Jump to content

სურათი

იღბლიანი ,,გაუგებრობა''

* * * * - 3 პასუხები ლეგიონი ნადირობა რაპორტი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 32 გამოხმაურება

#1 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

...იღბლიანი ,,გაუგებრობა"-ანუ ღრუტუნა მგელი !!! 

 
 
          სალამი მეგობრებო!!! მოუცლელობისა და გარკვეული მიზეზების გამო ამ რაპორტს მოგვიანებით გაწვდით !!!!
მაშ ასე... დეკემრის დასაწყისი,.. დილაა!.. ვზი სახლში და მივშტერებივარ ტელევიზორს,.. ,,მივშტერებივარ" ზუსტი სიტყვაა იმ ვითარებისა რომელსაც ვგულისხმობ , ვინაიდან თვალები ეკრანისკენაა, ხოლო აზრი ,,ხვალის" გეგმებს ვერ ალაგებს,.. არა და მაქვს, თუმცა ვერ გამიგია საიდან დავიწყო!!! ..ამ დროს ზარი გაისმა ,დავხედე და დავით ილურიძე მიღიმის ეკრანიდან!!! მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ მეპატიჟება ერთ- ერთ კერძო მეურნეობაში მტაცებლების გამოხშირვაზე... პასუხი სასტიკი უარი!!!.. ვერ დალაგებული გეგმები მაქვს და რა დროს ნადირობაა?!.. მოკლედ ,,ზაკონ პოდლოსტი" ყველას გაგვიგია და ზუსტად ასე იყო აქაც,.. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა და უკვე ხვეწნა კი არა ნამუსზე შეგდება დამიწყო .. ხალხი გვაკლდება ნომრებში და ნუ გაატ..ეო!!! მაგრამ მე ხომ პრინციპული ვარ?! .. წადი შენი ტურ-მელა- მგელის დედაცთქო,.. საქმეები მაქვს მეთქი!!! (არა და მასთან ყოველი საუბრის შემდეგ სულ ვფიქრობდი -ნეტა კიდევ დარეკოს მეთქი!!).. ხოდა აღარ დარეკა!!! მოვიწყინე ,  გეგმებიც არ თუ ვეღარ დავალაგე და გაბრაზებულმა მე დავურეკე- ადგილი თუ დაგრჩათ მოვდივარ მეთქი!!!.. ასე ამგვარად მოვხვდი იმ ,,გაუგებრობაში" , რომელზეც აწი მოგახსენებთ!!!!

85bcfd328be6.jpg.


  • 0

#2 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.გზა, როგორც ყოველთვის მხიარული, მოგონებების გახსენებებით, იმედების გახმოვანებებით და ხორხოცით გავიარეთ.. მივადექით მეურნეობის სანადირო სახლის ტერიტორას, სადაც ბლომად ადამიანი ირეოდა.. 

 
6474606dc387.jpg.

  • 0

#3 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.,პროტოკოლით" გათვალისწინებული მისალმება-გაცნობის პროცედურების შემდეგ მასპინძელმა სახლში შეგვიყვანა  და დილის საუზმით გაწყობილ მაგიდისკენ მიგვიპატიჟა.. დასაწყისი მშვენიერი,..ჩაი- ყავა  რამე- რუმეებით და რაც მთავარია ცხელი ხაში  თავისი ბიძაშვილ-მამიდაშვილებიანად.  უფფ...კარგი იყო!!!!.. მასპინძელი საკმაოდ ენერგიული, ენაწყლიანი და ხალისიანი გამოდგა,  თან მრავალ თავგადასავალ გადატანილი და რაც მთავარია ,,ЗАЯДЛЫЙ" მონადირე!!! .. ისე აღმოჩნდა რომ საერთო ,,კანონები" რომელიც მის მეურნებაში მოქმედებს მართლაც ყველასათვის საერთოა..განუკითხავად მეგობრობისა, ვიპ-სტუმრისა თუ ნათელ- მირონობისა... რესპექთ!!! 

ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო საერთო ინსტუქტაჟი ნადირობის დაწყება -დასრულების, უსაფრთხოებისა და ლიმიტების , ნომრებში დადგომის წესისა და გამოსახშირი სახეობების მხრივ!!!..და სასიამოვნო თუმცა იმედს მოკლებული ბონუსი -ნებართვა 1 გარული ღორზე, თანაც მხოლოდ და მხოლოდ ტახზე!!!!!..
d6e7da9a77a5.jpg

  • 0

#4 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.მაშ ასე დაიწყო!!!... ვდგავარ ნომერში ირგვლივ სიჩუმე , ხეირიანად ფრინველიც არ გადადის,მხოლოდ საკუთარი მომატებული გულის ცემა  თუ არღვევს ამ მყუდროებას, ..სუნი.. სუნი საოცარი ..ტყის, ნეშომპალისა თუ ათასი სხვა ინგრედიენტის რომელიც ამ გარემოს ახასიათებს!!! .. ფანტასტიკაა!!!  გადის ხანი ჯერ ძაღლების ხმაც არ ისმის , სამაგიეროდ დღის შუქი  იმატებს და შაშვების ჭახჭახი, დრო და დრო ისე ახლოს გაიფრთხიალებენ , რომ ძალაუნებურად შეგაკრთობს!!!... ვაა, დრო იწელება და ერთი დაყეფებაც არ გამიგია!!!.. ნელ-ნელა გულიც საგულეს უბრუნდება და თითქოს დუნდები და დაღლაც ეპარება მუხლებს!!!!..ხო.. პატარა გადახვევა.. დაღლას შევეხე და ერთი რამ უნდა ვთქვა, აუცილებელ ატრიბუტიკაზე მოგახსენებთ ,რომელიც ასეთ ნადირობაში სავალდებულოა!! ეს არის სკამი!! გასაშლელი სამფეხი სკამი!! .. ვინაიდან და რადგანაც მე მო-,,ნადირე" იმდენად არ გახლავართ რამდენადაც მე-,,ჩიტე" ვარ ,  ეს აქსესუარი ნამდვილად არ მქონდა ამუნიციაში და ამიტომაც დავისაჯე!!! ასე რომ  ვინც ასეთ ნადირობაში აქტიურ ჩართვას აპირებთ აუცილებლად იქონიეთ!!!!

8220ac990451.jpg

  • 0

#5 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.როგორც ზემოთ ავღნიშნე, და ისაა უკვე დაღლა მიპყრობს რომ გაისმა გაბმული ყეფა ,შეუერთდა სხვებიც და მივხვდი რომ რეალურად დაიწყო ნადირობა! გული ისევ აჩქარდა, სმენა გაათმაგდა , თვალების ცეცება გაასმაგდა!!..სადღაც შორს  თოფი გავარდა, ძაღლების ყეფა თანდათან ახლოვდება და ყეფა ინტენსიური ხდება ,.. ყეფამეთქი!!--არა!!! ესაა ჰარმონია რომელიც იმ წუთში, იმ წამში ყველაზე სასურველი და ლამაზია!! ვიღაცამ შეიძლება დამცინოს ,მაგრამ ეს მუსიკაა ,..რაღაც ეპიკურ- ბატალისტური !!!

ხოო და შენ ჩემი ბატონი ხარ...  აგერ ჩემს გვერდზე არ გავარდა ფიშტო?!... ვცქვიტე ყურები , მეორე არ მოყოლია,... ვქაჩავ თვალებს იმ მიმართულებით საიდანაც ისროლეს და უკნიდან საპირისპირო მიმართულებით კააააი ტრაკა ტურამ ხითხითით არ  შამიშლიგინა?!.. ვესროლე აბლანდულმა.. მაზილააა!!-- მომაძახა ტურამ და ჯაგში დაიმალა!!!! შევუკურთხე გამჩენი და გაასმაგებულ კონცენტრაციას მოვუხმე!!!!
აქ კი უკვე დაიწყო უჩვეულო რამ,.. ძაღლები რამოდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და დაიწყეს წრეზე მოძრაობა ..ამის მიზეზი რამდენიმე ხანში გაირკვა , ... თემო შურღაია მოვარდა აქოშინებული და საფანტის ვაზნა მთხოვა, თურმე ერთი და იგივე კურდღელი ჩაუვლის და ჩამოუვლის.. ერთხელ ისე ახლოს მოვიდა ლამის ბათინკებზე  ,,შნუროკები" დამაწიწკნაო!!
მოკლედ გრძელდება ძაღლების ეს გაუთავებელი წრეზე ყეფა  და მოშორებით ხალებიან ანგლო-რუსს  მოვკარი თვალი, წამის მეასედში მოშორებით ისევ ტურა გამოჩნდა რომელის პირდაპირ ჩემზე მოდიოდა, ვინაიდან შეიძლება ითქვას რომ ბუჩქში ვიდექი ხილვადობა მინდა გითხრათ სასურველი არ მქონდა,, ამიტომ მოცდა ვამჯობინე ,.. თუმცა აღმოჩნდა, რომ სადღაც 20-30 მეტრში მდევრები მოჰყვებოდნენ ,როცა სასროლად მოვემზადე არეალში მხეცთან ერთად მდევრებიც მოჰყვნენ და სროლა ვერ გავბედე, მით უმეტეს კარტეჩი მქონდა პირველი!!!...ამასობაში იმანაც შემამჩნია და გაძვრა ისევ ჯაგში!!!

  • 0

#6 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.სადღაც შორს სროლები კვლავ ისმოდა!  დავხედე საათს და საღამოს 4-5-სკენაა უკვე,.. განცდებით და ფეხზე დგომით სასტიკად  დაღლილს გვამცნეს რომ ეს სარეკი მორჩა!!!.. მოგვაკითხა ადგილობრივმა ეგერმა, დავსხედით მანქანაში და გეზი ავიღეთ სხვა მიმართულებით ,.. მეორე  სარეკი იგეგმებოდა!!!.. გულში იმედგადაწურული ვიყავი , მაქსიმუმ 2-2,5 სათში რა უნდა მოგვესწრო?!.მივედით ადგილზე და ეგერმა დაიწყო ნომრების განაწილება.. როგორც დაღლილმა და იმედგადაწურულმა პირველი ნომერი ავირჩიე და ეგერმა ერთობ საინტერესო ადგილი მიმიჩინა- ვიწრო ბილიკი ნადირისაგად გათელილი და რომელიც ასევე ვიწრო მდინარეზე ჩადიოდა, თუმცა ჩემს უკან ისეთი ჯაგიანი იყო ,რომ იერიშზე წამოსული მხეცის შემთხვევაში შანსი არ მქონდა,იმ ჯაგის გამრღვევი მე კი არა დათვიც არ იქნებოდა!!!

