Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

17 მარტს საპროტესტო აქცია იმართება !


ამ თემას აქვს 21 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ოპციონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti
SOS!!! მეგობრებო, განიხილება და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები რომლიც მიხედვითაც:
• საქართველოში რეგისტრირებული ყველა იარაღი 2020 წლამდე დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას.
• ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ „ექსპერტები“ გადაწყვეტენ ესა თუ ის იარაღი სანადიროა თუ არა. (როგორც იცით ამჟამად ყველა გრძელულიანი იარაღი სანადირო იარაღად არის გაფორმებული)
• საუბარია AR, AK და სხვა ტიპის იარაღები თავდაცვის იარაღებად კლასიფიცირებაზე, რაც ავტომატურად მათი გადატანის და სასროლეთზე სროლის უფლებას შეზღუდავს.
• საუბარია ასევე ლულის სიგრძეების შეზღუდვაზე. გარდა ზემოხსენებული სისტემებისა, ოპტიკიანი, ან არაოპტიკიანი კარაბინები, უამრავი თანამედროვე სისტემა არასანადირო იარაღები გამოდის.
• დაგეგმილია ზოგიერთი კალიბრის საერთოდ ამოღება სამოქალაქო ბრუნვიდან, მაგალითად 5.56*45, 5.45*39
• უქმდება სავალდებულო გამოცდები, რაგან, თურმე ზოგიერთი გამოცდის ვერ ჩამბარებელი თანამოქალაქისთვის ნადირობა თავის რჩენის ერთადერთი საშუალება ყოფილა
• მკაცრდება კანონი ცივი და სასროლი ცივი იარაღით ვაჭრობაზე შემოტანაზე და დამზადებაზე. (სხვათშორის მშვილდოსნობა დღემდე ოლიმპიური სპორტის სახოებაა)

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia,
ნუ იზავთ ამ ყველაფერს ამ ფორმით. თუ ამ ყველაფერის აზრი დანაშაულის შემცირება არის, მაშინ ეს დადებით შედეგს არ მოიტანს, პირიქით ავტომატურად კრიმინალები გახდება ის ხალხი ვისაც აქამდე კანონი არ დაურღვევია.
გაცნობებთ, რომ :
• მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში, გარდა მონადირისა არსებობს „მსროლელის“ცნება. ესენი არიან ადამიანები რომლებიც სპორტული სროლით არიან გატაცებულნი და ნადირობა საერთოდ არ არინტერესებთ. ესეთი ხალხი ჩვენს საზოგადოებაშიც ბევრია და ამ ხალხის კანონგარეშე დატოვება არ შეიძლება. დღევანდელი კანონმდებლობა „მსროლელ სპორცმენს“ არ ცნობს. არსებული რეგულაციების მიხედვით იარაღის მფლობელი ან მონადირე არის ან კრიმინალი, რაც ცალსახად არასწორია.
• საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს სხვა უფლებებთან ერთად, აქვს განვითარების უფლება. ისედაც ნაწილობრივად შეზღუდულ ამ უფლებას ეს რეგულაციები ბოლომდე შეზღუდავს და შესაბამისად ეს ცვლილებები არაკონსტიტუციურია.
• საქართველოში თითმის 150 000 რეგისტრირებული იარაღების ნაწილი არის ზუსტად იმ ტიპის რომელიც უფრო სპორტულია ვიდრე სანადირო. ამ იარაღების ყიდვისას ხალხმა ფული იმაში გადაიხადა რომ ევარჯიშათ და არა იმაში რომ სახლში დაედოთ. მსგავსი რეგულაციების მიღებისას მაგალითად ავსტრალიას მოუწია ყველა ასეთი იარაღის საბაზრო ფასად უკან გამოსყიდვა.
• ქვეყანას ჭირდება ახალი კანონი „იარაღის შესახებ“ რადგან არსებული კანონი მოძველებულია და ბევრი პუნქტი საერთოდ ვერ მოყვება თანამედროვეობას. ჩვენ მზად ვართ რომ ამ კანონის დაწერაში დაგეხმაროთ.
• იარაღის კლასიფიცირება აუცილებელია, მაგრამ ერთი ტიპის იარაღის (მაგ. გლუვლულიანის) უგამოცდოდ ყველაზე მიცემა და დანარჩენი ტიპის იარაღების უბრალოდ აკრძალვა კარგს არაფერს მოიტანს. ზუსტად გლუვლულიანი რეგისტრირებული იარაღით უფრო მეტი დანაშაული ხდება ვიდრე რეგისტრირებული ხრახნლულიანით.
• გამოცდები კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა გამკაცრდეს და ბევრად უფრო მორგებული უნდა იყოს რეალობაზე. (სულ არ აიტერესებს მაგალითად პრაკტიკულ მსროლელს რუხი წერო წითელ წიგნშია თუ არა)
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, გარდა თეორიული გამოცდებისა საკმაოდ რთული პრაკტიკული გამოცდების ჩაბარება უწევს ლიცენზიის მაძიებელს.
ამ ყველაფრით დამატებითი შემოსავლის მიღებაც შეუძლია ქვეყანას.
• აუცილებელია რელოადინგის „ლეგალიზაცია“
• გადასახედია ის პირობები რომლებსაც კანონი თხოვს სასროლეთის ლიცენზიის მაძიებელს. 5 მეტრიანი ბეტონის ღობის შემოვლება სასროლეთზე აბსურდია და მეტად საფრთხის შემცველია. საქართველოში არ არსებობს არცერთი ლიცენზირებული ღია ტიპის სასროლეთი. მათ შორის არც ბოლო წლებში გახსნილი კაჭრეთის ამბასადორისა და საირმის „სასროლეთები“.
• აუცილებელია, რაიმე ფორმით(ონლაინ აპლიკაცია ან სხვა) თავდაცვის მოკლე ლულიანი იარაღის მფლობელს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი იარაღის ტირში მიტანის და სროლის.
ეს არასრული ჩაონათვალია იმ პრობლემებისა რომლებიც ამჟამად არსებობს. საქართველოს ზუსტი სროლის ასოციაცია საქართველოს მსროლელთა ასოციაცია

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კვერნა ეს წერილი მანახეს მაგრამ აქ არაფერი წერია რა საპროტესტო აქცია ეწყობა, ვინაა ორგანიზატორი, სად ეწყობა, რას ვაპროტესტებთ და რის მიღწევას ვცდილობთ  და რაც ყველაზე მთავარია ;  ჩვენთვის არავის მოუმართავს და ისე არ გამოვიდეს რომ დაუპატიჟედბელი სტუმრებივით გამოვცხადდეთ   სუფრასთან.

;) 

 

თორემ ჩემი პრინციპი ყველამ იცის; 

 ძალა ერთობაშია!


ჩამსწორებელი babu, 12 March 2019 - 10:31 PM.

53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ოპციონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და წვრთნას ძალიან გაურთულებს დღეისათვის რეგისტრირებულ 150 ათასამდე მოყვარულს. კერძოდ, დაგეგმილია, კლასიფიცირების შეცვლა და დღეისათვის ნებადართული მრავალი იარაღის მიკუთვნება საბრძოლო, ანუ აკრძალულ კატეგორიას. შეთავაზებული ცვლილებებით სრულად აიკრძალება 5.56 და 5.45 კალიბრები. დაწესდება შეზღუდვა ლულის სიგრძესა და დამხმარე ოპტიკის გამოყენებაზე. ასეთი ლოგიკით გაუგებარი და აუხსნელია, რატომ ჩაითვალა სხვა კალიბრები, მათ შორის ყველაზე გავრცელებული - 7.62 ნაკლები საფრთხის მატარებლად.
ასეთი გამკაცრების პარალელურად ასევე სრულიად გაუგებარია სანადირო იარაღის ფლობის ნებართვის მისაღებად გამოცდის გაუქმება. შსს-ს განმარტებით, გამოცდის დაწესებამ მკვეთრად შეამცირა რეგისტრაციის რიცხვი. მიგვაჩნია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და შენახვისთვის კრიტიკულად აუცილებელია ამ იარაღის შესაძლებლობისა და სპეციფიკაციის, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების წესების ზედმიწევნითი ცოდნა, რის შემოწმებაც მხოლოდ სპეციალური გამოცდით/ტესტით არის შესაძლებელი.
სრულად ვუჭერთ მხარს „იარაღის შესახებ“ კანონის ცვლილებებს, ოღონდ არა გაუმართლებელი გამკაცრების, არამედ გათანამედროვეობის მიზნით. მიგვაჩნია, რომ კანონმა იარაღის მფლობელს უნდა დართოს ე.წ. „რელოუდინგის“ (ვაზნის დამზადების) უფლება, ასევე უნდა შეიცვალოს მოკლელულიანი იარაღის ტრანსპორტირების წესი, რომ მფლობელს წინასწარ მიღებული ნებართვის საფუძველზე შეეძლოს მისი გადატანა სასროლეთზე/ტირში და რეგულარული ვარჯიში. პრაქტიკამ აჩვენა, რომ გადასახედია ღია სასროლეთის მოსაწყობად დაწესებული ტექნიკური მოთხოვნებიც, რომლებიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ასეთი ტიპის ნაგებობის აშენებასა და ექსპლუატაციას.
სამოყვარულო იარაღის 150 ათასამდე მფლობელის სახელით მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასა და პარლამენტს, შეაჩეროს დაგეგმილი ცვლილებები. მზად ვართ, ნებისმიერ დროს გავუწიოთ კონსულტაცია და დახმარება ახალი, რეალისტური და პროგრესული კანონმდებლობის შემუშავებაში

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ოპციონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti
legion.ge-236-1552416324.jpeg

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ოპციონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti
მეგობრებო, დღეს განსაკუთრებულად ბევრი ზარი მივიღე მონადირეებისგან, ასევე გავიგე, რომ თითქოს ჩვენ მონადირეების პოზიცია არ გვაინტერესებს. ეს სიცრუეა. იარაღის შესახებ კანონი ეხება ნებისმიერი ტიპის იარაღის მფლობელს მიუხედავად მისი სტატუსისა. ყველაზე მძიმედ უკვე შეეხოთ პნევმატური იარაღის მოყვარულებს რამდენიმე წლის წინ, რომელთაც საერთოდ აკრძალული აქვს ყველაფერი. 17 მარტის შეხვედრის ორგანიზატორი არის ააიპ "საქართველოს მსროლელთა გაერთიანება", ხოლო შეკრების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ვნახოთ რამდენი ვართ ვისაც აწუხებს ეს თემა და ხმა მივაწვდინოთ კანონმდებელს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ქვეყანაში თანამედროვე იარაღის კანონის არსებობა.
ჩვენ ვითხოვთ:
• ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა დადგენილი დანიშნულებებისა, ასევე განიხილებოდეს როგორც სპორტული ატრიბუტი, ხოლო ყველა სახის მიზანში სროლას მიეცეს სპორტული შინაარსი .
• საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ჩვენზე მონიჭებულ უფლებას, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.
• რელოადინგის (ვანზების გადატენვის) ლეგალიზაციას რაც აუცილებელია მაღალი სპორტული მიზნების მისაღწევად.
• თავდაცვის მოკლელულიანი იარაღის ტირში/სასროლეთში მიტანის შესაძლებლობას
• შეიცვალოს სასროლეთის/ტირის მოსაწყობად დაწესებული ტექნიკური მოთხოვნები

ჩვენ ვემიჯნებით:
• ყველანაირ პოლიტიკურ გაერთიანებეს და არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს
• ჩვენთვის კატეგორიულად მიუიღებელია იარაღის უკანონო ბრუნვა

ამ მესიჯებში ვინც გვეთანხმებით, ყველა კლუბს, ყველა გაერთიანებას გთხოვთ, მოხვიდეთ 17 მარტს დათქმულ დროსა და ადგილას. და ერთად ვისაუბოთ საჭირბოროტო საკითხებზე
Bazieri.Ge მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" მონადირეთა კლუბი ჩუბინი კანონიერი მონადირეები მონადირეთა ლეგიონი ნადირობა საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი AiRGuN.GE ნადირობა Hunting ნადირობა და თევზაობა

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ოპციონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti
ბაბუ ,აი მომართვაც)))

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი ეხლა გასაგებიცაა ყველაფერი და ჩვენი კაცური ვალიცაა რომ ამ ხალხის გვერდზე დავდგეთ. ერთადერთი რაც მადარდებს ესაა შეჯიბრი რომელიც ბაზიერმა და სპორტინგის ლიგამ დაანონსეს 17 ში ხო და დრო როდისაა მითითებული? 


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კვერნა კაშინსკის იცი რა კითხე? ეს რამე მიტინგის ფორმას აძლევს? ბიბლიოთეკაში არ გამოვა. კ/თ რუსთაველის უკან ხო? გუდიაშვილის სახლმიზეუმის გვრდზე ხო?  ხო და თუ რაიმე შეხვედრაა მაშინ ალბათ გამგეობიდან რამდენი კაცი? 1-2 ალბათ საკმარისი იქნება ხო?


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

16;00-19;00 პერიოდში არ გვეცლება კვერნა. გაითვალისწინოთ იქნებ რა.  და როგორც გითხარი შეჯიბრი ა დაანონსებული ჩვენი ძმების მიერ .


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1762 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
შეკრების ადგილი რომ შეიცვალოს კარგი იქნება. თან 17-ში შეჯიბრია კაჭრეთში

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ოპციონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti

კვერნა კაშინსკის იცი რა კითხე? ეს რამე მიტინგის ფორმას აძლევს? ბიბლიოთეკაში არ გამოვა. კ/თ რუსთაველის უკან ხო? გუდიაშვილის სახლმიზეუმის გვრდზე ხო?  ხო და თუ რაიმე შეხვედრაა მაშინ ალბათ გამგეობიდან რამდენი კაცი? 1-2 ალბათ საკმარისი იქნება ხო?


ვკითხე. გამგეობიდან ორი სამი კაცი საკმარისი იქნება.შეხვედრა დარბაზში შედგება,რომელსაც დისკუსიის ფორმა ექნება და შემუშავდება მიმართვის ტექსტი

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მეგობრებო გერდას გამო არვიცი მოვახერხებ თუ არა. ვისაც ძაღლი გყოლიათ გამიგებთ. ამიტომ ვინ ხართ მსურველი რომ საერთო საქმეზე ლეგიონი წარმოადგინოთ

53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ოპციონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti
  1. კვერნა
  2. ბაბუ 30/70

ჩამსწორებელი babu, 13 March 2019 - 08:31 PM.


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1762 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
იმედია შევა მოსათხოვ პუნქტებში AK და AR სისტემის იარაღის სანადირო სპორტული სროლისთვის დატოვება და მარტო სპორტულად არ მონათლავენ იმიტომ რომ მე უფრო სანადიროდ ვიყენებ ვიდრე სპორტული სროლისთვის და ბევრი ლეგიონერია ესე

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 38942 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთი არ მესმის, ნაკლებად ვარ (ჩემი ძაღლის ჯანმრთელობის გამო)ჩართული ამ საკითხის გამრშემო ატეხილ პერიპეტიებში. ანუ აქამდე არსებული აღრიცხვიანობა რა პრობლემას ქმნიდა და რა მოხდა ასეთი და რა მიზანს ემსახურება ეს ხელახალი რეგისტრაციაა თუ რააც ჯანდაბაა


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?