Jump to content

სურათი

H1N1-ის შტამის ვირუსი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ


ამ თემას აქვს 39 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
გამომდინარე სეზონური გრიპებიდან, ვთვლი საჭიროდ ამ თემის გახსნას და რაც მთავარია "აპინვას".... 
ამჟამად საქართველოში მძინვარებს H1N1-ის შტამის ვირუსი (ღორის გრიპი).
იმისათვის, რომ თავიდან ავცილოთ მისი შესაძლო გართულება, მოგცემთ რამოდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას... 
 

H1N1.jpg

  • დაიბანეთ ხელები საპნით დღეში რამოდენიმეჯერ
  • თან იქონიეთ სპირტის ბაზაზე დამზადებული სველი ხელსახოცი მოგზაურობისას
  • ეცადეთ იშვიათად შეეხოთ ხელით თქვენს თვალებს, ცხვირსა და პირს
  • ერიდეთ ყველა იმ ადამიანთან კონტაქტს რომელსაც აქვს გრიპი
  • გამოიძინეთ კარგად, რათა ორგანიზმმა სრულყოფილად დაისვენოს
  • მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში)
  • მიიფარეთ ცხვირსახოცი (ან მოხრილი ხელი) როდესაც ახველებთ ან აცემინებთ
  • შინიდან გასვლის დროს გამოიყენეთ ნიღაბი, გრიპის სეზონზე
  • როდესაც თქვენ ერთხელ გამოიყენებთ ხელსახოცს/ცხვირსახოცს გადააგდეთ ის და აღარ გამოიყენოთ ხელმეორედ
  • თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ღორის გრიპის ნიშნები დარჩით სახლში/ეწვიეთ ექიმს და ნუ წახვალთ სამსახურში ან სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რათა არ გაავრცელოთ ვირუსი
  • თუ თქვენ გაქვთ ცხელება, დაიდეთ გრილი საფენები შუბლზე, მხრებსა და ფეხებზე, რათა შეამციროთ დისკომფორტი რომელიც გამოწვეულია ცხელებისგან
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი, რათა სუნთქვა თქვენს ოთახში გახდეს ადვილი და სასიამოვნო
  • პირში/ყელში გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი რათა შეგიმსუბუქდეთ ყელის ტკივილი
  • გრიპის სეზონზე უფრო მეტი რაოდენობით მიიღეთ ის პროდუქტები, რომელიც აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას: ნიორი, ჯინჯერი, ალოე ვერა და ა.შ
  • დალიეთ რამოდენიმე ჭიქა მწვანე ჩაი ყოველდღიურად
  • დალიეთ 1-2 ჭიქა თბილი რძე ყოველდღიურად, რათა შეინარჩუნოთ ძლიერი იმუნური სისტემა
  • იყავით აქტიურები და ივარჯიშეთ ყოველდღიურად რათა იყოთ ჯანმრთელები და ძლიერები
  • არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად არანაირი ანტიბიოტიკი
  • ყოველდღიურად მოასმენინეთ ფილტვები, ამ ვირუსის გართულება პნევმონიაა, პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დილით სუფთა ქონდა პაციენტს ორივე ფილტვი, ხოლო 5-6 საათის შემდეგ, ორმხრივი ანთება დამხვდა.
ჯანმრთელობას გისურვებთ მეგობრებო....
 
შემდეგი ვირუსის სეზონისას ახალ რეკომენდაციებს მოგაწვდით ამ თემაში :)

ჩამსწორებელი Qartvela™, 27 December 2018 - 11:27 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

შოთა.03.

პანიკას თესავ ? :D


legion.ge-837-1527156940.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

არა, სიმართლეს ვწერ... პანიკა ცოტა "სხვანაირი" ვიცი :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ერიდეთ ყველა იმ ადამიანთან კონტაქტს რომელსაც აქვს გრიპი

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა (შორს ჩვენგან) გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი :)

 

გამოიძინეთ კარგად, რათა ორგანიზმმა სრულყოფილად დაისვენოს

აქ ოპტიმალურია ბიძინას თუ მივბაძავთ და 21:00-22:00მე იმენნა იძინებთ.მელატონინი გამოიყენება. ვაფშე ბიძინას მაყუთის ქონაში თუ მიბაძავთ ვაფშე მაგარი იქნება :)

 

მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში)

არც გაახურით . თირკმელი ამუშავებს საათში მაქსიმუმ ლიტრს და ისეც 2 საათი თუ ამ დატვირთვით ამუშავე ზედიზედ მერე უბრალოდ გამოყოფს სითხეს. 

არავითარ შემთხვევაში წვენები. შეგიძლია ლიმონის ან ფორთოხლის ფრეში ნელ ნელა ყლუპებით დღეში მაქს 400 გრამი.  ვაშლი მსხალი და ასე სემდეგ არ შეიძლება . სასურველია ტუტე წვენები. დიდი რაოდენობა და ერთ მიღებაზე იწვევს ინსულინის დიდ რაოდენობის გამოყოფას და შევიწროებას სისხლძარრვების და ლიმფური სადინარების.

მაღაზიის წვენები საერთოდ არ სვათ - შაქარია შიგნით და ... იდეაში წვენებს ცოტა ფრთხილად მოეკიდეთ - ფარისებრს გაფრთხილება უნდა.

დაბლენდერებული ოხრახუშის + ნიახური + კამა   შეგიძლია წვენის სახით დალიო ლიმონთან ერთად.  ლიმოში ფრუქტოზა ცოტაა და არ გრეკავს


legion.ge-837-1527156940.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

შოთა მადლობა რეკომენდაციებისათვის!

 

მარტო ერთი შეკითხვა მაქვს - ეს ყველაფერი, ხელების დაბანა, სპორტული ცხოვრება და ა.შ. მარტო გრიპის სეზონზეა აუცილებელი თუ სხვა დროსაც შეიძლება?  ;)

 

P.S. "მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში)" - ლუდიც ხო სითხეა, რატომ არ შეიყვანე ჩამონათვალში?  :0024:  :0024:  :0024:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

Panteleimon

ეს გაიდლაინი მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად არ ვეკამათები მათ :)
ხოლო ის ფაქტი რო თირკმელი მეტს ვერ ამუშავებს, ამ შემთხვევას არ გულისხმობს, გამომდინარე იქიდან რომ მაღალ ტემპერატურისას აორთქლება გაცილებით მეტია სხეულიდან :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

შოთა მადლობა რეკომენდაციებისათვის!

 

მარტო ერთი შეკითხვა მაქვს - ეს ყველაფერი, ხელების დაბანა, სპორტული ცხოვრება და ა.შ. მარტო გრიპის სეზონზეა აუცილებელი თუ სხვა დროსაც შეიძლება?  ;)

 

P.S. "მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში)" - ლუდიც ხო სითხეა, რატომ არ შეიყვანე ჩამონათვალში?  :0024:  :0024:  :0024:

 

ლუდი ალკოჰოლია, სამწუხაროდ ვერ შეიტანდნენ ;)

 
სპორტული ცხოვრება ამ შემთხვევაში გულისხმობს, იმას, რომ არ შეწყვიტო გრიპისას და არა მარტო გრიპისას ივარჯიშო :)


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

 

ლუდი ალკოჰოლია, სამწუხაროდ ვერ შეიტანდნენ ;)

 

 

უალკოჰოლო ლუდიც ხომ არსებობს დოკ?  :ki:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

შინიდან გასვლის დროს გამოიყენეთ ნიღაბი, გრიპის სეზონზე

 

შოთა ძმაო დიდი სიყვარულით მაგრამ "ერუნდა" .... იარეთ ჰაერზე და გაანიავეთ ფილტვები. ვირუსები ისე ჯიგრულად კონცენტრირდებიან ნიღაბში და ფილტრებში როგორც დაგიბარებია

 

თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ღორის გრიპის ნიშნები დარჩით სახლში/ეწვიეთ ექიმს და ნუ წახვალთ სამსახურში ან სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რათა არ გაავრცელოთ ვირუსი

დავამატებ :

სასწრაფოდ ჰაიდა ქენით ჰაერზე, სუფთა ჰაერზე. იარეთ თუ გული მოგცემთ საშუალებას კილომეტრი 1-2 ველოსიპეტით, არ ჩაიცვათ თბიულად რომ ოფლი არ გამოიყოს. ჩაიცვით ზომიერად . გაანიავეთ ფილტვები

თუ ჩაუწექით , დაიფარეთ თბილად და გააღეთ ფანჯრები.

 

 

პირში/ყელში გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი რათა შეგიმსუბუქდეთ ყელის ტკივილი

ვაფშე დალიეთ , გამოუვლებლად.  ასევე "ჩამქრალი სოდიანი" წყალიც დალიეთ

ზოგადად ნუ გაძრებით და შეგიძლიათ არ ჭამოთ. იმუნიტეტს აგდებს 

არავითარ შემთვევაში ისედაც საჭმელს წყალი და არანაირი სითხე არ დააყოლოთ 2 საათი. ჭამამდე 30 წუთით ადრე გაძეხით წყლით და მერე შეუბერეთ.


legion.ge-837-1527156940.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

შოთა მადლობა რეკომენდაციებისათვის!

 

მარტო ერთი შეკითხვა მაქვს - ეს ყველაფერი, ხელების დაბანა, სპორტული ცხოვრება და ა.შ. მარტო გრიპის სეზონზეა აუცილებელი თუ სხვა დროსაც შეიძლება?  ;)

 

P.S. "მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში)" - ლუდიც ხო სითხეა, რატომ არ შეიყვანე ჩამონათვალში?  :0024:  :0024:  :0024:

დონსკი მაღაზიის ლუდი მჟავე სითხეა. მოახარშიე სახლში და ის ტუტეა და ვირუსებს სახეს ახევს სვი  :)


legion.ge-837-1527156940.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

შენ მგონი მართლა სერიოზულად მიიღე ჩემი შეკითხვა?  :DDD



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

SGD,

 

  უალკოჰოლო ლუდიც ხომ არსებობს დოკ? 

 

 ეგრე გასაბერი ქალიც არსებობს, მაგრამ რა ხეირი?
;)

 

Panteleimon,

 მე გაძლევთ იმ რეკომენდაციებს, რასაც გვთავაზობს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ხოლო დანარჩენი თქვენ იცით :)
მერწმუნეთ იქ ნიორს, პილპილს და ჭაჭას არ შეიტანენ არასდროს ;)



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

ხო და ნუ წამიბილწეთ კიდე ეს თემა ;)



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დალიეთ 1-2 ჭიქა თბილი რძე ყოველდღიურად, რათა შეინარჩუნოთ ძლიერი იმუნური სისტემა

სითხე რომელიც ძალიან მიყვარს და სახეს ახევს იმუნიტეტს.

არ დალიოთ არც გაგიჟდეთ. ვაფშე არანაირი ხორცი და ცხიმები - ღორის სალის გარდა , ღორის სალა არის ტუტე რეაქციის შეგიძლიათ

რძის მაგივრად მაწონო სოფლის (მაღაზიის არა მჟავე რეაქციაა)

 

ჯანჯაფილი , ხრენი ,გარჩიცა აჯიკა რაც შეიძლება ბევრი.

 

ისე ოყნას თუ არ მოერეიდებით ან ინგლისურ მარილს ამ დროს ხომ სუპერ


legion.ge-837-1527156940.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

დონსკი მაღაზიის ლუდი მჟავე სითხეა. მოახარშიე სახლში და ის ტუტეა და ვირუსებს სახეს ახევს სვი  :)

 

აი ეგ რომ დაინახოს ჩემმა კნეინამ მერე ნახე შენ მისი "სიხარული"  :DD







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?