Jump to content


ამ თემას აქვს 19 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

რუსეთში გაზაფხულის სანადირო სეზონი იხსნება 1 მარტს და მხოლოდ 10 დღით. მაგრამ სხვა და სხვა რეგიონებში, სხვა და სხვა დროს. ჯერ სამხრეთ რეგიონებში და შემდეგ, ნელ-ნელა, უფრო ჩრდილო რეგიონებში. 

ჩვენთან, ლენინგრადის ოლქში, ისევე როგორც რამოდენიმე დიდ ოლქში (როგორიცაა მაგალითად მოსკოვის ), სეზონი 2 ეტაპად იყოფა - ჯერ ხსნიან ოლქის სამხრეთ რაიონებში, შემდეგ ჩრდილო. 

ნადირობა იხსნება ბატებზე, მამალ იხვებზე, ტყის ქათამზე საღამო გადაფრენის დროს, მამალ ყრუალა და როჭოზე (სპეციალური ლიცენზიებით). 

წყალმცურავებზე ნადირობა ნებადართულია მხოლოდ ჩასაფრებით (საფარიდან ფიტულების გამოყენებით), ელექტრომანოკები აკრძალულია. ძარლების გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაჭრილი, ან მოკლული ფრინველის მოსაძებნად. 

 

სეზონი გავხსენით 21 აპრილს და რა თქმა უნდა, ბატებზე ნადირობით. ამ ფრინველზე ნადირობას ყოველ წელს ნახევარ-ნახევარი წელიწადი ველოდები, რადგანაც ჩვენთან არ მრავლდებიან, უფრო ჩრდილოეთში მიფრინავენ და ნადირობას მხოლოდ გადაფრენის დროს თუ ვასწრებთ. ეს კი ყოველთვის ლატარეაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა გადაფრენა ძლიერ არის დაკავშირებული ამინდთან, სეზონის გახსნა კი იშვიათად ემთხვევა საჭირო ამინდს.

მე ვცდილობ ბატებზე ნადირობის სეზონი მაქსიმალურად გავიგრძელო და ამიტომ ხშირად სეზონს ვხსნი ბელორუსიაში, სადაც ბატებზე ნადირობის სეზონი მარტის მეორე უქმეებიდან იწყება და 2 თვით გრძელდება (იხვებზე, ტყის ქათამზე და სხვებზე, აპრილის პირველი უქმეებიდან). წელსაც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ იმ პერიოდში, როცა დაგეგმილი მქონდა წასვლა, ჯერ კიდევ თოვლი და ყინული იყო და ბატები უკან, ევროპაში დაბრუნდნენ.

 

დიდ ქალაქებთან ახლოს, როგორიცაა მოსკოვი და პეტერბურგი, ძნელია იპოვნო ისეთი ადგილი, სადაც შეგიძლია მშვიდად წაინადირო ბატებზე. ნადირობისათვის შესაფერისი მინდვრები, სადაც უმთავრესად იკვებებიან დღის განმავლობაში ბატები, ცოტაა (ბელორუსიისგან განსხვავებით, სადაც ფაქტიურად დაუმუშავებელი მინდორი არ რჩება (ყველგან რაღაცა ითესება), რუსეთში ბევრია მიტოვებულ-მიგდებული მინდვრები, რომლებსაც ბატებიც გვერდს უვლიან), მონადირეები კი ბევრია. სამწუხაროდ ბევრია ისეთებიც, რომლებისთვისაც სულ ერთია, რა სიმაღლეზე ესროლონ ფრინველებს (ე.წ. "ზენიტჩიკები"). ამათ უმრავლესობას არა აქვთ ფიტულები, არ ცდილობენ საყვირით ჩამოიტყუონ ბატების გუნდი დაბლა, სროლისათვის უფრო ხელსაყრელ სიმაღლეზე. არა, დატენიან ავტომატებს კარტეჩებით და ალბათობის იმედით ისვრიან, რითაც სხვებსაც უფუჭებენ ნადირობას. მეც მაქვს ნახევრადავტომატი, რომელშიაც 7!!!! ვაზნა ჩადის, მაგრამ უკვე ალბათ 15 წელიწადია, რაც მაგ თოფით არ ვნადირობ (არა და ზუსტად ბატებზე სანადიროდ ვიყიდე ახალგაზრდობაში). დავდივარ 2 ლულიანით და ვხარობ, თუ რაიმე მოვიპოვე.

