადირობა მონადირე ისტორიები ლეგიონი თოფი კარაბინი მეძებარი მდევარი კვალი ნაბული

ამ თემას აქვს 25 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ამ თემის გახსნის მიზეზი გახდა სამოს პოსტი.

აქ განვათავსოთ მონადირის მოთხრობები.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ავტორი სამო.

 

ტყის ქათამზე ნადირობა! ეს არის ყველაზე აზარტული ნადირობის სახეობა! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ეს ფრინველი მიგრირებს თუ ბუდობს მონადირეების უმეტესობა სუ მოუთმენლად ელოდება მის გამოჩენას! მისი მოპოვება ესე ვთქვათ ტროფეით ითვლება. მნიშვნელობა არ აქვს 2 თუ 3 ან თუნდაც 1 ყავს მონადირებული მონადირეს დიდი სიხარულით გამოიჭიმება ხოლმე თავის ნანადირევთან ერთად. რატომ? ალბატ იმიტომ რომ მისი მიგრაცია დაუდგენელია, დაუდგენელია მისი ქცევა ამა თუ იმ მომენტში. ჯდება ხშირ და უმეტესად დახურულ ტყეებში. მისი სიდიდიდან გამომდინარე ძაღლი ადვილად შეიგრძნობს მის სუნს მაგრამ ნურას უკაცრავად ის ბევრ ძაღლზე ჭკვიანი და ისე ოსტატურად დაემალება ვერც კი მიხვდებით! მეძებრებს შორის ერტ ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი სწორედ ტყის ქათამზეა, რადგანაც ყველა ძაღლს არ შესწევს უნარი იყოს წარმატებული ტყის ქათამზე ნადირობისას. ტყის ქათამზე მონადირე ძაღლი უნდა იყოს სწრაფი მაღალი ყნოსვით მეძებარი და ამავდროულად სწრაფი გააზრებული მყისიერი მოძრაობებით. ეს არ არის მწყერი რომ ძაღლს ეპატიოს მდორე და გაურკვეველი მოძრაობები, ძაღლს არ მოეთხოვება ირბინოს მაქოსებურ პარალელებზე აქ ყველაფერი სხვაგვარადააა. ძაღლი ეძებს სწრაფად და გააზრებულად ამოწმებს იმ ადგილებს სადაც მეტი ალბათობაა ქათმის ყოფნის, ხოლო სუნი მირების შემდეგ სწრაფი გაანალიზებიტ სწრაფი მოძრაობებიტ უკეთებს ახო მიწევას და ნაბულს "ქატამი უნდა დააპატიმროს"! უნდა იდგეს ისეთ ნაბულზე რომ ფრინველს განძრევის შანსი არ დაუტოვოს აი სწორედ ესაა ის სირთულეები რაც ტყის ქათამზე ნადირობას თან ახლავს.

აბა წარმოიდგინეთ გვიანი შემოდგომა ხეს აქა იქ შერჩენია ყვითელი სიფრიფანა ფოთოლი.. მიწა კი მორთულია ულამაზესი ხალიჩით.. სიჩუმეა და ამ სიჩუმეს ფეხის აუჩარებელი ხმა არღვევს.. გაფაციცებით იყურები აქეთ იქეთ და ყურს უგდებ შენი მეგობრის ფეხის ხმას ... ხო და უცბათ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა გული უფრო და უფრო აგიჩქარდა და ახლა უკვე სწრაფი ნაბიჯით მიიწევ შენი ძაღლისკენ, ის კიდე ქანდაკების მაგვარი დგას და გელოდება მისი გული შენსაზე სწრაფად ცმს და ერთი მოლოდინით ელოდება შენ ბრძანებას "წინ წინ" და აი შემზარავი და გულის გამხეთქავი ხმით ფრინდება ქათამი და ჩვეული მანევრით ... გააყოლე თოფის სამიზნე მაგრამ ობიექტი იკარგება , უცბათ გამოჩნდება , კვლავ იკარგება და ბოლოს შემზარავი ხმის იგრიალებს თოფი და ეეჰ შავი საფანტი მიეწია ქათამს და მოწყვეტილი დაწეული ნისკარტით ეშვება მიწაზე თქვენი ძაღლი კი სიხარულით და ყურების პარტყუნით მიიჩქარის რათა საბოლოოდ გაახაროს პატრონის გული აი ესეთია ჩმებურად ქათამზე ნაირობა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეს კი ერთი ძალიან მაგარი კაცის დაწერილია, უდიდეს პატივს ვცემ ამ კაცს და მაგიტომ ვდებ ამ მოთხრობას ჩვენ საიტზე.

ავტორი: მამუკა გრიგოლია.

 

კაცო,ზეზვა ხომ გახსოვთ,მზიას მეუღლეზე მოგახსენებთ,აი პირველყოფილთა შორის,პირველყოფილები რომ იყვნენ!!!ჰოდა ეგ ზეზვა,ერთ მშვენიერ დღეს გამოქვაბულიდან გამოსულა სასეირნოდ,აუღია ვულკანიდან ამოფრქვეული ლავის ჯერ კიდევ თბილი ნატეხი და გამეტებით უტყორცნია ცაში მოლივლივე არქეოპტერიქსისათვის,როცა ფრთამოტეხილი არქეოპტერიქსი,გეიზერებისა და გავარვარებული ლავისაგან ოხშივარადენილ მიწას დაენარცხა,ზეზვამ ორივე მუხლამდე დაშვებული,ბანჯგვლიანი კიდური ცისკენ აღაპყრო და რაღაც სიხარულისა და გამარჯვების ინტონაციიანი დაუნაწევრებელი ღმუილი აღმოხდა.ამ ღმუილს,გაგიკვირდებათ და თანამედროვე ქართული,სიტყვა სიტყვითი თარგმანი გააჩნია და ასე ჟღერს:,,მე მონადირე ვარ და დღეს კარგად ვინადირეეე!!!!!,,
იხვის საღამოს გადაფრენა მიყვარს სიგიჟემდე,ამ ნადირობას რაღაც იდუმალი,საოცარი ანდამატი ახლავს თან!!!ამ სულ რაღაც 30-50 წუთში,მონადირე,თოფი და ძაღლი რაღაც უცნაურ,მაგიურ ერთობლიობად იქცევიან და არ არსებობს არაფერი გარშემო,გარდა ნადირობისა!!!აღარც გლობალური დათბობა გაღელვებს,აღარც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,აღარც ვალუტის მერყევი კურსი და აღარც სიდედრის რევმატიზმებით გატანჯული,მტკივანი კოჭები!!!!!დღე-ღამის გასაყარია,წყლიან-ჭაობიან ტყეში ვართ მე და ჩემი ლინდაია,არხის პირას თხმელის ძირას ვართ მიყუჟული და პირის საძახებლით იხვს ვეხმიანები.საცაა გადაფრენაც დაიწყება,ჯერ ჩიბუხებმა გადაიფრინეს ჟივილ-ხივილით,ცას გაკრული ყანჩის სევდიანი ყივილი ისმის დროდადრო,პატარა იხვებმა გადაიშხუილეს რეაქტიულებივით,სადღაც შორიდან ტყისთავზე მოტრიალე მამალმა იხვმა მიპასუხა ბოხი,ხრინწიანი ხმით,მაშინვე გავეპასუხე,მთელი ვნება,სითბო და სინაზე ჩავაქსოვე დაძახილში.მესმის წამოვიდა,პირველ წრეს მაღალზე და დიდი სიჩქარით გადაივლის,როცა ჩემს ზემოთ,წყლის სარკეს გადაივლის უნდა გავჩუმდე,გამცდება თუ არა,უნდა დავუძახო,დავაინტრიგო,დავაინტერესო!!!მეორე წრე ყველაზე მკაცრია,აქ უნდა გაქრე,მიწაში ჩაძვრე,ხეს შეეზარდო,ბალახად იქცე,ერთი ზედმეტი მოძრაობა,ერთი ყალბი,რიოში ბგერა და მოგჭამა ჭირი!!!!!კამუფლირებული საწვიმარის კალთას ვახვევ სიმივით დაჭიმულ ლინდას და ტანზე ვიკრავ!!!!მეორედაც გადაგვიარა,ერთიც მივაძახე და გავჩუმდი!!!მესამე წრეზე დამჯდომი შემოდის,ფრთებდაყრილი და წინ ფეხებგაშვერილი,დამჯდომი იხვის ხმა არაფერში აგერევა,სულ სხვანაირი სტვენითა და შრიალით მოდის,მთავარია ხის კენწეროებზე არ ჩამოგასწროს,თორემ ვეღარ დაინახავ,როგორც კი წყალზე მისი ლანდი გამოჩნდება,უნდა წამოუდგე,აქ არის ოქროს შუალედი,როცა დაზაფრული იხვი სიმაღლის აკრეფას ცდილობს და ჰაერში ფართხალობს,აი აქ უნდა ივარგო!!!მოწყვეტით წამოვდექი,ტალახში ცოტა წავიბორძიკე უხერხულად ვესროლე,ვხედავ ცალი ფრთა უღონოდ დაკიდა და საღი ფრთის ფართხუნით გაღმა ნაპირს მიაშურა,მეორე ლულიდან ნასროლმა გაყვეთლებულ თხმელის ფოთლებში გაიღო სხაპანი!!დაჭრილი იხვი გაღმა ტყეში ჩაეშვა ისლიანში!! ,,მიდი ლინდა!!,,- ვკივივარ მთელი ხმით,თუმცა რად უნდა ჩემი კივილი,უკვე მიცურავს გაღმა ნაპირისაკენ,სულ 20 მეტრი აქვს გასაცური,დევნის ჟინით შეპყრობილი წამოიკივლებს ხოლმე.მიღწია გაღმა ნაპირს,ჯერ ლაფში ჩაეფლო,აფორთხდა ჩურჩხელასავით ამოვლებული და აი უკვე ისლიანში ეძებს დაჭრილს,მიაგნო,პირში მოირგო და წამოვიდა,ნაპირს გადმოადგა,ზურმუხტისფერი კისრით უჭირავს მამალი იხვი,აგურისფერი ფეხებით ეპოჭიჭყება დრათჰაარის ბანჯგვლიან მკერდს!!!ლამის გული გამისკდეს,მოდი ჩემო ლამაზო,ჩემო სიხარულო,ჩემო სიყვარულო- ვეხმატკბილები ჩემ მახინჯ ლინდაიას!!!(არც ერთი ქალისთვის არ მითქვია ასეთი სიტყვები,აწი რაღას ვეტყვი!!!!)ისევ შეტოპა ლაფში და წამოვიდა,თავი გვერდზე უჭირავს,ცდილობს დაჭრილი იხვი წყალს მოაშოროს!!!ამოფორთხდა როგორც იქნა,გამოვართვი იხვი თუ არა,ტანი შეიფერთხა და ტალახიანი წვეთების დუში მიმაღებინა,დრუნჩში ვკოცნი,ლოყაზე იხვის ბუმბული მეკვრის,ტუჩებზე სისხლის გემოს ვგრძნობ!!!ჩემი შტერი ლინდაია,გრძნობს რომ გამახარა,ხან მკერდზე მეტოტება,ხან იხვის წართმევას ცდილობს,ასე ვბუქნაობთ ძაღლი და პატრონი მუხლამდე ტორფიან,კუპრივით შავ ტალახში და არ გვაღელვებს არც გლობალური დათბობა,არც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,არც ვალუტის მერყევი კურსი და არც სიდედრის რევმატიზმები,უბრალოდ გვიხარია და ბედნიერები ვართ,ჩვენს ბედნიერებას უსაშველოდ ძველი და მარტივი ფორმულა აქვს:,,ჩვენ მონადირეები ვართ და დღეს კარგად ვინადირეთ!!!!!,,



