Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის და როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ფასეულობები

ენამამული სარწმუნოება ვაზი ყურძენი ქვევრი ღვინო ჩურჩხელა ყველი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 19 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს უკვე ყველას ინდივიდუალური საკითხია, მე ჯერ დავოჯახებულვარ და ამ საქმეში ჯერ ვერ ჩავებმები, მარა როცა შვილები მეყოლება, მაშინ თუ დავიწყე უფრო გაფუჭებული საქმის გამოსწორება, მგონი უფრო რთული იქნება, რასაც დავაკვირდი ეს მდგომარეობა ხალხს ძალიან ავიწროვებს და მხოლოდ თავის შვილების კეთილდღეობაზე ფიქრობს და ამდროს  უცებ აღმოჩნდება, რომ მარტო დარჩა, არ უძებნია თავისნაირად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი, ჩაიკეტა არავის ენდობოდა. მე ეხლავე ვცდი რაღაცის შეცვლა და დრო გვიჩვენებს  ამო იყო თუ არა ჩემი მცდელობა, შორს არ წავალ და გუშინ ჩვენი ქვეყნის და კუთხეკუნჭულების დაღეგძელო შევსვით, არ მინდა რო მარტო სუფრაზე ვიძახდე ამ სადღიგრძელოს,  მინდა რო ყოველ დღე ვადიდო ჩემი ქვეყანა და როცა გამრავლებაზე მივალ, ოოო ღმერთს ვთხოვ ბევრი შვილი მომცეს, მეკი არ დამეზარება  ;)  :0030:

კარგი კაცი ხარ გიო. მართლა გულით გეუბნები . და მიხარია ძალიან რომ არ შევმცდარვარ როდესაც დიდი ხნის წინ შეგამჩნიე ეგ გულითადობა. შემოგევლე მაგ ჯიგრიან გულში. საბას დავესესხები და იმას გეტყვი რომ მარტო ჩვენ გაგვიჭირდება მეტის გაკეთება. ამას დრო სჭირდება. მაგრამ რასაც ლეგიონი აკეთებს ვფიქრობ ბარე სხვებიც რომ აგყვნენ , მაგარი კარგი იქნება მაგრამ....სამწუხაროა რომ ქართველობას ერთობის სურვილი აქვს დაკარგული. მხარში ამოდგომის და გვერდიგვერდ დგომის შეგრძნება აღარ გააჩნიათ. ყველა მესიაა და ყველა პარტიის ლიდერი თუ წარაკუა და პოლიტიკაში გუშინ მოსული ვიგინდარა პრეტენზიას აცხადებს ერის გადარცენაზე და ერის მამობაზე. ის კი ელემეწნტარული ვერ გაუგიათ რომ ეს ენამზეობა და ერთმანეთის ასე საჯაროთ ლანძღვა გინებით , ერთობის შეგრძნებას კიდევ უფრო აკარგვინებენ ამ ხალხს. 

ასე რომ ჩემო ქართველ რაღაცაში მარღტალიც ხარ. ჩვენ ჩვენი პირადულიც და საერთო საქმეც ვაკეთოთ. 

მიუსაფარ მოხუცებს  დავეხმაროთ რეგულარულად, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს გაუწიოთ სტაბილურად დახმარება, სისხლის ბანკში ჩვენი სისხლი ჩავაბაროთ ყოველ 6 თვეში ერთხელ და პატარები გადავარჩინოთ, გარემო არ დავანაგვიანოთ, ბუნება დავასუფთაოთ, ხეტყე არ გავჩეხოთ, ნერგები ვრგოთ ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ერთობა გავაძლიეროთ და სხვებიც "მოვწამლოთ" ამ ერთობით. ერთობით შეკრულ სამონადირეო საზოგადოებას უკეთესი ახალი კანონპროექტის იმედი ჩაუსახოთ. ყველას ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება და ეს ჩვენ ძალებშია - დავეხმაროთ. აწი თქვენც თქვენი თქვით და რასაც გავწვდებით ეგაა. 

