Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
27545738_149905235717882_753858264598676
 
 
 ქართული ნაგაზი
 
 
31144061_1595999957188059_82028163433643
ნადირობა საქართველოში-მ დაამატა ახალი ფოტო ალბომში: მონადირე ძაღლები — Zura Gurgenidze-თან ერთად.

ქართული ნაგაზი

ქართველი ტომების მიერ შექმნილი უძველესი ჯიშის ძაღლი პირველად გერმანელმა მკვლევარმა, ზოოლოგმა მიულერმა XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს მთიანეთში აღწერა. იგი შეხვედრია ჯიშის იშვიათ წარმომადგენელს, რომლის სიმაღლე 85 სმ-ს აღწევდა.

იმავე საუკუნის ბოლოს ქართული ჯიშის ძაღლს, რომელსაც დასაბამიდან ნაგაზი ეწოდებოდა, რუსმა ,,კინოლოგებმა” ,,კავკასკაია ოვჩარკა” უწოდეს და სახელწოდება მსოფლიო კინოლოგიურ საზოგადოებებში გაავრცელეს, რაც ოფიციალურად XX საუკუნის დასასრულისთვის (1990წ.) დაუმკვიდრეს საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში (FCI) დამტკიცებული სტანდარტით.

სულხან-საბა ორბელიანი ,,სიტყვის კონაში” ძაღლს შემდეგნაირად განმარტავს: ,,ძაღლთა და მხეცთა მამალსა ხვადი და დედალსა ძუ და შვილთა მათთა ლეკვი ეწოდებიან; …დიდსა ძაღლსა, მიდამოს მცველსა - თართი; …სწრაფსა და გვარიანსა - მწევარი; მწევრისგან და თართისგან შობილსა - ნაგაზი; თუმცა ნაგაზი მგლისა მიერ იშობა, იგი უმჯობესია…” სიტყვა ,,ნაგაზი” ქართული წარმოშობისაა და მგლის მგუდავ, მახრჩობელას ნიშნავს, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში ამ სიტყვის განმარტება არ არსებობს.

ჯიშის წარმოშობის უამრავი ვერსიიდან ერთ-ერთის თანახმად იგი წარმოიშვა ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2000 წლის წინ შემოიყვანეს. ქართველი მეცნიერების (ბოლქვაძე, ციციშვილი) მიხედვით, საქართველოში მოშენებული ,,კავკასიური ნაგაზი” - ქართული მეცხვარულა - დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციით შექმნეს.

შედეგად ჩამოყალიბდა შიდაჯიშური ტიპები და ქვეტიპები, რომლებიც გავრცელდა მთელ კავკასიაში. განსხვავებები შეინიშნება ამიერკავკასიის ქვეყნების ნაგაზებს შორის.

როგორც რუსი კინოლოგი ა.პ. მაზოვერი აღნიშნავს: ,,საუკეთესო კავკასიური ნაგაზები გავრცელებულია საქართველოს რესპუბლიკაში…” ძაღლები გამოირჩევა მასიური ძვალეულითა და ზომებით. კონსტიტუციის ტიპი - მაგარი ან უხეშია, თავი სტანდარტულია, ერთფერი შეფერვა და გრძელი ბეწვი ძაღლს ლამაზ იერს აძლევს, ფორმატის ინდექსი ცვალებადობს 104 - 108-მდე.

ქართულ კავკასიურ ნაგაზებში განარჩევენ გერგეთულ, გერბენულ, ყაზბეგურ და ახალციხურ ტიპებს.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განარჩევენ ორი ტიპის კავკასიურ ნაგაზებს: 
1) მთიან რეგიონებში გავრცელებული ქართული ტიპის მსგავსია; 
2) სტეპის რეგიონებში გავრცელებული, მაგარი-მშრალი კონსტიტუციის მქონეა, შედარებით მაღალი კიდურებითა და ვიწრო, მოგრძო თავით, მოკლე ბეწვით.

აზერბაიჯანში გავრცელებული ძაღლებისათვის დამახასიათებელია მწითური შეფერვა მუქი ნიღბით. ფორმატის ინდექსი მთიანი რეგიონის ძაღლებისათვის ქართული ტიპის მსგავსია, ხოლო სტეპის რეგიონებისათვის შეადგენს 100 - 102-ს.

სომხეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ძაღლებიც ქართული ტიპის მსგავსია, თუმცა შედარებით მცირე ზომისაა და სუსტი ძვალეულით. ფორმატის ინდექსია 102 - 105. დამახასიათებელი შეფერილობაა ერთფერი რუხი და წაბლა, გვხვდება ვეფხვისებური და ლაქებიანი.

დაღესტნის ნაგაზები მაგარი-უხეში კონსტიტუციით ხასიათდებიან. მკვრივი და სტეპის რეგიონებში გავრცელებული აღნაგობით. გამოირჩევიან შედარებით მოკლე ბეწვით და ლაქებიანი შეფერვის (35%) სიჭარბით.

დღესდღეობით, აბორიგენული კავკასიური ძაღლების უმრავლესობა არ არის ხალასჯიშიანი და მათ გამოყენებას სანაშენე საქმეში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის“ ტიპისა - რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ - იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარებისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად - რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მგლის ხროვა ფარაზე თავდასხმისას კლავს ბევრად მეტ ცხვარს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება (საშუალოდ ერთი მგელი ერთ თავდასხმაზე ელვის სისწრაფით ყელს ღადრავს 5-12 ცხვარს). აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტიათ. ავესტაში წერია: „არ იდგებოდნენ მტკიცედ ჩვენი სახლები თუ ძაღლი არ გვეყოლებოდა - რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებსა და ბინას იცავს“. აგრეთვე ავესტის მიხედვით მეცხვარული ძაღლის მკვლელი ადამიანი ისჯებოდა მათრახის 900 დაკვრით - რაც მიუთითებს ძაღლის განსაკუთრებულ სამეურნეო ფასეულობაზე მეცხვარულ სოციუმში.

ქართველი ეთნოგრაფის პროფ. სერგი მაკალათიას ცნობით მთაში ნაგაზის ტიპიური საკვები იყო საკლავის მოხარშული (აუცილებლად) ქვეპროდუქტები (უმეტესწილად შიგანი და ძვლები) ან დოში მოხარშული „იფქალი“ (მოხალული უხეში ფქვილი და ქატო). ზაფხულობით ნაგაზები ინტენსიურად იკვებებიან აგრეთვე მღრღნელებითა და კალიებით (ფრიად კალორიული საკვებია).

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ა ძაღლი.ძალიან საყვარელი.

 

   ისე რამდენადაც ვიციკავკასიურ ნაგაზს ასევე იცნობენ,როგორც "კანგალი"-ს სახელით.ზოგადად რუსებისგან ამ ჯიშის მითვისების არაერთი მცდელობა იყო და დარეგისტრირებაც დაგვასწრეს.ადრე მაქვს წაკითხული  და რამდენიმე წყროშიც იყო მოხსენიებული როგორც რუსული ნაგაზი.შეიძლება ვცდები და ფაქტებს ვამახინჯებ მაგრამ მასე მახსოვს.

 

   არადა ძალიან საყვარელი.მითუმეტეს ამათი ლეკვები :) .პატარა ბურთები არიან :)


დუდუ

LEGION.GE


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ბიჭებო ქართული ნაგაზის ლეკვს ვეძებ ქარელისთვის. ვინმეს ხომ არ გყავთ შემთხვევით. 

გონჩიც შეიძლება 


legion.ge-837-1527156940.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყანჩაველს ყავს . სემეხმიანე ან შეეხმიანე დავიტას.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ყანჩაველს ყავს . სემეხმიანე ან შეეხმიანე დავიტას.

არიქა თუ კიდევ ყავს დამეხმარეთ.

ან გონჩი ან კავკასიური ან მეცხვარე 


ჩამსწორებელი Panteleimon, 16 May 2019 - 09:43 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყოლია მის ნაცნობს და გაუჩუქებია


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?