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ზაზა  ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს ლამაზი ჩანახატი, ბოლოს თავი იხვის გადაფრენაზე მეგონა. :good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
aleko22

aleko22

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 139 პოსტი
  • მისამართი:lagodekhi
  • წარმოშობა:kakheti

საჭირო თემაა მადლობა ზაზა....

სიამოვნებით ჩავიკითხე კიდევ ერთხელ ორივე პოსტი..

იმედია გავამდიდრებთ ამ  თემას.....



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

მონადირე – თედო რაზიკაშვილის მოთხრობა

 

no-image.png მონადირე – თედო რაზიკაშვილის მოთხრობა ივნისი 5th, 2012ნანახია : 5185

თედო რაზიკაშვილი
მონადირე
მოთხრობა

ხევსური შიშია განთქმულ მონადირედ ითვლებოდა. იმისი გაუვალი მთა აღარსად იყო. გუდამაყრის ჩონჩხები, ხევსურეთის მთების კუდები და თვით გერგეტიც მოვლილი ჰქონდა. იმისგან შეწირული ჯიხვისა და კლდის ვაცის ადლიანი რქები ხახმატისა და გუდანისჯვრის იფნებზე ეკიდა და სალუდე ყორის კედლებზე იყო ჩამწკრივებული. ეს ხატისათვის მირთმეული ძღვენი იყო მადლობის ნიშნად და ქრთამადაც შიშიასაგან, რომ საკვლაოდაც მოემართა ხელი.
ერთი “არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი. იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები შურითა. იმის წვერზე აუარებელი იარაღი და ზინათი ეგულებოდათ, არწივებისაგან მიზიდული. იქა ბუდობდნენ ეს მთის ამაყი შვილებიც და ბარტყებსაც იქა ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ კაცი იქ ვერ მიუდგებოდა. აქ იყო იმათი სასხდომი და სალხინო ადგილი. იქიდან დასცქეროდნენ მთელს ხევსურეთს და ხევ-გუდამაყარს ამაყი თვალით და ათვალიერებდნენ თავის საკბილო ლუკმასა.

“არწივისმაღალმა” თოვლი არ იცოდა, რადგან ზედ იმდენი სწორე ადგილი არ მოიპოვებოდა, რომ თოვლი დაედო და დამრჩალიყო. მთის ძლიერი ქარი ხელად გადაფხეკდა თოვლს და რაც დარჩებოდა, იმასაც მზის სხივები ჩამოადნობდნენ ხოლმე, ჯერ ლოლუებად დაეკიდებოდა და მერე კლდის ნაპრალებში იკარგებოდა. ქვებში ამომძვრალი ქუჩი აღარა კვდებოდა, ზღარბივით ეყუნტა კლდის ნახეთქებში. შავი ქვები არწივებისა და სვავების სკინტლით იყო თეთრად ჩამოთხაპნული. ეს იყო ადამიანის ფეხისგან შეულახველი ადგილი და ბევრ ხევსურის ვაჟსაც ენატრებოდა იქ ასვლა. იცოდნენ რომ იმისთანა ვაჟზე ხევსურის ქალებიც კი ლექსს გამოსთქვამდნენ. იმისი ქების ხმა მთელ მთას შემოივლიდა და მერე შვილიშვილს გადაეცემოდა.

შიშიას ბევრჯერ ეჩვენებოდა სიზმარში “არწივისმაღალი”, ოცნებობდა, როცა ის იქ ავიდოდა, როგორ აიშლებოდნენ არწივები და შეშინებულები თავზე დაუწყებდნენ ტრიალს და ყეფას. როგორ იპოვიდა იქ უპატრონოდ დახოცილ ვაჟკაცების იარაღსა და მარჯნებს, ფრინველებისაგან ატანილსა. ქვემოთ კი “არწივისმაღალის” კალთები და ხევები სავსე იყო თოვლით და მისდღეში დაუდნობელი ყინულით. კლდის ვაცი და ჯიხვიც აქაური განთქმული იყო.

***

მზე ამოსული იყო, როცა შიშია “არწივისმაღლის” კალთას შეუდგა. თოვლის ცქერით თვალები სტკიოდა და ცისარტყელასავით წითელ-ყვითელი ელანდებოდა. ზვავი მდნარიყო და რამდენიც ძირს დაეწია, იმდენი ჩამოეფხოჭნა კლდეებიდან ისეც მცირე მიწა და სილა და ატალახებულ თოვლზე ჭუჭყად იდო. სადაც ან ხის ნაკოდალი (ნარიყი) ან ქვა, ან ზვავისგან მოგლეჯილი ქუჩი დაცემულიყო ზვავზე, – თოვლში ჩაფლულიყო, თოვლი შემოეჭამა ირგვლივ, თითქოს ცეცხლს მჩვარი ამოუწვავსო. ზოგან ჩახვრეტილიყო კიდეც და შიგ მღვრიე ქვიშიან-ტალახიანი აქაფებული მდინარე ჩაქუხდა ბნელ ჯურღმულში, მზეთუნახავი. სადაც მოესწრო დედამიწას თოვლისგან განთავისუფლება, თავყვითელა ყვავილს და დათვის ტერეფას ამოეყოთ თავი. ბუერასაც გაეღვიძნა და თავის მწვანე ქათიბს მზეს უცხუნებდა. ზაფხულის მზე სიცოცხლეს უხვად აძლევდა. საღამოთი ცარიელი მოტვლეპილი ადგილი, მეორე დღეს საამურად ჰყვაოდა.

შიშია ზვავს მოერიდა, გაღმა გავიდა. საშიში იყო ზვავი ზაფხულში! გარედან მზისგან შეჭმული და შიგნიდან წყლისგან ადვილად ჩაიმზღვლეოდა და კაცსაც თან ჩაიტანდა სამუდამოდ. ზვავზე ჯიხვების ნავალი მრავლად იყო. ეტყობოდა წყლის დასალევად აქ ევლოთ ზევიდან. ზაფხულისგან შეშინებულებს ზევით აეწიათ, რაკი ზვავები შრებოდა, ნაზვავრებში ნოყლა ბალახი ჩნდებოდა და არცა ცხელოდა.

კაი დიდი ფარა ჩანდა. ნავალზე ეტყობოდა, რომ ციკნებიც ბლომად ერია ფარაში და ჯარჯიხვებიც. შიშია გულიანად ათვალიერებდა ამ ნაფეხურებს. ერთი ნაფეხური ყველაზე დიდი იყო, სწორედ მოზვრის ტოლა ფეხი იქნებოდა. ყველას ნავალს სჭყლეტდა, ეტყობოდა, უკან მისდევდა ფარას, რადგან ან ფარას ჰპატრონობდა, ან სიმძიმით სიარული უჭირდა.

შიშიას გულმა ფთხრიალი დაუწყო. შურით ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს. გული უსივდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა; შიშია კი იმათი მძებნელი ზვავზე ქერის ჯინჯილასა და არაჟანმოხდილი ძროხის რძისგან ამოწურულ კურსა (ყველსა) ხრავდა. ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შეს

ძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.

ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს, რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით, ხან მეორესას, მანამ უგონოდ ძირს, სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი. საწყალი კვნესის, სულს ჰლევს და თან კიდევ შიშით თრთის. შენ ხელში იყვან საჩქაროდ და ერთ წამს მაინც სიამოვნებასა გრძნობ, რომ ამ თავისუფალმა ფრინველმაც იგემა მონობის სიმწარე.

თავისუფლების შემფრფინავნი იმავე თავისუფლების დაუძინებელი მტრები ვართ.

შიშიამ შეჭამა ხელისტოლა პური, თოფს ფალია უნახა, დანარჩენი საგძალი ისევ შოლტაში (მელოტი გუდა) ჩააწყო და მგელივით ჯიხვების კვალს გაჰყვა.

ზვავი გამოილია და ქვიშიან ფერდას შეუდგა. წვრილი და შავი სიფრიფანა ბრჭყვიალა სიპების ნამტვრევებისაგან შემდგარი ქვიშა ფეხქვეშ არა დგებოდა, ელდასავით აქეთ-იქით ძვრებოდა. ფეხი შიგ ღრმად ეფლობოდა და ძალიან გამოცდილი მოსიარულე უნდა ყოფილიყო, რომ ისე მოესწრო ფეხის გადადგმა, სანამ ქვიშა გაშლას მოასწრობდა. შიშიაც სწორედ ასეთი იყო! ისე ოდნავ ადგამდა ფეხს, რომ ქვიშა მხოლოდ მაშინ დაიძვროდა, როცა იმას ფეხი კიდეც ჰქონდა გადადგმული და თოფის წამალივით იწყობდა ქვემოთკენ ზვავით დენას წკრიალით. ძირში წმინდა სილა იყო მოქცეული, ზემოდან უფრო მომსხო კენჭები და სიფრიფანა სიპები მისლიკინებდნენ. ყველანი ერთად მზეზე გიშერივით საამურად ბრჭყვინავდა. ხანდახან ჯიხვისგან დაგორებული ქვაც გაახმიანებდა არემარეს. ამ დროს შიშიას დიდი სიფრთხილე ემართა, რომ ქვას არ გაეტანა. უნდა წამოხურულ ლოდებსა მოჰკროდა ქვემოდან, ან სხვა მხარეს გაქცეულიყო.