ისე გულისწყვეტით გეტყვი ჩემო გიო რომ ეს დღეები ყელის ჩახლეჩამდე მოუწოდებდით ყველას რომ ჩვენი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო სისხლი. გაზაფხულზე შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად . შედეგი შენც ნახე .... 3 ადამიანი შემოგვიერთდა. დანარჩენები როგორც თვითონ გვწერდნენ - უვარგისი სისხლი ქონდათ.  სხვებმა საერთოდ არ გამოგვეხმაურენ. 

ეხლა ვაანონსებთ მოხუცებულებს დავეხმაროთ თქო და ისე უკუნი სიჩუმეა. ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს მაინც მივიყვანთ ბოლომდე . მაგრამ....

ხო და გაგახარებ ჩემო გიო. სტუდენტური თვითმართველობიდან შეგვეხმიანენ და გვითხრეს რომ ისინიც მზად არიან სისხლის ჩასაბარებლად. აი ჩემო გიორგი . სიკეთის კეთებაში მარტოები უკვე აღარ ვართ . ასე რომ რასაც აკეთებ -ეგაა საერთო და კეთილი საქმე. 

ჩემის მხრივ კი რაც შეეხება შენ მიერ გაჟღერებულ თემას -მაგას ვაგროვებ და ლეგიონის ფორუმზე ერთ თემაში მაქვს თავმოყრილი ეგ მარგალიტები. შედი და დაათვალიერე  . რამოდენიმე გვერდია უკვე შეგროვებულები. ასე რომ პასუხის გაცემა თუ გინდა ჩემო მეგობარო მაგას არაფერი სჯობს. რამოდენიმე კაცი დაკავდით ამ თემების გარკვევით, პირველწყაროთი და ინტერნეტში მოიძიეთ ამის უგულველსაყოფად მასალა. ხო და ჩვენივე გვერდზე ყოველ ასეთ უმსგავსობას გავცეთ პასუხი და ათასობით ჩვენი მეგობარი მოგვეხმარება მის გაზიარებაში. ასე და ამგვარად. სხვა წინადადებებიც საინტერესო იქნება. მოვუსმინოთ და თუ რაიმეში შეგვეძლება ჩართვა, მოგიკვდეს ბაბუ. ყველა კაი საქმეში თქვენ მხარდამხარ მიგულეთ.


53c8c0d32f03.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2254 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
გაიხარე ბაბუ, მეც გავარცელე ხმა ვისთანაც მიწვდა, მეთქი პატარებს სისხლი სჭირდებათ და შემოგვიერთდით მეთქი, მარა ბოლოს მაინც მარტოს მომიწია მოსვლა ჩემიმხრიდან, არ ვიცი დაეზარათ, რამე პრობლემა ჰქონდათ თუ რაიყო მარა მე მაინც მჯერა ჩვენ ვისაც არ გვეზარება სიკეთის კეთება, სულ თუ ვაკეთებთ ადრე თუ გვიან ბევრი აგვყვება.

#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1426 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

1 შვილი - არაშვილი
2 შვილი - ვითომ შვილი
3 შვილი - კარგი შვილი
4 შვილი - მართლა შვილი - მთიული
5

6

7

8

9 შვილი - ფიროსმანაშვილი

 

:good:

 

legion.ge-736-1521098201.jpg



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37378 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართალია. :ki:  :bravo: 


53c8c0d32f03.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 485 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

:think:  :think:  მთავარი ერთმანეთის გვერდით დგომაა, რაც დღეს დიდი დეფიციტია....

დათა თუთაშხიას არ იყოს, სხვებმა თუარ მოგვბაძა კაი საქმის კეთებაში და სარეველას გამოხშირვაში, მარტო რამდენიმე კაცისთვის ძნელია! 

:bravo:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი