Jump to content

სურათი

ტიბეტი - სამყაროს სახურავი

ტიბეტი სახურავი სამყარო

ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ტიბეტი - სამყაროს სახურავი
 

10671360401991.jpgტიბეტი წარმოადგენს შორეული აღმოსავლეთის განუყოფელ
ნაწილს, როგორც ჩინეთის ნაწილი ის დასავლეთ ჩინეთად მოიხსენიება. იგი მნიშვნელოვანი
რეგიონია, როგორც გეოგრაფიული, ასევე ისტორიულ-კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური
კუთხით. 
ტიბეტი მდეობარეობს ტიბეტის პლატოზე და დასახლებულია
ძირითადად ტიბეტელებით, რეგიონის საშუალო სიმაღლე დაახლოებით 4, 900 მეტრია, ამ მაჩვენებლით ის დედამიწის უმაღლესი რეგიონია და ტყუილად არ მოიხსენიება ეპითეტით „სამყაროს სახურავი“.

ტიბეტის სახელმწიფო წარმოიშვა 7 საუკუნეში. ტიბეტელები მე-13-14 სს-ში მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყვნენ, ხოლო უკვე მე-17 ს-ში გელუგპა დალაი-ლამა ქვეყნის სასულიერო და საერო ხელმძღვანელი გახდა. მე-18 ს-ის დასაწყისიდან ეს რეგიონი კვლავ ჩინეთისა და
მონღოლეთის ყურადღების ობიექტი ხდება. ამ პაექრობაში ჩინელებმა გაიმარჯვეს და ლჰასაში (უდიდესი ქალაქი ტიბეტში) მცირე გარნიზონიც კი ჩააყენეს, რაც შეეხება დალაი-ლამას შეუნარჩუნეს
სუვენერობა შიდა საქმეებში. 1904 წელს ტიბეტში ინგლისელთა ჯარები შევიდნენ რუსეთისაგან ზეგავლენისაგან დაცვის საბაბით. 1910 წელს ჩინეთი ემზადებოდა შესაჭრელად, თუმცა ჩინეთში
დაწყებულმა არეულობებმა და რევოლუციამ ხელისუფლების გეგმები შეცვალა. 1950 წელს ტიბეტი ოკუპირებულ იქნა კომუნისტური ჩინეთის მიერ. დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც
სათავეში დღევანდელი XIV დალაი-ლამა ედგა სათავეში. დაწყებული პარტიზანული ბრძოლები 1959 წელს ჩაახშვეს. დალაი-ლამამ თავი
ინდოეთს შეაფარა. 1965 წელს შეიქმნა ავტონომიური რაიონი. გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო ტიბეტში ადამიანთა უფლების დარღვევის ფაქტების შესახებ.

10671360402261.png
გეოგრაფია
 - როგორც უკვე ავღნიშნეთ ტიბეტი მდებარეობს ტიბეტის პლატოზე, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს რეგიონს წარმოადგენს. ეს რეგიონი აღმოსავლეთ აზიის ნაწილად ითვლება, თუმცა ზოგიერთი ევროპელი მეცნიერი ტიბეტის ნაწილს ცენტრალურ აზიასაც მიაკუთვნებს. იგი ჩინეთის ცენტრალური დაბლობისაგან და კონტინენტური ჩინეთისგან აღმოსავლეთით მდებარეობს და მოიხსენიება, როგორც „დასავლეთ ნაწილი“, „დასავლეთ
ჩინეთი“. რეგიონი იწყება ჰიმალაის მთათა სისტემის ჩრდილოეთიდან. ტიბეტში მრავალი მაღალი მთაა, რომლებიც წამყვან ათეულებს ქმნიან. მთა ევერესტი (8, 848 მ) წარმოადგენს დედამიწის უმაღლეს მწვერვალს, რომელიც ნეპალის საზღვართან
მდებარეობს. ბევრი დიდი მდინარე სწორედ ტიბეტის პლატოზე იკვებება და იღებს სათავეს (დღესდღეობით ძირითადად ცინხაის პროვნიციაში). ესენია: იანძი, ხუანხე, ინდი, მეკონგი, განგი, სალუინი, ბრაჰმაპუტრა და სხვა. 

