Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

"ლეგიონის" შინაგანაწესი


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4061 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მოკლედ მეგობრებო, კლუბ "მონადირეთა ლეგიონში" გაწევრიანებას აქვს თავისი პატარა წესები:
-საჭიროა კლუბის წევრებთან ერთად ნებისმიერ ღონისძიებებზე გასვლა, რათა ერთმანეთი კარგად გავიცნოთ .ვინაიდან ეს ოჯახია , აქ შემთხვევითობა გამორიცხულია.

-კლუბის ქვაკუთხედია ღირსება ,და ასევთივე უნდა იყოს კანდიდატი ..

კანდიდატის ასაკი განისაზღვრება-25 წლის ზევით.

-ასევე აუცილებელია კლუბის 5 წევრის რეკომენდაცია...(ვინაიდან ოჯახში მიღების შემთხვევაში ეს ადამიანები იქნებიან მასზე პასუხისმგებლები.აქედან 1 უნდა იყოს მოქმედი გამგეობის წევრი).

-მსურველი(კანდიდატი) უნდა იყოს აქტიური, პირველ რიგში ფორუმზე და ქონდეს პოსტების მინიმალური რაოდენობა(თვეში 50-100 პოსტი ) რათა ქონდეს კომუნიკაცია კლუბის  წევრებთან , რომლის წევრობასაც აპირებს.(თუ არ ექნება პოსტები , მაშინ უნდა ქონდეს ამის ტექნ.მიზეზი)

-ეთანხმებოდეს კლუბის წესდებას და მზადაა დაიცვას ლეგიონის ღირსება.

-მისთვის ღირებულია ქართული ფასეულობები და პატივს სცემს ტრადიციებს!

 

-უნდა დროულად გადაიხადოს საწევრო.

-უარი არ უნდა თქვას ლეგიონის იმ საქმიანობაში ჩართვაზე(საორგანიზაციო ,საინფორმაციო, საქველმოქმედო და ა.შ) რასაც საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობა გადაწყვეტს.

 

 

კლუბის(ოჯახის) წევრობის მსურველი აკეთებს განაცხადს, კლუბში შესვლის თაობაზე (ნიმუში მოცემულია ).

განაცხადის გაკეთების შემდგომ გამგეობა იმსჯელებს კლუბის წევრებთან ერთად და თუ , კანდიდატი არ არის შემჩნეული  ისეთ საქციელში რაც ეწინააღმდეგება ლეგიონის სულისკვეთებას , მას მიეცემა საკანდიდატო პერიოდი.მინიმუმი- 12თვე .მაქსიმუმი-24 თვე.

   ამ საცდელი პერიოდში ის ესწრება კლუბის შეკრებებსა და ღონისძიებებს,   მოწვეული კანდიდატის სტატუსით;

-ვინაიდან ის ჩართულია კლუბის ცხოვრებაში , მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იხდის საწევროს, კლუბის ყველა დანარჩენი კლუბის წევრივით , კლუბის საწევროს და განუხრელად იცავს მის წესდებას;

-ზრუნავს კლუბის კეთილდღეობაზე;

-იცავს სამონადირეო ეთიკას;

-ებრძვის ბრაკონიერობას;

-კლუბში არ შეიძლება იმ პირების მიღება , რომლებიც იდენტურ და ჩვენ მეგობარ კლუბებში არიან გაწევრიანებულები.

 

კანდიდატი ამ პერიოდის განმავლობაში სარგებლობს და ინაწილებს იგივე პასუხისმგებლობას , რითაც სარგებლობენ კლუბის წევრები.

 

მეგობრებო გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ პირობებს ვინაიდან კლუბი წარმოადგენს ერთ მთლიან ოჯახს , ერთიან  ორგანიზმს და ამიტომ შემთხვევითი და არასტაბილური  ადამიანების მოხვედრა მის შემადგენლობაში არასასურველია.

      ვინაიდან დიდია, მსურველების რაოდენობა , ამიტომ კლუბი იძულებულია  ელემენტალური მოთხოვნები დააყენოს და განუხრელად მოითხოვოს მისი დაცვა და შესრულება.

არ შესრულების შემთხვევაში კლუბი უფლებას იტოვებს უარი უთხრას კანდიდატს ახსნა-განმარტების გარეშე.

    რაც შეეხება კლუბის წევრებს: ისინი სარგებლობენ დახურული ფორუმითა და ფოსტით.