მიდიოდა შიშია. ის საამურად მბრჭყინავი სილა, ის კლდეები, ის მკვდარი ბუმბერაზები, ის საბღოტი კინჭუხები, ბალახბულახით მორთული, იმას სულ თავის მტრებად მიაჩნდა. ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.

მიდიოდა შიშია როგორც ფრთხილი ვეფხვი, როგორც კატა ფრინველს ეპარება ხოლმე; დიდი სიფრთხილით მიცოცავდა სულ მაღლა და მაღლა. კლდის თავზე, ერთგან პატარა ბუსნო იყო, იქ დაჯდა. სული მოითქვა. ერთი ვიწრო ხევი კიდევ ჰქონდა გასასვლელი და მერე “არწივისმაღლის” ჩონჩხი იყო აყაყული უზარმაზარი მატურივით.

აგერ ჯიხვების ფარაც, კლდეებში მოდებული! ციკნებიც კი გარკვევით ჩანდა, რომ ეკრობოდნენ დედებს და მუცელქვეშ უძვრებოდნენ. სხვები ზოგი ჭიდაობდა, ზოგი კლდიდან კლდეზე ხტოდა. კინჭუხის თავზე შემხტარი პატარა ვაცუნა, ცერისტოლა რქიანი, დაცინვით ჩასცქეროდა თავის ძირსდარჩენილ ამხანაგებს, რომელთაც სწრაფად ვერ მოესწროთ ამხანაგთან ერთად მაღლა შეხტომა და თვითონაც ისევ ძირს აპირებდა გადაშვებას. სხვას კიდევ ძუძუ უნდოდა, დედას დასდევდა, დედაც ხან გაექცეოდა, ხან მოუბრუნდებოდა, სჩხვერდა და იქით აგდებდა. შვილი მაინც თავისას არ იშლიდა. უკანა ლაჯებიდან უყოფდა ცხვირსა. სხვა ჯიხვები ზოგი იწვა, ზოგი იქექებოდა, ზოგიც ქვებში ამომძვრალს გერმასავით რბილ ბალახს სწიწკნიდა.

არხეინად იყო ამ მთის შვილების ფარა, მაძღარი, მხიარული, თავისუფალი. არც უბინაობისა ეშინოდათ და არც ზამთარში გამოკვების გულისათვის ვისმე ბოსელში სურდათ თავის დაბმა. ზაფხულში შურთხისგან ბუდედ შეტანილი ბალახი ზამთარში ჯიხვს კაი სამსახურს უწევდა.

შიშია თვალით ზომავდა მანძილს, მიაწევდა ჯიხვებამდე ამისი ხირიმის ტყვია, თუ ვერა. კანკალმა აიტანა. თოფს რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ორი ხელით ბღუჯავდა, თითქოს ეშინიან, ხელიდან არ გამივარდესო.

თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს, -

გულს გიგლის მონადირეო!

- ვერ დაგკარ თოფი, ტიალო,

სისხლი ვერ გაგადინეო;

ვერ გადმოგაგდე კლდეზედა,

რქებზე ვერ დაგაბჯინეო!

მოაგონდა ფშაველების ეს ლექსი შიშიას. ცხადად წარმოიდგინა მონადირის სულისკვეთება, როცა ერთმანეთისგან მანძილით დაშორებული მონადირე და ჯიხვი ერთმანეთს გასცქერიან. ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში.

მონადირეს კი ჯიხვის სიშორე და მიუდგომელ ადგილას ყოფნა გულს უგლიდა, გაბოროტებულს შური ახრჩობდა. შიშიასაც შური, თუ ამაზე უარესი სისხლით გაუძღომელი გრძნობა სჭამდა. რამდენჯერმე წაუდო ქვაზე თავისი ვერცხლის სალტებით შაზიკული, მზეზე თეთრად მბრჭყვინავი ხირიმი და ისევ უკან გადმოიღო. სევდით და მწუხარებით დასცქეროდა ამ თავის გალაპლაპებულს ყელჭრელ ხირიმს; არ ეგონა, თუ იქამდე მიიტანდა ტყვიას. თუნდა მიეღწია კიდეც, ჯიხვს ვერ დაიმორჩილებდა. ტირილი მოსდიოდა, რომ შამფურივით გაშავებული რუსული “ბერდენკა” არა ჰქონდა. ის რომ ჰქონოდა, ერთსაც აღარ გაუტევდა ცოცხალსა. რუსებზედაც და “ბერდენკაზედაც” ჯავრი მოსდიოდა, რომ ამისი თორმეტ ძროხიანი ხირიმი იმ შავმა დუდუხამ ასე დაამცრო და დააჩალავა.

ამ დრომდე დაწოლილი ჯიხვებიც აიშალნენ და აღმართს შეუდგნენ. ის დიდი ჯიხვიც უკან იყო და დინჯად მიაბიჯებდა. შიშია ანთებული თვალებით გასცქეროდა ხარ-ჯიხვის გზას. ელოდა, როდის გასწორდებოდა თოფის სასროლად. აი, შეხტნენ ერთ ბექურზე ჯიხვები და მეორე მხრისკენ იწყეს დენა და მოფარება. ბოლოს შეებღოტა ხარ-ჯიხვიც და გაბრტყელებული ეეყუდა შიშიას პირდაპირ მოზვრის ტოლა. სულგაწყვეტილი შიშია თოფს დაჰკვროდა, თითქო ამის სიკვდილ-სიცოცხლე ამ წუთზე არის დამოკიდებულიო. ერთ წამია ხანს გაჰხვივლა ხირიმმაც. გაღმიდან, თითქო შეყვარებულთ ერთმანეთს დამალულებმა აკოცესო, ტკაცანი მოისმა. გაღმა-გამოღმა მთებმა თოფის ხმას კვნესით ბანი მისცეს. თოფის ქუხილი მთა-კლდეთა საკუთარი შეიქნა და ცოტახნის შემდეგ შორს, შორს ჩაბნელებულმა არაგვის ხეობამ როდის, როდის სადღაც მოსცა პასუხი და ხვივილით ხელმეორედ შემოიარა ისევ მთებისა და ხევების კუდები და სადღაც მთებს იქით გადაიკარგა.

“თოფის ხმა ჭიუხებშია

ვაჟკაცსა იამებაო!”

ტყუილად არ უთქვამთ ფშაველებს!

ჯიხვებსაც იამათ?! საწყლებს ცის დაქცევა და “არწივისმაღლის” ჩამონგრევა ერჩივნათ ამ ხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი, დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონს მოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა. ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საით მოასწრო, იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა შვილსა.

შიშიას ხარ-ჯიხვის დარდი ჰქონდა. სხვები სადაც უნდა წასულიყვნენ. ჯიხვს წინა ფეხები ჰქონდა მაღლა შედგმული, როცა თოფი გავარდა. დატორტმანდა, უნდა უკანვე გადმოვარდნილიყო, მაგრამ თავი შეიმაგრა და ისე გაშეშდა. შიშიამ შეატყო, რომ ჯიხვი დაიჭრა. სანამ ეს თოფს ხელმეორედ გასტენდა, ჯიხვი კლდეზე ავიდა და მარდად გაუსვა მაღლა ფრიალოებისაკენ. სხვა ჯიხვები აღარსად ჩანდნენ, იმან კი “არწივისმაღლის” საფრებს მიმართა. ტყვია ვეღარ მიუწვდებოდა და სანამ შიშია ხევს გახდებოდა, ის თავს უშველიდა. აბა თავსღა დაანებებდა შიშია ჯიხვსა?

ჯიხვს სისხლი თქრიალით გასდიოდა. ეტყობოდა მუცელში ჰქონდა ტყვია მორტყმული და ფაშვსა და ტყავს შუა იყო გავლილი. მრავლად განადენი სისხლი იმედს აძლევდა შიშიას, რომ ჯიხვს მალე მოსჭრიდა მუხლს და ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა. “ტყავსა და რქებსაც ძლივ წავიღებო” ფიქრობდა შიშია, – თუ ცოტა რამე სამწვადეც გავატანე, კარგი იქნებაო”. მთელი ჯიხვის წაღება კი აზრადაც არ იყო მოსასვლელი, გინდა მარტო რბილი ხორცი გამოეჭრა და ძვლები იქ დაეყარა. წარმოიდგინა შიშიამ, რა გაკვირვებით დაუწყებდნენ ხევსური ვაჟები და ქალები ჯიხვის რქებს სინჯვას. “აბეჩავ, შიშიავ, შენს მეტიც ამას ვერავინ მაჰკლავდა, გუდანისჯვრის მადლმაო!” ტყავისა ხომ, საკუთრად ერთი ტყავი გამოუვიდოდა, მხოლოდ სახელოებს მოუნდებოდა თხის ტყავის მოკერება.

გაჰყვა შიშია მგელივით სისხლის კვალს. თუმცა სისხლი ისე აღარ გასდიოდა, მაგრამ კიდევ ალაგ-ალაგ ცვრები სცვიოდა და ზოგანაც, სადაც კლდეზე ახოხებულიყო, სისხლიანი ბეწვისაგან ქვები იყო მოსვრილი. ჯიხვზე კარგად ვის ეცოდინებოდა “არწივისმაღალზე” ასასვლელი გზა. ალბათ, წინათაც ბევრჯერ შეხიზნულა რქიანი ვაცი იქა და ახლაც დაჭრილი იქით მიიბრძოდა. იქ დაწვებოდა მოსვენებით, ვერც კაცი შეაწუხებდა, ვერც ნადირი და ვერც ბუზი, სანამ ნატყვიარი მოურჩებოდა. სჯეროდა, რომ იქ ადვილად ვერავინ ავიდოდა და არც არავინ გაიწირავდა თავს იქ ასვლისათვის. მაგრამ შიშია იმისთანა ბიჭი არ იყო, რომ უკან დაეწია! სად ქუჩს ეჭიდებოდა, სად ქვებს და კენჭებს ებღაუჭებოდა, ოღონდ ხელისმოსაკიდებელი ყოფილიყო. ბევრჯერ ცალი ხელით დაეკიდებოდა, სანამ ფეხს რამეზე მოიკიდებდა. მიცოცავდა მაღლა და ქვეშ რა უფსკრული ეზრდებოდა, იმაზე სულაც არა ფიქრობდა. ძირს არ იხედებოდა და არც დარდი ჰქონდა. წინ დაჭრილი ხარ-ჯიხვი ეგულებოდა და განა ახლა უკან დაბრუნებაზე იფიქრებდა?! ხელის ფრჩხილები სულ გადააცვითეს ქვებმა და მუხლისთავები გადაეყვლიფა. ბევრჯერ თვალითაც დაინახა ჯიხვი, მაგრამ თოფის სროლა არ შეიძლებოდა, ხელებს ვერ გაუშვებდა, კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.

ძირს ხეობა და შორს სოფლები თანდათან მერცხლის ბუდეებივითღა მოჩანდა. დაიღალა კიდეც, ღონეც ელეოდა. “არწივისმაღალის” წვერიც კი შორს აღარ იყო. ცოტა კიდევ და ჯიხვი და შიშია თითქმის ერთ დროს აებღოტნენ “არწივისმაღლის” კონცხზე. იმას იქით ვეღარსად ჯიხვი წავიდოდა და ვეღარსად შიშია, თუ უფსკრულში არ უნდოდათ დაღუპვა.

რამდენადაც შიშია გახარებული იყო, რომ ჯიხვი ვეღარსად წავაო, იმდენად ჯიხვი შეშინებული და თავზარდაცემული ჩამოსცქეროდა შიშიას. არ ეგონა თუ აქაც, ამ არწივების საბუდარში კაცი ფეხს დასდგამდა. ელდაცემული, გაშტერებული იდგა და შემოსცქეროდა მონადირეს. ასე ახლოს ამის მეტად არ ენახა კაცი, – ეს ამათი სიკვდილი! ახლა ჰხედავდა პირველად და ელდაცემული მთელი ტანით თრთოდა. გასაქცევი აღარსად ჰქონდა და დასამალი. თავის სიცოცხლეში მგელიც ბევრჯერ ენახა, კლდის ვეფხვიც; ზვავიც ბევრჯერ მოჰხეთქია და წაუღია, მაგრამ კაცზე საზარელი არა ეგულებოდა რა.

ადგილი სულ ერთი ფარდაგის გაშლა იქნებოდა. ერთმანეთის სულის ქცევა ესმოდათ. ჯიხვი მუდამ წამს მოელოდა, რომ კაცი ეცემოდა და ჩაჰყლაპავდა. შიშიაც ერთბაშად შეკრთა. მოაგონდა, რომ განთქმულმა აფშინამ ასე შერეკა საფარში ჯიხვები და თვითონ გზაში ჩაუდგა. უნდოდა ხანჯლით დაეჭრა ყელები, მაგრამ გაცოფებულმა ჯიხვებმა, რაკი გასავალი აღარსადა ჰქონდათ, ერთბაშად დაჰკრეს და გადაუძახეს უფსკრულში თავმომწონე მონადირე. ამაზე იყო ლექსი:

“ჯიხვებს ნუ ჩასდევ, აფშინავ,

ჯიხვთა ბანდუხის კლდისათა,

თორ კლდეზე გადაგაგდებენ,

ჯარს შაგიყრიან რქისასა”.

მოაგონდა არანაკლებ განთქმული მონადირე ჯარჯი და ჯიხვი რომ ერთად გადაცვივდნენ კლდეზე.

მაგრამ ჯიხვი სრულიადაც არა ფიქრობდა ბრძოლას. რომ ფარაში ყოფილიყო, შეიძლება გამგელებული სცემოდა მონადირეს, მაგრამ აქ არც უმწეო ციკნები იყვნენ სადმე, არც დედალი შუნები. რომ იმათთვის პატრონობა გაეწია. რაკი ჯიხვი შეშინებული ნახა: “ტყვია-წამალი რაღად დავხარჯოვო”, – იფიქრა მონადირემ და ხანჯალამოღებული გადუხტა ჯიხვსა. ჯიხვი ადგილიდან არ იძვროდა. დაშტერებით შემოსცქეროდა იმისკენ მიმავალ კაცს. ვინ იცის, ფიქრობდა: “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”. მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არა ადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთი თვალის დაფახვაში უფსკრულში გადაეშვა.

- ვაიმე, დავკარგე ჯიხვი! – დაიყვირა შიშიამ და გაიქცა დასანახად, თუ სად დაეცემოდა ჯიხვი. მაგრამ ჯიხვი უფსკრულმა ჩანთქა. სად დაეცემოდა, როცა ძირს თვალჩაუწვდენელი ფრიალოს მეტი არა ჩანდა რა. ახლაღა იგრძნო შიშიამ, რა საფრთხეც მოელოდა და თმა ყალყზე დაუდგა.

დიდხანს, დიდხანს უხმობდა ხეობები და მთები, როცა ძირს დაცემული ჯიხვის სიმძიმით მოგლეჯილი ლოდი ხეობაში საშინელი ჭექა-ქუხილით ჩაიჭრა და იმისგან შეშინებული ფრინველები წივილით გამოიშალნენ ჰაერში.

მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარს ვისმე, მაგრამ ირგვლივ მარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი იყო.

იტყვიან შვიდი დღე კიდევ ისმოდა “არწივისმაღლიდან” შიშიას თოფის ხმა, მერე კი მისწყდა, ვეღარავინ ვეღარ უშველა რომ ჩამოეყვანათო.

ტყუილად არ უთქვამს ხალხსა:

ჯიხვების განავალი კლდე

რო ნახო, გაგიკვირდება,

იმათ განავალ გზაზედა

თოვლი არ მეეკიდება,

იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა

რა კარგი წაეკიდება!

1903 წ.

%20%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%
სიახლის ავტორი: nukrifox
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მწვერვალების ყარაული, მთის ენდემი ჯიხვი

 

 

 

 

"ადრე თუშეთში ნადირობა დაკავშირებული იყო "მეკდეურობასთან"-კლდეზე ცოცვის ხელოვნებასთან, რაც მენაპირეთა(მესაძღვრეთა) ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გზას წარმოედგენდა. ნადირობის დაუწერელი კანონი ზღვარს უდებდა მონადირის თავისუფალ ნებას და უზრუნვლველყოფდა ბიოლოგიურ წონასწორობას, თუნდაც მონარიდე ხელმოცარული ყოფილიყო წესად არ იყო ციკნებიანი ნადირისთვის(შუნი,თხა ფურირემი) სროლა. ასევე წესად არ იყო ფრინველზე ნადირობა."

ნამდვილი მონადირე ის არის ვინც ნადირობის დაუწერელ კანონებს დაემორჩილება, კანონებს რომლის დარღვევითაც ზიანი ადგება ისეთ ცხოველებს როგორებიცაა ჯიხვი, ნიამორი და კიდევ ბევრ მთის ენდემურ ნადირ-ფრინველს. ნადირის გაფრთხილების სურვილი, შენი ბუნებიდან უნდა მოდიოდეს და სხვას მისი სწავლება არ უნდა სჭირდებოდეს, უნდა იცოდე სად გაჩერდე  (რამდენი მოკლა), რათა მომავალში ისევ მოხვიდე იმ ადგილზე და ინადირო. ჩემი დევიზია: გაამრავლე და შემდეგ ინადირე. იმედია თვითოეული თქვენგანი ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, იფიქრებს თუ როგორ ინადიროს მომავალში.

რა სჯობია ჯიხვების ფარას რომ დაჰყურებ მაღლიდან და არჩევ რომელი წააქციო. ასეთი ადრენალინი მხოლოდ საჯიხვეებში შეიძლება განიცადო  ადამიანმა, ასე რომ მხოლოდ ყურებით მეათედ სიამოვნებას იღებ ნადირობისას . ეს ყველაფერი ოცნებათ დარჩება თუ არ გავუფრთხილდებით ბუნებას

 

 

პატივიცემით თუში მონადირე გიორგი ბაკურიძე

 

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ხანდაზმულ მონადირეთა ნაამბობი

xoxobi_1.jpg

მოხუც მონადირეებს ახალბედებისთვის ძლიან ბევრი აქვთ მოსაყოლი.დანანებით ამბობენ, რომ წინათ ნადირიც ბევრი იყოდა და ფრინველიც, ნადირობა კი მათთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ ხოცვა-ჯლეტვა, არამედ ხშირად გამხდარა უცნობი ადამიანების, მათი ოჯახების დამეგობრებისა და დამოყვრების მიზეზი.

ერთ-ერთი ხანდაზმული მონადირე ყვება: 1957 წლის ბოლის, სოფელ ყულევის მიმდებარე ტერიტორიაზე იხვზე სანადიროდ წავედით. ოთხნი ვიყავით. ადრიანად მოგვიწია ადგილზე მისვლა. გადავწყვიტეთ ადგილი დაგვეთვალიერებინა და 15-20 წუთის შემდეგ ერთ-ერთი გვეძახის, ამ შუაგულ ტყეში ხბო დაუტოვებიათო, - ახალბედა იყო და ვერ მიხვდა, რომ მის წინ შველი იყო. დანარჩენებმა ერთად ავტეხეთ ყვირილი, ესროლე რა უნდა აქ ხბოს. დაბნეულს, როგორც შემდეგ გამოტყდა, თურმე თვალდახუჭულს უსვრია, მაგრამ გაუმართლა-თავისი პირველი ნადირი, შველი მოინადირა. დღემდე ანეგდოტად დადის ეს ამბავი. შველი გავასუფთავეთ, გავანაწილეთ და გავაგრდძელეთ ნადირობა. გზად ხოხბის ოჯახს გადავაწყდი. ჩემმა ძაღლმაც თავი არ შეირცხვინა და ნაბულით 3 ცალი მომაკვლევინა.
ამასობაში საღამოს გადაფრენაც დაიწყო. იხვი იმ დღეს მრავლად მოვინადირეთ.დილით რომ დავთვალეთ 120 ცალი აღმოჩნდა, გავანაწილეთ ნანადირევი და გავეშურეთ მანქანისკენ. გზად ძაღლებმა კურდღელს მიაგნეს, ამჯერადაც ვიმარჯვეთ.
რადგანაც კურდღლისა და ხოხბის განაწილება არ მოხერხდებოდა, გადავწყვიტეთ, ჩემთან სახლში მოგვემზადებინა და კარგადაც გვექეიფა. ასეც მოხდა.

