Jump to content

სურათი

ჩვენი შოთიკო


ამ თემას აქვს 71 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო !

ის რაც 11 მაისს, გამთენიისას მოხდა "ლეგიონისთვის" უმძიმესი დანაკარგია. შეწყდა კარგი ქართველის , კარგი შვილის , კარგი ძმის, კარგი მეუღლის, კარგი მამის , ჩვენთვის კარგი მეგობრის და ერთი უბრალო , მაგრამ ძალიან მოსიყვარულე , თბილი და კარგი ადამიანის გულისცემა.  აღარ გვყავს ჩვენი შოთა თავაძე. ჩვენი "ალიბაბა". როგორც თვითონ ხუმრობდა ხოლმე "ალიბაბა და 40 ლეგიონერიო".  აღარ არის ჩვენი იუმორით და გულისხმიერებით აღსავსე ადამიანი ჩვენს გვერდით. ვერ გაუძლო ამ წუთისოფლის ორომტრიალს და გადავიდა მარადისობაში. დაგვტოვა და დაგვიტოვა თბილი და სევდით სავსე მოგონებები. კი ვწერ ჩემ სატკივარს , მაგრამ არც მჯერა რომ ჩვენ შოთიკოზე წარსულ დროში უნდა ვილაპარაკოთ. ვერ ვიჯერებ რომ შოთას მოსაგონარს შევსვამთ და როდესაც ჩვენ შოთიკოს გავიხსენებთ ყველანი თვალცრემლიანები ფეხზე წამოუდგებით და სევდანარევი ღიმილით გავიხსენებთ. გავიხსენებთ და ვერ მივუჭახუნებთ ჭიქას. ვეღარ მოვესიყვარულებით და ვეღარასოდეს გვეტყვის "მე რომ საუბარს ვიწყებ მტკვარიც კი აჩერებს თავის დინებას რომ არაფერი გამორჩეს ჩემი ნათქვამიდანო". ვემშვიდობები ჩვენ ერთგულ და გულითად მეგობარს, საპატიო ლეგიონერს და გულში რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ.  ასეთი ერთგული და მოსიყვარულე ადამიანის ასე უდროოდ წასვლა ღალატის ტოლფასია. ეს რა ქენი შოთა , ეს რა ქენი შე დალოცვილო ...

 

efbb70274fe9.jpg

 

310520141521.jpg  

 

DSC02537.JPG

 

310520141533.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
vaja15

vaja15

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
ვიზიარებ ძმებო. დიდი ადამიანი დავკარგეთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ძმებო, ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ოჯახს შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა ჩარიცხოთ ლეგიონის ანგარიშზე. სამშაბათს, დაკრძალვის დღეს შეგროვებული თანხა ყველას სახელით გადაეცემა ოჯახს.

 

მიმღები: ააიპ მონადირეთა ლეგიონი

ა/ნ: GE06TB7841536080100009

დანიშნულება: შოთა თავაძის ოჯახის დასახმარებლად



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მთელი დღეა გონზე ვერ მოვსულვარ, უფრო მეტად გამიმძაფრდა იმის განცდა თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანთან გატარებული ყოველი წუთი, რომელსაც ვერ აფასებ რიგიანად და როდესაც გამოგეცლება ხელიდან მერე იხსენებ. რამდენჯერ გაგვახსენდება ჩვენი მეგობარი. ძალიან მიყვარდა და უდიდეს პატივს ვცემდი, ერთნაირი იყო ყველას მიმართ, მისი უწყინარი ხასიათი მხოლოდ დადებით გრძნობებს აჩენდა. ღმერთმა გადაატანინოს ეს განსაცდელი მის ოჯახს. 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

               არ ვიცი როგორ მოგისამძიმროთ ეს მწუხარება სამწუხაროდ არ ვიცნობდი ამ კარგ ადამიანს, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი სპორტინგზე. ვიზიარებ ოჯახის და 

  ლეგიონის დიდ მწუხარებას უფალმა გაანათლოს მისი სული.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ძმებო, ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ოჯახს შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა ჩარიცხოთ ლეგიონის ანგარიშზე. სამშაბათს, დაკრძალვის დღეს შეგროვებული თანხა ყველას სახელით გადაეცემა ოჯახს.

