Jump to content


ამ თემას აქვს 126 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

pcslq.jpg
აღწერა. სხეული წაგრძელებულია, ტიტველი, უქერცლო; თავი დიდი; პირი ფართო - განიერი. ზედა ყბაზე ერთი წყვილი გრძელი ულვაშია, ხოლო ქვედაზე - ორი წყვილი მოკლე ულვაში. ლაყუჩის კბილაკები 11-15. მალები 71-75. ზურგის ფარფლი პატარაა – სხივი 3-5. ანალური ფარფლი გრძელია, აღწევს კუდის ფარფლამდე - სხივი 77-94. კუდის ფარფლი მომრგვალებულია, მკერდის ფარფლი ძლიერი ქიცვით. სხეულის ფერი ცვალებადია, დამოკიდებულია ადგილსამყოფელზე - ზურგის მხარე მწვანეა, მუცლის მხარე - თეთრი, გვერდებზე უფორმო ლაქებია, რომლებიც მუცელზე ჩვეულებრივ მოცისფროა, ფარფლები მუქია. სიგრძე 5 მ-დეა, წონა 300კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს შემდეგ მდინარეებში: მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური; ტბებში: ჯანდარის, ლისის, ბებესირის, პალიასტომის. მოიპოვება: ჩრდილო კავკასიის წყლებში, კასპიის, არალის, შავი, ბალტიის ზღვების აუზებში. ევროპაში - მდ. რეინიდან აღმოსავლეთით.

ბიოლოგია. ნახევრად გამსვლელი თევზია, კარგად ეგუება ტბის პირობებს, მდინარეებში ირჩევს ღრმა, მდორე ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით და სხვა წვრილი ცხოველებით, წყალმცურავი ფრინველებით და სხვა ხერხემლიანებით. ცოცხლობს 30 წელზე მეტს. გამრავლებას იწყებს 3-4 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფიერება აღწევს 11-500 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრი 2,5-3,0 მმ-მდეა. ინკუბაცია გრძელდება 3-4 დღე.

სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (4-11%). გემრიელი. იჭერენ უმთავრესად ჩანგლებით და სხვადასხვაგვარი ბადეებით. საქართველოში მისი სარეწაო მოპოვება ხდება ჯანდარისა და პალიასტომის ტბებში, მდ. ალაზანსა და მტკვარში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს.
მიზანშეწოლილი იქნება მოეწყოს სალოქოე ტბორები და მასთან ერთად იქვე მომრავლდეს მისი საკვები სარეველა თევზები.

ლოქო არის საქართველოს და საერთოდ ევროპის მტკნარი წყლის ყველაზე დიდი თევზი. იგი იზრდება 3 მეტრი და 150-200 კილო. არსებობს გამონაკლისებიც, ძველ ხელნაწერებში მაგალითად აღწერილია ეკზემპლიარები 5 მეტრი სიგრძის და 400 კილო წონის, მაგრამ ჩვენ დროს სამწუხაროდ ესეთი გიგანტები აღარ არსებობენ. ლოქოს სტანდარტული ზომაა 30-50 კილო, 80 კილოიანები კი უკვე რეკორდულად ითვლებიან.



