Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 322 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვალო ახსენებს მარნეულისკენ ცხელიწყლებიაო და მე ეგეთი არაფერი გამიგია.შენ ხომ არაფერი იცი????


53c8c0d32f03.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

ვალო ახსენებს მარნეულისკენ ცხელიწყლებიაო და მე ეგეთი არაფერი გამიგია.შენ ხომ არაფერი იცი????

არ გამიგია მეც ..



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
aleko22

aleko22

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 139 პოსტი
  • მისამართი:lagodekhi
  • წარმოშობა:kakheti
ra magis pasuxia da gushin chvensken monadire daajarimes licenziis uqonlobis gamo da tan tofi mamamisze iyo gaformebuli. 4 qedani qonda mopovebuli. oqmi sheudgines

#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 517 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:რაჭველი

ისე მეგობრებო სხვა ბერვი ტარიგიც გასაგრდზელებელია სხვადასხვა სანადირო ობიექტებზე ;)



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

ალეკო თოფს რა ბედი ეწია ხომ არიცი? მასეთ დროს ჩამორთმევას ექვემდებარება ჯარიმაა თუ როგორ ხდება ხომ არიცი?



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
aleko22

aleko22

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 139 პოსტი
  • მისამართი:lagodekhi
  • წარმოშობა:kakheti
ar chamourtmeviat

#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

თოფიც ჩემს სახელზე მაქვს და ლიცენზიაც მაქვს აღებული ასე რო ვურჩევ ყველამ აიგოს :0016:  :0016:  :0016: ​ 



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თვე და ათი დღე დარჩა და თუ აწი უნდა აიღონ მალადეც.... 10 ლარიანი მოსაკრებლის გამო ნამდვილათ სისულელეა უსიამოვნებაში მოყვეს ადამიანი


53c8c0d32f03.jpg


#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჭორის დონეზე გავიგე სპეც ფორმას(გამაფრთხილებელ ფერის) შემოღებას აპირებენ თუ უკვე შევიდა ძალაში ????? ზუსტად არ ვიცი


53c8c0d32f03.jpg


#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ქატამზე დღიური მონადირების რაოდენობა  სამი ცალი გახდა შვიდის ნაცვლად 



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მალადეეც :bravo:


53c8c0d32f03.jpg


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ნადირობისათვის აკრძალული ხერხები და საშუალებები საქართველოში
285021e7737c388a70ca912b0ef17803.jpg
აკრძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს.

მცენარეული საფარის დაწვით ნადირობა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა (გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით
გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი
ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების) ნადირობა;

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ე. წ. "მანიოკებით" - ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.

53c8c0d32f03.jpg


#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1850 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

                                                                                                             ნადირობის სეზონის გახსნა 2014-2015

ადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს და საქართველოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ასევე დაადგინა ნადირობის დღიური ლიმიტებიც.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:

ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);

ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით:

რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) - 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) - 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) - 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) - 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) - 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) - 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) - 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) - 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) - 5 ცალი.

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით:

რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) - 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) - 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) - 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) - 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) - 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) - 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) - 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) - 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) - 3 ცალი.

ნადირობა აკრძალულია:

სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:

მცენარეული საფარის დაწვა; 
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; 
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით - ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; 
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; 
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

წარმატებულ ნადირობის სეზონს გისურვებთ ძმებო  :beer:



#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

საინტერესოა კანონდარღვევნის რამდენი ფაქტი გამოვლინეს წელს.



#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მცენარეული საფარის დაწვა კანონდარღვევააო და ამ ნაყანობებს რომ წვავენ რატომ არ ეუბნებიან არაფელს?

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი