Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 23 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

სტატია აღებულია შ.პ.ს. ,,ქარავანი+"-ის ფეისბუკ გვერდიდან !!!!!!!
 
 
Remington 783 - ის წარდგენა პირველად მოხდა 2013 წელს. აღნიშნულ მოდელზე მუშაობა საკმაოდ დიდ ხანს მიდიოდა. ამით კომპანიამ გადაწყვიტა კონკურენცია გაეწია ღირებულების მხრივ იმ ბიუჯეტური მოდელებისათვის, რომლებსაც სხვა და სხვა ამერიკული ბრენდები აწარმოებენ დაახლოებით 500 – 600 აშშ დოლარის ფარგლებში და ამავდროულად ყოფილიყო ხარისხობრივი კუთხით მათზე უკეთესი. ზოგადად ბიუჯეტური მოდელის წარმოების გამოცდილება რემინგტონს უკვე დიდი ხანია აქვს და 783 მოდელის წინ ისინი აწარმოებდნენ 770 მოდელს. თუმცაღა ეს უკანასკნელი სწორედ რომ დაბალი ხარისხითა და არც თუ ისე სახარბიელო უტყუარობითა თუ მოპირკეთებით გამოირჩეოდა. სწორედ Remington 770 - ისა და სხვა კონკურენტი ბრენდის მიერ წარმოებული შაშხანების უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით რემინგტონმა შეიმუშავა პროექტი 783 მოდელის სახით, სადაც მაქსიმალურად გაითვალისწინა როგორც პროფესიონალი მეიარაღეების, ასევე იარაღების ექსპერტების, მსროლელებისა და სპორტსმენების აზრი. მაქსიმალურად შეეცადა შეექმნა სხვაზე უკეთესი იარაღი იმავე ფასად, რა ღირებულებაც ჰქონდათ მის კონკურენტებს. თამამად შეიძლება ითქვას რომ მათ ეს გამოუვიდათ და თან საკმაოდ წარმატებულადაც. ამაზე მეტყველებს მათი გაყიდვები და 2017 წელს საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ახალი 783 - ის ვერსიები, რომლებიც უკვე ხის კონდახებით იყო არჭურვილი. 
Remington 783 აღჭურვილია ქარხნულადვე ოფტიკური სამიზნით - გადიდებით 3x9-40, რომელიც მასზე ქარხანაშივეა დამაგრებული და შედის გასაყიდ ფასში. შესაბამისად შესაძლებელია მექანიკური სამიზნის მქონე შაშხანებთან შედარებით უფრო შორ დისტანციებზე გასროლა. გარდა ამისა ლულა იმყოფება თავისუფალი რხევის ზონაში და მასზე საერთოდ არ დგას მექანიკური სამიზნე. ეს გარემოებები ერთობლიობაში ხელს უშლის რეზონანსული რხევის წარმოქმენას და აუმჯობესებს სიზუსტეს. თუმცაღა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მასზე მექანიკური სამიზნის დაყენებაც ოსტატის ჩარევის შედეგად, რათა მიუხედავად მისი უარყოფითი მხარისა გამოყენებულ იქნეს დადებითიც, ახლო დისტანციებზე, მოძრავ სამიზნეზე სწრაფი გასროლის გახორციელება. იარაღის ლულა ცვლადია და ის სისტემურ კოლოფს ხრახნით უკავშირდება. სხვათაშორის მისი გამოცვლა ყველასათვის ცნობილ, ამერიკელების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ შაშხანაზე Remington 700 - ზე იოლია. სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია მძიმე ლულების დამაგრება სპორტულ შეჯიბრებებზე მონაწილეობისათვის თუ ტაქტიკური - სნაიპერული სროლების საწარმოებლად. ეს კი ძალიან დიდი წარმატებაა ამ ფასიანი, ბიუჯეტური შაშხანისათვის. შაშხანის ლულაში 6 ხრახნია და მისი ხრახნის ბიჯი შეადგენს 10 ინჩს - Twist – 1/10”. ეს გარემოებას საშუალებას იძლევა განსხვავებული ვაზნების სროლისა თუ მძიმე თავიანი ვაზნების შორს დისტანციებზე გამოყენებისა. 
სისტემური კოლოფი და კონდახი ერთმანეთს ორმაგი, ეგრედწოდებული „სვეტისებრი საფენის“, იგივე Dual-Pillar Bedding - ის მეშვეობით უკავშირდება. ანუ კონდახში ორგან, სისტემური კოლოფის თავთან და ბოლოსთან ჩადგმულია ალუმინის ცილინდრისებრი სვეტი, რათა უფრო მყარი და საიმედო იყოს გასროლისას იარაღი და გაიზარდოს სიზუსტე. 
ყველა ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად გაუმჯობესდა სასხლეტი სისტემა. მისი პირველი უპირატესობა მდგომარეობს მის მრავალფუნქციონალურობაში. სროლისას სასხლეტზე დაჭერამდე თითს ვახებთ თავად სასხლეტზე განთავსებულ შედარებით მომცრო ზომის სასხლეტ - დამცველ ღილაკს, რის შემდეგაც უკვე ზემოქმედებას ვახდენთ სასხლეტზე და ვაწარმოებთ გასროლას. ეს ხელს უყობს როგორც უსაფრთხოებას, ისე შედარებით ზუსტი გასროლის გაკეთებას. გარდა ამისა ასევე შესაძლებელია კონდახის მოხსნისა და სასხლეტი მექანიზმის გამოღების შედეგად მისი სამოქმედო ძალის რეგულირება, რომელიც მერყეობს დაახლოებით 2,3 - დან 5,2 Lbs - მდე. ეს კიდევ უფრო მატებს შაშხანას უნივერსალურობას და ფაქტიურად იძლევა სიზუსტის გარანტიას. ამ სისტემას რემინგტონმა CrossFire-TM (Trigger System) უწოდა. 
იარაღის მჭიდის ჩარჩო მეტალისაგანაა და 770-ის მსგასად არ აქვს მხოლოდ პოლიმერის ბუდე. ეს ზრდის მის რესურს და მატებს მას საიმედოობას. მასში .308 Winchester - ის ყალიბის შემთხვევაში 4 + 1 ვაზნა ეტევა. საკონდახე მასალაც უფრო უკეთესია წინამორბედი, ბიუჯეტური ვერსიისაგან განსხვავებით. კონდახის ბოლოში კი რბილი მხარზე საყრდენია დამაგრებული, რომელიც უკუცემას დაახლოებით 54 % - ით ამცირებს. 
ყურადღებას იმსახურებს მისი საკეტი მექანიზმი - Bolt. ის არა მხოლოდ 770-ზე უკეთესი, არამედ გარკვეულწილად 700 უკეთესიაცაა. ცნობილი ფლანგერის ეჯექტორთან ერთად ვაზნის ამოგდების საიმედოობის გასაუმჯობესაბლად დამატებითი გვრედითი კბილი აქვს დამატებული, რომელიც 700 - ს საერთოდ არ აქვს. გარდა ამისა ის სწორედ მასავით ორი ჩამკეტი წახნაგებითაა აღჭურვილი, რაც მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მყარ ჩამკეტად. 
საერთო ჯამში Remington 783 არის იდეალური შაშხანა თავის ფასში და ფაქტიურად უკონკურენტოა ჯერჯერობით. ყოველშემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ანალოგიურ ფასიან მოდელს იგივე მონაცემებით ან უფრო უკეთესს ვინმე არ შექმნის...