დავიწყე ადგილის დათვალიერება, ვუყურებ წინ მდინარეა, იქეთ ნაპირზე მცირე ბუჩქიანი ველი და  ისევ ტყიან-ჯაგიანი, ერთობ პერსპექტიული ადგილია თუ რამე გამოვიდოდა შანსი არ ქონდა, მაქსიმუმ  მდინარეშივე დავტოვებდი!!.. მოკლედ ამ თვალიერებაში ვარ ,ეგერიც მანქანისკენ მიბრუნდა, რომელსაც ვხედავ 200-300 მეტრში!!!.. ვდგავარ და ველი ნადირს. პირველი ვაზნა 7-0 მაქვს, შემდეგ ტყვია, შემდეგ მსხვილი კარტეჩი და ისევ ტყვია  ..სადღაც ძალიან შოოორს ძაღლის ყეფა გაისმა, ძლივს რომ მოკრავ ყურს ისეთი,.. უკვე უსიგარეტობამ ძალიან შემაწუხა, ამოვიღე და ხელში ვათამაშებ , ვფიქრობ მოვუკიდო თუ არა..და ამ დროს მდინარის იქით რაღაც ფაჩუნს ტკაცანი მოჰყვა,.. გავხედე და სისხლი გამეყინა ძარღვებში!! მდინარის პირს გარეული ღორია მომდგარი და მაღლა აწეული დინგით ჰაერის ჭავლს ამუშავებს!!!! დანახვით ვერ დამინახავდა  , ჯერ ერთი რომ კარგად შენიღბული ვიყავი ბუჩქში და მეორე, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ღორს მხედველობა ძალიან ცუდი აქვს!! სამაგიეროდ სმენა და ყნოსვა აქვს ზე !...

  • 0

#7 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.ვდგევარ გახევებული და  გაგეცინებათ ისევ გეგმები გამიჩნდა აქაც დასასახი!! 1. --7-0 !! რა ვქნა?! ამის ამოღებისას ნახევარ ავტომატის ჩხაკუნი იქნება?!  ღორი მაქსიმუმ 30 მეტრშია !!!.. და 2. ბინდია უკვე შემოპარული ტყეში  და ხილვადობა არ მიწყობს ხელს გავარკვიო ტახია თუ ნეზვია!!! .. მოკლედ დგას ეს ჩემის ,,ნაფნაფი" თუ ,,ნუფნუფი" და დინგით მეძებს!!..მეც ვდგავარ და ველოდები ეგებ გადმოვიდეს და აქ ამოვა, ამ ჩემს ბილიკზე 1000000%-ში!!!ამ ნერვების ჭიდილში ტახი დამარცხდა, გაუბედა და წყალში შემოვიდა. ერთი გაფიქრება დინების მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა და მალევე გადაიფიქრა, ისევ ჩემსკენ შემობრუნდა,.. მორჩა, ბილიკზე ამოვა !!!გადავწყვიტე, როგორც კი დავადგენ ტახია თუ ნეზვია ეგრევე დავახლი ამ წვრილ -კარტეჩს, რომ ტყვიას გზა გავუთავისუფლო- მეთქი !!!.. ვდგავარ გახევებული, ადრენალინმა კეფა ამხადოს ლამის.. და ამოყო ფერდიდან ეს გაბანჯგლული თავი , ..არის!! ეშვი დავინახე.. თვალდაბნელებულმა დავუშვი სასხლეტი !! განწირული შეხტა და თავის ფრატუნით ჩემსკენ დაიძრა, თმები ყალყზე დამიდგა და ამჯერად ტყვია მივაყოლე ! იცვალა გეზი, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ჩაიმუხლა,.. ისევ ადგა, განაგრძო გზა,  ისევ დაეცა, ისევ დადგა და მდინარის პირისკენ აიღო გეზი გაუვალი ჯაგისკენ!!! საბოლოო გასროლა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ეს განწირული სვლა შემეჩერებინა და ჯაგში არ განეტევებინა სული!!!!..

0c7df285ae60.jpg


  • 0

#8 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.დაეცა საბოლოოდ !! .. ვდგავარ და ველოდები ,რომ დავრწმუნდე მის უტყუარ სიკვდილში, ამასობაში  აქოშინებული ეგერიც მოვარდა, რომელიც მანქანასთან მისულიც არ იყო და  გასროლის  ხმაზე შემობრუნდა. ხელით მანიშნა რა ხდებაო?.. მეც ხელით მივუთითე ღორზე,! ჰმმ-ჩაიღიმა და ცენტრს რეზულტატი რაციით უპატაკა. ნადირობა დასრულებულად გამოცხადდა !!!  ცოტა ხანში მაშველი ჯგუფიც მოვიდა  და ერთიანი ძალებით ტახი პიკაპის საბარგულზე მოთავსდა!!!

 

858b3baed123.jpg


  • 0

#9 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

.9b499fe8b0a8.jpg

338c815454e2.jpg
ამის შემდეგ რაც მოხდებოდა კარგად უწყით, სამონადირეო სახლში დიდი შეკრება, მილოცვები, აზრთა გაცვლა გამოცვლა და  რაც მთავარია დედლაინით გათვალისწინებული ნადირობის ობიექტებიც გამოხირული დამხვდა, 3 ტურა და 1 მგელი !!! ასეთი იყო ეს ჩემი იღბლიანი ,,გაუგებრობა!!! მადლობა ყურადღებისთვის.. წევეი!!!!

  • 1

#10 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33882 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგადაცც გინადირია და საინტერეს რეპორტიც გამოგივიდა დიიმ. ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე. გაიხარე ძმობილო ისეთი ნაცნობი შეგრძნებებია , თითქოს მეც იქ ვყოფილიყავი.

  ეს ერთი და სხვა მრავალი დიმა!

:bravo: 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#11 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
იცოცხლეე!!
  • 0

#12 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33882 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმედი მაქვს შაბათსაც ხოშიანი ნადირობა და მერე რეპორტი გამოცხვება


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#13 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

გისმინოს ღმერთმა !!


  • 0

#14 Share
ლეგიონერი

ლეგიონერი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 201 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:თბილისი

ვაუ.რეპორტი ხო მაგარია და შედეგი მთლად უკეთესი :good:  :good: .

საღოლ ძმაო :bravo:  :bravo:  :bravo: .

ამაზე ნაკლებად არ გენადიროს არასდროს.

:beer:  :beer:  :beer:


  • 0

#15 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1788 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მაგარია დიმა. კარგად გიხალისია


  • 0

#16 Share
Panteleimon

Panteleimon

    კანდიდატუსი

  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 973 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

dima71,

დაგელოცოს თვალი და მარჯვენა. :good:  :good:  :good:  


  • 0

#17 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 502 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

dima71- გილოცავ კიდევ ერთხელ....!!!!!!!!!!!!

 

692d5bf55c86.jpg


  • 0

#18 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 129 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ყოჩაღ!
გილოცავ!


  • 0

#19 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

გაიხარეთ, მადლობა ხალხო,.. ბევრ წარმატებულ ნადირობას გისურვებთ თქვენც!


  • 0

#20 Share
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    კანდიდატუსი

  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1172 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ვა ვა ვააა ეს რა მაგარ რეპორტს წავაწყდი აქამდე სად ვიყავი ძაან მაგარია დიმა მომილოცავს, მეც დამბურძგლა რო ვკითხულობდი.  :0025:


  • 0

#21 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3748 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

გილოცავ დიმა მშვენიერი გასვლა , მშვენიერი შედეგი , და რას ინატრებ უკეთესს რეპორტი


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#22 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

სვანი,მეტო,..დიდი მადლობა ბიჭებო !!


  • 0

#23 Share
kaki77

kaki77

    ტრიბუნი

  • კლუბის წევრი
  • 507 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

მალადცი არლი  :bravo:


  • 0

#24 Share
fxovela

fxovela

    ტრიბუნი

  • კლუბის წევრი
  • 478 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

საღოლ დიმა, ეხლა წავიკითხე და მაგრად ვისიამოვნე, მიყვარს ასეთი ნადირობები, ხაშზე ვიცანი, ნიკო ჯ.სთან იყავით ალბათ ;)


  • 0

#25 Share
dima71

dima71

    ტრიბუნი

  • თემის ავტორი
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 483 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
გამოიცანი გიაჯან..ეგაა !!!
  • 0





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 27 წევრს:

linkbox.ge