Jump to content

სურათი

”ბაზიერის” ღია შეჯიბრი სპორტინგში ”თბილისი 2018”

სპორტინგი შეჯიბრი სროლაში

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი
სალამი ძვირფასო ლეგიონერებო
24 ივნისს ქალაქ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ “ბაზიერის” მიერ ორგანიზებული ღია შეჯიბრი სპორტინგში (თიხის “თეფშებზე” სროლაში).

მონაწილეობის საფასური შეადგენს 40 ლარს ( მონაწილეები შეასრულებენ 30 გასროლას 30 თეფშზე ).

რეგისტრაცია დაიწყება დილის 9:00 საათზე, ხოლო შეჯიბრი სტარტს აიღებს 09:30-ზე.

შეჯიბრში არის ღია ტიპის, შესაბამისად მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა 18 წელს მიღწეულ სანადირო გლუვლულიანი თოფის ტარების უფლების მქონე პირს.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვინც შეჯიბრის დღემდე ჩაეწერებიან სიაში და კლუბ "ბაზიერის" ანგარიშზე ჩარიცხავენ მონაწილეობისთვის განკუთვნილ საწევროს.

სიაში ჩაწერის ბოლო ვადაა 23 ივნისი. სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 557927100.

კლუბ "ბაზიერის" ანგარიშის ნომერი:

ლიბერთი ბანკი

მიმღებში მიუთითეთ: მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ბაზიერი"

ა/ნ GE26LB0115110297414000

დანიშნულებაში მიუთითეთ "შეჯიბრის საწევრო"

შეჯიბრის წესებს და დამატებით დეტალებს მოგაწოდებთ მოგვიანებით...

და ბოლოს, უძიმესი და მტკივნეულია მაგრამ ფაქტია, ეს იქნება პირველი შეჯიბრი რომელსაც ჩავატარებთ დიდი ადამიანის და ჩვენი უახლოესი მეგობრის შოთა თავაძეს გარეშე.
ბატონ შოთას შეჯიბრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიეგება პატივი.

ჩამსწორებელი Ako Gulua, 28 June 2018 - 06:43 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი

ყურადრება! კლუბ "ბაზიერის" ღია შეჯიბრის წესდება !
 

 

კლუბ "ბაზიერის" ეგიდით ჩასატერებელი ღია შეჯიბრის სახელი : თბილისი 2018
სროლის დისციპლინა : სპორტინგი (თიხის მოძრავ სამიზნეებზე სროლა, ნადირობის იმიტაცია)

შეჯიბრში მონაწილეობა ნებადართულია ყველა სანადირო თოფის ტარების უფლების მქონე პირისთვის.

გასროლა ნებადართულია მხოლოდ 12 ყალიბიანი გლუვლულიანი თოფებიდან.

შეჯიბრი გაიმართება 24 ივნისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.(შეკრება მოხდება ლისის ტბის გადასახვევთან, ქართულ-ბრიტანულ აკადემიასთან
არმისული)
რეგისტრაცია დაიწყება დილის 9:00 საათზე და დასრულდება 09:30-ზე.მონაწილეები ვალდებულნი არიან, რეგისტრაციის დასრულებემდე გამოცხადნენ შეჯიბრის ჩატარებისთვის განკუთვნილ ადგილზე.

შეჯირბი გაიყოფა საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპებად.

საკვალიფიკაციო ეტაპზე თითეული მონაწილე შეასრულებს 30 გასროლას 30 თეფშზე.

ის ექვსი (6) მონაწილე ვინც საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს, გადაინაცვლებს ფინალურ ეტაპზე.

თუ საკვალიფიკაციო ეტაპის 6 საუკეთესო შედეგის მქონე მსროლელის დადგენა ვერმოხერხდება, იმ მიზეზით რომ ორი ან მეტი მსროლელი თანაბარ ქულებს დააგროვებს, დაინიშნება გადასროლა პირველ აცდენამდე სანამ არ გამოვლინდება 6 გფინალისტი.

ფინალურ ეტაპზე მონაწილეებს გადაჰყვებათ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული ქულები, რასაც დაემატება ფინალში მოპოვებული ქულები. ფინალში თითეული მონაწილე შესრულებს 10 გასროლას 10 თეფშზე. საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპებზე მოპოვებული ქულები დაჯამდება, რის შედაგადაც გამოვლინდება შეჯიბრის გამარჯვებული და მედალოსნები. თუ დაჯამების შედეგად ორ ან მეტ მონაწილეს აღმოაჩნდება ერთი და იგივე ქულები, მაშინ დაინიშნება გადასროლა პირველ აცდენამდე სანამ არ გამოვლინდება ფინალში მონაწილე ექვსეულის საბოლოო რიგითობა.

გამარჯებულები და ფინალში გასული ექვსივე მონაწილე დაჯილდოვდება პრიზებით! გამოვლინდებიან ასევე სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები! ასე, რომ დაჯილდეოვდებიან არა მხოლოდ ფინალისტები, არამედ სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებული საკვალიფიკავიო ეტაპის მონაწილეებიც!

მონაწილეები გასროლებს შეასრულებენ მხოლოდ ორგანიზატორების მიერ მიწოდებული ვაზნებით!

1) ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორებს , მთავარი მსაჯის მიმართ დაუმორჩილებლობა და უსაფრთხოების წესების უხეშად დარღვევა დაისჯება მომენტალური დისკვალიფიკაციით, შეჯიბრითვის მონაწილეობისთვის განკუთვნილი საფასურის დაბრუნების გარეშე!

2) ყველა მონაწილე თუ გულშემატკივარი რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე ვალდებულია გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით, შესაბამისად ორლულიანი თოფები უნდა იყოს გადახსნილი, ნახევარავტომატური თოფების "რესივერი" უნდა იყოს გადაწეული, რათა ყვლასათვის თვალსაჩინო იყოს,რომ ღონისძიებაზე მონაწილე პირის თოფი არ არის დამუხტული!

3)თოფის ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად (გარდა ორლულიანებისა თუ ისინი გადასხნილ მდგომარეობაში არიან) სანამ მონაწილე არ დადგება სროლისთვის განკუთვნილ პოზიციაზე.

4)შეჯიბრის მონაწილესათვის განკუთვნილ თოფზე აუცილებლად უნდა იყოს მოხსნილი სათოფე ქამარი.

5) შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება ღონისძიებაზე ! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მონაწილეს, რომელსაც თან ახლავს.

*თეფშზე ზუსტ გასროლად ჩაითვლება თუ:
1) თეფში სრულად დაიმტვრევა

2) თეფშს მოტყდება აშკარა, თვალსაჩნო ნატეხი

3) თეფს გასროლის შედეგად აშკარად შეეცვლება მიმართთულება
ასეთ შემთხვევებში დაიწერება 1 ქულა. სხვა ნებისმიერ შემთხვევებში დაიწერება - 0 (აცდენა).
ქულის ჩათვლა-არჩათვლის საკითხს წყვეტს მთავარი მსაჯი. მსროლელის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, სათადარიო მსაჯის(ების) და ორგანიზატორების მიერ.

მსროლელს უფლება აქვს ხელის აწევით გაასაჩივროს მთვარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, მთვავარი მსაჯის გადაწყვეტილებას განიხილავენ სათადარიგო მსაჯები . თუ ორივე სათადარიგო მსაჯი(ები) ჩათვლის(ან), რომ მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება არასწორი იყო, მაშინ მსაჯის გადაწყვეტილება შეიცვლება და მსროლელის პროტესტი დაკმაყოფილდება. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.

გადასროლა თოფის გაუმართავობისას:
იმ შემთხვევაში, თუ გასროლა ვერ მოხერხდება მსროლელისთვის საპატიო მიზეზით, კერძოდ - თოფის გაუმართაობისას (მაგალითად ნახევრად ავტომატურმა თოფმა თუ ვაზნა ვერ გადატენა) პირველ ჯერზე მსროლელს ეპატიება და დაინიშება გადასროლა.
გადასროლა მოხდება შემდეგი სახით:
თითო თეფშზე - გადასროლა
„სასიგნალო“ დუპლეტზე პირველ თეფშზე არშემდგარი გასროლა - გადასროლა
„სასიგნალო“ დუპლეტზე , მეორე თეფშზე არეშემდგარი გასროლა - გადასროლა ,პირველი თეფშზე გასროლის შედეგი ითვლება ( მორტყმის შემთხვევაში 1 ქულა აცდენა -0 )
თოფის გაუმართაობის მიზეზით არგასროლა მსროლელს ეპატიება 2-ჯერ. თუ მსგავსი განმეორდა მესამეჯერაც, მაშინ:

„სასიგნალო“ დუპლეტზე პირველ თეფზე არშემდგარი გასროლა- იწერება ორი 0 ანუ ორი აცდენა
„სასიგნალო“ დუპლეტზე , მეორე თეფშზე არშემდგარი გასროლა - პირველ თეფშზე გასროლის შედეგი ითვლება, მეორე თეფშზე იწერება - 0
გადასროლა დაინიშნება ასევე შემდეგ სიტუაციებში:
-თუ თეფშის სასროლი აპარატიდან გამოვა გატეხლილი თეფში
-თუ თეფში გამოვა არასწორი აპარატიდან (დაუგეგმავი)
- თუ ერთი აპარატიდან მიყოლებით ორი თეფში გამოვა
-თუ მასჯმა გადაწყვიტა, რომ თეფში გამოვიდა აშკარად წინა თეფშებისგან განსხვავებული არასწორი ტრაექტორიით .
- თუ თეფში გამოვიდა მსროლელის მოთხოვნიდან (სიგნალიდან) 3 წამის გასვლის შემდგომ
-თუ თეფში გამოვიდა მსროლელის მთხოვნის (სიგნალის) გარეშე
- თუ გასროლის შედეგი არის სადაო მთავარი მსაჯისთვის, შესაბამისად თუ ის დანამდვილებით ვერ იღებს გადაწყვეტილებას.
- თუ მთავარი მსაჯი გადაწყვეტს, რომ მსროლელს აშკარად ხელი შეუშალეს ან შეეშალა რამე გარე ფაქტორისდა გამო.
- ორგანიზატორების მიერ მიწოდბული ვაზნის გაუმართაობის შემთხვევაში. (თუ აშკარად ვერ მოხდება სრული წვა ან ვაზნა საერთოდ არ გავარდება)
ზემოთაღნიშნულ სიტუაციებში მოხება შემდეგი:
თითო თეფშზე - გადასროლა
„სასიგნალო“ დუპლეტის პირევლ თეფშზე - გადასროლა
„სასიგნალო“ დუპლეტის მეორე თეფშზე - გადასროლა , პირველი გასროლის შედეგი ჩაითვლება.
არასაპატიო მიზეზით არშემდგარი გასროლის შემთხვევაში, (მაგალითად თუ მსროლელს თოფის ჩამკეტი ღია დარჩა) იწერება 0 ყოველ აცდენილ თეფშზე.
შენიშვნა - „სასიგნალო“ დუპლეტი არის ორი სხვადასხვა აპარატიდან გამოშვებული თეფშები. ერთ თეფშზე გასროლა არის სიგნალი მეორე თეფშის გამოშვების, მეორე თეფში გამოდის პირველი გასროლიდან 0-3 წამის განმავლობაში

„სასიგნალო“ დუპლეტის გარდა შესაძლოაა შეჯიბრებაზე „ნამდევილი“ (სინქრონული) დუპლეტიც იყოს. „ნამდვილი დუპლეტი ნიშნავს ორი სხვადასხვა ან ერთი და იგივე აპარატიდან ერთდროულად გამოშვებულ ორ თეფშს.

"სინქრონულ" დუპლეტზე მსროლელის ბრალით (არასაპატიო მიზეზით) რომელიმე თეფშზე არმომხარი გასროლის შემთხვევაში იწერება ორი 0.

"სინქრონულ დუპლეტზე" გადასროლა დაინიშნება შემდეგ სიტუაციებში:

-თუ თეფშის სასროლი აპარატიდან გამოვა გატეხლილი თეფში
-თუ თეფშები ერთდროულად არ გამოვა აპარატ(ებ)იდან.
-თუ მასჯმა გადაწყვიტა, რომ თეფში გამოვიდა აშკარად წინა თეფშებისგან განსხვავებული არასწორი ტრაექტორიით.
- თუ თეფშები გამოვიდა მსროლელის მოთხოვნიდან (სიგნალიდან) 3 წამის გასვლის შემდგომ.
-თუ თეფში გამოვიდა მსროლელის მთხოვნის (სიგნალის) გარეშე.
- თუ გასროლის შედეგი არის სადაო მთავარი მსაჯისთვის, შესაბამისად თუ ის დანამდვილებით ვერ იღებს გადაწყვეტილებას.
- თუ მთავარი მსაჯი გადაწყვეტს, რომ მსროლელს აშკარად ხელი შეუშალეს ან შეეშალა რამე გარე ფაქტორისდა გამო.
- ორგანიზატორების მიერ მიწოდბული ვაზნის გაუმართაობის შემთხვევაში. (თუ აშკარად ვერ მოხდება სრული წვა ან ვაზნა საერთოდ არ გავარდება)
ზემოთაღნიშნულ სიტუაციებში მოხება შემდეგი:

მოხდება გადასროლა და თუ მოხდა ერთ-ერთ ან ორივე თეფშზე გასროლა, გასროლის შედეგი არ ჩაითვლება.

"სინქრონულ დუპლეტზე თოფის გაუმართაობის გამო არშემდგარი გასროლის შემთხვევაში დაინიშნება გადასროლა. თუ გასროლა შედგება ერთ-ერთ თეფშზე, ხოლო მეორე გასროლა არ შედგაბა თოფის გაუმართაობის გამო, დაინიშნება ასევე გადასროლა და პირველი გასროლის შედეგი არ ჩაითვლება.

"სინქრონულ" დუპლეტზე მსროლელს 2-ჯერ ეპატიება თოფის გაუმართაობის მიზეზით არშემგარი გასროლა. მესამეჯერ თუ იგივე განმეორდა, მსროლელს დაეწერება ორი 0 (ორი ნული).

ყურადღება! ზემოთაღნიშნულ ტექსტში შეჯიბრის ყველა დეტალი არ წერია, შეჯიბრზე იქნება ასევე ისეთი დელატები რაზეც ,ადგილზე შეთახმდებიან ორგანიზატორები და მთავრი მსაჯი. ზემოთაღნიშნული წესები შეცვლას არ ექვემდებარება და შეუვალია გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეჯიბრის ჩაშლის ან გაჭიანურების რისკის გამო, ორგანიზატორების და მთავარი მსაჯის კონსულტაციის შედეგად შესაძლოა გარკვეული ცვლილებები იქნეს შეტანილი.

წარმატებები თითეულ მონაწილეს!


ჩამსწორებელი Ako Gulua, 13 June 2018 - 08:19 PM.


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი
დასრულდა "ბაზიერის ღია შეჯიბრი თბილისი 2018. შეჯიბრში მონაწილეონა 35-მა მსროლელმა მიიღო. მონაწილეებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე შეასრულეს 30 გასროლა 30 თეფშზე, ფინალში გავიდა 6 მონაწილე, მათ შორის ერთ-ერთი გადასროლის შედეგად. ფინალში მონაწილეებს გადაჰყვათ ქულები და დამატებით შესრულეს 10-10 გასროლა.

"თბილისი 2018"-ს საბოლოო შედეგით გამარჯვებულები გახლავთ:

1) არჩილ სარჯველაძე 35/40
2) ლევან ჩუგუაშვილი 34/40
3) გიორგი ვარდოსანიძე 29/40

4) თეიმურაზ ადომლიშვილი
5) მირზა გოგბერაშვილი
6) იაკობ გულუა

ფინალისტები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით და შეჯიბრის ოფიციალური პარტნიორ "მეღვინოება ხარება"-სგან მიიღეს უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინოები.

ასევე ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ სხვადასვა წამახალისებელი ნომინაციის გამარჯვებულები.

დავით ჟორჟოლიანი - "პირველი გასროლები კარგი შედეგით"
ბესიკ ბერძენიშვილი - "საუკეთესო უხუცესი მსროლელი"
ბესარიონ კაპანაძე - "პირველი მერცხალი" (პირველი რეგისტრირებული მონაწილე)
ნანა სარიშვილი - "საუკეთესო მანდილოსანი მსროლელი" და "საუკეთესო ახალგაზრდა მსროლელი"
სოსო ჯოჯიშვილი "საუკეთესო დამწყები"

დიდი მადლობა ღონისძიების თითეულ მონაწილეს!

წყარო bazieri.ge


legion.ge-892-1530198164.png

ჩამსწორებელი Ako Gulua, 28 June 2018 - 07:03 PM.


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გილოცავთ ძმებო !!! გამარჯვებულს, პრიზიორებს, მონაწილეებს და უბრალოდ გულშემატკივრებს ...ყველას გილოცავთ ტურნირის წარმატებით ჩატარებას!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

გილოცავთ , წარმატებები 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ჩუგო დაგვიბერდა !!!!


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ვულოცავ მონაწილეებს და საპრიზო ადგილზე გასულ ჯეელებს! ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?