მწარმოებელი: Remington ARMS, USA.
წარმოშობის ქვეყანა: ამერიკის შეერთებულ შტატები
ტიპი: ცილინდრულ საკეტიანი შაშხანა
მოქმედების ტიპი: მექანიკური, წრფივად მოძრავი საკეტი მექანიზმი.
ოპტიკური სამიზნე: 3-9x40 (შედის ღირებულებაში)
წონა: 3,4 კგ.
მთლიანი სიგრძე: 107 სმ
ლულის სიგრძე: 56 სმ
მჭიდის ტევადობა: 4+1 ვაზნა
ხრახნების რაოდენობა/ბიჯი(Twist): 6 ხრახნი - 1 ბრუნი 10“ - ში.
ეფექტური სროლის მანძილი: 650 – 700 მეტრი
ფასი: 1490 ლარი

legion.ge-82-1523689752.jpg
 
კითხვა!!!!.... ეთანხმებით??????


ჩამსწორებელი Qartvela™, 14 April 2018 - 11:09 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1982 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეს ჯობს თუ "სევეიჯ ჰოგ ჰანთერი"  ? 


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

აზრზე არა ვარ პაატა,... დღეს წავაწყდი  ,... თან  ოპტიკიანად?!.. მომხიბლავი ფასია !!!!.. სევეიჯზე რაც ვნახე ,,ახოტა რიბალკაზე '' ,.. ნუ ,,ახალგაზრდა" ფირმაა, მთლიანად ეკონომ კლასის  პროდუქციით ,თუმცა სიზუსტეს არავინ უწუნებდა და ,,დარანრჩენს დრო აჩვენებსო "ასე ბრძანეს წამყვანებმა !!!.... იავიცი აბა ..


ჩამსწორებელი dima71, 13 April 2018 - 11:21 PM.