ტიბეტს აზიის „წყლის კოშკად“ მოიხსენიებენ ხოლმე. ჩინეთი დიდ ინვესტიცებს დებს წყალთან დაკავშირებულ პროექტებში ამ რეგიონში. მდინარეები ინდი და ბრაჰმაპუტრა დასავლეთ ტიბეტში ყალიბდებიან, კაილასის მთის მახლობლად. ეს მთა წმინდა პილიგრიმულ ადგილს წარმოადგენს, როგორც ინდუსებისთვის, ასევე ტიბეტელებისთვის. ინდუსები მთას ღმერთ შივას საცხოვრისად თვლიან. ტიბეტში ბევრი ტბაა, მაგალითისთვის: ცინხაი, მანასაროვარი, ნამცო, პანგოგ-ცო, იამჟოუმ-ცო, სილინგ-ცო და სხვა მრავალი ტბა. ცინხაის ტბა უდიდესია მთელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. 

ატმოსფერო 9 თვის განმავლობაში რამდენადმე მშრალია. იცის მოჩვენებითი წვიმები. ტემპერატურა ძირითადად დაბალია, დასავლეთ ნაწილში ხშირია თოვლი, ვეგეტაციის პერიოდის სიმცირის გამო მცენარეები ზომით ბუჩქებზე მეტი ვერ იზრდებიან. ინდური მუსონები გარკვეულწილად ზემოქმედებენ აღმოსავლეთ ტიბეტზე. ჩრდილოეთ ტიბეტი გამოირჩევა ზაფხულში მაღალი, ხოლო ზამთარში დაბალი ტემპერატურით. 

ითვლება, რომ კლიმატური ცვლილებები და საერთოდ გლობალური დათბობა თვალშისაცემი გახდა ჰიმალაის მთების მაგალითზე. ყოველწლიურად 10 მეტრით უკან იხევენ მყინვარები, რაც საშინელი მოვლენაა, რადგან როგორც ავღნიშნეთ ამ რეგიონს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის წარმოქმნის უზარმაზარ მდინარეებს, რომლებზეც მილიონობით ადამიანია დამოკიდებული, აგრეთვე ის, რომ კლიმატის ცვლილებები ამ რეგიონში, ზემოქმედებას
მოხადენენ მსოფლიოს: ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, სუფთა წყლის მარაგზე, ჯამრთელობაზე, მყინვარებზე, ტყეებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ა.შ. მიუთითებს კიდევ ერთხელ ამ რეგიონის მნიშვნელობაზე.


10671360402521.jpg

 

კულტურა, ეთნიკურ-რელიგიური ისტორია - ტიბეტში დაახლოებით 800 დასახლებაა, მისი ტრადიციული დედაქალაქი ლჰასაა, რომელიც დღეს ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი მოიცავს მსოფლიოს ორ ღირსშესანიშნავ მემკვიდრეობას, ესენია: პოტალას სასახლე და ნორბულინგკა (1754 წელს დაარსდა VII დალაი-ლამას ინიციატივით და წარმოადგენდა დალაი-ლამას საზაფხულო რეზიდენციას
1780 წლიდან - 1959 წლამდე, მანამ სანამ XIV დალაი-ლამა გაიქცეოდა ტიბეტიდან), ესენი პოტალას სასახლის ისტორიულ ანსამბლშია გაერთიანებული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის
ძეგლთა სიაშია შეტანილი.
10671360402647.jpgისტორიულად ტიბეტის მოსახლეობა შედგებოდა ძირითადად ტიბეტელებისა და სხვა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისაგან. ტიბეტელი ხალხის წინაპრებს ტრადიციისამებრ 6 ხალხი წარმოადგენდა, ესენია: სე, მუ, დონგი, ტონგი, დრუ და რა. ეს ექვსეული ასახულია ტიბეტის დროშზე 6 ზოლის სახით. სხვა ეთნიკური ჯგუფებიდან აღსანიშნავია: ბაის ხალხი, ბლენგი, ბონანი, ჰუის ხალხი, ჩინელები და ა.შ. არატიბეტელების რაოდენობის განსაზღვრა საკამათოა. დალაი-ლამას ტიბეტის ცენტრალური ადმინისტრაცია ჩინეთს აბრალებს მიგრანტების ძალით წარმოქმნას რეგიონის დემოგრაფიული სიტუაციის შესაცვლელად. 2010 წლის ჩინეთის დემოგრაფიული მონაცემებით ტიბეტის ავტონომიური რეგიონის დაახლოებით 3 მილიონიანი მოსახლეობის 90%-ს ტიბეტელები წარმაოდგენენ. ზუსტი მონაცემები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითვლიან დროებით მიგრანტებს. ტიბეტელები ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მისდევენ. ადგილობრივი ჩინელები კი მმართველობით, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში არიან ჩართულნი. 

10671360402757.jpgეთნიკური ტიბეტელების აღმსარებლობაა ტიბეტური ბუდიზმი და რელიგია ბონი. ტიბეტური ენა ტიბეტურ-ბირმულ ოჯახს განეკუთვნება, რომელიც სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახშია გაერთიანებული. მას შემდეგ, რაც ეს რეგიონი ჩინეთის ნაწილად
იქცა ოფიციალური ენა ჩინური გახდა, თუმცა საქმის წარმოება ტიბეტურადაცაა დაშვებული. დაწყებით კლასებში სწავლა ტიბეტურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა მაღალ კლასებში უკვე ჩინურზე გადადის. 1959 წელს მას შემდეგ, რაც ჩინელებმა დაიკავეს ეს ტერიტორია, აიკრძალა დაკრძალვის ადგილობრივი ტრადიცია „ციური დაკრძალვა“. გამონაკლისს უშვებენ დალაი-ლამასა და პანჩენ-ლამასათვის, რომელთა სხეულებსაც გარდაცვალების შემდეგ ბალზამს უკეთებენ და ოქროთი ფარავენ. დღეს ტიბეტში მონასტრები კონტროლირდება კომუნისტურ დემოკრატიული მმართველობის კომიტეტების მიერ.


რელიგია - რელიგიას ტიბეტში უმთავრესი როლი უჭირავს ტიბეტელების ცხოვრებაში. ბონი - ტიბეტის უძველესი რელიგიაა, ხოლო ბუდიზმი პადმასამბჰავამ შემოიტანა და ხელს უწყობდა მის გავრცელებას. ტიბეტური ბუდიზმი ეს ტიბეტური ვერსიაა
გვიანინდური ბუდიზმ მაჰაიანისა. იგი გავრცელებულია: ჩინეთის სხვადასხვა მხარეში, მონღოლეთში, ინდოეთში და რუსეთის სამ რესპუბლიკაში (ბურიატიაში, ტუვასა და ყალმუხეთში). ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს იმ დროს შემორჩენილი მონასტრები თითქმის მთლიანად გაიძარცვა ან განადგურდა.

ტიბეტურ ბუდიზმში 4 თავისებურებაა: გელუგი-სათნო გზა, კაგიუ-ზეპირი ხაზი, ნინგმა- ძველი, საკია - რუხი მიწა.

10671360402883.jpgბუდიზმის, ინდუზმის, ჯაინიზმისა და ბონის მიმდევრები
ხშირად მოილოცებენ ხოლმე წმინდა ადგილებს. ერთ-ერთი რთული მოსალოცი ადგილი მთა კაილასია. ეს გზა 53 კმ-ს შეადგენს და საშუალოდ 3 დღეს მოიცავს. ეს მთავარი აზიური სამომლოცველო
მარშრუტია. ითვლება, რომ 108-ჯერ კაილსასის გარშემო მომლოცველობა ნირვანის მიღწევაში ეხმარება ადამიანს. ბუდისტები მოილოცავენ ამ ადგილს საათის ისრის მიმართულებით, ხოლო
ბონის მიმდევრები პირიქით.

10671360402971.jpg

ტიბეტში რელიგიებიდან გვხვდება ასევე ისლამი, რომელიც აქ ჯერ კიდევ 8-9 საუკუნეებში გავრცელდა. მუსულმანები ძირითადად დიდ ქალაქებში ცხოვრობენ და წარმოადგენენ იმიგრანტებს: ქაშმირიდან, 
ლადაკჰიდან და ცენტრალური აზიის მუსულმანური ქვეყნებიდან. ერთ დროს ირანის ისლამური გავლენაც იყო რეგიონზე. 1959 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ ყველა ტიბეტში მცხოვრები მუსულმანი
თავის მოქალაქედ გამოაცხადა.

პირველი ქრისტიანები იყვნენ ნესტორიანელებიმეცამეტე საუკუნეში, მათი წარწერები ეხლაც შემორჩენილია. 17-18-ე საუკუნეში რომაულ-კათოლიკური იეზუიტები და კაპუცინები სტუმრობდნენ ამ ადგილს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ პორტუგალიელი მისიონერები 1624 წელს მიიღეს დასავლეთ ტიბეტში და მოგვიანებით ეკლესიის აშენების უფლებაც მისცეს. შემდგომ ლჰასაშიც აშენებულ იქნა ქრისტიანული ეკლესიები. 1745 წელს ლამების მოთხოვნით ყველა მისიონერი გამოაძევეს.


დალაი-ლამა - ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი. ხშირად „მის უწმინდესობას“ უწოდებენ, ტიბეტელები დალაი-ლამას ეპითეტებით უხმობენ: იშინ ნორბუ, ანუ „სურვილების ამსრულებელი მჭედელი“. „ლამა“ მასწავლებელს აღნიშნავს და ტიბეტურ-ბუდისტური რელიგიის მესვეურთა მიერ სხვადასხვა წარმომადგენელს ეძლევა. დალაი-ლამა მიიჩნევა დღეგრძელი ტულკუს—ან ბუდისტი ოსტატების ამქვეყნიურ განსხეულებად, რომლებიც გარდაცვალებისა და კვლავშობის ბედის ბორბლისგან თავისუფალნი არიან. დალაი-ლამა, მოძღვრად საკუთარი, თავისუფალი ნებით აირჩევა, რათა კვლავშობილმა ისევ შეძლოს კაცობრიობისთვის ცოდნის მიწოდება.
10671360403141.jpgდალაი-ლამები ტიბეტის თეოკრატიულ მმართველებად
ითვლებოდნენ 1959 წელს. პირველი დალაი-ლამა 1391 წელს დაიბადა, ხოლო დღევანდელი მეთოთხმეტე 1935 წელს. ამ უკანასკნელის სრული სახელია ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი). ტენზინ გიაცო 2 წლის ასაკში
აღიარებულ იქნა დალაი-ლამად. 1950 წლიდან კი ტიბეტის მმართველი გახდა. იგი ითვლება ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერ ლიდერად, რომლებსაც სწამოთ, რომ იგი არის ბუდისტური
წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ. იგი 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში, სადაც ტიბეტის მოქმედ მთავრობას ხელმძღვანელობს. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული საერთაშორისო მასშტაბით, აღსანიშნავია 1989 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 
10671360403220.jpg

ტიბეტის დევნილი მთავრობა აქტიურად ცდილობს
ჩაერთოს ტიბეტის საქმეებში, თვით დალაი-ლამა უამრავ შეხვედრებს ახორციელებს და ნაბიჯებს დგამს. 1963 წელს არჩეულ იქნა ტიბეტის პირველი პარლამენტი, ხოლო 2001 წელს პირველად დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ მინისტრი). 1991 წელს დალაი-ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი. მან პრემიერის არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. იარსებებს თუ არა დალაი-ლამას ინსტიტუტი მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს უკვე
ტიბეტელთა გადასაწყვეტია.


10671360403343.jpgჩინეთის პოლიტიკა ტიბეტის მიმართ - ტიბეტის განდევნილი
ხელისუფლება, მკვლევარებისა და სამართალდამცავ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს, რომ ტიბეტური ეთნოსი განადგურების პირასაა, დაწყებული 1950 წლის ჩინეთის ანექსიის პერიოდიდან
(საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით რიცხვნობა მინიმუმ 5-ჯერ შემცირებულია). გარვეული მონაცემებით ტიბეტში ადგილობრივების უამრავი აქცია იმართებოდა, რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი ჩინეთის ხელისუფლების მიერ. 1959 წლამდე ტიბეტში მხოლოდ 2 ციხე იყო, 2001 წლისათვის 12 ციხე და 13 გამოსასწორებელი ბანაკი. პატიმრების ნახევარზე მეტს ბერები წარმაოდგენენ. 1992 წელს სამართალდამცავმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ ტიბეტს უწოდა „ჩინეთის პენიტენციალური სისტემის საწამებელი ლაბორატორია“.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უამრავი რეზოლუცია მიიღო ტიბეტელი ხალხის უფლებების დარღვევის შესახებ, მაგრამ ყველა რეზოლუცია მხოლოდ ქაღალდზე რჩება. 2008 წელს აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა დემონსტრაცია, რომელიც პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა, ტიბეტის განდევნილი მთავრობის ინფორმაციით ეს მშვიდობიანი მსვლელობა იყო, მაგრამ ოფიციალურმა პეკინმა აღნიშნა, რომ დემონსტაცია თავიდანვე ქაოსში გადაიზარდა და მიმართული იყო ეთნიკურად ჩინელებისა და მათი ქონების განადგუებისაკენ. ეს დემონსტრაცია სასტიკად ჩაახშეს, მრავალი ადამიანი დაიღუპა და ბევრიც დღესაც ციხეში რჩება. ამ ამბავთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მხირდან იყო მცდელობა ოლიმპიადისათვის ბოიკოტი გამოეცხადათ. ოფიციალური პეკინი ყველაფერს დალაი-ლამას აბრალებდა, რომ სწორედ მან მოუწოდა ხალხს, მაგრამ დალა-ლამამ უარყო ბრალდებები და პირიქით თავის ხალხს მოუწოდა, რომ ტიბეტის საკითხი მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. 1980 წლიდან დაიწყეს ზოგიერთი
მონასტერის აღდგენა (ხელისუფლების გარკვეული ნებართვებითა და შეზღუდვებით), აგრეთვე გარკვეული რელიგიური თავისუფლება მიანიჭეს ადგილობრივებს. ბერების ნაწილი დაუბრუნდა
მონასტრებს და აღდგა სწავლებები, თუმცა მათი რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია.
10671360403653.jpg
10671360403697.jpg
10671360403742.jpg
10671360403771.jpg
10671360403809.jpg10671360404047.jpg

10671360403824.jpg
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არსებული ყოველი რეგიონი ვერ იქნება ერთნაირად აქტუალური საკითხი ყოველთვის. დავინახეთ, რომ ტიბეტი არაა უმნიშვნელო რეგიონი. იგი მეტ-ნაკლებად ჩაკეტილ ქვეყანას წარმოადგენდა
და XIX საუკუნის ბოლომდე ზუსტად არავინ იცოდა დედაქალაქის მდებარეობის შესახებ. ამ დროს ძალზედ გააქტიურდა ორი იმპერია რუსეთისა და ბრიტანეთის სახით, ბრიტანეთმა პირველმა მოახერხა შესვლა ამ რეგიონში. სწორედ ფრენსის იანგჰასბენდის სამხედრო ექსპედიციის საშუალებით.
ამ პიროვნების ისტორიის გაცნობაც კი საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ, თუ რა სულიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ტიბეტს. იგი უემოციოდ არავის უშვებს. მართლაც საოცარი ადგილია, თითქოს ზეციდან დაჰყურებენ სამყაროს ბრძენი და მშვიდობის მოყვარე ხალხი. ტიბეტი მართლაც საოცარი ადგილია, მართალია დღეს ეს რეგიონი თითქოს უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ მაინც ვერ შეძლებს სამყარო დაივიწყოს მისი სახურავი. მშვიდობას და სიკეთეს ვუსურვებ ტიბეტელებს და მათი სახელით მთელს სამყაროს, რომელსაც ისინი დაჰყურებენ.

10671360404064.jpg მშვიდობა მსოფლიოს

 


დუდუ

LEGION.GE


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ისე ტიბეტი დემონის მიმდევართა ჭიპი ? ა როგორი სათაურია ?


legion.ge-837-1527156940.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:DDD  მაგარია :)


დუდუ

LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

კარგია, საინტერესოა. ტიბეტის კიდევ ერთ განმარტებას მივაგენი . ისიამოვნეთ:

 

вопрос : что такое тибет ?
атвет :   тибет эта тоже самое что и минет , но тогда делают не мне, а тебе !
 
:0024:  :0024:  :0024:  :0024: 


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

 

კარგია, საინტერესოა. ტიბეტის კიდევ ერთ განმარტებას მივაგენი . ისიამოვნეთ:

 

вопрос : что такое тибет ?
атвет :   тибет эта тоже самое что и минет , но тогда делают не мне, а тебе !
 
:0024:  :0024:  :0024:  :0024: 

 

:good:  :good:  :good:  :bravo:


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?