ნაჯახები
წყარო:კლ მონადირე
ავტ:ბრაუნინგი
შვედეთი
Wetterlings
1882 წელს ინჯინერი ოტო ვატერლინგი შვედეთის ქალაქ Storvik-ში ჩადის, სადაც მის ძმას უკვე აქვს ნაჯახების მწარმოებელი პატარა კომპანია S. A. Wetterlings Manufaktur. ოტო ვატერლინგი ამერიკის სეერთებულ შტატებში ნაჯახის წარმოების შესასწავლად იყო წასული და სტორვიკში ჩასვლისთანავე ძმის წარმოებას სათავეში ჩაუდგა. უამრავი ახალი იდეა ჩამოიტანა შტატებიდან და მალე მსოფლიოში განთქმული ნაჯახების გამოშვებაც დაიწყეს.
შვედური ფოლადს იყენებენ სილიცუმის, მოლიბდენის და მანგანუმის შემცველობით(58-59 როკველი სიმტკიცე).
ხელით გამოჭედილი ნაჯახებია.
WETTERLINGS SAW20H HUNTING AXE 20"
კარგად ბალანსირებული სანადირო ნაჯახია. გამოიყენება ხის სახეთქადაც. ადვილი გამოსაყენებელია სატყავებლადაც. ასრულებს ჩაქუჩის ფუნქციასაც.
ტარის სიგრძე 51სმ
ნაჯახის პირის სიგრძე 15სმ
წონა ერთ კილომდე
ფასი 53$
უფრო პატარა ვარიანტია WETTERLINGS SAW13H WILDLIFE HUNTING AXE 13".
უშვებენ საშუალო ზომის ნაჯახსაც.
შვედეთი
Gränsfors Bruks
Gränsfors Bruks AB ოჯახური კომპანიაა, რომელიც 1902 წელს დაარსდა შვედეთის ქალაქ Bergsjö-ში, სტოკჰოლმიდან 340 კმ-ში. ნაჯახებს ეს კომპანიაც ხელით ამზადებს, უმტკიცესი ფოლადისგან, რომელიც ამ კომპანიის სპეციალური ტექნოლოგიით იჭედება. 1986 წლიდან უკვე შტატებშიც გახსნეს ფილიალი (Summerville, South Carolina). ტრადიციულ სკანდინავიურ ნაჯახებს ამზადებენ.
მონადირის ნაჯახი
პირის ფორმა საშუალებას იძლევა ნადირი ადვილად გაატყავო. ასევე მოსახერხებელია ხეზე სამუშაოდ. ტარის სიგრძე 47სმ. პირის 9 სმ-მდე. წონა 700 გრამამდე.
ამ ნაჯახს სვედეთის დიზაინის საზოგადოების უმაღლესი პრიზი აქვს აღებული.
ტყის პატარა ნაჯახი
ზომით მონადირის ნაჯახის მსგავსია თუმცა უფრო ტრადიციული ფორმის. ადვილად თავსდება ზურგჩანთაში.
ტყის სკანდინავიური ნაჯახი
ტრადიციული ნაჯახია, რომლითაც ხეების მოჭრაც არაა ძნელი. 62.5 სმ სიგრძის ტარი აქვს და 9.5 სმ სიგრძის პირი. იწონის 1 კგ-ს.
https://www.gransfor..._eng/index.html
შვედეთი
Mora
სკანდინავიურ დანებში ამ კომპანიაზე უკვე დავწერე. სანადირო ნაჯახსაც უშვებს. პატარა ზომისაა, ზურგჩანთაში კარგად ეტევა და მაღალი ხარისხის ფოლადისგან მზადდება(პირადად გამოვცადე, მე მაქვს). პირი დაფარულია ანტიკოროზიული მასალით. ტარი მაღალი სიმტკიცის პლასტიკური შენაერთია. წონა 500გ.
ასე ნაკრებად იყიდება საჩუქრად, დანა და ნაჯახი
ფინეთი
Roselli
Heimo Roselli-ის დანებზე უკვე დევს ინფორმაცია. ეს კომპანია კრუპის W75 ფოლადს იყენებს ნახშირბადის 0.7-0.8% შემცველობით და 59-62 რკ სიმტკიცით.
როსელის სანადირო ნაჯახი
ხელით გამოჭედილი ნაჯახია, არყის ხის ტარით, რომელიც ლაქითაა დაფარული. 95 სმ სიგრძისაა. ნაჯახის თავი ჩაქუჩის ფუნქციასაც ასრულებს. მრავალფუნქციური ნაჯახია, გამოიყენება როგორც ნადირის გასატყავებლად-ასაქნელად, ასევე ბანაკში, ხეზე სამუშაოდ. წონა 1კგ. ფასი 105$.
როსელის პატარა სანადირო ნაჯახი
კომპაქტურია, ადვილად თავსდება ზურგჩანთაში, პირის დამცავი შალითითაა. 35 სმ სიგრძის ტარით. წონა 1კგ. ფასი 100$.
https://www.moonrake....uk/roselli.htm
http://yourtools.ge/...lcje-vg1kgfu6sc
http://yourtools.ge/index.php/ka/
ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 20 July 2020 - 04:23 PM.
გამარჯობა ბაბუ, ვფიქრობ შეარჩევთ რამესერთი კაი ნაჯახი სად შეიძლება იშოვოს კაცმა?
გამარჯობა ბაბუ, ვფიქრობ შეარჩევთ რამესერთი კაი ნაჯახი სად შეიძლება იშოვოს კაცმა?
http://yourtools.ge/...jaxebidamachete
მადლობა პერტე , მაგრამ საჩეხადგვინდა და რაიმე უფრო იაფი და იორთა თუ იქნება გვირჩევნია. რაიმე ძველი ბაზრობაზე სადმე არ იყიდება?
0 წევრი, 0 სტუმარი
ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?