ამონარიდი წიგნიდან "მონადირის ჩანაწერები". ზაზა კიკნაძე. (2005)


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იუტუბზე მოვისმინე კაი სახალისო ამბავი.
კაცი ნადორობდა იხვზე და ერთი უვარგისი ძაღლი ყავდა თურმე წაყვანილი, შევიდოდა ეს ძაღლი წყალში დასუნავდა ფრინველს და არ გამოქონდა.
გადადგა კაცი წკუიდან წარმოიდგინე რავარია მოკლა იხვი და ვერ გამოიტანო, მოკლედ დაიტანჯა ეს კაცი, შევა ძაღლი დასუანავს და არ გამოაქ.
დღის ბოლოს იძახდა უნდა მოვკლა, მოკლედ მაგრა ქონდა ნერვები მოშლილი. ამ დროს საღამოს პერელიოტზე მოვიდნენ სხვა მონადირეები, ეს კაცი ჯერ წასული არ იყო უბრალოდ ლაგდებოდა და ეს დებლილი ძაღლიც დარბოდა იქვე, ახალ მოსულ მონადირეებს ჩამოუგდიათ იხვი და შევარდა ამ კაცის ძაღლი, სანამ იმათ ძაღლები დაიძრებოდნენ. ამ ჩვენმა მონადირემ დაუძახა ახლების გასაგონად :
- დაანებე მაგას თავი ეგ არ არის ჩემი მოკლულიო, ძაღლმაც დასუნა და უკან გამობრუნდა როგორც აკეთბდა.
გადაირინ ახალ მოსული მონადირეები, ეს რა ჭკვიანი ყოფილაო მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო 200 $ გაუყიდია ის ძაღლი იქვე 0009.gif/>


