Jump to content

სურათი

ათას კილომეტრზე მოგზაურობა იწყება ფეხის ერთი ნაბიჯის გადადგმით

ლეგიონი ნადირობა ბუნება დასვენება ტრადიციები სამონადირეო მეურნეობა კლუბი

ამ თემას აქვს 25 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

ათას კილომეტრ მოგზაურობა იწყება ფეხის ერთი ნაბიჯის გადადგმით“ - ლაო ძი.

 

უპირველესად, სანამ რეპორტის წერას დავიწყებ, მსურს მადლობა გადავუხადო ბაბუს რომ დამპატიჟა შარახევში, სამონადირეო მეურნეობაში და მომეცა საშუალება გავცნობოდი ძალიან კარგ ხალხს.

დიდი ხანია თვალს ვადევნებ ლეგიონის აქტიურობებს და მახარებს რომ თქვენს კლუბში ნამდვილი ოჯახური გარემო  სუფევს.

სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე მეც გადავწყვიტე რომ მიმეღო მონაწილეობა თქვენს მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ გასვლაზე და გადავდგი პირველი ნაბიჯი, მრავალ კილომეტრიან მოგზაურობის დასაწყებად ლეგიონთან.( ძმობას, სიყვარულს და კაცობას ვგულისხმობ ათას კილომეტრიან მანძილზე მოგზაურობისას. რადგანაც ეს მუდმვივი უნდა იყოს)

პარასკევ დღეს, ბაბუს დავურეკე და ვთხოვე, თუ საშუალები იქნებოდა მეც შემოუვუერთდებოდი დაგეგმილ ღონისძიებას. ბაბუმ მაცნობა რომ, ამ გასვლაზე ნადირობა არ იქნებოდა და მხოლოდ სამონადირეო მეურნეობაში გასვლით და მისი გასუფთავებით შემოვიფარგლებოდით, რაზედაც მეც დიდი სიამოვნებით დავუდასტურე მზადყოფნა და ვუთხარი  რომ მივიღებდი მონაწილეობას.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

დადგა კვირა დღე. რათქმა უნდა წინა საღამო როგორც ხდება ხოლმე, (მონადირეების  თანდართული ჩვევა) მეც სულ ფიქრებში გავატარე.

გამოვცხადი დანიშნულ დროსა და დანიშნულ ადგილას. მივიხედ მოვიხედე, ვეძებდი ვინმე შემენიშნა სანადირო ტანსაცმელში გამოწყობილი, რაც იმას მიმასწავლებდა რომ ის პიროვნება  ნამდვილად ლეგიონერი იქნებოდა და მივიდოდი გასაცნობად მასთან. (პირველად მიხდებოდა ყოფნა და არავის არ ვიცნობდი. ასე რომ ეს ჩემი ერთ ერთი წინასწარ შემუშავებული სტრატეგია იყო რომ თუ ვინმე კამუფლირებული ტანსაცმელი იქნებოდა აესეიგი ის პიროვნება აუცილებლად ლეგიონერი იქნებოდა) :D

რამოდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა და მითხრა რომ თქვენ შემთხვევით დღეს შარახევში ხომ არ მიდიხართო? რაზედაც მე არა ვუპასუხე .  ეტყობა კარგადაც ვერ გავიგე  აღალგაზრამ რა მითხრა და თან არ ვიცოდი იმ ადგილს სადაც ჩვენ ვაპირებდით წასვლას შარახევი თუ ერქვა.  ახალგაზრდამ ზრდილობიანად დამემშვიდობა და ჩემმგან არც თუ ისე  შორს ისიც იქვე ახლო მახლოს გაჩერდა. მაინც რაღაც გამოლაპარაკება მინდოდა ამ ახალგაზრდასთან, თან მონადირის ინსტიქტები ჩაირთო ჩემში. 

