Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართული ფარი

“ბეთლემის კარსა ჰკიდია ვოჟა ჯურხაის ფარიო,
მაუვლის ომის წადილი, შააჟრიალებს ქარიო”.
ხალხური

“შეჯდა (ვახტანგ მეფე) ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერა ჰკუეთდა მახვილი” – გვამცნობს მემატიანე.
ფარი, როგორც იარაღი და მისი მოხმარების ტექნიკა უძველესი დროიდან იხვეწებოდა ჩვენში. ლილოსა და კაჭრეთში ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის მრგვალი ფარები.
ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს მიერ აღწერილ მოსხ, კოლხ, მაკრონ და მოსინიკ მეომრებს მოწნული და ხარისტყავგადაკრული ფარები ეპყრათ ხელთ.
მინოსის სასახლის ფრესკებზე გამოსახულია ფარები, რომლებიც მთელს სხეულს ფარავენ. გავიხსენით ჰომეროსის მიერ აღწერილი ჰექტორის ფარიც – “ტყავგადაკრული დიდი ფარი, ქვებით შემკული, ფარავდა ჰექტორს წვივებიდან ყვრიმალებამდე”.
მარსის ქურუმები – სალიები წმინდა ფარებზე – ანკილებზე მახვილსა სცემდნენ და მღეროდნენ გაუგებარ ენაზე, რაც ამ რიტუალისა და სიმღერების უცხო წარმოშობაზე მეტყველებს (გავიხსენოთ, რომ მარსი კოლხეთიდან წასული არესის რომაული სახეცვლილებაა).
ოვალური ანკილი ციდან დაშვებულად მიაჩნდათ. ამორძალთა ფარი კი ნახევარმთვარის ფორმისა იყო.
ფარს წინაპარი მხოლოდ მკვიდრი მასალისგან ოსტატურად შეკრულ იარაღად არ აღიქვამდა. ერთი თქმულების მიხედვით ქაჯავეთზე გალაშქრებული ხევსურთა ღვთისშვილებისთვის ქაჯებს კატის თავ–ფეხი დაუშენიათ, რისგანაც მოლაშქრენი გუდანის ჯვარ–ბაადურის დიდ დელამფარს დაუცავს.
აღნიშნულ შემთხვევაში დელამფარი მაგიური ამრეკლია. ამ მხრივ ფარის გასაძლიერებლად მასზე სხვადასხვა დამცავი ნიშნები იყო გამოსახული.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გუმბათის ხატი, რომელიც ამავე დროს დახვეწილი კონსტრუქციული ელემენტია ხევსურული ფარისა. როგორც I თავში აღინიშნა, ბერძნებმა კარიელთაგან გადაიღეს ფარის საბღუჯი და ფარზე გამოსახულებანი.
აქვე გავიხსენოთ რამდენიმე ამონაწერი ბიბლიიდან: “ჩემი ფარი ხელთ უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს” (ფსალმ. 7); “უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი” (ფსალმ. 27); “მზე და ფარია უფალი ღმერთი” (ფსალმ. 83).
მეცხრამეტე საუკუნის ხევსურული ფარიკაობაში კი ფარი უკვე არა მარტო სრულყოფილი თავდაცვითი იარაღია, არამედ ხმალთან ერთად შეტევის ორგანულ ნაწილადაა ქცეული.
ფარის შემტევ იარაღად გამოყენებაზე მიანიშნებს სულხან–საბასეული კაპაპელტის განმარტება, ასევე გამოთქმა – “ჩაფარება”.
ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა უბის ფარი. გარდა პირველადი ფუნქციისა, რაც გულის არის დაცვას გულისხმობს, იგი ბრძოლაში დაკარგულ ძირითად ფარსაც ენაცვლებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც იარაღაყრილ მებრძოლს მუხანათურად ესხმოდნენ თავს.
მაშინ უბის ფარი რჩებოდა მის ერთადერთ იარაღად. მებრძოლი მას მარჯვენა ხელით იშიშვლებდა (გაიხსენეთ – ტალავარის საკინძე მარჯვნივ იკვრება) და არა მარტო ასაფარებლად, საცემად ხმარობდა.

f971f2e1cc3b.jpg

ფარის ოსტატურ ხმარებაზე ერთი ასეთი ხევსურული გადმოცემაც არსებობს:
ერთ ხანშიშესულ ხევსურს, ვინმე ჩაჩაურ არაბულს, ჩასციებია ორი ახალგაზრდა – შენზე ამბობენ მაგარი მოფარიკავეაო და მოდი დაგვიმტკიცეო.
ჩაჩაურს მობეზრებია მათი ახირება და უთქვამს – იარაღით შამამიტივეთ და მე ფარის ამარა ვიქნებიო.
შეუტიეს და ეს ამხელა კაცი პატარა ფარს უკან ისე დაიმალა, ვერ იპოვნესო…
ცხადია, ასეთი ლამაზი ფინალის შთამაგონებელი მართლაც საარაკო ოსტატობა უნდა ყოფილიყო.
მოვიხმოთ ნაწყვეტი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე რუსი მკვლევარის გ. ნ. პროზრიტელევის ნაშრომიდან “კავკასიური იარაღი”:
– “ხევსურული ფარი და აბჯარი, ადრე ესოდენ განთქმულნი, ჩვენს დროში სათამაშოებად გვეჩვენება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი დამცავი აღჭურვილობა დანიშნულებას ამართლებდა, მაგრამ არსებობს მრავალი საბუთი იმისა, რომ ტყვია ვერ ხვრეტდა მათ.
მუზეუმში არის ერთი ასეთი ფართაგანი, აქლემის ტყავისა. თუმცა თექურია, მაგრამ სრულიად იგივურია მსგავსი კავკასიური ფარებისა. ამ ფარზე ჩატარდა ცდა. კაზაკმა ურიადნიკმა სახაზინო ნიმუშის კარგი შაშკით მძლავრი დარტყმა განახორციელა ტაბურეტზე დადებულ ფარზე. შაშკა დაიმსხვრა, ფარზე კი უმნიშვნელო კვალი დარჩა.”

ბუჯღი – ფარის ხელმოსაკიდი
გირგოლი – ფარის რგოლი
გუმბათის ხატი – ხევსურული ფარის ცენტრალური რკალური ჯვარი
დარაკა –
დელამფარი – ფეხოსან იბერთა დიდი ფარი, დედაფარი
ვეშაკი –
ვიგრის – ვეფხის, ზღვის თევზის თუ ხვითქის (ნიანგი) ტყავისა
კაპაპელტი –
მოწნული –
პელტი –
სვანური – (კონუსური)
უბის – მომცრო, ოვალური ფარი
ქუჩუბი – ფარის სამკაული, ქუჩუმი
ჩელტი, ჩელთი –
ცეტრი – ტყავის ფარის სახეობა
ხევსურული – ხიდებიანი ფარი, ტყავის და ლითონის პერანგებით, ერთკალიანი, ორკალიანი, სამკალიანი.

წყარო: alternativa.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვა სვანური ფარის სახეობაც ყოფილა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ფარს მაგრა ხმარობდნე ხევსურები...

თავდაცვისთვის და შეტევისთვისაც.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შეტევისთვის თუ ხმარობდნენ ნამდვილად არ ვიცოდი , მარა აი ქვედა მარჯვენა კი რომაულს ჩამოგავს და იმხელა თუა რაც ლეგიონერებს ეჭირათ , ძაან საინტერესოა ამ მთიან რელიეფზე როგორ ხმარობდნენ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?