Jump to content

სურათი

ჩემი სანადირო ქრონიკა 2018-2019 © dima71

ლეგიონი 2018-2019 წლის სეზონი ნადირობა

ამ თემას აქვს 39 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

გაიხარეთ ხალხო!



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიმიტრიუუუს?   სადა აიოს რეპორტებიუს? ;) 


legion.ge-82-1553250819.jpg


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

                                                                                    რინგოს რაპორტი ანუ -,,წაით ბიძიებო ჯერ სროლა ისწავლეთ"                                                                    

 

 

   მშვიდობა და გამარჯვება ყველას! დღეს მე ვწერ რაპორტს ჩემი ბედოვლათი პატრონის ნაცვლად, თვითონ ხასიათი ისეთი  აქვს ფეხის გულზე თუ მოუღიტინებ ,თორემ სხვანაირად ვერ გააღიმებ!!! .. მოკლედ დაიგეგმეს გასვლა ვაჟბატონებმა ისე რომ არც მკითხეს საით აჯობებდა და ამიტომაც დაიჭირეს კააი ,,მწყერი“,.. რამდენი კუდი ვუქიცინე,ვეწკმუტუნე  არ გინდათ ბოდბეში წასვლა ამხელა გზაზე, ახლა  სანახავი რაცაა აქვე ახლოს შეიძლება გინახოთ მეთქი,მარა რად გინდა?!.. ააგდეს ქვა და შეუშვირეს თავი! მოკლედ ჩამაბეს ,,პავადოკი“ და მიკრეს თავი საბარგულში, ვიღაც აყროლებულ და გაბურძგნულ გერმანელთან ერთად, დრატხარა თუ დრატჰაარა ერქვა თუ სწორად მახსოვს!!!.. იმათ რა ენაღვლებოდათ?! ფანჯრებ ჩაწეული სიგარეტით და ყავით მომარჯვებულები მუსიკის ფონზე ნებივრობდნენ რბილ სავარძლებზე მოკალათებულები, მე კიდე გავიგუდე ლამის ისე ყარდა ეს შობელადამიანი, ბოდბემდე ნესტოში საკუთარ კუდშეთხრილმა ვიარე !!! ასე იყო თუ ისე  მივაღწიეთ ბოდბემდე იქ ადგილობრივი კაცი დაგვხვდა და იმას უნდა მივეყვანეთ სავარაუდოთ ,,დამწყერილ“ ადგილებში, თუმცა ფიშტი მაგათ !.. წინა ღამით კარგად უწვიმია და გორაკი რომელიც უნდა გადაგვევლო კარგა ატალახებული დაგვხვდა და ბევრი წვალების მიუხედავად ვერ გადავიარეთ,თუმცა კაი ოფ -როუდი კი გამოვიდა,ამიტომ ლოკაცია იქვე ამ გორაკის ფერდებზე შეირჩა. ნეტა გენახათ როგორი თვითდაჯერებულები გადმოვიდნენ, შუბლზე ლენტი აკლდათ წარწერით-,,ძრწოდეთ !!!“
დავიწყეთ!!.. სადღაც 5-7 წუთში თქვენმა მონა-მორჩილმა მწყრის სუნის საამო ღიტინი შევირძენი და მყისიერად შალაფა ბალახის პირას ,,მივაპარკინგე“ განაბულმა, თან თვალს პატრონისკენ ვაპარებდი არიქა მოდი-მეთქი,.. იმ უპატრონომ კიდე ვიღაც თავის მეგობარი გამომიგზავნა,რომელიც საერთოდ პირველად ყოფილა ამ დღეს სანადიროდ წამოსული( ახალი ბედოვლათების გაზრდა მაკლდა..თითქოს ძველები არ მყოფნიდნენ)... და როგორ ისროლა ?!.. ჯაპანა რომ სააკაშვილს დასცინის ბურთის დარტყმაში.. ეე ზუსტად ისე!!!.. რა გინდა ძამია რას სველდები ან  ძილს რატო იკლებ?!.. ვერ დეეტიე სახლში შენი ძალად დერსუ უზალა ჭკუა ვატირე მე!!! 
მოკლედ მწყერს არც შეშინებია ისე გადაფარფატდა ნება-ნება  გორაკის მიღმა . ასეთი შედევრი 5-6 კიდევ შეასრულა ამ ბატონმა და ამ ჩემს უპატრონო პატრონსაც ეტყობა ნერვებმა უმტყუნა და თვითონ გამოვიდა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან!!!! ..მინდორის გადასწვრივ პარალელებზე ნავარდი დიდ შედეგს არ მაძლევდა ნაკლებად იყო მწყერი და ამიტომ ჭკუა ვიხმარე და შალაფა ბალახების ვიჭრო ზოლები ვარჩიე , შედეგმაც არ დააყოვნა და 2 მწყერი ვიყნოსე !! მოვიდა ჩემი ახლად შემოსული ,, მესი“, ვესცი მწყერს და ... 5 ტყვია ისე მოხდენილად გაატარა მწყერებს შორის რომ ეს გადმოგდებული ენა კინაღამ სულ გადამეყლაპა!!! შშშენი რანიერო ტესტა დედა ვატირე- გავცერი კბილებში!!!!... რას ვიზამდი?! გავაგრძელე ძებნა ნირწამხდარმა,..სადღაც ცოტა ციცაბო გორაკიდან ნიავმა კვლავ შემომაღიტინა მწყერი, მივაშურე და ისეთი ნაბული გავუჭიმე მე თვითონ ვიგრძენი რომ მაგარი გამომივიდა ,ბრავოს შეძახილებმა კიდევ მეტი არტისტიზმისკენ მიბიძგა და გავა ისე გავბზიკე რომ სტრიპტიზ პანელზე უეჭველად  100 დოლარს ჩამიკუჭავდნენ(საქართველოში)!!!!!! .. ძლივს ამოგორდა ეს ჩემი პატრონი ქშენა -ქშენით და .. ისევ გამაზა!.. დღეს რა ჭირი ჭირს  ვერ გავიგე!!!!..ხო სულ დამავიწყდა ,.. ამ  ,,შეუჩერებელნი-3“- ის ბოლო ვერსიაში არც სტალონე , შვარცნეგერი და არც სტეტჰემი არ მონაწილეობდა , უბრალოდ 3 პრაფანი და 1 შედარებით იღბლიანი, მე-5 ადგილობრივზე ვერაფერს ვიტყვი , კაცმა გვიმასპინძლა და თოფიც არ უსვრია ისე მოგყვებოდა უკან!!! ხოდა თქვენ ჩემი ბატონები ხართ და ისევ გავინაბე ახლა უკვე შუაგულ მინდორში ამ ,,მონადირების“ მწკრივის თითქმის ცენტრში ,.. ბევრია!!  ძალიან მძაფრია სუნი,.. ვერ ვარკვევ რამდენია , მაგრამ აშკარად ბევრია!!!.. ვესცი ბრძანებაზე და ამოფრთხიალდა ალბათ 5-6 ერტად !!!!... ნუ რა ვთქვა არ ვიცი , ამასთან  ჩემი ძაღლური ლოგიკაც უძლურია... ალბათ 12 გასროლა და.. ყველა შინ მშვიდობით მივიდა, ყველამ უპირობოდ ააცილა!!!!.. ამაზე მეც აღარ მეღადავება, მითუმეტეს ნაღველი ჩამექცა ამდენი სირბილისაგან!!..მოკლედ ამ ისტორიაში ყველაფერთან ერთად  ჩემთვის გამაღიზიანებილი სულ ბოლოს მოხდა, ის აყროლებული გერმანელი ,,ბოთლის სარეცხი’ თავის პარტნიორთან ერთად, რომლებიც ცალკე დადიოდნენ. გამოგვეცხადნენ 2 ღალღითა და 6 მწყერით!! მე კიდევ ქალბატონ პიქსასთან ერთად (უუუხ ვენაცვალეეე) ლამის 15 ცალი ვუპოვეთ ამ ჩემი ცოდვით სავსეებს და აიყვანეს, ... რამდენი??? რამდენი და სრული 1 ცალი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ისიც ამ ჩემმა მრავალგზის ,, ოქროს ბუცის“ მფლობელმა , ..ეტყობა განუკურნებელი სენით იყო დასნევობნებული ის საცოდავი მწყერი და საკუთარი სურვილით დასთანხმდა ევთანაზიას!!!
თუმცა სასიამოვნოც ქონდა ამ დღეს. ესაა ქ-ნი პიქსი!! ვენაცალეეე..ნამეტანი ლამაზია ეს ოხერი,გულში ჩამივარდა , რაც მთავარია ნიჭიერია და მუყაითი!!! მართალია ილურიძე მიწუნებს სასიძოდ მაგრამ თუ ვერ მოვაწონე თავი , ავდგები და სადმე შუა მიდორში გადავიგორებ თათებზე მის პიქსის და მიყაროს მერე კაკალი!!!!!! 

 

მოკლედ ამ ,,იგავის“ მორალი ასეთია!! ჩემთან ნადირობის მსურველები სანამ სათითაოდ არ ჩამაბარებენ გამოცდას თოფის სროლაში თათის გამდგმელი არა ვარ არსად,.. ვოტ ტაკ !!!!!!!

 

legion.ge-191-1538338245.jpg

 

 

legion.ge-191-1538338263.jpg

 

 

legion.ge-191-1538338290.jpg

 

 

legion.ge-191-1538338309.jpg

 

 

legion.ge-191-1538338333.jpg

 

 

legion.ge-191-1538338348.jpg

 

 

legion.ge-191-1538338365.jpg

 

 

legion.ge-191-1538338386.jpg

 

 

legion.ge-191-1538338404.jpg

 

 

legion.ge-191-1538338421.jpg

 

 

legion.ge-191-1538338437.jpg

 

 

legion.ge-191-1538338454.jpg

 

 

legion.ge-191-1538338632.jpg

 

ეს ბოლო სურათიც მე გადამაღებინეს და სამადლოდ პურის ქერქი გადმომიგდეს მე ამათი...!!!


ჩამსწორებელი dima71, 01 October 2018 - 12:27 AM.


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაიმეეეე  რინგოოოო. შენ მოგიკვდი რა დღეში ყოფილხარ მეგობარო.   ვეტყვი დიმას და გაითვალისწინებს ამ გასვლის ხარვეზებს.    (დიმააა შენმა ძაღლმა რომ ლამაზი ნაბულები იცოდა ეგ კი ვიცოდი, მაგრამ აი რეპორტები აქვს?!!!      "ია ვ შოკე" :DDD 


legion.ge-82-1553250819.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
რა კარგი რეპორტია :D ალბათ ჩემი ვაჟბატონიც ესე ფიქრობს ხოლმე :D

ჩამსწორებელი mtiuli_1, 01 October 2018 - 07:07 PM.


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

დიმა შენ გაგახარებს ღმერთი! დიდი ხანია ესე არ მიხალისია რეპორტზე!!!! 

 

აფერუმ შენს იუმორს!!!!!

 

:good:  :good:  :good:  :good:

:bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
კარგია ძმობილო, კარგათ ვიხალისე :)

#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დიმა მაგარია მეგობარო!

 

აი საღოლ  :bravo:  :good:



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

:bravo:  :bravo:  :bravo:



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

:DD  ;) რინგომ მადლობაო!!!



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
დიმა მაგარია, ასე დიდი ხანია არ მიცინია.

#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
legion.ge-191-1539163594.jpg

გავჟუჟე გარდაბანი!!)))))

#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

legion.ge-191-1539163594.jpg
გავჟუჟე გარდაბანი!!)))))


:D

#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

სალამი ბატონებო! ვინაიდან გუშინ მეგობრებმა წალკიდან მაინდამაინც კარგი სიგნალი არ გადმოგვცეს, აქ დარჩენილებმა  ვარჩიეთ აქვე ქალაქთან ახლოს დაზვერვითი გასვლა მოგვეწყო ტყის ქათამზე ... 10 საათზე უკვე ტყეში აბჯარს ვისხავდით!! დიდი მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა . ტყეს ფრინველის ( არცერთნაირის) ნიშან- წყალი არ ეტყობოდა და დაახლოებით ერთი საათის უშედეგო ხეტიალის შემდეგ,უკვე იმედ გადაწურულებმა მანქანისკენ ავიღეთ გეზი, მე როგორც ყველაზე სწრაფმა და გამოცდილმა ავაზამ, ,,ფორა" დანარჩენებს მივეცი და  წინ გავუშვი,მე კი დინჯი სისწრაფით მოვუყვებოდი ხევს,რომ  უცბად ჩემს გადასწვრიფ რაღაცამ ფოთლებში გაინავარდა, დაეჭვებაც ვერ მოვასწარი რომ წინიდან დუპლეტი გავარდა 2-3 წამის შემდეგ მესამე., მეოთხე... ვჭყიტე თვალები და ჩემგან მოშორებით   მაღალზე ქათამს დავლანდე თვალი , ვესროლე აბსოლუტურად სპონტანურად და რა თქმა უნდა წავიდა... ელვის სისწრაფითა და ხვნეშა- ხვნეშით მივგორდი ბიჭებთან და აღმოჩნა რომ ერთი ადგილიდან  ერთბაშად 5 ქათამი აუფრინდათ!!!.. ივაჟკაცეს და 2 დატოვეს ადგილზე!!!..ამის შემდეგ ვითარება დრამატულად ვითარდებოდა ,ტყე თითქოს გარდაისახა, სული ჩაუდგა და ქათამი ხან აქედან -ხან იქედან ფრინდებოდა,მაგრამ ყველა ე.წ. ,,შუმავოი" და უმეტეს შემთხვევაში 2-2 , თუმცა რეზულტატი არ იყო!!!!თქვენს მონამორჩილს ზემო ხსენებული შემთხვევის გარდა  კიდევ 3-ჯერ ქონდა შესაძლებლობა თავი გამოეჩინა , თუმცა უშედეგოდ!!!  .. და ბოლოს დიადი ეპილოგი!!!!... რინგომ გამახარა !!!.. თავისი მე-5 წლისთავზე პირველად თავის არსებობის მანძილზე ზედიზედ 2-ჯერ ულამაზესი ნაბულით ამოაბრძანა ქვათარა ამან ისე გამახარა პირდაღებულს სროლაც ქე დამავიწყდა, მაგრამ ეს ამად ღირდა!!!.. ხო საქალბატონე პიქსი-მაც ისახელა თავი და ნადირობის ბოლო აკორდში ილურიძეს მე-3 ქათამი მოანადირებინა ულამაზესი ნაბულიდან!!! საბოლლოდ უნდა ითქვას ვნახეთ თერთმეტი  და აყვანილ იქნა სამი,..არ მეგონა და მშვენიალური გასვლა გამოვიდა!!

 

 

legion.ge-191-1539968403.jpg

 

legion.ge-191-1539968437.jpg

 

legion.ge-191-1539968463.jpg

 

legion.ge-191-1539968492.jpg

 

legion.ge-191-1539968516.jpg

 

legion.ge-191-1539968549.jpg

 

legion.ge-191-1539968580.jpg

 

legion.ge-191-1539968603.jpg

 

legion.ge-191-1539968626.jpg

 

legion.ge-191-1539968647.jpg

 

მესამე ქათამი სწრაფად გააშიშვლეს და ცენზურის გამო კადრში ვერ მოხვდა!! ;)



#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

კარგ ადგილას ყოფილხართ :good:  11 ქათმის ნახვა მარტივი არ არის

რა მაინტერესებს. 5 წელი ვერ შეიხვედრა ქატამი რინგომ თუ უბრალოდ უნაბულოდ აფრენდა?







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?