Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო კომპლექსი "ლილო–არენა"

ავტო სპორტი პარნი დრაგი სლალომი ფიგურკა წყვილთა რბოლა ტრეკი ლეგენდა ფორმულა 4x4

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2010 პოსტი

გვინდა რომ თბილისში გვქონდეს ადგილი სადაც ავტომობილებით ვივარჯიშებთ, გავერთობით და შევეჯიბრებით ერთმანეთს ისე, რომ დაჯარიმების არ შეგვეშინდება. სულ რაღაც 2500 ხმა გვჭირდება და ჩვენი საოცნებო სივრცე გვექნება. ელექტრონული პორტალი: "შენი იდეა ქალაქის მერს" ჩვენი შანსია!
გადავდივართ ლინკზე და ვაძლევთ ხმას. სულ ეს არის რაც გვჭირდება!
წარმატებები ყველა ჩვენთაგანს!

 

121212.jpg

 

პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან - ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არც ერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონე, გახშირებული ავარიები (რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება), მომატებული საცობები, დაუცველი მძღოლები და ქვეითები და სხვა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას მულტიფუნქციური საწვრთნელ–გასართობი და სპორტული კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაერთოს, ივარჯიშოს, იმეცადინოს ან ამეცადინოს ვინმე. კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილის მართვის პედაგოგ–ინსტრუქტორთა მომზადება–გადამზადებაც, რომელსაც გვავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.

განხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროგრამები, რაც თავის მხრივ შესაბამისი ევრო დირექტივების დანერგვის წინაპირობაა. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (მათ შორის საერთაშორისო მისიების) მომზადება–გადამზადება შესაბამისი ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით.

კომპლექსში შემქნილი ინფრასტრუქტურა და მაღალი უსაფრთხოების დონე, საშუალებას მოგვცემს ავტომობილის ფიზიკა და გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობა შევასწავლოთ საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც სხვადასხვა ასაკიდან. სწორ ღირებულებებზე გაზრდილი მოსწავლისგან პერსპექტივაში მივიღებთ მაღალი კულტურის მქონე მძღოლს. კომპლექსის ბაზაზე მოეწყობა სპეციალური სარბოლო მონაკვეთები, ავტო–მოტო ღონისძიებების გამართვის მიზნით, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად, მოგვცემს სისწრაფის მოყვარული მძღოლების უსაფრთხო და სპეციალურად მათთვის მომზადებულ ტერიტორიაზე გადაყვანის საშუალებას.

აღნიშნული კომპლექსის ბაზაზე გადამზადებული მძღოლები, ვისთვისაც ავტომობილის მართვა პროფესიაა, მიიღებენ ევროპული დონის პროფესიულ ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში. ასევე კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაუტარონ ტესტიტრება და გადამზადება საკუთარ მძღოლებს. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური პროგრამა შშმ პირებისთვის, რაც გულისხმობს ავტომობილის მართვის მათზე მორგებულ საწვრთნელი პროგრამის შემუშავებას. კომპლექსის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება აღნიშნული ტერიტორიის ნაწილის „საბავშვო ავტოქალაქის“ ფუნქციით დატვირთვა, რაც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის საწყისი ცოდნის და უნარ–ჩვევების შეძენას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 6 ჰექტარი ტერიტორია, რათა მოხდეს სხვადასხვა ტიპის საწვრთნელი მოედნის ოპტიმალურად გადანაწილება, სადაც შესაძლებელი გახდება, ერთდროულად, რამდენიმე ტიპის აქტივობის მოწყობა.

ჩვენ შევისწავლეთ თბილისში არსებული სხვადასხვა ტერიტორია, რომელიც პოტენციურად მიესადაგებოდა აკადემიის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მონაკვეთი ნომერი - 01.19.13.004.030 ნაწილი დააკმაყოფილებს ყველა პარამეტრს და გთხოვთ, განიხილოთ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ჩვენი იდეის განხორციელების საშუალება.

 

ბმული ხმის მისაცემად: https://idea.tbilisi...i4rSl2bnksrJ4PM

პოსტის ბმული: https://www.facebook...9052192793297:0

ავტორი: მევლუდი მელაძე



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართველ მივეცი უკვე ხმა. 208 -ე ვარ

 

 

იდეის ნომერი: 7028

ხმების რაოდენობა: 208 / 2500 (8.32 %)

53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2010 პოსტი

მადლობა ყველას ვინც მონაწილეობას მიიღებს ან არ მიიღებს :)

 

გვჭირდება ადრენალინის დასაცლელად. არის მომენტები როცა გეძალება, ამ დროს შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2477 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ხმა მიცემულ



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2518 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ნამდვილად კარგი იდეაა და მხარს ვუჭერ  :good:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1762 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
იდეა თქვენ რუსთავის ავტოდრომზე უნდა გენახათ მაგრამ ეხლა იმხელა ფაწები აქვს ვერ შეყობ ცხვირს

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1762 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
თბილისში არ ვარ რეგისტრირებული ასე რომ მე ხმას ვერ მივცემ





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?