Jump to content

ხოხობი


ამ თემას აქვს 168 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

9634bcb26387.jpg
 

 

 

 

 

 

ხოხობი (Phasianus), დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და ჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში.

ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - ხოჭოებით და სხვა მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

post-3-0-20311100-1385285851.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

9634bcb26387.jpg
 

 

 

 

 

 

ხოხობი (Phasianus), დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და ჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში.

ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 10-12 (20-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამე. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - ხოჭოებით და სხვა მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nodo

nodo

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:dedofliswkaro
  • წარმოშობა:ქიზიყი

სად შეიძლება ხოხობზე კანონიერად ნადირობა? ჩვენსკენ აკრძალულია ბილეთს არ იძლევიან.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სად შეიძლება ხოხობზე კანონიერად ნადირობა? ჩვენსკენ აკრძალულია ბილეთს არ იძლევიან.

კერძო სამონადირეო მეურნეობებში მარტო, ველურ ბუნებაში ( ანუ არასამონადირეო მეურნეობას ვგულისხმობ) ხოხბის მონადირება აკრძალულია.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კოლხური ხოხობი

 

 

 

კოლხური ხოხობი

(Phasianus Colchicus)

 

 

 

4027140680_9b6bf27809.jpg

 

 

 

ხოხობი საქართველოს ფაუნის მშვენებაა. საქართველოში წინათ მრავლად ყოფილა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. დღესდღეობით მისი რაოდენობა

 საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა იშვიათად გვხვდება.

ხოხობი (Phasianus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა, რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე.  საქართველოში ბინადარ ხოხობს ქართულ ანუ კოლხურ ხოხობს უწოდებენ. იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპული სანადირო, ანუ პარკის ხოხობისაგან, რომელიც მომცრო ტანისაა,ყელზე თეთრი საყელო და ფრთებზე თეთრი ლაქები აქვს, აგრეთვე თურქმანულის, ოქროსებრის, ვერცხლისებრისა და სხვათაგან.

 

 

pheasants_phasianus_colchicus_two_cockbi

 

 

ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში.  ბერძნებმა მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში.

კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან).  მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია, აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში.  ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, ტყის მდინარისპირა ბუჩქნარში.მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე.

 

 

phasianus-colchicus-9484.jpg

 

 

ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.ხოხობი სპორტული ნადირობის ობიექტია. ნადირობა რეგლამენტირებულია, ნებადართულია ლიცენზიით.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
შემსრულებელი თქვენი მონა მორჩილი მე(დევი)

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
> შემსრულებელი ზაზა სოლომნიშვილი (15)

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კვაპა კიდევ გააკეთე რა ესეთის ანალოგიები...


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჩვეულებრივი ხოხობი - Phasianus colchicus

pre_1424763589__704439574.jpg

 

ჩვეულებრივი ხოხობი გვხდება ბულგარეთში, კავკასიაში, ვოლგის დელტაში, შუა აზიაში, ირანში, ავღანეთში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთში, ჩინეთში, კორეაში, ამურის მხარეში, იაპონიაში, ინდო-ჩინეთში.

საქართველოში ხოხობი მოიპოვება მრავალ ადგილას, თუმცა ბევრგან იგი ამოწყვეტილია უწესრიგო ნადირობის შედეგად. ვერტიკალურად ვრცელდება 750 მ-მდე.

ჩვეულებრივი ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ჭალებში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროს ლერწმით და ჩალით დაფარულ ადგილებში, ბეღებში, ვენახებში, სიმინდის ყანებში, ჩაის პლანტაციებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 10-15 კვერცს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, მაყვლისა და ჟოლოს ნაყოფები, კენკრა, მარწყვი. ჭამს დიდი რაოდენობით მწერებს, ლოკოკინებს, ობობებს.

ჩვეულებრივი ხოხობი ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი დაცულია ყველგან. სპორტული ნადირობის ობიექტია.

ცნობილია ჩვეულებრივი ხოხბის 30-ზე მეტი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ორი:
კოლხური ხოხობი - phasianus colchicus colchicus
ბინადრობს დასავლეტ საქართველოში.

ქართული ხოხობი - phasianus colchicus lorenzi
მოიპოვება აღმოსავლეთ საქართველოში


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თაზო, დევი თქვენ ესეთის შაქმნა არ ძალგიძდთ????? :0030:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
პროგრამა უნდა ბაბულიკ.შეიძლება...არ დავმალავ და მინდა რომ გავაკეთო..:)

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო კვაპას დაეკონტაქტე რა ..და დაგაკვალიანებდა.. ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ok.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?