ლოქო თბილი სეზონის თევზია. ზამთარში იგი გამოსაზამთრებელ ღრმულებში წვება და არ იკვებება წყლის 8-10 გრადუსზე გათბობამდე.
ამ გიგანტის კვების რაციონი მრავალფეროვანია: თევზი, ბაყაყი, კიბორჩხალა, წურბელა, ჭია, წყალში მოხვედრილი წვრილი მღრღნელები და წყალმცურავე ფრინველებიც კი. აქვე მინდა ავღნიშნო რომ ლოქოზე მოთევზავეთა მიერ შექმნილია მისი გასტრონომიულა უპირატესობების რეიტინგი:1) ჭია 2) თევზი 3) ბაყაყი 4)წურბელა 5) კიბორჩხალა 6) მახრა 7) ბუღლუჯი...
შემწვარი ბეღურა, შეტრუსული თაგვი და სხვა სადისტური მისატყუებლები ლოქოს რაციონში სულ არ შედის და არც თქვენ გირჩევთ.
ზამთრის ძილიდან გამოსვლისთანავე ლოქო საკმაოდ პასიურია და არ დასდევს თავის ნადავლს, ამიტომ ამ დროს იგი იკვებება ჭიებით, წურბელებით, მკვდარი ან ავადმყოფი თევზებით. ამიტომაც მისი ჭერა ამ პერიოდში უფრო შედეგიანია გამოსაზამთრებელ ღრმულებთან ახლოს. წყლის გათბობასთან ერთად ლოქოც აქტიური ხდება და ნადირობს უკვე მთელს წყალსატევზე.
ქვირითობამდე სადღაც ორი კვირით ადრე ლოქოს ეწყება კვებითი აქტიურობის უმაღლესი ფაზა. თვით ქვირითობა მიმდინარეობს წყლის 18 გრადუსამდე გათბობისას და გრძელდება საერთო ჯამში სადღაც ერთი თვე. ამ პერიოდის შემდეგაც შეიმჩნევა კვებითი აქტიურობა, მაგრამ უფრო ხანმოკლე.
მთელი ზაფხულის განმავლობაში ლოქო აქტიურად იკვებება, როგორც ვიცით იგი ღამის მტაცებელია და მასზე თევზაობა განსაკუთრებით შედეგიანია 2-3 საათი მზის ჩასვლამდე და გარიჟრაჟზე. თუ დღე მოღრუბლული გამოდგა და წყალი ჭერის ადგილას მღვრიეა (ადიდებული არ უნდა იყოს თუ მდინარეა), მაშინ ლოქოზე მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ვითევზაოთ. ზაფხულის ხანმოკლე წვიმის შემდეგ ლოქო (განსაკუთრებით პატარა და საშუალო ზომის) სანაპირო ზოლში გამოდის საკვებად, წვიმით ჩარეცხილი ჭიების, ლოკოკინების და სხვა მწერების თუ მღრღნელების საჭმელად, ასე რომ წვიმის შემდეგ სანაპირო ზოლში თევზაობასაც აქვს აზრი.



ძალიან ბევრი მეთევზე ცდილობს დაიჭიროს ლოქო, მაგრამ მიზანმიმართულად იშვიათად თუ თევზაობს ვინმე ამ ძლიერ და საინტერესო თევზზე. პრინციპიალურად არაფერი სპეციპიკური არ არის საჭირო ლოქოზე ნადირობისას, საჭიროა მხოლოდ სისტემატური, გააზრებული მიდგომა ჭერის ობიექტან, თეორიული ცოდნა მისი ბიოლოგიის, ქცევის შესახებ და რა თქმა უნდა შესაბამისი აღჭურვილობა.
არსებობს ლოქოზე თევზაობის მრავალი მეთოდი: სპინინგით ხელოვნურ სატყუარებზე, ტივტივათი ნაპირიდან ან ნავიდან, ფსკერული მეთოდი, ჩაკიდული სატყუარით და კვოკით ნავიდან და სხვა. ამ სტატიაში მე მხოლოდ ზოგად რჩევებს მოგაწვდით და ცალკეული მეთოდების განხილვით თავს არ შეგაწყენთ.
მინდა მოგახსენოთ რომ არ არის საჭირო ძვირად ღირებული აღჭურვილობის შეძენა, მთავარი მაჩვენებელი ლოქოზე თევზაობისას არის სიმტკიცე და გამძლეობა, იმიტომ რომ სავარაუდო ნადავლი ძლიერი და შეუპოვარი მებრძოლია და მეორე შანს როგორც წესი მეთევზეს არ აძლევს. ამიტომ საწყენი იქნება ღირსეული ნადავლის დაკარგვა კოჭას ან ჯოხის უხარისხობის გამო.
დავიწყოთ ანკესით (ჯოხით): ტელესკოპური ჯოხები შეგვიძლია არც განვიხილოთ, ვინაიდან გამძლეობის პარამეტრებით ისინი სერიოზულად ჩამოუვარდებიან შტეკერულებს. ნაპირიდან თევზაობისას უპრიანია 3მ სიგრძის ჯოხის გამოყენება, ნავიდან კი 2.5-2.7მ სიგრძისა. ზედმეტად გრძელი ანკესის გამოყენებისას დიდ ლოქოსთან ბრძოლა საკმაოდ რთული და მოუხერხებელი ხდება. რაც უფრო მოკლეა ანკესი მით უფრო მეტი გამძლეობით გამოირჩევა იგი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მოკლე ჯოხით ეფექტური ამოკვრის წარმოება (განსაკუთრებით შორ დისტანციაზე თევზაობისას) რთულდება. ასე რომ ოპტიმალურ სიგრძედ არჩეულია 2.7 მეტრი.



ანკესის გამძლეობა (ტესტი) უნდა იწყებოდეს 100გ და 600გ ჩათვლით. თუ ვთევზაობთ სპინინგით, ხელოვნურ სატყუარებზე მაშინ მოხერხებულობისთვის ვიხმაროთ 100-150გ ტესტით მარკირებული ანკესი.
კოჭა ლოქოს საჭერად გამოიყენება როგორც უინერციო აგრეთვე მულტიპლიკატორული. უინერციო კოჭები კარბონის ან პლასტიკის ნაწილებით ჩვენ შემთხვევაში უვარგისია. კოჭაზე უნდა ეტეოდეს მინიმუმ 200 მეტრი 0.5მმ ძუა



ლოქოზე თევზაობისას გამოიყენება წნული ძუა 0.3-0.7მმ ან როგორც ალტერნატივა (ძირითადად მულტიპლიკატორულ კოჭებზე) მონო ძუა 0.5-08მმ.
ნემსკავის ზომა უნდა შეირჩეს იმის და მიხედვით თუ რაზე ვიჭერთ ლოქოს. თუ ვთევზაობთ თევზის გამოყენებით (საუკეთესო არის კარჩხანა 10-20სმ) მაშინ ვიყენებთ ნემსკავს 8/0--10/0 ზომის საერთაშორისო ნუმერაციით (ანუ ყუნწიდან წვერამდე 8 და 10 სანტიმეტრის სიგრძის). თუ ვთევზაობთ ჭიაზე, მახრაზე, ბუღლუჯზე მაშინ 5/0--6/0 ზომის.



ნემსკავები მონტაჟდება სპეციალურ კევლარის ლიდერზე, რომლის გამწყვეტი პარამეტრი 40-150 კილოა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლიდერად გამოვიყენოთ წნული ძუა, ვინაიდან ლოქოს წვრილი, ჩოთქისებრი კბილები მას იოლად ხეხავედ და წყვეტს. როგორც ალტერატივა ლიდერად შეიძლება გამოვიყენოთ 1მმ სისქის მონო ძუა.
საქართველოში ლოქო გავრცელებულია თითქმის ყველა მდინარის ქვემო დინებაში, თბილისთან კი საკმაოდ ბევრია თბილისის ზღვაში, დადის ჭორები რომ მყვინთავებმა აქ ნახეს 2 მეტრზე დიდი ეკზემპლიარები, იმედია ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილება დაგეხმარებათ გიგანტური ლოქოების დაჭერაში

ინფორმაციის წყარო:www.fisher.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ლოქოზე თევზაობა ხელოვნური სატყუარათი

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მდინარე ალგეთზე იჭირება კარგი ეგზემპლიარებიო..კარგად მოძრაობს როგორც კი მზე ჩავაო



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგესინჯა არ ვიცი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე ერთი გასვლა მწყერსა და ქათამს შორის რომ არის პერერივი ხომ არ მოგვერტყა ალაზნის ლოქოზე ერთი ჯიგრული თევზაობა ? ჩვენი კახელი ძმების დახმარებით ?


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
აპა რა

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩათვალე დავალება მიღებულიაroman-legionnaire.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ლოქო ვიცი მე ქინძმარშიი....



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო ქინძმარში ჯობია ვიდრე მტკვარში.... :DDD1083609_125.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

738ab58d6b92.jpg

 

512a4a0eb13d.jpg



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

დაიჭირე თან იქეიფე რა  :0030:

ეს გაშვება ვერ დავამუღამე რა  :1011:


legion.ge-82-1553250895.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაიჭირე თან იქეიფე რა  :0030:

ეს გაშვება ვერ დავამუღამე რა  :1011:

არიქა ქეიფი და დროს ტარება გაკლიათ თქვენ სწორედ რა :DD  :0038:


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

არიქა ქეიფი და დროს ტარება გაკლიათ თქვენ სწორედ რა

 

არადა უკვე დაგვიძველდა  ;((  

 მერამდენე დღეა ალკოთერაპია არ გაგვივლია  :0024:

 ესეთი ჩაგდებით მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს  :0035:


legion.ge-82-1553250895.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?