Jump to content


ამ თემას აქვს 477 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გილოცავთ ყველა მონადირეს !!! ტყის ქათამზე ნადირობა გაგრძელებულია 1 მარტამდე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
fxovela

fxovela

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 586 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

ბაბუ აქ ვერ ამოვიკითხე მაგდაგვარი ვერაფერი და რომელი წყაროდან გაქვს ეგ ინფო?

 

 


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი 
რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №95
2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ. 
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი 
რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე 

დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი 
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა თევზისა), მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. 

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი 
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები. 
2. სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 

თავი II
ნადირობის საშუალებები და წესები

მუხლი 3. ნადირობის წესები 
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 
2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. 
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში. 
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, განისაზღვრება ამ დებულების დანართით. 
5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 
6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 
8. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: 
ა) მცენარეული საფარის დაწვა; 
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების გარემოდან ამოღება ხორციელდება ტყვეობაში გამრავლების მიზნით; ცხოველების მოპოვება ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ან ხორციელდება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულებით დადგენილი ქმედებები), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; 
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; 
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; 
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; 
თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია. 
9. მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა). 
10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების გამოყენება. 
11. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 
12. ნადირობისას დაშვებულია სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. 
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს. 

მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი 
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში. 

მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა 
ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. 

მუხლი 6. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის 
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით. 

დანართი 1

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების
ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, 
ნადირობის ადგილების მიხედვით


N ლათინური დასახელება ქართული დასახელება ვადები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 
სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ 
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა 
1 Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 
2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი 
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი 
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 
7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი 
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი 
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი 
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე 
1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი 
2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი 
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 10.11 3 ცალი 
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 10.11 5 ცალი 
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 10.11 2 ცალი 
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი 
7 Fulica atra მელოტა 10.09 – 10.11 5 ცალი 
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 10.11 2 ცალი 
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 10.11 3 ცალი 
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 10.11 3 ცალი 
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 10.11 2 ცალი 
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 10.11 3 ცალი 
სხვა ფრინველები 
1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 15.12 7 ცალი 
2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 
3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი 
4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 
5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 
6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 
7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გია დღეს მოეწერა ხელი ამ მაგარ ამბავს.

გილოცავთ, ნელნელა თითქოს ლაგდება საქართველოში სამონადირეო ამბები.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაასტურ ზაზა ბატონო !


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მემგონი თანდათან მოდიან გონზე. :good:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეე ერთი მერცხალი და გაზაფხულის ამინდი ხომ გაგიგია გორდა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კი გამიგია ბაბუ, მაგრამ ხომ იცი*კაცი იმედით ცოცხლობსო*. 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გილოცავთ ყველა მონადირეს !!! ტყის ქათამზე ნადირობა გაგრძელებულია 1 მარტამდე

მაგრამ ლიმიტი შეამცირეს ბაბუ, 7 ნაცვლად 3 ცალია დღიური ლიმიტი



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

გოგა წინა წელს 3 ის ნაცვლად 7 რომ მოკლეს მასეთ ლაპტარა ბრაკონიერებს ხომ არ დაიჭერენ?  :0024:  :0024:  :0024:  :0024:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გოგა წინა წელს 3 ის ნაცვლად 7 რომ მოკლეს მასეთ ლაპტარა ბრაკონიერებს ხომ არ დაიჭერენ?  :0024:  :0024:  :0024:

არა, არ დავიჭერ. დავაჭერინებ "რამეს"  ;)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

გოგა სამეგრელოს როდის მიხედავთ  :0016:  :0016:  :0016: ბრაკონიერობის საკითხში?



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
fxovela

fxovela

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 586 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

პირდაპირ კანონმდებლობას არ ეხება მაგრამ გასათვალისწინებელი ამბავია ბრაკონიერებისთვის!!!

 

https://www.facebook...&type=2



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

ეე რა კაი ამბავია  :good:

გილოცავთ !!

 

წავიდეთ რა ქათამზე, ჩემი ერთ-ერთი საყვერელი სანადირო ობიექტია(ფრინველი) ეგ გრძელცხვირა  :0073:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წავიდეეთ . აბა ვინ და ვინ მივდივართ და სად?????


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

გავიკითხ-გამოვიკითხავ რა ადგილებიც ვიცი და დამ ზნაწ 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?