  ასევე ავტომატურად ინფორმირებულები არიან კლუბის გამგეობისაგან , ნებისმიერ ნადირობასა და ღონისძიებაზე. მისი ჩატარების ადგილზე და მიზნებზე.(ტექნიკური მიზეზების გამო ფორუმთან წვდომის არ ქონის შემთხვევაში)

უზრუნველყოფილები არიან ტრანსპორტითა და კვებით. (და ყველა სხვა ნიუანსით , რომელზეც ზრუნავს გამგეობა).

 ავტომატურად ხდება კლუბის წევრების მოწვევა სეზონის გახსნაზე და დახურვაზე.

       სარგებლობენ სამონადირეო სავარგულებით (ფრინველზე ნადირობისას)  გარდაბნის ტერიტორიაზე.

ასევე სარგებლობენ ფშავის სამონადირეო მეურნეობის მომსახურებით (თუ  დასახელებული ორგანიზაციის კლუბშიაც არიან გაწევრიანებულები).

        ასევე სარგებლობენ შეღავათებით კლუბის მსროლელთა ვარჯიშების დროს , რომელიც იმართება რეგულარულად  სპორტინგის დისციპლინაში ..

 

ხოლო საუკეთესოების ვარჯიშები და შეჯიბრებებზე გამოსვლები ფინანსირდება  კლუბის აჰგარიშიდან

 

რაც შეეხება კანდიდატების გაწევრიანებას.მიღება მოხდება სეზონის განმავლობაში 2-ჯერ.

-  პირველი - სეზონის დასაწყისში.

-  მეორე მიღება მოხდება ან წინასაახალწლოდ ან სეზონის დახურვისას

ეს "წესდების" მიხედვით.

     გარდა ამ ფორმალობისა, საჭიროა, რომ კლუბის ახალი წვრი იყოს ბუნების მოყვარულ, რაც მარტო კარგი ხედების თვალიერებაში არ გამოიხატება.          ნებისმიერ ბრაკონიერულ საქმიანობაზე უნდა თქვას უარი, თუნდაც ეს "უწყინარი" ბრაკონიერიერობა იყოს, როგორც უმრავლეს შემთხვევაში "აპრავებენ" ხოლმე. პირველივე, ასეთ შემთხვევაზე ნებისმიერი კლუბის წევრი დატოვებს ჩვენ რიგებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

    კლუბის ახალი წევრი უნდა იყოს მიჩვეული გუნდურ მუშაობას, რადგან მიუხედავად იმისა რომ კლუბს ყავს გამგეობა, აქ ყველაფერს ერთად ვწყვიტავთ, ესაა ჩვენი ძალა. აქედან გამომდინარე კლუბში გაწევრიანება უბრალოდ სტატუსის მიღებას არ ნიშნავს, ეს არის პასუხიმგებლობა, რომლიც თავისთავზე უნდა აიღოს ახალმა წევრმა.

        ყოველივე აქედან გამომდინარე , კლუბიდან (საძმოდან, ოჯახიდან) გასვლის შემთხვევაში განმეორებით-უკან დაბრუნება აღარ მოხდება.    რაც ეეხება მათ , ვისაც ტექნიკური მიზეზების გამო, დროებით შეუჩერდებათ წევრობა , აღდგენა  მოხდება განაცხადის შევსების შემდეგ , 5 რეკომენდატორის შუადგომლობის საფუძველზე, ლეგიონის (აბსოლუტური 100%) სრული შემადგენლობის ასევე ყელა წევრის თანხმობითა და საერთო გადაწყვეტილებით. გამგეობა კი იზრუნებს ტექნიკური უზრუნველყოფაზე.  

      ჯერჯერობით ესაა, შეიძლება  რაღაცეები დაემატოს მაგრამ ,განსაკუთრებულიც არაფერი...

 

რაც შეეხება ახალი ლეგიონერების მიღებას ლეგიონში , მოხდება მხოლოდ როტაციის პრინციპით და ამაზე ინფორმირებული იქნება ლეგიონის მთელი შემადგენლობა! ასე და ამგვარად ჯერ ჯერობით შემდგომი მიღება ლეგიონში   -   შეჩერებულია!

      ესაა განაცხადის ფორმა რომელიც კლუბის წევრობის მსურველმა უნდა დააკოპიროს და თავისი მონაცემები ჩასვას.



სახელი:
გვარი:
დაბადების თარიღი:
მცხოვრები:
ტელ.ნომერი:
Skype:
mail:
რეკომენდატორები:

სურათი....


სამოტივციო წერილ ერთი ორი სიტყვით..

 

 

კლუბის ანგარიში. თი.ბი.სი ბანკი.

 

 

GE06TB7841536080100009 / Gel


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36491 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ცალკე გამოვიტანე შინაგანაწესი. მგონი ასე ჯობია !


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1374 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:good:


          DUDU

          LEGION.GE






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი