Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

 

 

Harrington & Richardson

 

c71c9898d4c9.jpg

 

 

ფირმა დაფუძნებულია 1871 წელს ჰილბერტ ჰარინგტონისა და მისი ბიძის ფრანკლინ ვესონის მიერ. ბიძას მცირე საამქრო ჰქონდა სადაც იარაღს არემონტებდა. სწორედ ეს საამქრო გახდა ფირმის პირველი ოფისი. მალე საწარმოში ნიჭიერი კონსტრუქტორი, უილიამ რიჩარდსონი მოვიდა.

ფირმის პირველი თოფი დაფუძნებიდან ერთ წელში გამოვიდა სახელწოდებით Wesson-Harrington M 1871. დაფუძნებიდან 3 წელში ფირმიდან ვესონი გავიდა. ამ პერიოდში საწარმოს მაპროფილებელ პროდუქციას რევოლვერები შეადგენდა.

1886 წლიდან ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე ჰარინგტონი და რიჩარდსონი გლუვლულიანების წარმოებას გეგმავდნენ, რისთვისაც დაუკავშირდნენ ინგლისურ კომპანიას ,,ვესტლი რიჩარდსს", თუმცა პროექტი მასშტაბურად ვერ განხორციელდა საწარმოო სიმძლავრეების უკმარისობის გამო.

1887 წელს ფირმის მფლობელების გარდაცვალების შემდეგ, საწარმოში რეორგანიზაცია განხორციელდა.

ამჟამად კომპანიას ტრიუმვირატი მართავს, რომელიც ფირმის ყოფილი საფინანსო დირექტორით ბრუკსით, დამფუძნებლების შთამომავლების_ ედვინ ჰარინგტონით და მერი რიჩარდსონითაა წარმოდგენილი.

ფირმა ამჟამად მდებარეობს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ გარნერში. მისი ასორტიმენტი ერთლულიანი გლუვლულიანებით, ხრახნილლულიანებითა და რევოლვერებით განისაზღვრება.

 

1e26f7c03f94.jpg

 

 

გლუვლულიანების საბაზო მოდელია Iver Jonson. გასახსნელი ბერკეტი(ღილაკი) განლაგებულია მცველის ადგილზე ყელზე. გააჩნია გარე ჩახმახი, რომელიც გადახსნილი თოფის პირობებში შეუძლებელია შეყენდეს, ხოლო შეყენებული ჩახმახისას შეუძლებელია თოფის გადახსნა(ამ სისტემიდანაა მოპარული რუსული იჟ-18).

 

Pardner Youth

 

6994e1beb130.jpg

 

 

 

ყალიბი 20, 28 ან .410(36); სავაზნე 76მმ; წონა 2,3-2,7 კგ; სიგრძე 91 სმ; ლულის სიგრძე 55,9სმ; ეჟექტორზე; ნახვარჩოკი; კალაპოტი ფოლადი; კონდახი კაკლის ან წიფლის.

 

 

 

Special Purpose Magnum -10

8dea68a7a6cb.jpg

 

 

ყალიბი 10; სავაზნე 89მმ; წონა 4,2 კგ; სიგრძე 91 სმ; ლულის სიგრძე 61 სმ; ეჟექტორზე; ნახვარჩოკი; კალაპოტი ფოლადი; კონდახი კაკლის ან წიფლის(პისტოლეტური ტიპის).

წყარო; კლ მონადირე

ავტ;გურული


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?