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 544 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

საიტზე ისევ ძველი ფასი უდევთ,რამდენიმე კვირაა დააკლეს, ფაქტიურად 300 ლარი ...სევიჯს ყოველ მხრივ უნდა ჯობდეს წესით,მე რაც ვიცი ჰოგ ჰანტერის კონდახი რბილი პლასტმასიაო და დეფორმაციას იღებს ადვილადო,მხარზე ძლიერად მიბჯენის დროსაც კი,ამიტომ ებოქსიტს ასხავენ ხოლმე კოდახის სიცარიელეებში, გასამყარებლად...თუმცა ამაზე ამხელა ფასის დაკლება მითუმეტეს როცა რომელიმე მოდელის 1-2 ეგზემპლარი რჩებათ რამდენიმე ასეული ლარით აძვირებენ ხოლმე, კაი ხანია შემოტანილი აქვთ და მომატების მაგივრად დააკლეს....ნუ არ ვიცი სინამდვილეში რაშია საქმე,მაგრამ რაც ანოტაციაში წერია თუ პრაქტიკულადაც ეგრეა,მაშინ ალბათ ღირს მაგდენი...ზოგადად რეკლამებში რემინგტონი 'ძლიერია'
 



ჩამსწორებელი Qartvela™, 14 April 2018 - 11:20 AM.


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 544 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

http://caravani.ge/g...tguns/model/224



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 544 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1982 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

dima71

მე არ მომწონს ამერიკული ბოლტები. ჩემი სუბიექტური აზრია. თვითონ ბოლტი მაქსიმუმ 3 საკეტიანია, ხოშიანი შატკა აქვს. ლულაც რაღაც ფინთად ზის კონდახზე, სულ სხვაა იგივე ეკონომ კლასის  ავსტრიული ნებისმიერი 6 ან 7 საკეტიანი ბოლტით, კარაქივით რომ დასრიალებს.

 

.308-ზე მინდა ამ იარაღის ყიდვა . ჩემ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, დიზაინი, საიმედოობა(მაუზერის კლასიკური ბოლტი)


ჩამსწორებელი Panteleimon, 14 April 2018 - 12:11 AM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ფასი?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ხო მაგრამ აქ ფასიდან გამომდინარე ვამბობ!!!... ისე მე ამანაც დამაინტერესა,.. მაგნუმს აქვს ..თუმცა ფასი ლამის 900 ლარით მეტი აქვს !!!!!

 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1982 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ხო მაგრამ აქ ფასიდან გამომდინარე ვამბობ!!!... ისე მე ამანაც დამაინტერესა,.. მაგნუმს აქვს ..თუმცა ფასი ლამის 900 ლარით მეტი აქვს !!!!!

 

მეჭირა გუშინ ხელში :) ისეთი გემრიელია თან ბიუჯეტური. ავსტრიული 6 საკეტიანი ბოლტი. 2 ვარიანტი იყო ლულის, რომ წვრილდება და სტანდარტული. პლასტიკის კონდახით :)


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ახლა რა ფასი ადევს?.. კაი ხანია კრუგებს ვურტყამ!!!



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1982 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ახლა რა ფასი ადევს?.. კაი ხანია კრუგებს ვურტყამ!!!

2400 უოპტიკოდ. ჩემი აზრით ამერიკულ სავაჟებს ჯობს. გუშინ ვიყავით მედა მოსე.  ვაჩხაკუნე ამერიკული ზატვორები მერე გამყიდველმა როსლერი გადმომიღო.

მიუხედავად იმისა რომ იაფი ვარიანტი მეჭირა ხელში ბოლტი ხომ სტანდარტული როსლერის ბოლტია... იიიფ. ისეთს "შადი-გამოდის"


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

კი კაი ბიჭი ჩანს!!!!



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1982 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

კი კაი ბიჭი ჩანს!!!!

კი ყველაფრით ევროპული "ბოლტია". რაც მომეწონა ბოლტი სა სასხლეტი მექანიზმი იყო.

არ მომეწონა "ცრუ- ქრომირება"- შეღებილია .   პლასმასის "მაგაზინი". იგივეა როგორც  რომ შევადაროთ საკო 85 და ტიკა 3 (საკოს იაფი ვარიანტი) . პრაქტიკულად ერთი და იგივე თოფია . საკო უფრო ნამუსიანად იქცევა . ლულა მიუხედავად იმისა რომ იაფი თოფია ტიკას ზუსტად ისეთივე აქვს როგორც საკოს.  

დანარჩენი გასაგებია ბიუჯეტურია ტიკა და საკოს თუ ხე აქვს კონდახი ამას დაპრესიკლი ნახერხი როგორც ჩზ-ს. აბოიმა ტიკასაც პლასმასი აქვს. 

მაგრამ აი ლულა-უნდა იყოს ლულა. ცრუ ქრომირება რა ჯანდაბაა . 


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2162 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ეს ჯობს თუ "სევეიჯ ჰოგ ჰანთერი"  ? 

სევიჯი პაატა. უფრო აპრობირებულია მიზანში მსროლელთა საზოგადოებაში. ხელში ძალიან მაგრად ზის, რასაც რემინგტონზე ვერ ვიტყოდი







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი