Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

David McKay Brown(Gunmakers) Ltd

 

fef6ec781bfb.jpg

 

 

 

დევიდ მაკეი ბრაუნმა მეიარაღის პროფესიის დაუფლება გლაზგოში ალექს მარტინის კომპანიაში 1957 წელს დაიწყო. შემდეგ ის შოტლანდიელთა საამაყო კომპანიაში John Dickson & Son Ltd-ში იწყებს მუშაობას ედინბურგში. სწალისა და მუშაობის დროს მაკეი წარმატებით დაეუფლა ბრიტანული იარაღის დამზადების ყველა ნიუანსს.

1967 წელს დევიდ მაკეი საკუთარ კომპანიას აფუძნებს ჰამილტონში, სადაც 1974 წლამდე ძირითადად დიქსონის კომპანიის შეკვეთები სრულდებოდა. ამჟამად კომპანია განლაგებულია ბოტუელში და საცალო თოფებს უშვებს, რომლებიც განკუთვნილია ამერიკელი და ევროპელი მყიდველისათვის.

საწარმოში მუშაობს 4 ოსტატი, რომელთა მიერ წარმოებული შტუცერების, ვერტიკალური და ჰორიზონტალური გლუვლულიანების მოდელთა გამა, მათი ტექნიკური პარამეტრები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მხოლოდ უნდა აღინიშნოს დიქსონის სკოლის გავლენა და სტილი, რომელიც Round Body-ის კალაპოტსა და Round Action-ის სისტემაზეა დაფუძნებული.

 

be23e2168ae7.jpg

 

საფირმო ლულები და კალაპოტები უმაღლესი ხარისხის EN19 ლეგირებული ინგლისური ფოლადისაგან მზადდება(ლულები დემიბლოკებია). ძირითადად გამოდის 12, 16, 20, 28 და 36 ყალიბის თოფები. ყველა მათგანი ლონდონის საცდელ პოლიგონზეა გამოცდილი მაღალ წნევებზე. საკეტები ორმაგი და საამაგია. წელიწადში სულ მზადდება 30-მდე თოფი.

ნაკეთობებში ხაზგასმულია ბრიტანული ხარისხი და მხატვრული დამუშავების უმაღლესი დონე. ისევე როგორც ყველა პრესტიჟული მწარმოებელი David McKay Brown ტყუპებს ამზადებს

 

b0d910bf080a.jpg

 

e64b5f94e471.jpg

 

წყ: კლუბი მონადირე. ავტ: გურულო


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?