 

გაზაფხულის სეზონზე, ლიმიტებია დაწესებული - ბატი 2 ცალი დღეში, იხვი 3, ტყის ქათამი 5.

 

სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, "დაზვერვა" ჩავატარე და საფარები მოვამზადე (იხვზე ცალკე, ბატზე ცალკე). ბატი ცოტა, მაგრამ იყო. იხვები გვარიანად.

 

 https://www.facebook...69796756421719/

 

https://www.facebook...69797556421639/

 

https://www.facebook...69773106424084/

 

https://www.facebook...69782909756437/

 

https://www.facebook...69786116422783/

 

სეზონი მე და ჩემმა ინსტიტუტის მეგობარმა ერთად გავხსენით. მეგობარი იშვიათად ახერხებს სანადიროდ გამოსვლას და ამიტომ ვცდილობდი ხელი შემეწყო. სამწუხაროდ, რამოდენიმე, შორიდან მოტყუებული გუნდი, ზენიტჩიკებმა დაგვიფრთხეს. იძულებული გავხდი მივსულიყავი და "აღმზრდელობითი" საუბარი ჩამეტარებინა. პოლიციელები აღმოჩნდნენ, თანაც ნასვამები, მაგრამ, ბოდიშები მოიხადეს და შემდეგ, ისეთებსაც არ ესროდნენ, რომლებსაც მაგათ გარდა ვერავინ ვერ მიაწვდენდა  :D

 

სამწუხაროდ, იმ დილას, ვერაფერი ვერ მოვინადირეთ და შევთავაზე, წავსულიყავით ჭაობში, სადაც ერთი ტბის ნაპირას საფარი მქონდა გამზადებული

 

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180421_091756.jpg
  • 20180421_051208.jpg
  • 20180421_051651.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

სურვილი კი გამოთქვა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ვერ გაძლო და შუა გზიდან დაბრუნდა. ისე კი, სინამდვილეში ძნელი სავალი კი იყო, გზა თახვებისგან სულ დატბორილი იყო. მე თვითონ, უკან დაბრუნებისას, გადავწყვიტე მოკლეზე, ჭაობით გამოვსულიყავი და სამჯერ აღმოვჩნდი გაყინულ წყალში. ბოლოს, ისეთ ადგილას, სადაც რამოდენიმე წლის წინ მანქანით შევდიოდი. თახვებს გზის ქვეშ თავიანთი ლაბირინთები გაუყვანიათ

 

 

https://www.facebook...77305142337547/

 

https://www.facebook...77293832338678/

 

 

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180421_121807.jpg
  • 20180421_132849.jpg

ჩამსწორებელი კობა თოდუა, 06 May 2018 - 12:37 PM.


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

გაზაფხულზე ვცდილობ ადგილობრივ იხვებზე (ისეთებს, რომლებიც ჩვენთან რჩებიან და მრავლებიან) არ ვინადირო, უფრო ჩრდილოეთში გადამფრენ, ე.წ. "ზღვის" იხვებზე ვნადირობ. ამჯერადაც ასეთები შემხვდნენ და იმ დღეს 3 მოვიპოვე

 

https://www.facebook...76728935728501/

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180424_082848.jpg
  • 20180502_190143.jpg
  • 20180502_171029.jpg

ჩამსწორებელი კობა თოდუა, 06 May 2018 - 01:22 PM.


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ნადირობის სეზონის გახსნის დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე დიდი რაოდენობით არის ბატი. შემდეგ, დამფრთხალი (ხშირი სროლებით), მიფრინავს სხვა ადგილებში, სადაც უფრო სიმშვიდეა (სადაც არ არის გახსნილი სეზონი, ან უკვე დახურულია). მხოლოდ ერთეულები რჩებიან, ან სამხრეთიდან მოფრინავენ ახალი გუნდები. 

წელს, ბატი ჩვენს რაიონში, ნადირობის სეზონში (რომელიც 30 აპრილს დაიხურა), მასიურად ჩამოფრენილი არ იყო. მე შევძელი, რამოდენიმეჯერ სამუშაო დღეებში გავსულიყავი სანადიროდ. დღეებს ვამბობ თორემ, სინამდვილეში შუაღამისას გავდიოდი მინდვრებში, ვაწყობდი ფიტულებს, რომ დილით ადრე (4 საათზე) უკვე საფარში ვყოფილიყავი.

ბატები ცოტა იყო, მაგრამ, იმის გამო, რომ, "ზენიტჩიკებიც" არ იყვნენ, შანსი უფრო მეტი გამომიჩნდა. 

პირველი ბატი იქვე, სადაც სეზონი გავხსენით, მოვინადირე. სულ რამოდენიმე პატარა გუნდი ვნახე და კიდევ 2 ცალი, ცალკე მოფრენილი. იმ 2–დან ერთის მონადირება შევძელი. წინა საღამოს კი, გადაფრენაზე, ერთი ტყის ქათამი ავიყვანე. ციოდა და ცუდი გადაფრენა იყო

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180424_064613.jpg
  • 20180423_212808.jpg
  • 20180424_082757.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ვიყავი გასული ყრუალაზე.

ჩემი მეგობარი დაპატიჟეს და მთხოვა გამომყევიო. სამწუხაროდ, ყრუალა არათუ არ გვინახავს, არამედ ხმაც არ გაგვიგია. სამაგიეროდ ლამაზად გავატარეთ დრო ღია ცის ქვეშ, კოცონთან. თითო – თითო ტყის ქათამიც მოვინადირეთ და წყალქვეშა გამოცდა მოვუწყვეთ "ნივას". 4–ჯერ გვექნა ღამით ისეთი ადგილები გადასალახი, სადაც წყალი კაპოტზე უფრო მაღლა იყო. სალონი დაიტბორა, ნათურები გადაიწვა და როგორ ამოვაღწიეთ იქიდან, მე თვითონ მიკვირს. 

 

 

 

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180426_190910.jpg
  • 20180426_230634.jpg
  • 20180427_020304.jpg
  • 20180427_020910.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ყრუალადან დაბრუნებული, რამოდენიმეჯერ გავედი ისევ ბატებზე, სხვა და სხვა ადგილას. შევძელი კიდევ 3 ცალის მონადირება. ბოლო, სეზონის დახურვამდე 5 წუთით ადრე ავიყვანე. პრინციპში შემეძლო დავრჩენილიყავი და კიდევ მომენადირებინა, რადგანაც ზუსტად იმ საღამოს დაწყო მოძრაობა ბატმა სამხრეთ რეგიონებიდან, მაგრამ არც სულმა და არც მონადირის ეთიკამ, არ მომცა მაგის სურვილი.

 

 

 

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180429_120007.jpg
  • 20180430_223748.jpg
  • 20180430_223736.jpg
  • 20180430_230547.jpg
  • 20180430_235922.jpg
  • 20180430_223908.jpg
  • 20180501_000045.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ესეც რამოდენიმე სურათი ამ სეზონიდან. ზოგიერთს რატომღაც ვერ ვტვირთავ 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180429_115340.jpg
  • 20180501_000153.jpg
  • 20180430_210050.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

რაც კარგია კარგია, გილოცავთ კობა ბატონო!!!!! მშვენიერი  საგაზაფხულო სეზონის გახსნა და ნადირობა  გქონიათ, ისეთი აქ მთლიან სეზონში რომ ინატრებს კაცი!! :bravo:  :good:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მადლობა, დიმა! ჯერ სეზონი არ მაქვს ბოლომდე დახურული  :0030:  ამ დღეებში მინდა ჩვენი ოლქის ჩრდილო რაიონებში გავიდე, სადაც სეზონი 10 მაისს იხურება. პატარა ჯესიკა რომ არა, უკვე იქ ვიქნებოდი. ვავარჯიშებ ინტესიურად, რომ ამ თვის ბოლოსთვის შეჯიბრებებში გავიყვანო. ყოველი ნადირობის შემდეგ, რაღაცა თავიდან მაქვს დასაწყები, ან გამოსასწორებელი, არა და სახლში ვერ ვტოვებ, ტირილს იწყებს და გული არ მიშვება.


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 06 May 2018 - 03:28 PM.


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამარჯობათ მეგობრებო! გიორგობას გილოცავთ. კობა პირველ პოსტში ფოტოებს აღრ ხსნის. თუ დაკოპიპეისტების მეთოდით გაქვთ გადმოტანილი მაშინ შეიძლება ასეთი მეთოდით დადებული ფოტოები აღარ გახსნას თუ წყარო აღარ იქნა გააქტიურებული. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება სხვა ფოტოებსაც იგივე ბედი არ ეწეიოთ.

 

თქვენის ნებართვით თეგებს დავამატებ რომ ინტერნეტშიც ნახვადი გახდეს ეს თემა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კობა პირველ პოსტში ფოტოებს აღრ ხსნის

 

ვააა...არა და როგორ ვცდილობდი გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ნადირობის პერიპეტიები  :(

 

 

თქვენის ნებართვით თეგებს დავამატებ რომ ინტერნეტშიც ნახვადი გახდეს ეს თემა.

 

გაიხარე ბაბუ!



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

საქართველოში გაზაფხულის სეზონი როგორც  ასეთი  არ არსებობს


legion.ge-837-1527156940.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

საქართველოში გაზაფხულის სეზონი როგორც  ასეთი  არ არსებობს

 

სამაგიეროდ ზაფხულ–შემოდგომა–ზამთრის სეზონია დიდი.

ჩვენთან ფრინველზე ნადირობის სეზონი ზაფხულში, იხსნება აგვისტოში (როგორც საქართველოში) და გრძელდება მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისია მხოლოდ მეძებარი ძაღლების მფლობელებისთვის, რომლებისთვისაც ზაფხულ–შემოდგომის სეზონი 2 კვირით ადრე, ივლისის ბოლო უქმეებზე იხსნება (მხოლოდ მინდვრის და ჭაობის ფრინველზე)


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 07 May 2018 - 12:17 PM.


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანუ ნოემბერში ხურავთ სეზონს?


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო ნაწილებში 15 ნოემბერს. სამხრეთ ნაწილებში 31 დეკემბერს.

 

ეს რაც ეხება მინდვრის, ჭაობის, წყალმცურავ ფრინველებს და ტყის ქათამს. 

 

ჩრდილო და ჩრდილო–დასავლეთის ოლქებში (მათ შორის ჩვენ, ლენინგრადის ოლქში) – 28 თებერვლამდე შესაძლებელია სპეციალური ლიცენზიით, რომელსაც ყველას არ აძლევენ, ნადირონა ჟრუნზე, ყრუალაზე და როჭოზე.

 

ასევე ამ პერიოდში (1 ნოემბრიდან – 28 თებერვლამდე) ღიაა ნადირობა ბეწვიან ცხოველებზე – კურდღელზე, თახვზე, ენოტზე, მელა და მგელზე (მგელზე ნებისმიერ დროს, დახურულ პერიოდში კი სპეციალური განკარგულებით) 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?