 

მიმღები: ააიპ მონადირეთა ლეგიონი

ა/ნ: GE06TB7841536080100009

დანიშნულება: შოთა თავაძის ოჯახის დასახმარებლად

   

    

     1.ალექსი 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო! ის რომ ჩვენი შოთა კარგი ადამიანი და გულიანი ქართველი იყო ეს ყველამ იცის. ის რომ თანხები გროვდება და ოჯახს და მის შვილებს მოხმარდება ესეც ძალიან კარგია. და რა თქმა უნდა მადლობა ამისთვის ყველას ვინც გულთან მიიტანა ასეთი კარგი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება. 

    მაგრამ ვფიქრობ რომ უეჭველად არის გასაკეთებელი კიდევ ისეთი რამ, რაც მის სახელს უკვდავყოფს და დავიწყების საშუალებას არ მისცემს საზოგადოებას. ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა დაწესდეს და მერე რეგულარულად ჩატარდეს(რასაც ლეგიონი უზრუნველყოფს)  შოთა თავაძის სახელობის მემორიალი,(მაისის თვის მეორე შაბათს) სადაც ნებისმიერ მსურველს მივცემთ იმის საშუალებას რომ ჩაერთოს ამ შეჯიბრში და თავისი მონაწილეობით პატივი 

მიაგოს დიდი სპორცმენის, კარგი ადამიანის და პატრიოტი ქართველის-შოთა თავაძის ხსოვნას!

 

legion.ge-8-1526111655.jpg

თუ იდეა მისაღებია თქვენთვის , მაშინ გამოხატეთ ტქვენი პოზიცია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ეჰჰ... ეს რა ცუდი ამბავია ღმერთმა ნათელში ამყოფოს შოთა თავაძის სული, ძალიან კარგი ადამიანი გამოაკლდა საქართველოს, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ ოჯახს...



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო! ვფიქრობთ რომ დიდი სპორცმენის, კარგი ქართველი კაცის და უბრალოდ თავმდაბალი და პატრიოტი ადამიანის, შოთა თავაძის პატივსაცემად უნდა დაწესდეს მისი სახელობის მემორიალი, რომელიც ჩატარდება რეგულარულად(რასაც უზრუნველყოფს ლეგიონი)ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს.  შოთა თავაძის მემორიალი ჩატარდება მოყვარული მსროლელებისთვის  სადაც  ნებისმიერ სრულწლოვანს ვისაც რეგისტრირებული აქვ სანადირო თოფი , მიეცემა ამ ტურნირში მონაწილეობის უფლება. ვფიქრობთ კარგი იდეაა და საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას!

 

pre_1526117555__pre_1460317695__img_1758

 

 

.

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ნამდვილად კარგი აზრია. დარწმუნებული ვარ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება ამ იდეას



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუგა ფ ბუქზეც დავდე და იქაც გამოუცხადე მხარდაჭერა. გააზიარე და სხვებსაც მოუწოდე. ეს თემა ვფიქრობ დასაორგანიზებელია. ლეგიონი ამას უპრობლემოდ გააკეთებს , მაგრამ ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს არა მარტო ლეგიონის არამედ ღია უნდა იყოს და ყველას მივცეთ ტურნირში მონაწილეობის უფლება. ვფიქრობ შოთა თავაძის მემორიალი საზოგადოთ ყველასთვის უნდა ჩატარდეს!


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ბაბუ ხომ იცი მე და ფეისბუქი არ ვმეგობრობთ 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ისედაც ცრემლს ვერ ვიკავედი და შენმა პოსტმა ბაბუ მთლად ამატირა :(( ეჰჰ მართლა, რომ მაგარი ადამიანი გოგვეცალა .. ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველას ვისაც გული დაწყვიტა :(



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kopala72

kopala72

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

 

ძმებო, ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ოჯახს შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა ჩარიცხოთ ლეგიონის ანგარიშზე. სამშაბათს, დაკრძალვის დღეს შეგროვებული თანხა ყველას სახელით გადაეცემა ოჯახს.

 

მიმღები: ააიპ მონადირეთა ლეგიონი

ა/ნ: GE06TB7841536080100009

დანიშნულება: შოთა თავაძის ოჯახის დასახმარებლად

   

    

     1.ალექსი 

       2. სოსო კოპაძე

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა


ჩამსწორებელი babu, 15 May 2018 - 02:29 AM.


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვეკუს 100 ლ მაქვს და კაკისიც


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?