მშვილდით ნადირობა
მშვილდით ნადირობა არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და აზარტული ნადირობის სახეობაა, მაგრამ საქართველოში ასეთი სახის ნადირობა აკრძალულია. ჩრდილო ამერიკის ქვეყნებში მაგ. აშშ-ში და კანადაში ნადირობა ნებადართულია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. რაც შეეხება სანადირო ცხოველებს, მშვილდი არის ძალიან ეფექტური, მისი საშუალებით შეგიძლიათ მოიპოვოთ ბატიდან დაწყებული სპილოს ჩათვლით. აფრიკის ზოგიერთ რეგიონში მშვილდი მთავარ სანადირო იარაღს წარმოადგენს. რაც შეეხება მშვილდის სახეობებს, არსებობს სულ 3 სახეობა: "ლონგ ბოუ", რეკურსიული, და შედგენილი მშვილდი.
"ლონგ ბოუს" თავისი სახელი მის სიგრძის გამო დაერქვა, მას შეუძლია 150 მეტრის მანძილზე ისროლოს მარა ამ პერიოდში ფაქტიურად 1000-დან 1 კაცს თუ ნახავთ ამ სახის მშვილდით მონადირეს, ამ მშვილდით ნადირობა არის მსოფლიოში ყველაზე აზარტული ნადირობის სახეობა.
რეკურსიული მშვილდი ჯობია "ლონგ ბოუს" ძალით და დამიზნებით, მას რეკურსიული თავის ფორმის გამო დაერქვა, მისი ფორმა მის უფრო ძლიერად ახორციელებს, მისი სროლის რადიუსია 200 მეტრი, ამ სახის მშივდი უფრო ხშირია მონადირეთა შორის.
მესამე მშვილდის სახეობას შედგენილი ეწოდება, ის არის ახალი ტექნოლოგიით დამზადებული: აქვს გამწელავი ბორბლები, მყარი პლასტიკის კორპუსი აქვს და დასამიზნებელი რეგულატორები აქვს, მაგრამ მას სროლის რადიუსი შეუმცირდა 60 მეტრამდე.
ეხლა დავდებ რამდენიმე ვიდეოს თუ როგორ დავამზადოთ "ლონგ ბოუ" ტყის პირობებში. მაპატიეთ ცოტა ინფომაციისთვის, მეტი ვერ მოვიძიე
ესეც განწყობისთვის