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გასწორებულია


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მონადირის ჩანაწერებიდან :
ბახმარო 2013 წლის 23 აგვისტო, დილიდან ვემზადებით, ვკრავთ ბარგს და მივდივართ საძელიაზე (მთა მესხედის ქედზე, ბახმაროში), საძელიაზე, სადაც მგლების შიშით , ცაში ფრინველი არ დაფრინასვ და ხმელეთზე ცხოველს ვერ გაუვლია. იქაურმა მწყემსებმა შიშით საქონელი სხვაგან გადარეკა , მხოლოდ უშიშარი თამაზი შემორჩა ,,საძელიას’’. ერთ საათიანი მგზავრობის (აღმართებზე გაუვალ ადგილებში გადადგილების ) შემდეგ მივედით საძელიაზე, თამაზის კარავთან, : მე , მამაჩემი , ბიძაჩემი , ჩემი ძმა გია და ჩვენი ქართული ნაგაზი სიმბა. თამაზიმ დაგვაკვალიანა და გვითხრა , რომ თვითონაც გამოგვყვებოდა , რადგან დათვის ხაფანგი უნდა აეშალა , უსაფრთოხების მიზნით. მე თამაზის გავყევი ( ვაი იმ გაყოლას) ხუნდის ნახვა მაინტერესებდა. თამაზიმ მიმიყვანა იმ ადგილას, სადაც ხაფანგი ჰქონდა აწყობლი, აშალა ხუნდი და მითხრა : რაღა უკან ავბრუნდეთ , მოდი ჩავყვეთ ამ ხევს და მერე ზევით ავყვეთ , გზა მვუჭრათ, თან ეგებ რამე გადაგვეყაროს გზაშიო. მისი ნათქვამი ისე მარტივი და ადვილი ჩანდა , რომ დავთანხმდი და გავყევი , გავყევი მაგრამ სად გავყევი, ისეთი დაკიდული და გაუვალი ხევი იყო, დათვი მხოლოდ გორვით თუ ჩავიდოდა ბოლოში. ორივე ხელით ხან ბალახს, ხან ნაძვს, ხან რას და ხან რას ვებღაუჭებოდი და ასე წვალებით ჩავაღწიე ბოლოში, ჩვენი თამაზი კი ქვემოთ დამხვდა , ერთი 20 წუთის ჩასული მაინც იქენებოდა. ,,ახლა ეგერ იქინე ავალთ და ვსიო გავალთ ბილიკზე მითხრა თმაზიმ, ’’ ( თამაზი გურულია ჩემსავით), მე გავუღიმე ძალით და გავყევი უკან , ზუსტად ისეთივე აღმართში მოგვიწია ასვლა, როგორზეც ჩამოვეით, თუმცა თამაზიმ დაჰკრა ფეხი და ავიდა უცებ, მე კიდე ავედი ოდნავ მოგვიანებით , არ გეგონოთ სიარული არ შემძლოს უბრალოდ , თამაძისთან შედარებით მე კუსავით მოვძრაობდი.
როგორც იქნა დავადექით ბილიკს , ბილიკზე დავიხედეთ და ვნახეთ , რომ ოპერაციის წევრები უკვე წინ იყვნენ წასულები, ჩვენ ნაბიჯს ავუიჩქარეთ და მათ დავეწიეთ, მაგრამ გია და სიმბა იქ არ დაგხვდა, გავხედე და დავინახე 100-150 მეტრით წინ გასილუყო და ტყისპირა ადგილებს ზვერავდა , ბილკს, რომელსაც მიყვებოდით სულ ახალი მგლის კვალებით იყო სავსე და ამ დროს გიამ, რაღაც ჩუმად დაიძახა და სირბილით წამოვიდა ჩვენსკენ , ყველანი მივხვდით თუ რაშიც უნდა ყოფილიყო საქმე , გიამ მოირბინა და გვითხრა 2 ცალ მგელს ვხედავ , სძინავენ ტყის პირას , მივეპარებით ისე არიანო, უცებ მამამ დაკვაკვალიანა, მისი თოფი მომცა, მე რასტრუბით ვიყავი და მითხრა : შენ არ გყავს მონაკლავი და წადი აბა შენ იციო. თოფი გამოვართვი და გავეშურეთ ოპერაციის კულმინაციისკენ, მე , ჩემი ძმა და ბიძაჩემი, სიმბა მამაჩემმა დაიტოვა იქვე დარჩა თამაზიც. 100 მეტრის გავლი შემდეგ ბიძაჩემმა გვანიშნა, რომ თვითონ მარჯვნიდან მოუვლიდა მე და გია კი მარცხნიდან წავედით , ცოტაც რომ გავიარეთ გიამ მგლები დამანახა, მართლაც რომ უჭკვიანესი ცხოველია მგელი , ისეთი ადგილი ჰქონდათ შერჩეული, რომ უკეთესს ვერც ინატრებ: ტყის პირას სწორ ადგილზე , შუაში წყალი, გასაქცევად უკან ტყე და იელები. ჩვენ თავიდან ორ მგელს ვხედავდით და მგლის ლეკვები გვეგონა რადგან სიშორის გამო პატარები ჩანდნენ, სინამდვილეში კი ეს ორი დიდი დედალ-მამალი მგელი ყოფილა. არ იყო ადვილი მიპარება რადგან სასროლ დისტანციამდე მისასვლელად დიდი მანძილის ხოხვით გავლა გვიწევდა და თან იმის იმედზე ვიყავით რომ იმ 2 მგელს რომელსაც ჩვენ ვხდევდით ეძინათ. საქმე იმაში იყო რომ წინა დღეს გადმოღმა გორზე ძროხა ჰყავდათ შენაჭამი და ახლა ნებირობდნენ. ცოტა ხსნის ხოხვის შემდეგ ვხედავთ , რომ ერთმა მგელმა გამოიღვიძა და ჩვენსკენ გამოიხედა, სუნთქვა შეგვეკრა, აგილზე გავშეშდით და თოფები შევაყენეთ, რადგან თუ დაფრთხებოდნენ უნდა გვესროლა, ცვენდა სასიკეთოდ ამ მგელმა ვერ შეგვამჩნია , მიზეზი კი ალბათ ის იყო რომ მზე ჩვენუი მხრიდან იყო . ცოტა კიდევ გადავიჩოჩეთ ცოტა კიდევ გადავიჩოჩეთ და რას ვხედავთ , მგლებისგან მოშორებით ერთი შედარებით მომცრო მგელი წევს მაგრამ არ სძინავს, მაშინ მივხვდიტ თუ რამხელა მგლები იყვნენ ის ორნი რომლებბსაც ეძინათ, ეს მომცრო მგელი კი ,რომელიც ამ ორი დიდი მგელის შვილი უნდა ყოფილიყო, თავს ისე ატრიალებდა იქეთ-აქეთ, რომ დიდი შანსი იყო შევემჩნიეთ, თან ჩვენგან ძლიან შორს იყო ასე რომ გადავწყვიტეთ აქცენტი ამ ორ დიდ მგლეზე გავეკეთებიმნა და ხოხვა განვარგძეთ, 2-3 მეტრის გავლის შემდეგ კიდევ ერთი მოულოდნელობა : ორი მომცრო მგელი , ჩენს ქვემოთ . გიას გავხედე , მან მანიშნა რომ გზას ვეღა გააგრძელებდა, რადგან მგლები უმალ შენიშნავდნენ, მე კიდევ შემეძლო მიახლოება და გზა გავაგრძელე და ამ დროს დავიანხე , რომ ზემოთ ხსენებულმა მომცრო მგელმა, რომელი მოშორებით მარტო იყო, შემამჩნია, ჩუმად ადგა და ტყისკენ გაიქცა, ცოტა კიდევ გავიჩოჩე და დავიანხე რომ ორი დიდი მგელიდან ერთი ადგა ფეხზე და იქვე შკრერებში შევიდა , უკვე ვგრძნობდი , რომ შეიძლბოდა მგლებს შევემჩნიე და სროლა გადავწყვიტე, მარჯვნივ მოვიხედეე და გიას ვანიშნე, რომ მომზადებულიყო, რადაგან სროლას ვაპირებდი, ზემოთ გორზე ბიძაჩემიც შევნიშნე რომელიც ჩასაფრებული იყო, ამის შემდეგ წელში გავიმართე, მუხლბზე ჩაჩოქილ მდგომარეობაში . დიდი მგელი ჩემგან შორს იყო ამიტომ ვარჩიე მომცრო მგლებისთვის მესროლა , თოფი მხარზე მივიდევი და ორივე მომცრო მგელი ჩემს თვალთახედვაში მოექცა , ერთი იწვა მეორე კი იდგა , რომელიც იწვა იმას დავუმიზნე და ვესროლე , ვესროლე და რას ვხედავ , მწოლიარე მგელი ჩემი სროლის შემდეგ ფეხზე დგებნა და გაკვირვებული სახით მიყურებს , ისეთივე სახით , როგორითაც მე მას , ამ დროს წინ ჩაურბიბნა მეორე მგელმა , თოფი გავაყოლე და ვესროლე, ბევრი არ დააყოვნა და მეროე მგლეი ადგილზე წაიქცა , ამ დროს კი მესმის ტუ როგორ ისვრის გია აქედან ბიძაჩემი კი, იქედან ,მე კი ამ დროს ჰილზას ვცვლი, რომელიც ამ დროის მანძილძე კბილებით მეჭირა რომ სწრაფად გამომეცვალა , გამოვცვალე თუ არადა და ხედავ დახლოებით 60 მეტრში ის დიდი მგელი რომელიც რამოდენიმე წუტის წინ სჰკერებში შესულიყო სირბილიტ გამოვარდა იელებიდან და ჩემსკენ იყურებოდა, ჩმეგან მარცხნივ მოძრაობდა , თოფი გავაყოლე და 12 კელიანი კარტეჯი ვესროლე, ვესსროლე და კვიცის ხელა მგელი ადგილზე ამოტრიალდა , მაგრამ უცებ წინა ფეხებზე გაიმარათა და ხოხვით ტყისკენ გაემართა, მთელ ტანს და უკანა ფეხებს მიათრევდა, მთელი სისწრაფით მგლისკენ გავიქეციდა თან ჰილზებბს ვცვლიდი, უცებ მესმის ხმა ,,მიდი მიდი’’ ერთი წამით მოვტრილადი და დავიანხე თუ როგორ მორბოდა სიმბა ჩემს უკან , მამაჩემი და თამაზიც მისუყვნენ გორის თავზე და ამ ყველაფრისთვის უყურებიათ. მივედი იმ ადგილას სადაც მგელი შეძვრა ტყის პირას ბუჩქებში, კარგად დავაკვირდი, ჩემი გულის ცემის ხმა იმხელაზე ისმოდა, სხვა მეტი არაეფრი არ მესმოდა ამიტოომ კარგად დავაკვირდი და დავიანხე იელებში , მგელი, აღარ ექანებოდა, სიმბას ახლო მივიყვანე და იმანაც სუნი აიღო , შევიდა და ღირღნა დაუწყო. ეს ყველაფერი კი წამებში მოხდა , აწეთ მხარეს ამ დროს გიას ერთი დიდი მგლისთვის უსვრია მეორე კი პატარასთვის , ვერცერთისთვის ვერ გაურტყამს , შორს იყო მისგან , ხოლო იმ დიდ მგლეს , რომელიც შემდგომში გაირკვა რომ დედალი ყოფილა ბიძაჩემმა ესროალ ორჯერ , პირველად მსუბუქად დაჭრა მეორედ კი მგელი ადგილძე დატრიალდა და შკერებში ჩაეშვა , მე გია და ბიძაჩემი ჩავყევით ხევს მგლის საძებნად, ამ დროს კი გვესმის სრლის ხმა , მამაჩემი და თამაზი ზემოთ იყვნენ და ერთი მომცრო მგელი დაბრუნებულა, თამაზის ფეხში დაუჭრია და ბოლოს მამაჩემს მოუკლავს , ბევრი ვეძებეთ მაგრამ ბიძაცემის მგელი ვერ ვიპოვეთ, სერიოზულად იყო დაჭრილი , მაგრამ ეტყობა შეძლო და იმ გაუვალკ ხევ ბოლომდე ჩაჰყვა, ჩავთალეთ , რომ ის მგელი არ გადარჩებოდა. მერე უკან ამოვბრუნდით დახოცილი მგლები ერთ ადგილზე შევაგროვეთ, 3 ცალი, ყველაძე საინტერესო თამაზის კმაყოფილი და შვება მოგვრილი სახე იყო რომელსაც თვალებზე ეწერა ,, უფფ, არ მევითქვი სულიი’’ . 3 კვირის შემდგე თამაზიმ დაგვირეკა და გვითხრა, რომ საყორნიაძე (უმაღლესი მთა გურიაში) მომცრო მგელი უპოვიათ მკვდარი, მუცელში ჰქონია მორტყმული, ეს ის მგელია მე და გიამ რომ ვესროლლეთ, თუმცა რას გაიგებ რომლის ნასროლმა მიაყენა ჭრილობა, ორივემ 12 კეკლიანი კარტეჯებეი ვესროლეთ . მაგრამ ფაქტია რომ ამ ერთ დღეს საძელიას ველი გათავისუფლდა მომრავლებული მტაცებლისგან , რომელიც დღეს არა მარტო მტთაშია ბევრი არამედ ბარშიც საგრძნობლად მომრავლდა.
ფოტო: მონადირის ჩანაწერებიდან :
ბახმარო 2013 წლის 23 აგვისტო, დილიდან ვემზადებით, ვკრავთ ბარგს და მივდივართ საძელიაზე (მთა მესხედის ქედზე, ბახმაროში), საძელიაზე, სადაც მგლების შიშით , ცაში ფრინველი არ დაფრინასვ და ხმელეთზე ცხოველს ვერ გაუვლია. იქაურმა მწყემსებმა შიშით საქონელი სხვაგან გადარეკა , მხოლოდ უშიშარი თამაზი შემორჩა ,,საძელიას’’. ერთ საათიანი მგზავრობის (აღმართებზე გაუვალ ადგილებში გადადგილების ) შემდეგ მივედით საძელიაზე, თამაზის კარავთან, : მე , მამაჩემი , ბიძაჩემი , ჩემი ძმა გია და ჩვენი ქართული ნაგაზი სიმბა. თამაზიმ დაგვაკვალიანა და გვითხრა , რომ თვითონაც გამოგვყვებოდა , რადგან დათვის ხაფანგი უნდა აეშალა , უსაფრთოხების მიზნით. მე თამაზის გავყევი ( ვაი იმ გაყოლას) ხუნდის ნახვა მაინტერესებდა. თამაზიმ მიმიყვანა იმ ადგილას, სადაც ხაფანგი ჰქონდა აწყობლი, აშალა ხუნდი და მითხრა : რაღა უკან ავბრუნდეთ , მოდი ჩავყვეთ ამ ხევს და მერე ზევით ავყვეთ , გზა მვუჭრათ, თან ეგებ რამე გადაგვეყაროს გზაშიო. მისი ნათქვამი ისე მარტივი და ადვილი ჩანდა , რომ დავთანხმდი და გავყევი , გავყევი მაგრამ სად გავყევი, ისეთი დაკიდული და გაუვალი ხევი იყო, დათვი მხოლოდ გორვით თუ ჩავიდოდა ბოლოში. ორივე ხელით ხან ბალახს, ხან ნაძვს, ხან რას და ხან რას ვებღაუჭებოდი და ასე წვალებით ჩავაღწიე ბოლოში, ჩვენი თამაზი კი ქვემოთ დამხვდა , ერთი 20 წუთის ჩასული მაინც იქენებოდა. ,,ახლა ეგერ იქინე ავალთ და ვსიო გავალთ ბილიკზე მითხრა თმაზიმ, ’’ ( თამაზი გურულია ჩემსავით), მე გავუღიმე ძალით და გავყევი უკან , ზუსტად ისეთივე აღმართში მოგვიწია ასვლა, როგორზეც ჩამოვეით, თუმცა თამაზიმ დაჰკრა ფეხი და ავიდა უცებ, მე კიდე ავედი ოდნავ მოგვიანებით , არ გეგონოთ სიარული არ შემძლოს უბრალოდ , თამაძისთან შედარებით მე კუსავით მოვძრაობდი.
როგორც იქნა დავადექით ბილიკს , ბილიკზე დავიხედეთ და ვნახეთ , რომ ოპერაციის წევრები უკვე წინ იყვნენ წასულები, ჩვენ ნაბიჯს ავუიჩქარეთ და მათ დავეწიეთ, მაგრამ გია და სიმბა იქ არ დაგხვდა, გავხედე და დავინახე 100-150 მეტრით წინ გასილუყო და ტყისპირა ადგილებს ზვერავდა , ბილკს, რომელსაც მიყვებოდით სულ ახალი მგლის კვალებით იყო სავსე და ამ დროს გიამ, რაღაც ჩუმად დაიძახა და სირბილით წამოვიდა ჩვენსკენ , ყველანი მივხვდით თუ რაშიც უნდა ყოფილიყო საქმე , გიამ მოირბინა და გვითხრა 2 ცალ მგელს ვხედავ , სძინავენ ტყის პირას , მივეპარებით ისე არიანო, უცებ მამამ დაკვაკვალიანა, მისი თოფი მომცა, მე რასტრუბით ვიყავი და მითხრა : შენ არ გყავს მონაკლავი და წადი აბა შენ იციო. თოფი გამოვართვი და გავეშურეთ ოპერაციის კულმინაციისკენ, მე , ჩემი ძმა და ბიძაჩემი, სიმბა მამაჩემმა დაიტოვა იქვე დარჩა თამაზიც. 100 მეტრის გავლი შემდეგ ბიძაჩემმა გვანიშნა, რომ თვითონ მარჯვნიდან მოუვლიდა მე და გია კი მარცხნიდან წავედით , ცოტაც რომ გავიარეთ გიამ მგლები დამანახა, მართლაც რომ უჭკვიანესი ცხოველია მგელი , ისეთი ადგილი ჰქონდათ შერჩეული, რომ უკეთესს ვერც ინატრებ: ტყის პირას სწორ ადგილზე , შუაში წყალი, გასაქცევად უკან ტყე და იელები. ჩვენ თავიდან ორ მგელს ვხედავდით და მგლის ლეკვები გვეგონა რადგან სიშორის გამო პატარები ჩანდნენ, სინამდვილეში კი ეს ორი დიდი დედალ-მამალი მგელი ყოფილა. არ იყო ადვილი მიპარება რადგან სასროლ დისტანციამდე მისასვლელად დიდი მანძილის ხოხვით გავლა გვიწევდა და თან იმის იმედზე ვიყავით რომ იმ 2 მგელს რომელსაც ჩვენ ვხდევდით ეძინათ. საქმე იმაში იყო რომ წინა დღეს გადმოღმა გორზე ძროხა ჰყავდათ შენაჭამი და ახლა ნებირობდნენ. ცოტა ხსნის ხოხვის შემდეგ ვხედავთ , რომ ერთმა მგელმა გამოიღვიძა და ჩვენსკენ გამოიხედა, სუნთქვა შეგვეკრა, აგილზე გავშეშდით და თოფები შევაყენეთ, რადგან თუ დაფრთხებოდნენ უნდა გვესროლა, ცვენდა სასიკეთოდ ამ მგელმა ვერ შეგვამჩნია , მიზეზი კი ალბათ ის იყო რომ მზე ჩვენუი მხრიდან იყო . ცოტა კიდევ გადავიჩოჩეთ ცოტა კიდევ გადავიჩოჩეთ და რას ვხედავთ , მგლებისგან მოშორებით ერთი შედარებით მომცრო მგელი წევს მაგრამ არ სძინავს, მაშინ მივხვდიტ თუ რამხელა მგლები იყვნენ ის ორნი რომლებბსაც ეძინათ, ეს მომცრო მგელი კი ,რომელიც ამ ორი დიდი მგელის შვილი უნდა ყოფილიყო, თავს ისე ატრიალებდა იქეთ-აქეთ, რომ დიდი შანსი იყო შევემჩნიეთ, თან ჩვენგან ძლიან შორს იყო ასე რომ გადავწყვიტეთ აქცენტი ამ ორ დიდ მგლეზე გავეკეთებიმნა და ხოხვა განვარგძეთ, 2-3 მეტრის გავლის შემდეგ კიდევ ერთი მოულოდნელობა : ორი მომცრო მგელი , ჩენს ქვემოთ . გიას გავხედე , მან მანიშნა რომ გზას ვეღა გააგრძელებდა, რადგან მგლები უმალ შენიშნავდნენ, მე კიდევ შემეძლო მიახლოება და გზა გავაგრძელე და ამ დროს დავიანხე , რომ ზემოთ ხსენებულმა მომცრო მგელმა, რომელი მოშორებით მარტო იყო, შემამჩნია, ჩუმად ადგა და ტყისკენ გაიქცა, ცოტა კიდევ გავიჩოჩე და დავიანხე რომ ორი დიდი მგელიდან ერთი ადგა ფეხზე და იქვე შკრერებში შევიდა , უკვე ვგრძნობდი , რომ შეიძლბოდა მგლებს შევემჩნიე და სროლა გადავწყვიტე, მარჯვნივ მოვიხედეე და გიას ვანიშნე, რომ მომზადებულიყო, რადაგან სროლას ვაპირებდი, ზემოთ გორზე ბიძაჩემიც შევნიშნე რომელიც ჩასაფრებული იყო, ამის შემდეგ წელში გავიმართე, მუხლბზე ჩაჩოქილ მდგომარეობაში . დიდი მგელი ჩემგან შორს იყო ამიტომ ვარჩიე მომცრო მგლებისთვის მესროლა , თოფი მხარზე მივიდევი და ორივე მომცრო მგელი ჩემს თვალთახედვაში მოექცა , ერთი იწვა მეორე კი იდგა , რომელიც იწვა იმას დავუმიზნე და ვესროლე , ვესროლე და რას ვხედავ , მწოლიარე მგელი ჩემი სროლის შემდეგ ფეხზე დგებნა და გაკვირვებული სახით მიყურებს , ისეთივე სახით , როგორითაც მე მას , ამ დროს წინ ჩაურბიბნა მეორე მგელმა , თოფი გავაყოლე და ვესროლე, ბევრი არ დააყოვნა და მეროე მგლეი ადგილზე წაიქცა , ამ დროს კი მესმის ტუ როგორ ისვრის გია აქედან ბიძაჩემი კი, იქედან ,მე კი ამ დროს ჰილზას ვცვლი, რომელიც ამ დროის მანძილძე კბილებით მეჭირა რომ სწრაფად გამომეცვალა , გამოვცვალე თუ არადა და ხედავ დახლოებით 60 მეტრში ის დიდი მგელი რომელიც რამოდენიმე წუტის წინ სჰკერებში შესულიყო სირბილიტ გამოვარდა იელებიდან და ჩემსკენ იყურებოდა, ჩმეგან მარცხნივ მოძრაობდა , თოფი გავაყოლე და 12 კელიანი კარტეჯი ვესროლე, ვესსროლე და კვიცის ხელა მგელი ადგილზე ამოტრიალდა , მაგრამ უცებ წინა ფეხებზე გაიმარათა და ხოხვით ტყისკენ გაემართა, მთელ ტანს და უკანა ფეხებს მიათრევდა, მთელი სისწრაფით მგლისკენ გავიქეციდა თან ჰილზებბს ვცვლიდი, უცებ მესმის ხმა ,,მიდი მიდი’’ ერთი წამით მოვტრილადი და დავიანხე თუ როგორ მორბოდა სიმბა ჩემს უკან , მამაჩემი და თამაზიც მისუყვნენ გორის თავზე და ამ ყველაფრისთვის უყურებიათ. მივედი იმ ადგილას სადაც მგელი შეძვრა ტყის პირას ბუჩქებში, კარგად დავაკვირდი, ჩემი გულის ცემის ხმა იმხელაზე ისმოდა, სხვა მეტი არაეფრი არ მესმოდა ამიტოომ კარგად დავაკვირდი და დავიანხე იელებში , მგელი, აღარ ექანებოდა, სიმბას ახლო მივიყვანე და იმანაც სუნი აიღო , შევიდა და ღირღნა დაუწყო. ეს ყველაფერი კი წამებში მოხდა , აწეთ მხარეს ამ დროს გიას ერთი დიდი მგლისთვის უსვრია მეორე კი პატარასთვის , ვერცერთისთვის ვერ გაურტყამს , შორს იყო მისგან , ხოლო იმ დიდ მგლეს , რომელიც შემდგომში გაირკვა რომ დედალი ყოფილა ბიძაჩემმა ესროალ ორჯერ , პირველად მსუბუქად დაჭრა მეორედ კი მგელი ადგილძე დატრიალდა და შკერებში ჩაეშვა , მე გია და ბიძაჩემი ჩავყევით ხევს მგლის საძებნად, ამ დროს კი გვესმის სრლის ხმა , მამაჩემი და თამაზი ზემოთ იყვნენ და ერთი მომცრო მგელი დაბრუნებულა, თამაზის ფეხში დაუჭრია და ბოლოს მამაჩემს მოუკლავს , ბევრი ვეძებეთ მაგრამ ბიძაცემის მგელი ვერ ვიპოვეთ, სერიოზულად იყო დაჭრილი , მაგრამ ეტყობა შეძლო და იმ გაუვალკ ხევ ბოლომდე ჩაჰყვა, ჩავთალეთ , რომ ის მგელი არ გადარჩებოდა. მერე უკან ამოვბრუნდით დახოცილი მგლები ერთ ადგილზე შევაგროვეთ, 3 ცალი, ყველაძე საინტერესო თამაზის კმაყოფილი და შვება მოგვრილი სახე იყო რომელსაც თვალებზე ეწერა ,, უფფ, არ მევითქვი სულიი’’ . 3 კვირის შემდგე თამაზიმ დაგვირეკა და გვითხრა, რომ საყორნიაძე (უმაღლესი მთა გურიაში) მომცრო მგელი უპოვიათ მკვდარი, მუცელში ჰქონია მორტყმული, ეს ის მგელია მე და გიამ რომ ვესროლლეთ, თუმცა რას გაიგებ რომლის ნასროლმა მიაყენა ჭრილობა, ორივემ 12 კეკლიანი კარტეჯებეი ვესროლეთ . მაგრამ ფაქტია რომ ამ ერთ დღეს საძელიას ველი გათავისუფლდა მომრავლებული მტაცებლისგან , რომელიც დღეს არა მარტო მტთაშია ბევრი არამედ ბარშიც საგრძნობლად მომრავლდა.

10593217_522060207926774_413258993211525

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ლმობიერი მონადირე და ირმის გონიერება
 
 

(ფშავლების ცხოვრებიდან)

გამიხარდი[1] განთქმული მონადირე იყო. ბევრი მოუკლავს ირემი, შველი, გარეული ღორი, დათვი, ჯიხვი, ფსიტი და სხვ. და სხვ. არ მოუკლავს ვეფხვი, ერთის მეტი და ისიც უნებურად თურმე შემოაკვდა: ხერგიდან[2] გადმოუხტა, მოულოდნელად დაეცა თავზე, – ისე სწრაფად, რომ გამიხარდიმ თოფის სროლაც კი ვეღარ მოასწრო და ხანჯალსღა მიჰმართა; მოჰკლა ვეფხვი, თუმც ხეირს არც თავად შეეყარა: გაშმაგებულმა ნადირმა მარცხენა ხელი მოაჯენჯა და გამიხარდი ორ თვეს ხელს ვეღარ ხმარობდა.
მოჰკლა ვეფხვი, გადარჩა მონადირე ხიფათს, მაგრამ ვერ გადურჩა სინიდისის ქენჯნას, რადგან გაგონილი ჰქონდა ძველ კაცთაგან გადარჩენილი ანდერძი: ადამიანისა და ვეფხვის მოკვლა ერთნაირი ცოდვა არისო.
ძველისძველი თქმულება მოაგონდა ვეფხვზე და მონადირეზე: ერთი მონადირე იყო სანადიროდ ტყეში; შეხვდა ვეფხვს, რომელსაც კლანჭში დიდი უზარმაზარი ეკალი შერჭობოდა. ბევრს თურმე ეწვალა საცოდავი ნადირი, მაგრამ ვერ ამოიძრო ფეხიდან ეკალი. გული სიმწარით უკვდებოდა; თან სიმშილიც აწუხებდა, – უკლანჭოდ ვეფხვი რას ინადირებს?! ძლივსღა დადიოდა. შეეხვეწა მონადირეს: შორიდანვე გაუწოდა მტკივანი კლანჭი, თვალებითაც ანიშნა – მიშველე, თუ ღმერთი გწამსო. მონადირე მოურიდებლად მივიდა ვეფხვთან, გაუსინჯა მტკივანი ფეხი, ამოუღო ეკალი და შეუხვია წყლული. ვეფხვი დიდად დაემადლიერა. ერთმანეთს ძმობა შეჰფიცეს, გამოემშვიდობნენ და გასწიეს თავთავიანთ გზაზე. იმ დღიდან ვეფხთა და ადამიანთა შორის დაარსდა ძმური კავშირი.
დაივიწყა ვეფხვმა მონადირის სიკეთე? რა სათქმელია! პირიქით, იმავ დღესვე მიუძღვნა სამაგიერო: ერთი ქორბუდიანი ირემი შეაგდო მონადირეს და მოაკვლევინა. როცა ირემი წაიქცა, მონადირემ ირმის გასწვრივ შენიშნა მიმავალი ვეფხვი. მონადირე ყველაფერს მიხვდა და კვალდაკვალ მიაძახა: „გმადლობ, მეგობარო, გმადლობო!..“ ვეფხვმა თავი აღარ მოიბრუნა, გასწია და წავიდა. რამდენჯერაც კი ტყეში წავიდა მონადირე, თითქოს სდარაჯობსო, ზედ შეაგდებდა ირემს, შველს, ჯიხვს, ღორს და ისე მარჯვედ მიუყვანდა, რომ სროლა თოფისა და მოკვლა ერთი იყო. დაენახვებოდა ვეფხვი და გასწევდა თავის გზაზე.
გამიხარდის ეს ამბავი წარმოუდგა თვალწინ, დადარდიანდა. ღმერთს ცოდვის მოტევება სთხოვა და აღთქმა დაუდო – ამიერიდან ვეფხვისთვის ხელი არ ეხლო. მართლაც, მას შემდეგ, რაც ვეფხვი შემოაკვდა, რამდენჯერმე შეჰხვდა სხვა ვეფხვს ტყეში, მაგრამ თოფი არ უსროლია, თვალს არიდებდა, გზას უქცევდა.
ოცი ენკენისთვე იყო. ამ დროს დაიწყებს ხარი-ირემი ახლად ყვირილს, ფურს ეძახის. გამიხარდიმ მთელი სამი ღამე უყარაულა ტყიანს მაღლობებზე, რომ სადმე გაეგონა ირმის ყვირილი. გაიგონა კიდევაც, განთიადისას მიჰყვა ყვირილზე, მაგრამ ვერაფერს გახდა. დანაღვლიანებული დაბრუნდა სახლში, თუმც იმედს არა ჰკარგავდა და მონადირეთა საყვარელ ლექსს ამბობდა თავის გულში:

ნადირი, მონადირეო,
მთას წახვალ, გებედებაო:
დღეს რომ ვერ მოჰკლა, ხვალ მოჰკლავ,
აუგ[3] არ დაგედებაო.

მთიდან დაბლა დაეშვა. ჩავიდა არაგვის პირზე. სადაც მთიულეთის არაგვი ფშავისას ერთვის, მაღალი კოშკი დგას სალს კლდეზე, ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას. კოშკს გვერდზე სიცხეში მოსაჩრდილებელი მაღალი იფნები და ცაცხვები უდგას. გამიხარდიმ ამ ადგილს მიაშურა დასასვენებლად. კოშკის დასავლეთით ძევს სახნავი მიწები, მიბჯენილი ხშირის ტყით დაფარულს მთაზე. გამიხარდიმ ვერცხლის სალტეებით მორთული, ოქროთი თავბოლოდაზარნიშული მამაპაპური თოფი ცაცხვზე მიაყუდა, მოიხსნა საგძლიანი გუდა და ჩამოჰკიდა ცაცხვის ტოტზე, თითონ ჩავიდა არაგვზე წყლის დასალევად. როცა დაბრუნდა, მივიდა ცაცხვის ქვეშ და ჰხედავს, რას ჰხედავს? – გამოუგდია მგელს ფური-ირემი და მოსდევს უკან, როგორც გაგეშილი მწევარი. საცაა, უნდა მიეწიოს. გამიხარდიმ თოფი მოიმარჯვა, ხეს მოეფარა და გაფაციცებით ადევნებდა თვალს მგელს და იმის სადავლოს. ირემი პირდაპირ წყალს ეცა. ფონი როდი მოსძებნა, შევიდა წყალში კარგა შორს, თითქმის გაანახევრა არაგვი, მისცა მკერდი აღმა და გაჩერდა. მგელიც მიჰყვა, მაგრამ ფეხებს ვერ უწვდენდა დედამიწას, ჩქარა არაგვმა აითრია და ქვევით წაიღო. ირემი გამობრუნდა, აჰყვა წყალს, შესცურა უფრო ღრმა ალაგს; ირმის მკერდით ორად გაპობილი არაგვი ყვიროდა, ღრიალებდა. ირემი კი იდგა ერთს ადგილს გაჩერებული და ელოდა ბედისწერის განჩინებას.
მგელი მაინც გამოვიდა წყლიდან და შეჰყვა მდინარის ნაპირს, გაუსწორდა რა ირემს, შესცურა კვალად; მაგრამ წყალმა, ვიდრე ირემთან მიაღწევდა, აითრია და ისევ ქვევით წაიღო. ირემი გამობრუნდა უკან, გამოვიდა მშრალზე, შეიარა ცოტა ადგილი, ისევ წყალში შესცურა და გაჩერდა. მგელიც გამოვიდა მდინარიდან და გასწია ისევ ირმისაკენ. მაგრამ ეხლა წინანდებურად აღარ მოიქცა. გამოცდილებას მგლისთვისაც ჭკუა ესწავლებინა: ირემს ზემოდგან მოუარა და იქიდან დააპირა იერიშის მიტანა. ახლა კი ვეღარ გადურჩებოდა ირემი მგელს. გამიხარდის გულმა ვეღარ გაუძლო, გაუწყდა მოთმინების ძაფი. დაუმიზნა მგელს თოფი და ესროლა. მგელმა წყალში ჩააფარა თავი და დაიკარგა სამუდამოდ. ირემი კი იქვე იდგა გაჩერებული, ვერ გაეგო, რა მოხდა; იდგა წყალში გაყუჩებული და თვალი იქით ეჭირა, საიდგანაც მგელს მოელოდა.
გამიხარდიმ თოფი გატენა და მიაყუდა იქვე ხეზე. ხოლო მოკლულს მგელს ორი სიტყვა გაატანა საგძლად: „შე რჯულძაღლო, შენა!..“ ირემს არ დანახვებია, განაღამც თოფს ესროდა. ირემი კარგა ხანს იდგა წყალში და ელოდა თავის მტერს. ბოლოს გამოვიდა, აღარაფრის შიში ჰქონდა, – მგელი აღარსად სჩანდა და გაკურცხლა ტყისაკენ.
„არ მოგკლავ, წადი მშვიდობით, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!“ – მიაყოლა გამიხარდიმ ირემს კვალდაკვალ და გამოსწია შინისკენ გახარებულმა, რომ მადლი ჰქმნა, – მოითმინა და ირემს თოფი არ ესროლა.
– ღმერთს შენთვის ლუკმა გადმოუგდია და შენ უარი გიყვია. ესროდი, შე კაი კაცო, რაღა ცოდვა და რაღა მადლი?!. რა მომათმენინებდა, – იქვე დავაწვენდი, – ეტყოდენ ხოლმე გამიხარდის კაცები, როცა მგლის და ირმის ამბავს უამბობდა ხალხს ყრილობაში, ქორწილში ან ხატობაში.
– ღმერთმა დამიფაროს, მაგას როგორ ამბობთ?!. განა იმიტომ გავაგდებინე მგელს პირიდან, ახლა მე ვქცეულიყავ მგლად? არა. ჩემი ჭკუა მაგას არ მეუბნება. ნეტავი, ღმერთმა ის ცოდვა მაპატიოს, რაც კისერზე მაძევს, ის არ მაზღვეინოს, რაც ნადირი დამიხოცია ჩემს სიცოცხლეში. ეგ რამ გათქმეინათ? – ეტყოდა პასუხად გამიხარდი და თან დინჯად ჩიბუხს აბოლებდა.
– უთუოდ არც კი სტყუის, კაცმა რომ გულისხმა გაავლოს მაგის სიტყვას: მართლაც, დიდს ცოდვას იზამდა, რომ მოეკლა; იქნება დღესაც ცოცხალია ის ირემი და ჰლოცავს თავის მხსნელს.

ვაჟა ფშაველა


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ვასო

ვასო

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 6 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ისანი
  • წარმოშობა:ყვარელი

კარგია

 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ისეთი აზარტით წავიკითხე მთავარი გმირი მეგონა ჩემი თავი  :good:  :good:  :good:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვეფხვს ფხოველ-ფშავში აფთარს (სნეჟნი ბარს მოიაზრებდნენ). ანუ იმ დროისთვის აფტარიც ბლომად დადიოდა....ეგ ის კოშკია ჩვენრომ დავდივართ , იმის მოპირდაპირე ნაპირის მაღალ ფერდზე როა ...


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?