ჰოდა რას გეტყვით იცით, სიმღერაა ასეთი "რის ტიკააა(იარაღია ერთგვარი ) რას ტიკაა(იარაღია მეთქი ერთგვარი ) ჩვენი ბალეტრისტიკააა" მთიული ღიღინებს ხოლმე ძილში. დანარჩენი სიტყვები ვერ გავარჩიე... ვისაც დაგაინტერესეთ გისურვებთ წარმატებებს ...
ბაბუმ 1 კვირით ადრე დამირეკა : შე საწყალოო, სეზონზე შენი თოფის ხმა არ გამიგონიაო , გადაყევიო შრომასო, პროექტებსო , მუშაობამო ვირი მოკლაო, ვირიოოო, "კალხოზში" ყველაზე მეტს ცხენი მუშაობდაო, ცხენიო, თავჯდომარედ მაინც არ აირჩიესოოოოო????? ის იყო გული ამიჩუყდა და ამომიჯდა და ლამის ავცრემლდი ... წამოდიო შარახევშიო, განადირებო , განადიმებო, გაყინულ მთებშიო მზით გაგათბობო, დაგათრობო , ხალხს გაგაცნობო , შეეშვიო კომპიუტერსო რის კომპიუტერი - აიღე ტიკაო(იარაღია მეთქი ერთგვარი გითხარით), რაის კომპიუტერი გეუბნები - ტიკაო (იარაღია მეთქი ერთგვარი რამდენჯერ უნდა გამამეორებინოთ რა ხალხი ხართ თქვენ ??? ) ხო გიყვარს ბალეტრტისტიკაო
ფიქცია მეთქი ბაბულიკა ?
აუ ფირო ფიქცია არა ფრიქცია და კამასუტრა , ამუნიცია მოიზომე ბევრს ნუ მალაპარაკებო !!!
ბაბუ რომ კაცს შეუჩდება და თან მისთვის კარგი უნდაა, წინ ვინ ოხერი დაუდგება, ხომ გესმით ? თან ხმაც ისე უკანკალებდა მზრუნველობით ჰანგზე .... კომპიუტერს ვერ მოვწყდი "დოლგ იესტ დოლგ" , მაგრამ ემანდ ჩემი ძმობილის საქმე აქამდე არ მივიდეს მეთქი
თან დავფიქრდი გვინდა ამ კაცის "პრაგრამმეისტერობა" სიბერეში მეთქი და ფორუმზე ახლად გახსნილ თემაში შევედი
ჩამსწორებელი Panteleimon, 06 February 2018 - 10:31 AM.