Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 200 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მოგესალმებთ,
ცოტა რამ მრგვალი სტენდის შესახებ:

ზოგადად სასტენდო სროლა არის სროლა გლუვლულიანი თოფით საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე (სტენდზე) სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებზე.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი: 1929-იდან _ კაცები, 1962-იდან _ ქალები; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1900-იდან _ კაცები, 1996-იდან _ ქალები (1988 და 1992 წლების ოლიმპიურ თამაშებში, სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემდეგ კაცებთან ერთად ქალებიც ასპარეზობდნენ).

1920-იანი წლებიდან შემოვიდა მრგვალი სტენდი (ინგლ. Skeet). აქ თეფშების ფრენის ტრაექტორია არ იცვლება, თავად მსროლელები იცვლიან სროლის ადგილს და კუთხეს. დღეისათვის მრგვალი სტენდი ითვლება კლასიკურ სასტენდო ვარჯიშა და ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრებებიც ამ დისციპლინაში იმართება.


87806275bad7.jpg

ae78fc67ba06.jpg

საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით. ამ კავშირის წევრები _ ვლადიმერ ჯაბახაძე, გურგენ ავალოვი, პეტრე სარქისოვი, დავით ცაგარეიშვილი და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა. 1940-იან წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების კონდრატ ციმაკურიძისა და ვლადიმერ ბურჯანაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე _ ბორის ოსიპოვი) და სპორტული სექცია. 1947 წელს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტსაზოგადოებებში “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში.
საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში საკავშირო ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, 1947-ში _ სარქისოვმა, 1950-ში _ ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში _ ბორის ანტონოვმა, დავით ცაგარეიშვილმა, კარლო დარასელიამ, იური საგანელიძემ, ზურაბ მაჩხანელმა და ვილი ალავერდოვმა. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. 1954 წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ტარიელ ჟღენტმა, რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ _ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, 1973 წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა თამაზ იმნაიშვილმა _ ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. 1970-იან წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა თემურ მატოიანმა _ ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა.
სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს 1994 წელს მიაღწიეს: თამაზ იმნაიშვილმა, დავით ქვათაძემ და გივი შენგელიამ მსოფლიო თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი _ ბრინჯაოსი.

შეჯიბრის წესები (მრგვალი სტენდი) :

მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 8 საცეცხლე წერტილი, აგრეთვე “მაღალი სახლი” (მარცხნივ) და “დაბალი სახლი” (მარჯვნივ). “მაღალი სახლიდან” სამიზნეები ამოიტყორცნება მიწიდან 3,05 მეტრის, “დაბალი სახლიდან” კი – 1 მეტრის სიმაღლეზე. თეფშებმა თავზე უნდა გადაუაროს ცენტრალურ მოედანს და ჰაერში იფრინოს 65 2 მეტრზე. ტაიმერის მექანიზმი თეფშს ტყორცნის მსროლელის სიგნალის შემდეგ 0-3 წამში. თეფშები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე შეჯიბრებისას. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70მმ, საფანტი (დიამეტრიც – 2მმ, საბრძოლო მუხტის წონა -22გ) სფეროსებურია და მზადდება ტყვიის ან მისი შენადნობისაგან. აკრძალულია სავი დენთის, აგრეთვე ტრასირებული და ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება.
სპორტსმენები თითოეული საცეცხლე წერტილიდან მორიგეობით ისვრიან. მათ აწვდიან ერთ სამიზნეს “მაღალი სახლიდან” და ერთს – “დაბალი სახლიდან”. ორმაგი სამიზნეები ზუსტად ერთდროულად უნდა გამოჩნდეს. №8 საცეცხლე წერტილიდან სპორტსმენმა სამიზნეს მანამ უნდა ესროლოს, სანამ ის ცენტრის ხაზს გადაკვეთს. ქულების დათვლის სისტემა ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე.

სამიზნე თეფშის სიმაღლეა 25-27 მმ, დიამეტრიც -110 მმ, წონა -100-110 გ. შეჯიბრებისათვის შერჩეული სამიზნის ფერი

მრგვალ სტენდზე სროლისისა დიდი ყურადღება ექცევა მსროლელი განლადებას სასროლ პოზიციაზე, დამწყები მსროლელი ამას ყურადღებას არ აქცევს, რაც საბოლოო ჯამი მის სროლის ხარისხზე აისახება, შემდეგ სურათში ნაჩვენებია როგორ უნდა განთავსდეს სპორცმენი მრგვალი სტენდის საცეცხლე პოზიციაზე.


ad3a7501bc04.jpg

და ასევე მნიშვნელოვანი მსროლელი დგომა, აქ ძირითადად სტანდარტული დგომა ასეთი: წინა გადადის მარცხენა ფეხზე (მემარჯვენეებისთვი) და მსროლელი იხრება დიაფრაგმის ნაწილში ანუ წელში მოხრილი კი არ არის არამედ ოდნავ ტანი აქვს წინ გადაწეული.

დაახლოებით აი ასე:
f647f1e558bd.jpg

გისურვებთ წარმატებებს....

6fc3d2dafcdd.jpg
0
  • add.png
  • delete.png
  •  
  •  
  •  

avtori დიდი მაგისტრი

 


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ცოტა რამ დგომების შესახებ

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიხართო უკაბ ეს კოორდინაცს არღვევს და სროლა უხარისხო გამოვა;
1p4iu.jpg

ეცადეთ ტანი ასე დაიჭიროთ:

0n1jb.jpg

დიდი მნიშვნელობა აქვს სასროლ წერტილთან დანი მდგომარეობას;
ამ სურათზე ნათლად ჩანს რა არ უნდა გააკეთოთ:

jl1g4.jpg

დამიზნების დროს ყურადღება მიაქციეთ თვალების მდებარობას ის უნდა ერწყმოდეს თოფს და "მუშკას":

ik9lt.jpg


ესეც ფოტო განწყობისთვის:


kondax2.jpg
kondax.jpg
0
  • add.png
  • delete.png

53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

rkri0.jpg

1. გადაიხარეთ წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დუპლეტის სროლის დროს ეს ძალენ დაგეხმარებათ ტავიდან დამიზნებაში;
2. შეამოწმეთ კონდახი, თოფი და "მუშკა" უნდა იყოს აუცილებლად თვალებს შორის;
3. მჭიდროდ მიიჭირეთ კონდახი მხარზე, განმეორებით სროლის დროს ბევრად კონცეტრირებული იქნებთ ამ შემთხვევაში;
4. მუხლები ამ პოზიციაში დაიჭირეთ;
5. იდაყვები დაიჭირეთ ტანთან რაც შეიძლება ახლოს, ეს ბევრ სიტუაციაში გამოგადგებათ და განსაკუთრებით სპორტული სროლის დროს;
6. წონდა გადაიტანეთ მარცხენა ფეხზე (მემარჯვენნებისთვის) და ტერფი დაიჭირეთ მხრის სიგანეზე;
7. მარცხენა ხელი "ცევიოზე" ძალიან შორს არ დაიჭიროთ;


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სატრანშეო სტენდი _
სროლა ცეცხლის ერთი საერთო ხაზიდან (საერთაშორისო ტერმინოლოგიით _ “ტრაპი”. ინგლ. Trap _ ნადირობა). აქ თეფშების ფრენის ტრაექტორია იცვლება. დღეისათვის მხოლოდ სატრანშეო და მრგვალი სტენდი ითვლება კლასიკურ სასტენდო ვარჯიშებად და ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრებებიც ამ დისციპლინებში იმართება.
სასტენდო სროლა ოლიმპიურ პროგრამაში 1900 წელს, პარიზის თამაშებისთვის შეიტანეს. ცოცხალ მტრედებზე სროლაში ბელგიელმა ლეონ დე ლუნდენმა გაიმარჯვა, ხელოვნურ მტრედებზე _ ფრანგმა როჟე დე ბარბარენმა. სატრანშეო სტენდი ოლიმპიდების პროგრამაში შედიოდა აგრეთვე 1908-24, 1952-2004. 1988-92 წლებში მამაკაცებთან ერთად სარბიელზე ქალებიც გამოდიოდნენ, 1999-იდან კი ცალკე ასპარეზობენ. კაცებში ორგზის ჩემპიონია სამი მსროლელი, იტალიელი ლუჩანო ჯოვანეტი კი ერთადერთია, ვინც ორივე ოქროს მედალი პირად პირველობაში მოიპოვა (სატრანშეო სტენდი).


შეჯიბრების წესები: სასანგრე სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 5 საცეცხლე წერტილი და 15 მტყორცნელი მანქანა. მანძილი საცეცხლე წერტილებს შორის 3,20 მეტრია, ხოლო ცეცხლის ხაზიდან მტყორცნელ მანქანამდე -15. მანქანები განლაგებულია 5 ჯგუფად, 3-3 თითოეული საცეცხლე წერტილისათვის.
სამიზნე თეფშის სიმაღლეა 25-27 მმ, დიამეტრიც -110 მმ, წონა -100-110 გ. შეჯიბრებისათვის შერჩეული სამიზნის ფერი (ნარინჯისფერი, თეთრი, ყვითელი, შავი)ყველა მსროლელისათვის ერთი უნდა იყოს. თითოეულ ჯგუფში 3-3 მტყორცნელი მანქანა, სქემის მიხედვით, თეფშებს სხვადასხვა მიმართულებით ტყორცნის. სქემა ისეა შემუშავებული, რო წინასწარ არავინ იცის, რომელი მანქანა ჩაირთვება ამა თუ იმ მომენტისათვის. ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც მანქანას თეფშებით ტენის, საგანგებო ორმოში იმყოფება და სპეციალური ეკრანით არის დაცული.
ნებადართულია ყველანაირი საფანტიანი, 12-კალიბრიანი იარაღის გამოყენება, მათ შორის ავტომატური მოდელისაც. აკრზალულია კომპენსატორების ხმარება, რომლებიც სხვა მსროლელს ხელს შეუშლის. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70 მმ, საფანტის მაქსიმალური დიამეტრიც – 2,5 მმ, მუხტის მაქსიმალური წონა – 24 გ. დაუშვებელია შავი დენთის, აგრეთვე ცეცხლგამჩენი და ტრასირებული ვაზნების გამოყენება.
ისვრის 6 კაცისაგან სემდგარი გუნდი. 5 სპორტსმენი საცეცხლე წერტილზე დგას, მეექვსე კი მზად არის №1 საცეცხლე წერტილი დაიკავოს. თითოეული წერტილისათვის უშვებენ თითო სამიზნეს. გასროლის შემდეგ თითოეული მონაწილე გადაადგილდება მარჯვნივ მდებარე საცეცხლე წერტილზე, №5 მსროლელი უკან გადგება და მზად არის №1 წერტილი დაიკავოს. სროლა გრძელდება მთლიანი წრის (რაუნდის) დამთავრებამდე. ყოველი რაუნდი თითოეული მონაწილისთვის 25-25 გასროლისაგან შედგება. მსროლელი იარაღს ორი ვაზნით გატენის და მზადყოფნის სიგნალს იძლევა. იმავე წამს მანქანიდან თეფში ამოიტყორცნება. თუ მონაწილემ პირველი ააცდინა, შეუძლია იმავე სამიზნეს მეორე ლულიდან ესროლოს.
საერთაშორისო შეჯიბრებებზე თითოეული გუნდი 3-3 მსროლელისაგან შედგება. ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე ტყორცნიან 125 სამიზნეს, ხოლო საუკეთესო გუნდი პირველი 3 X 125 სროლის შედეგით ვლინდება.
გამარჯვებულის გამოსავლენად ეწყობა ფინალური სერია 6 საუკეთესო მსროლელს შორის 25-25 გასროლით. ეს შედეგები ემატება მათ მიერ წინა სერიებში მოპოვებული ქულების ჯამს. იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ქულა დაუგროვდება.

8nqpi.gif


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სპორტინგს რაც შეეხება აქ საქმე ადვილად არის ორგანიზატორისთვის და ცოტა რთულდება შეჯიბრის მონაწილეებისთვის;

სპორტული მოედნის მოწყობა ხდება ორგანიზატორის მიერ, ის ცდილობს თეფშის ფრენის ტრაექტორია, რაც შეიძლება მიახლოებული იყოს ბუნებრივ პირობებთან;

მაგალითად ასე:
zq6p2.jpg
ან
ycnt9.jpg

განლაგება იცვლება სტენდის რელიეფის და ორგანიზატორის შეხედულების მიხედვით;

მონაწილეთათვის განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ის, რომ განსხვავებით მრგვალი და სატრანშეო სტენდისგან მონაწილე სრულად ვერ ხედავ ფრენის ტრაექტორიას ანუ ვერ აფიქსირებს გამოფრენის მომენტს და სამიზნეს ხედავ მისი ფრენის ტრექტორიის კონკრეტულ ნაწილზე;

აქაც, როგროც ყველა სასტენდო სახეობის დროს ძირითად მნიშვნეობა ენიჭება რამოდეინიმე უცვლელ წესს;

1. სამიზნის დაფიქსირება ვიზულაურდა;

2. სამიზნის დაფიქსირება მექანიკურად, რაც გულისხმობ სამიზნის და თოფის უკვე ერთდროულ მოძრაობას;

3. სროლის მომენტის შერჩევა, ანუ მექანიკური დაფიქსირების შემდეგ ოდნავ ვაჩქარებთ თოფის მოძრაობას უკვე დაფიქსირებულ ტრაექტორიაზე (ოღონდ "პლავნად" 0027.gif ) და სამიზნის გდასაწრების შემდგომ ვახორციელებთ გასროლას;

4. ტანის მდგომარეობა;

5 სწორი დგომა;

გისურვებთ წარმატებებს!!!
0
  • add.png
  • delete.png

53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

babu
გაიხარე 0027.gif/> კარგი ვიდეოები მართლა საკაიფოდ გვაგებინებს "ნავიჩოკებს" საბაზისო ტეკნიკას;

შენი დადებული ვიდეო ძალიან მომეწონა; (ყველამ ნხეთ პირველ გვერდზე ბაბუს დადებული ვიდეო)
შენ, რომ კარგად გესმის იქ რა ხდება ეს ვიცი, მაგრამ მინდა ვინც ინგლისური არ იცის იმათთვის პატარი ინფო დავდო სამივე ტექნიკაზე, იმიტომ რომ სხვადასხვა სიტუაციებში სახვადასხვის გამოყენებაა საჭირო. ისე, როგორც ავტორი ამბობს სამივე სტილის კომბინაციას თუ შეძლებთ საერთოდ დაგლიჯავსო, მაგრამ ეგ მგონი ნამეტანი პროფების საქმე, თუმცა რავიცი ნიჭიერ ბიჭებს რა გამოლევს საქართველოში. მოკლედ ასეა თუ ისე სამივე სროლის ტექნიკას აღვწერ შეძლებისდაგვარად.

შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე, რაც შემდგომში გაადვილებს ტექტის კითხვას, ერთიდაიგივეს განმეორება არ მომიწევს0027.gif/> (ეს აღნიშვნები ჩემი მოგონილია და თუ სადმე ლიტერატურაში არ შეგხვდათ არ გამკიცხოთ, ან თუ შეგხვდათ არ იფიქროთ რომ ჩემგან გადიღეს უბრალოდ სადღაც მექნება წაკითხული და ქვეცნობიერად მახოვს) 0027.gif/>

ვიზუალურად დაფიქსირების წერტილი - წერტილი, სადაც გვიჭირავს თოფი სანამ თეფში გამოფრინდება ანუ საიდანაც ვაფიქსირებთ სამიზნეს და საიდანაც ვიწყებთ თოფის მოძრაობას;
მექანიკურად დაფიქსირების წერტილი - წერტილი, სადაც თოფის სამიზნე გაუსწორდება (დაეწევა თეფში) და საიდანაც უკვე სასროლათ ვემზადებით;
სროლის წერილი - ეს ადვილია წერტილი, სადაც ვისვრით 0027.gif/>


პირველი - გამოკიდება გადასწრება და სროლა;
ამ დროს სამიზნეს ვაცლით გაიაროს ვიზუალურად დაფიქსირების წერტილი, შემდეგ ვიწყებთ მოძრაობას უფრო სწრაფად ვიდრე თეფში და როგორც კი გადავასწრებთ სასურველი მანძილით ვახდენთ გასროლას; ეს ტექნიკა გამოიყენება ახლო სამიზეებისთვის;

მეორე - გაყოლა და გადასწრება
ვიზუალურად დაფიქსირების წერტილიდან თოფი და თეფში მოძრაობენ ერთი სიჩქარით ანუ ზუსტად თეფშს ვაყოლებთ თოფს, გავცდებით მექანიკურად დაფიქსირების წერტილის და არ მისული სროლის წერტილამდე, ოდნავ ვასწრებთ სამიზნეს და ვესვრით, ოღონდ ეს გადასწრება უნდა იყოს ძალიან "პლავნი" ანუ არ უნდა "გავხტეთ";
ეს ტექნიკა გამოიყენება საშუალო მანძილზე სროლისთვის;

მესამე - "აპირიჟენიით" გაყოლა
ვიზუალურად დაფიქსირების წერტილიდან ვეწევით თეფშის. მექანიკურად დაფიქსირების წერტილში უკვე გადასწრებული გვაქვს სამიზნესთვის და თეფშის სიჩქარით, "აპირიჟენიით" მივყვებით თეფშს სროლის წერტილამდე და იქ ვესვრით; ეს ტექნიკა გამოდგება იმ შემთხვევაში თუ მხედველობას არაფერი არ უშლის და სასროლი მანძილიც დიდია. (სპორტინგზე ეს არ გამოდგება);

სამივე კარგია და სამივეს სრულყოფილი ფლობა სავარაუდოდ ბრაკონიერობაა 0009.gif/>)))))

არ ვიცი რამდენად კარგად გადმოვეცი რისი თქმაც მინდოდა, თუ რამე გაუგებარია მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო0027.gif/>


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37109 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი