Jump to content

სურათი

კანიბალიზმი

ფიში ანდები ახალი გვინეა

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

კანიბალიზმი – მოქმედება, როდესაც ორგანიზმები თავისივე სახეობის სხვა ინდივიდებს ჭამენ. თუ ეს ადამიანებს ეხება, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერმინი ანთროპოფაგია. კანიბალიზმი იყო ფართოდ გავრცელებული უძველესი დროის ადამიანებში. კანიბალიზმი XIX საუკუნეშიც გვხვდებოდა ავსტრალაზიის იზოლირებულ კულტურებში. ფიჯი ერთ დროს იყო ცნობილი როგორც "კანიბალების კუნძული". კანიბალიზმის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება კარგადაა დოკუმენტებით დადასტურებული: ფიჯიდან ამაზონის დაბლობში, კონგოს დაბლობსა და მაორის ტომებში ახალ ზელანდიაში. ნეანდერთალესებზე არის ვარაუდები, რომ მათში კანიბალიზმის აქტები ხდებოდა, და შემდეგ ისინი იქნენ შეჭმულნი თანამედროვე ადამიანების მიერ.

 

 

არსებობს კანიბალიზმის ორი სახეობა: ანთროპოლოგიაში – ადამიანების მიერ ადამიანთა ხორცისა და ბიოლოგიაში – ცხოველების მიერ თავისსავე მსგავსის (ხშირად, საკუთარი პირმშოების) ჭამა. ბიოლოგიაში “ადამიანის მჭამელი” და “კანიბალი” განსხვავებული ცნებებია: ადამიანის მჭამელია ყველა ცხოველი, რომელიც ადამიანს ესხმის თავს, ხოლო კანიბალია არსება, რომელიც თავისსავე მსგავსს ჭამს – არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველია იგი თუ ადამიანი. კანიბალიზმის ცალკეული შემთხვევა ფსიქიკურად გადახრილ ადამიანთა ჯგუფებში დღესაც გვხვდება.

 

2016042513450867247.jpg





 

1. ალბერტ ფიში

 

2016042513463267247.jpg

 

ალბერტ ფიშს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. რამოდენიმე წელი მან საგიჟეთში გაატარა. საგიჟეთიდან გამოსვლის შემდეგ, გახდა სერიული მკვლელი. მის მსხვერპლებს შორის იყო 10 წლის მანჰეტენელი გოგონა.
 

2016042513491367247.jpg

 

58 წლის ასაკის ალბერტის დაკავება ვერ მოხერხდა. ერთ დღეს მან ვაკანსია წაიკითხა დასაქმებასთან დაკავშირებით. მან თავი გაასაღა ფერმერად და ოჯახის ნდობაც მალევე მოიპოვა. თავდაპირველად ალბერტს სურდა ოჯახის უფროსის მოკვლა, თუმცა გადაიფიქრა, მაშინ როდესაც ოჯახის პატარა გოგონა შეამჩნია. უსისხლო ალბერტმა გოგონა სახლიდან გაიტყუა, ვითომ წვეულებაზე უნდა წაეყვანა. 5 წლის ბავშვი მიიყვანა ქოხში, სადაც ის ნაკუწებად აქცია. 10 დღის განმავლობაში კანიბალი ალბერტ ფიში გოგონას ხორცით იკვებებოდა. 1936 წლის 16 იანვარს კანიბალი ალბერტ ფიში პოლიციამ დააკავა, სასამართლო გადაწყვეტილებით, ის სიკვდილით დასაჯეს.



 

 

 

2. კანიბალიზმი ანდებში

 

2016042513593367247.jpg

 

1972 წლის 13 ოქტომბერს, 45 კაციანი თვითმფრინავი უამინდობის გამო ანდების მთებს დაეჯახა. გადარჩენილი 16 კაცის პოვნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1972 წლის 26 დეკემბერს.
 

2016042514024867247.jpg

 

45 კაციდან 12 ავარიის დროს დაიღუპა, 5 მეორე დილას, ხოლო ერთმა ჭრილობები ვერ გადაიტანა. დარჩენილ 27 კაცს დიდ ყინვებთან, შიმშილობასთან და უწყლობასთან მოუწევდათ ბრძოლა. რაც საჭმლის მარაგი ჰქონდათ, 3 დღეში ამოეწურათ. რთული გადაწყვეტილებით, მათ დაიწყეს მკვდარი მეგობრების ჭამა, სხვა გზა არც ჰქონდათ. რამოდენიმემ ეს სიტუაცია ვერ აიტანა და თავი მოიკლა. დარჩენილ 16 კაცს, შემთხვევით წააწყდნენ ანდების მთებში 1972 წლის 26 დეკემბერს.





 

3. ახალი გვინეას კანიბალები

 

2016042514165767247.jpg

 

ახალ გვინეაში არის "ფორე"-ს ტომი. მათ სჯერათ, რომ თუ ისინი შეჭამენ საკუთარ ნათესავებს, გაანთავისუფლებენ მათ სულიერ ცოდვებისგან. აქედან გამომდინარე ტომის მოსახლეობიდან ათასობით ადამიანი სხვადასხვა დაავადებებით იღუპება.
 

2016042514202567247.jpg

 

ტომი დღესაც მისდევს ჩვეულ რიტუალს, ისინი კვლავ ჭამენ ერთმანეთს.





 

4. მაიამელი კანიბალი

 

2016042514221667247.jpg

 

65 წლის უსახლკარო რონილდ პაპილი, ბეწვზე გადაურჩა მაიამის კანიბალს, რომელსაც

მისი ჭამა სურდა. "მაიმის კანიბალად" ცნობილ რუდი უვჩინი ამერიკის საშინელ ისტორიაში შევიდა.

 

2016042514251567247.jpg

 

გამოჯანმრთელების შემდეგ რონილდ პაპილმა ინტერვიუ მისცა პოლიციას და ჟურნალისტებს. ნახეთ რას ამბობდა ის მომხდართან დაკავშირებით:

 

"თავს დამესხა. პირველ რიგში სახით კედელზე მიმარტყმევინა, შემდეგ ძირს მახოხიალა და ცდილობდა თვალების ამოთხრას, აღარ ვიცოდი რა მექნა, არაფრის ძალაც არ დამრჩენოდა, სულ სისხლში ვიყავი მოსვრილი. შემდეგ, ვიცი რომ თვალები ამომთხარა და ჭამა დაიწყო, საშინელებაა გაგრძელება აღარ მინდა..."
 

რონილდ პიპილს ახალი სახე აქვს დღეს, თუმცა ის შიშმა აიტაცა და დღესაც საგიჟეთშია.

 



 

5. დორანგელ ვარგასი

 

2016042514331667247.jpg

 

1995 წელს ფსიქოპატ დორანგელ ვარგასის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს გვამი, კიდეურების გარეშე. აქედან გამომდინარე ვარგასი პოლიციამ დააკავა და 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

2016042514360967247.jpg

 

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1999 წელს პოლიციამ ვარგასის ბინაში ამჯერად 10 ადამიანის გვამი იპოვა. გვამები დაჩეხილი იყო, თავები ცალკე ელაგა. კანიბალმა ვარგასმა სასამართლოში შემდეგი ჩვენება მისცა: "მე არცერთი მათგანი არ მომიკლავს, გვამები მკვლელებმა მომცეს... მე ისე ვჭამ ადამიანის ხორცს, როგორც ახლად დამწიფებულ მსხალს"..

 

 

 


დუდუ

LEGION.GE


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

რას გვერჩი ძმობილო ? :D


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?