გავეშური მისკენ,  გულში ვფიქრობდი   რომ ამ  დილა უთენია, ამ სიცივეში კაცს რომ გაბრწყინებული გახარებული სახე ექნება, ის ნამდბილად ან მონადირე ან მეთევზე უნდა იყოს მეთქი. მივედი მასთან და ვუთხარი წეღან თქვენ რომ რაღაც ადგილი ახსენეთ კარგად ვერ გავიგე და თქვენც ლეგიონერებს ხომ არ ელოდებით თქო. ეს იყო და ეს და მანაც გაღიმებული სახით შემომხედა და მითხრა რომ აბა წეღან მაგი არა გკითხე შარახევში ხომ არ მიდიხარო? :DD  ეგ იყო და ეგ და  უცბაც მოხდა ჩვენი დამეგობრება და საერთო ენაც გამოინახა. ეს ახალგაზრდა გახლდათ ალექსი, მართლაც ძალიან დადებითი პიროვნება და ძალიან ენერგიული მოსაუბრე. (მეურნეობაში, საღამოთი უკვე ყველა კარგად რომ ვართ და ერთმანეთი ახლოს რომ გავიცანით, ბაბუმ ალექსიზე მეუბნება;  ეს კაცი პირველად ჩვენთან რომ მოვიდაო ზუსტად 17.5(ჩვიდმეტი მთელი ხუთი) სიტყვა თქვაო. დანარჩენი სულ ჩუმად იყოო) მაინც დაუჯერებელი ამბავია რადგანაც ასეთ ენერგეტიკულ პიროვნებას რომელსაც უდაო ნიჭი აქვს ამბების მოყოლის, მხოლოდ 17.5 სიტყვა ეთქვას. 18-მაინც ყოფილიყო დაიჯერებდა კაცი. ;)

ამ  ლაპარაკშიც მოვიდა მანქანა და ჩვენთან ახლოს გააჩერა. ალექსიმ მკითხა ხომ არ იცნობ ამ ბიჭსო? არა მეთქი ვუთხარი.  ეს შოთა უნდა იყოსო, მისი რეპორტები მაქს წაკითხული და სურათებიდან ეგრე მახსოვსო ეგ უნდა იყოსო. მოკლედ გამართლდა ალექსის პროგნოზი და ეს პიროვნება აღმოჩნდა შოთა, ასევე ძალიან კარგი ადამიანი და უმაგრესი გურმანი. (მის შესაძლებლობებზე ქვემოთ გიამბობთ)

გავეცანით ერთმანეთს, დიდი დროც არ იყო გასული რომ  უცბად ბაბუ და ბატონი ნიკო გამოჩნდნენ. მოკლედ ძალიან თბილი გარემო შეიქმნა. ჩამოვაყილებით დღის განრიგი და შევუდექით საქმეებს.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

პირველი როგორც ხდება დავიწყეთ პროდუქტების მომარაგება.

ჩვენ ოთხეულმა მოვიშველიეთ დიდი ურიკა, ხოლო შოთა გაეშურა პატარა კალათის ასაღებად. ნამდვილად იგძნობოდა მასში რომ რაღაც განსხვავებული იდეები ქონდა ჩაფიქრებული (კერძების მომზადებას ვგულისხმობ), მაგრამ მისმა გურმანობაბ ყველანაირ პროგნოზს გადააჭარბა.

თან ისე გემრიელად არჩევდა პროდუქტებს რომ იქვე მოგაშივებდა კაცს. ის ამდენი უნდა ვიყიდოთო, ეს კარაქი ძალიან ცხიმიანი ჩანსო და ჩაშუშულისთვის არ გამოგვადგებაო.

მერე მწვანილები კოხდად შეათვალიერა. ერთი სიტყვით რომ ვთქვეთ მთელი სანახაობი იყო.

 

legion.ge-498-1541507631.jpg

 

 

legion.ge-498-1541507646.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

ესეც ასე. შევიძინეთ პროდუქტები და გავეშურეთ მეურნებისკენ. გავიყავით ორ ჯგუფად. შოთა და ალექსი ერთ მანქანაში, ხოლო მე, ბაბუ და ნიკო მეორე მანქანაში.

 

legion.ge-498-1541507729.jpg

 

გზაზე რათქმა უნდა ულამაზესი ხედებით ტკბებოდა ჩემი თვალები, თან სულ ღიღინ-ღიღინით მივდიოდით. ყველა სიმღერა რაცკი მანქანაში იყო ჩართული ვცდილობდით რომ ჩვენგანაც მიგვეცა ბანი.

ასევე მინდა ავღნიშნო რომ მგზავრობისას, გვქონდა ძალიან საინტერესო თემებზე განხილვები. ქართულ დამწერლობაზე, ჩვენს კულტურაზე, ქვეყნის ისტორიაზე და სხვა მრავალ თემებზე. შედარებისთვის ხორვატია მოვიყვანეთ  და განვიხილავდით მის განვითარების ეტაპებს, რადგანაც ხორვატიაშიც ასევე მცირე რიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ხოლო მისი განვითარების დონი და ტემპი გაცილებით დიდია ჩვენზე. (ცხოვრების კუთხით და ეკონომიური თვალსაზრისიდ ვგულისხმობ)

 ამ საინტერესო საუბრებმა ძალიან სიღმისეულად გაგვიტაცა და გავიხსენეთ ისტორიული ამბავი საქართველოსა და ხორვატიას შორის კავშირებზე.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

პატარა ისტორიულ გადახვევასაც გავაკეთებ თვენი ნებართვით მეგობრებო.

 ესეიგი როდესაც კოლხი მედეა იასონთან ერთად გამოქცეულა საქართველოდან, გაჩერებულა ამ მხარეს(ხორვატიაში). თუ არ ვცდები ერთ ერთ სანაპიროს მის საპატისცემულოდ  „მედვეაც“ კი ეწოდება.

მოგეხსენებათ ხორვატიაში ბევრი კუნძულებია და ერთ ერთ კუნძულს „ლოშინს,“ ძველად  აფსირდიტს უწოდებდენ (თუ სწორედ მახსოვს ეს სახელი იყო). სახელი ნიშნავს, აფსირტას კუნძულს. ეს იყო  აიეტის შვილი. როდესაც აეიტი ჩავიდა კოლხეთში, მედეას დახმარებით მან აიღო ოქროს საწმისი. აფსირტი არგონავტებს დაედევნა ლოშინის კუნძულამდე ოსორამდე. აფსირტამ მისი სიცეცხლე ამ კუნძულზე დაასრულა. იასონმა  მას სიცოცხლე გამოასალმა და მისი სხეული დაყო მრავალ ნაწილად, რომელიც შემდეგ წყალში გადაყარა. მოგეხსენებად ხორვატიის არქიპელაგი  დაყოფილია 36 ნაწილად  და ლეგენდის თანახმად ეს ადგილები მოისაზრება აფსირტას სხეულების განსასვენებლად.

რომ შევაჯამო ყველაფერი, ერთი კარგი შემენცებითი გაკვეთილები გვქონდა მანქანაში.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

ამ ლაპარაკ-ლაპარაკშიც მივუახლოვდით სანადირო მეურნეობას.

 

 

legion.ge-498-1541508358.jpg

 

 

 

 

სოფლის შენებას რაუნდა რაუნდაო აი სულ ასე სიყვარულში და სიხარულში გავაკეთეთ დაგეგმილი სამუშაოები.

 

 

legion.ge-498-1541508420.jpg



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

ერთ ერთ ფაქტსაც გავიხსენებ: ესეიგი მიდის გაქანებული მუშაობა. უკვე ზემოთ ვართ ასულები ტყეში და ბაბუმ ჩემი რაცია ვინმეს ხომ არ გინახავთო? მე მახსოვსო რომ გულის ჯიბეში ჩავიდე და ეხლა აღარ არისო, ეტყობა ამომივარდაო. ბაბუმ თქვენ აქ იყავითო და მე ჩავალ ქვემოთ მანქანაში, მეორე რააციას ავიღებ და ეგრე უფრო ადვილად მოვძებნითო. თან ის რომელიც დაიკარგა, ეგ რაციაც ჩართული არისო და კონტაქტი დამყარდება და ხმას გავიგებდო.

ბაბუ დაეშვა ქვემოთ რაციისკენ.  დავრჩით მე და შოთა. დანარჩენი მეგობრები კიდევ ზემოთ იყვნენ ასულები ტყეში.  მოკლედ არ იყო ბაბუ ასე 50 მეტრაზე წასული და შოთამ მოდი გლადიატორების შერკინება გავაკეთოთო თან ფოტო აპარატიტ გადავიღოთო. (ეს ის მომენტია სკოლაში კლასის დამრიგებელი რომ გავიდოდა გაკვეთილიდან  რაღაც საქმეზე და ბავშვები ყირაზე რომ გადავიდოდნენ მარტო რომ დარჩებოდნენ კლასში.)

საქმე იმაში იყო რომ ორნი ვიყავით მარტო და კარგი სურათი რომ გამოსულიყო ვინმეს უნდა დაეჭირა ფოტო აპარატი ხელში. ერთი სიტყვით კამერა ავტო რეჟიმზე დავაყენე და დავიწყეთ ფოტო პოზირებები.

შოთას თანახმად უნდა მიგვეღო შემდეგი ფოტო სურათი:

შოთა მაჩეტით უნდა გადმომხტარიყო ამაღლებული გორადან ხოლო მე ცულით უნდა დავხვედროდი  ქვემოდან და უნდა  დამებლოკა მისი შემოტევა.

მოკლედ დავდე ჩემი ფოტო აპარატი და დავაყენე ავტო გადაღებაზე. ჩემი კამერის პრინციპი ასეთია; გადაღებას რომ დააჭერ 10 წამის განმავლობაში უნდა მოასწრო კამერასთან დადგომა და პოზირება. წითლად  დაიწყებს ციმციმს და თვლაც შემდეგი აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი და მერე უცბად მიაყრის და გადაიღებს სურათს. ანუ წამებში თვლას ზუსტად ვეღარ აყვები. ხოლო ჩვენ ისეთი მოთხოვნილება გვქონდა რომ ფოტო აპარატს ჩვენ ნახტომში უნდა დავეფიქსირებინეთ. მოკლედ გავაკეთეთ უამრავი დუბლი. ყველა სურათი აქ რომ ავტვირთო დიდ ადგილს წაიღებს. ხან მე ვჩანვარ კადრში და შოთა საერთოდ არ არჩანს. ხან რომ გვქონია რომ ავხტით ფოტო აპარატს თურმე უკვე გადაღებული ქონია სურათი. მოკლედ მთელი კურიოზები იყო. ამდენი დუბლიდან ავარჩიე საუკეთესო ვარიანტი, გთხოვთ იხილოთ სურათი.

 

legion.ge-498-1541508713.jpg

 

(ბაბუ თქვენ როდესაც ქვემოთ იყავით ჩასული და რაციის ეძებდით ამ დროს ზემოთ ტყეში  გლადიატორების ჯახი მიმდინარეობდა)

 

მერე შოთას ვუთხარი, მოდი თუ გინდა შენ იყავი გლადიატორიც და სუპერმენიც თქო. წინ და უკან ნუ მარბენინებ მაინც ისეთი სურათი არ გამოგვდის და ერთ კარგ სურათს მე გადაგიღებ თქო. და აი ისიც...

 

legion.ge-498-1541508862.jpg



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

ცოტახანში ბაბუც მობრუნდა და გვაცნობა რომ რაციაც უნახავს.

 

legion.ge-498-1541509007.jpg



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი
ამასობაში ზემოდან ბიჭები სიხარულით ჩამოვიდნენ ტყიდან და გვითხრეს რომ ორი ცალი შველი შეუნიშნავთ. თან ისიც გვაუწყვეს რომ თურმე შვლები ზემოდან მთაზე გადმომდგარან და ჩვენ გვათვალიერბდნენო. ცნობის მოყვარეობა აწუხებდათ, ჩვენზე უთქვამთ ესენი აქ რას აკეთებენო.
ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვაუწყვა რომ მე უფრო ახლოს ვიდექი შვლებთანო და მათი საუბარიც მოვისმინეოოოო.

თურმე ორი კახელი შველი ყოფილაო სახელად მიხო და მაროო. მარო ეუბნე მიხოსო. მიხოო ერთი ამათა უყურე რა კარგი ხალხი ამოსულანო, გზებს გვისუფთავებენ აქ საცხოვრებლადო.
ზედმეტ ფიჩხებსა ასუფთავებენუფრო კარგად რომ ვიკუნტრუშოთო.
ეხლა მიხო (შველი) ეუბნება: ქალოო, ე რა გაუჩნდი გამჩენსაო,შენ თუ მაგაი ვერა ვხვდებიო ეგენი რისთვინა არიან ამოსულებიო შენა შველი კი არა კახური ვირი ყოფილხარო.
მარო შველსა ეწყინა, ვირი რათა მიწოდეო და შეღონდა.
მიხომ რომ დაინახა შეღონებული მარო, უთხრა რომ ეხლა მორჩი აქ კონცერტების დადგმასაიო და წამამყეც თორემა ვნახავ შენს თავს აშუშხუნებულს შამფურებზეო.(ანუ რა თემაა უფრო რომ დავაკონკრეტო. შველი მიხო ეუბნება შველ მაროსა რომ ქალო ნუ ხმაორომ თორემ შეგვამჩნევენ ესენიო და ცუდი ამბავი დაგმვემართებაო)
მოკლედ მარო ბოლოს კი მიხვდა რაშიც იყო საქმე მარა იხტიბარი არ გაიტეხა მიხოსთან და ასე მიაძახა:
მიხოო, შენთან ყოველ დილა საღამოს შიშხინსა ამათთან შამფურზე აშიშხინება მირჩევნიაო.
შველმა მიხომ ქვემოდან ახედა შველ მაროს, თვალი ჩაუპაჭუნა და ასე ტკბილად და გებრიელად გაუდგნენ ორთავე გზას საშიშხინოდა.

(თურმე ასეთი რაღაცეებ მომხდარა ზემოთ ტყეში და აქ მე და შოთა გლადიატორობანას ვთამაშობდით.)

მეგობრებო, პირველი ზემოთ ხსენებულიდან რომ გითხარით ორი შველი ნახეს ბიჭებმაო ეს მართლად სინამდვილი იყო და აი მეორე ვერსია შველ მიხოსა და შველ მაროზე კი მონადირის ფანტაზიები ჩაირთო ჩემში და ეხლა შევხთზავი ეს ისტორია :DD (ცოტათი ზღაპრებიც ხომ უნდა მომეგონა არა?)

ჩამსწორებელი Gruzinski, 06 November 2018 - 06:31 PM.


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

ესეც ასე, დასრულდა მუშაობა და დაღლილებმა გადავინაცვლეთ მეორე განყოფილებაში რასაც პური ჭამაი ქვია.

აქაც მინდა ავღნიშნო რომ, სადაც ფაცხაა განთავსებული, იქაურობაც ძალიან მომეწონა.მართლაც რალამაზად იყო დაბწნილი ფაცხის გალავანი.

 ბაბუმ მომიყვა თუ რატომ მაინდამაინც ეს ადგილი შეარჩიეს ფაცხის ასაშენებლად. თურმე მთელი დღის განმავლობაში მზე მუდმივად უყურებს ამ ადგილას, და მართლაც გვიანობამდე სანამ არ დაღამდა და მზე არ ჩავიდა, ჩვენს ზურგს გვითბობდა მზის თბილი სხივები.



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

დაიწყო პროცესები. განვაწილდით, მოვიმარაგეთ შეშა. შოთა თავის სტადიაში გახლდად. შევიდა ფაცხაში შემოიტანა პროდუქტები, შემოიტანა ქვაბები, პლიუს ზედ მოაყოლა კეცები, მოკლედ რაღაც ძალიან სერიოზული ჩანაფიქრები ქონდა პატივცემულს.

წავიდა სრული მზად ყოფნა.

მეგობრებო ამ  ძვირფასმა ადამიანმა კულინარიული მასტერკლასები ჩაატარა.

მის გურმანობას ბუნებაში მართლაც ერთი კარგი გადაცემა უნდა მიეძღვნას და არა ერთიც. თან ისე ლამაზად და გემრიელად აკეთებდა, ყოველგვარი წუწუნის და ზარმაცობების გარეშე რომ მართლაც რომ ძალიან მაგარი გურმანი ყოფილხარ შოთა.

თუ სწორედ მახსოვს გაგაცნობთ კერძების მენიუს. 1. ჩაშუშული სოკო მთელი მწვანეულობებით და არაჟნით. 2. სოკო კეცზე 3. ჩქმერული კეცზე თავის ნივრიანი სოუზით და ზედ არაჟანით მოსხმული 4. კიტრი პამიდორის სალათი 5. მწვადები და კიდევ რაიმე რომ არ გამორჩეს ერთი სიტყვით მთელი გულო და სულო...

ამ ფუსფუსში და საჭმლის მომზადებაში, დანარჩენები  რაღაც თემებზე ვსაუბრობდით. მეურნეობას კიდევ ხელ წავაშველებდით და მივალაგებდით, მოკლედ სრული დემოკრატია იყო. ვისაც რისი კეთებაც უნდოდა თავისუფალი იყო ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

 

legion.ge-498-1541509802.jpg



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

მინდა გავიხსენო ერთი ამბავი. ამ პროცესების დროს. თან დეტალურად ავღწერ სურათს რომ წარმოსახვაში ადვილი და საინტერესო გამოვიდეს.

მოკლედ, ფაცხის შესასვლეში  მე და ბაბუ ვზივართ  იქვე კარებთან. ხოლო ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ჩვენი მეგობრები ასევი ძალიან ძვირფასი ხალხი(სამწუხაროდ სახელები ზუსტად აღარ მახსოვს მათი) მამა შვილი და კიდევ  ერთი  ადამიანი. სამივენი არჩვეულებრი ადამიანები გახლდათ. ოქრო ხალხი.

მე და ბაბუ ვსაუბრობთ საქართველოზე, ზოგადად ცხოვრებაზე,  გაჭირვებაზე და ა.შ.

ერთ სიტყვით რომ ვთქვათ მიმდინარეობს ძალიან დაძაბული საუბარი (დაძაბულობა იმაში გამოიხატება რომ, ჩვენ ჩვენი გულის ტკივილებს ერთმათს ვუყვებით და დიდი მოწიწებით ვუსმენთ ერთმანეთს)

ამ დროს ამ ახალგაზრდა პიროვნებამ(ვერ ვიხსენებ მის სახელს, ზედა სურათში წითელი მაისური რომ აცვია) ბაბუს საუბარი გააწყვეტინა და ეკითხება შემდეგს: ბაბუ ბაბუ, ერთი ნახე ამას რა კარგი "ჭრილი" აქვსო. უცბად ჩამოწვა მკაცრი სიჩუმე. ბაბუ შეეცადა რომ არ გაჩერებული საუბარს და განეგრძო განხილვები საქართველოში ცხოვრებისეულ ყოფაზე მაგრამ ამ ძვირფასმა ახალგაზრდამ კიდევ წამოიძახა და თქვა რომ ეს „ჭრილი“ მე გავუკეთეო.  ბაბუ კიდევ შეეცადა რომ თემაზე საუბარი არ შეეწყვიტა და ბაბუმ უპასუხო: ყოჩაღ  გენაცვალე კარგი ბიჭი ხარო.  ბაბუმ გამომხედა, ესაა უნდა გაეგრძელებინა საუბარი და უცბად ყველას აგვიტყდა საოცარი სიცილი, ჩაბჟირდა ხალხი. თავი ვეღარ შევიკავეთ ამ „ჭრილზე“. :DDD :DDD :DDD

თურმე რაში მდგომარეობს საქმე. ბაბუმ წამოიღო ქარღნული ღვინო, რომელიც ესხა სპეციალურ პარკში/ცელოფანში (არვიცი თუ სწორედ ვამბობ) ინგლისურად wine bag-ი ქვია.

თურმე ამ ახალგაზრდამ როდესაც გახსნა ეს ყუთი პირდაპირ ზემოდან წააჭრა თავი და გაუკეთა ეგრთ წოდებული „ჭრილი’. ამაზე გვეუნებოდა ხომ კარგად გავუკეთეო ჭრილიო ანუ ღვინო ხომ კარგად გადმოისხმევაო.

ესეიგი, რასაც ქვია მთელი გულით და სულით ვხარხარბდი. მაგრამ ამით არ დასრულებულა ეს საქმე. როდესაც მოვრჩით ღვინის დალევას და უკვე ცოტაღა იყო დარჩენილი ღვინო პარკში,მისი ჩამოსხმა უკვე გართულდა და ამოვიღეთ ყუთიდან ეს პარკი. აღმოჩნდა რომ თვითონ ამ პარკს ქვემოთ ქონდა ქარხნულად კოხტად გაკეთებული პატარა ონკანი საიდანაც ღვინო ისხმეოდა თურმე. მაგრამ ვის გაახსენდა თავიდანვე რომ ამ პარკს შეიძლებოდა ჰქონოდა პატარა ონკანი ქვემოთ. ჩვენც ავდექით და პირდაპირ ზემოდანვე გავუკეთეთ „ჭრილი“. სწორედ აქ შეგვიძლია მოვიშველიოთ ანდაზა. ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოინდომებსა.

აი ასე ჩემო მეგობრები, მთელი დღე  გავატარეთ ასეთ სიცილ ხარხარში.



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

რადგანაც შოთას ეჩქარებოდა, ასე 7:00 საათისკენ მე და შოთა გამოვეშურეთ ქალაქისკენ პირველები.  მცხეთას რომ  მივუახლოვდით, მოვყევით დიდ საცობში. შოთამ განცხადება გააკეთა.

ამ ზოზინ ზოზინით სიარულმა სულ გამომიყვანა გრადუსიდანო. არა და მე ასე არ მინდოდაო. მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ განშორება არ გვინდოდა არავის ერთმანეთისგან და ვიგონებდით ათას ნაირ ნიუანსებს. ხან რას ვაბრალებდით და ხან რას. ბოლოს ვეღარ მოვითმინეთ და ასეთი აზრი წარმოიშვა საცობში ყოფნისას, ბარემ რესტორანშიც ხომ არ შეგვევლოო. ეს იყო და ეს გადავურეკე ბაბუს და ვუთხარი რომ მესამი განყოფილებისთვის მიდიოდა მზადება, რაზედაც ბაბუმ მწვანე აგვინთო და სულ წოტახანში ბაბუ, ნიკო და ალექსიც შემოგვიერთდნენ.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Gruzinski

Gruzinski

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 47 პოსტი
  • მისამართი:1
  • წარმოშობა:კახეთი

აი ასე ძვირფასო მეგობრებო. შევეცადი ჩემი შტაბეჭდილებები დეტალურად მომეყოლა და გადმომეცა თქვენთვის.

რაც მთავარია სულ ცოტახნში ვიდეოსაც ავტვირთავ ფაქტებით, ხოლო შეფასება თქვენთვის მომინდია.

ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის!



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი ხარ თოკო. კარგი. გილოცავ პირველ გასვლას ლეგიონთან და ერთად და პირველ  რეპორტს :bravo: 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?