Jump to content


ამ თემას აქვს 249 გამოხმაურება

#196 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ნოვგოროდში ჩატარებული შეჯიბრების შემდგომ უქმეებზე, ვოლოგდის ოლქის, ქ. შექსნის ახლოს, ჩატარდა ვოლოგდის ოლქის ღია შეჯიბრება სხვა და სხვა ჯიშის (ჯიშთაშორის) მეძებარ ძაღლებს შორის.

ამ შეჯიბრებაში სხვა და სხვა ჯიშის 32 ძაღლმა მიიღო მონაწილეობა 7 ინგლისურმა სეტერმა, ერთმა შოტლანდიურმა, 11–მა კურცჰაარმა, ერთმა ბრეტონმა, ერთმა ვეიმარაინერმა და დანარჩენი დრატებმა.

 

შეფასება მიიღო – 17 ძაღლმა, დიპლომი გაიცა მხოლოდ 10–ზე. მათ შორის მხოლოდ ერთი მეორე ხარისხის.

ჩვენ უდიპლომოდ დავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ ქულებით მეოთხე შედეგი ვაჩვენეთ. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. საქმეების გამო, შეჯიბრებაზე ძლივს შევძელი ჩასვლა შაბათს, არა და შეჯიბრება უკვე პარასკევს დაიწყო (კენჭისყრა ხუთშაბათს ჩატარდა). როცა ჩავედით შესვენება იყო და ჩვენ გვითხრეს, რომ რიგით 24 ვართ და ხვალ მოგვიწევს გამოსვლა. მე რასაკვირველია კარგად ვისადილე, სხვა მონაწილეებთან ერთად 100 გრამი დავურტყი, ჯესიკაც კარგად დავაპურე, რომ დილით არ მეჭამა მისთვის საჭმელი და გადავწყვიტე ცოტა დამესვენა. 

ამ დროს გამოაცხადეს, რომ მონაწილეები ზოგი იგვიანებს, ზოგი ფიზიკურად ვერ გამოდის (ზომაზე მეტი "მიიღეს მკერდზე") და ექსპერტები უსაქმოდ დარჩნენ მინდორშიო. ჯერ 19–ე ნომერიც არ იყო გამოსული და ჩვენ 24–ე ნომრით გავეით მინდორში.

მინდორი ვთქვი, თორემ თავიდა მინდვრის წვრილ ზოლში გვექნა გამოსასვლელი, რომელსაც ერთი მხრიდა გზა ემიჯნებოდა, სადაც სატვირთო ავტომობილები და ტექნიკა დადიოდა, ხოლო მეორე მხრიდან კი ორმო. ამ ზოლის სიგანე ალბათ 35–40 მეტრს არც აღემატებოდა. მე პროტესტი გამოვთქვი, ჩემი ძაღლით აქ რა უნდა ვაკეთო მეთქი (სამიდან ერთ–ერთი ექსპერტი ჩვენს წინა სეჯიბრებას მსაჯობდა და კარგად ქონდა ნანახი რა სისწრაფით და რა სიშორეზე მუშაობდა ჯესიკა), მაგრამ, გვითხრეს, მინდვრებისგან განსხვავებით, აქ ფრინველი არისო. უნდა ავღნიშნო, რონ, ან შეჯიბრებამდე რამოდენიმე კვირა, ამ რეგიონში წვიმები არ ყოფილა და დუპელის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა (მიწა სულ გამხმარი იყო). სამწუხაროდ, ქარიც ცოტა დამრეცად უბერავდა და ჯესიკამ მესამე პარალელზე 2 დუპელი ამოაფრინა უნაბულოდ, რომლებიც სულ მინდვრისა და გზის პირას იჯდნენ.  ამ ფრინველების შეყნოსვა, ქარის მიმართულების გათვალისწინებით,  მხოლოდ გზიდან თუ შეიძლებიდა და ეს მე ექსპერტებს ავუხსენი. მიპასუხეს – "ხო და გზაზე უნდა გასულიყოო". მე ჩემს ძაღლებს პატარობიდან ვაჩვევ იმას, რომ, გზა, გამაჩერებელი ფაქტორია. სპეციალურად მიმყავს ძაღლები გზამდე, გზის წინ ვაჩერებ ბრძანებით, ცოტა ხანს ასე ვტოვებ (ან მჯდომიარე, ან დაწოლილ მდგომარეობაში) და შემდეგ უკან ვაბრუნებ. მოკლედ გზას, ერთგვარი ტაბუ ადევს ჩვენთვის. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯესიკასთვის ეს ვიწრო მინდვრის ზოლი ძალიან პატარა იყო, ის ერთხელაც არ გასულა გზაზე.

გადაგვიყვანეს მინდორში და სიხარულით ჯესიკამ პირველივე პარალელზე გამოტოვა ფრინველი, რომლის ქვეშაც არ იყო (ღრმა პარალელი გამოუვიდა) და რომელიც ჩემგან აფრინდა. შემდეგ, რამოდენიმე პარალელი გააკეთა და დადგა ნაბულზე, ჩემგან ალბათ 40–50 მეტრში. მე ამ პერიოდში უკვე "დამეწია" ნასვამ–ნაჭამი, თანაც 10–საათიანი მგზავრობის დაღლილობა და ....ძლივს მივჩანჩალდი ძაღლამდე, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მყარად იდგა ნაბულზე. ჩემი რამოდენიმე ბრძანების მერე მძიმედ მიეტანა და ... დუპელი არ ამოფრინდა. ალბათ ჩემი მოახლოებისას გაიქცა, რადგანაც 2 პარალელის შემდეგ, ჯესიკამ ისევ იპოვა და ამჯერად ამოაფრინა ნაბულიდან.

სამმა შეცდომამ ყნოსვის სიზუსტეში არ მოგვცა საშუალება დიპლომი მოგვეპოვებინა (5 დაუსვეს ), სისწრაფეში დაუსვეს 8 (დაეტყო გზაში დაღლა და გამოსვლის წინ ჭამა), სამაგიეროდ სვლის სტილში ამჯერად დაუსვეს 5. გაწაფულობა–მორჩილებაში ისევ ორი 8 დაგვისვეს და დიპლომი რომ აგვეღო, მე მომანიჭებდნენ საუკეთესი მგეშავის პრიზს.

 

ამ შეჯიბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებელია ასეთ ღონისძიებებზე დროულად, ანდა, რაც უკეთესია, წინასწარ ჩასვლა. იმ მინდვრებს შორის, სადაც ჩვენ ვვარჯიშობდით და სადაც მოგვიწია გამოსვლა, თითქმის 700 კილომეტრია. შესაბამისად, ბალახს, ყვავილებს და თვითონ ფრინველებსაც, სხვა სუნი გადაკრავთ. საჭიროა, რომ ძაღლი, მითუმეტეს გამოუცდელი, მიეჩვიოს ახალ სუნს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.  

 

 

 

 

 

legion.ge-1064-1528710257.jpg

 

 

legion.ge-1064-1528710288.jpg

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • 20180526_142555.jpg
  • 20180527_093921.jpg


#197 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კომპიუტერში რო არ გადააბრუნოთ და ისე ატვირთოთ, მაინც ეგრე გვერდულად იტვირთება?

 

არა, ნორმალურადაა.

მადლობა, შევასწორე :goood:



#198 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

     :good:



#199 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1528711061.jpg

მიმაგრებული გალერეა

  • 20180527_102953.jpg
  • 20180527_114555.jpg
  • на поле с экспертами.jpg
  • 20180527_125636.jpg
  • я и Лёня Пискунов.jpg


#200 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დამავიწყდა დამეწერა, ეს შეჯიბრება პირად–გუნდური იყო და ცვენმა გუნდმა, რომელსაც ლამაზი სახელი ქონდა ("ჩვენ და ცვენი მთები") მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გუნდში მე და არმენ ბაბაიანი ვიყავით. არმენას 3 ძაღლი გამოყავდა, რომელთაგანაც 2–მა დიპლომი მიიღო.

 

 

legion.ge-1064-1528711604.jpg

 

 

 

 

 

legion.ge-1064-1528711651.jpg

 

 

legion.ge-1064-1528711671.jpg

 

 

legion.ge-1064-1528711694.jpg

მიმაგრებული გალერეა

  • 20180527_141030.jpg

ჩამსწორებელი კობა თოდუა, 11 June 2018 - 02:09 PM.


#201 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

2018 წლის 3 ივნისს, პეტერბურგში ჩატარდა "მონადირე ჯიშის ძაღლების 102 გამოფენა".

ამ გამოფენაზე ჯესიკამაც მიიღო მონაწილეობა, სადაც, თავისი ასაკისთვის უმაღლესი შეფასება მიიღო, პირველი ადგილი დაიკავა პირველ ასაკობრივ ჯგუფში და პირველი ადგილი მეორე კლასში.

 

 

legion.ge-1064-1528716866.jpg

 

 

legion.ge-1064-1528716876.jpg

 

 

legion.ge-1064-1528716897.jpg

 

 

legion.ge-1064-1528716909.jpg

 

 

legion.ge-1064-1528716925.jpg

 

ეს კიდევ ჩვენი ბალეიშიკი. ძველი კურცჰაარისტი და სტალინის დიდი თაყვანისმცემელი

 

 

legion.ge-1064-1528717014.jpg

 

 

legion.ge-1064-1528717023.jpg



#202 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

სანამ მუზა არ გამიქრა, უნდა დავუბრუნდე ჩემი ძაღლების სპორტიული კარიერის მთავარ ეპიზოდს – მერის გამოსვლას, კურცჰაარების მე–4 საგაზაფხულო ჩემპიონატში ჭაობის ფრინველზე.

 

ეს ჩემპიონატი ზუსტად 9 წლის წინ, 2009 წლის 5–7 ივნისს ჩატარდა, რუსეთის ჩრდილოეთში, ვოლოგდის ოლქის, ბელაზერსკი რაიონში.

თავდაპირველად ჩემპიონატი ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, ცუდი ამინდის გამო, იძულებული გავხდით ერთი კვირით გადაგვეტანა. ამ გადატანას დადებითი ბევრი რამ მოყვა. პირველ რიგში ის, რომ, ამ ერთი კვირის განმავლობაში ბალახი უფრო გაიზარდა, რაც საშუალებას აძლევდა ძაღლებს და წამყვანებსაც, შეუმჩნევლად მიპარვოდნენ ფრინველებს, რომლებიც მათ არ ამჩნევდნენ. მეორე, ამ პერიოდისთვის დამთავრდა დუპელების დაწყვილების აქტიური ფაზა – დედლები უკვე უმთავრესად კვერცხებზე იჯდნენ, მამლები კი უკვე დამშვიდებულები.

 

 

როგორც უკვე ავღნიშნე,  ეს ჩემპიონატები 1981 წელს მიღებული საველე წესების საფუძველზე ტარდებოდა. მაგრამ, ჩვენ მასში შევიტანეთ რამოდენიმე ცვლილება, რამაც ეს წესები უფრო გაამკაცრა.

ჩემპიონატში მონაწილე ძაღლები, დაყოფილი იყო 3 კლასად – ახალგაზრდა ძაღლების კლასი (2 წლის ასაკამდე), ე.წ. "პირველი მინდვრის" (ზუსტად არ ვიცი როგორ გადავთარგმნო "первопольный"), გამოცდილი ძაღლების კლასი, ღია კლასი ("класс многопольных")  და გამარჯვებული ძაღლების კლასი ("класс победителей"). 

ყოველ კლასში კენჭისყრას ცალკე ვატარებდით. ახალგაზრდა ძაღლებს 45 წუთი ეძლეოდათ სამუშაოდ (3 შეხვედრა ფრინველთან), გამოცდილ და გამარჯვებულ ძაღლებს 30 წუთი და 2 შეხვედრა. 

 ძაღლების რეაქცია გასროლაზე ხდებოდა ყოველი მუშაობის შემდეგ (1981 წლის საველე გამოცდების წესებით, ხდება მხოლოდ ერთხელ, უმთავრესად პირველი მუშაობის დროს), თანაც ნაღდი ტყვიებით და სანადირო თოფიდან. მსროლელი გაფრთხილებული იყო, რომ გაესროლა, როგორც ნადირობის დროს ხდება, ფრინველის აფრენის შემდეგ, და არა უცებ (რაც ხშირად ხდება საველე გამოცდებზე)

 თუ ძაღლი მიტანებას არ, ან ვერ ანახებდა, მიტანებაზე ღებულობდა 0 ქულას (ამაზე მოგვიანებით ცალკე გავჩერდები).

ჩემპიონატი ტარდებოდა 2 ეტაპად. პირველი ეტაპის შემდეგ, გამარჯვებული ძაღლების კლასიდან 4 საუკეთესო ძაღლი (არანაკლებ 70 ქულით) და 2 დანარჩენი კლასის გამარჯვებულები, გადიოდნენ ფინალში, სადაც ეს 6 ძაღლი გაითამაშებდა მთავარ პრიზს.

 

1981 წლის წესების დამატებით, ძაღლი იხსნებოდა შეჯიბრებიდან, თუ მიტანება არ ქონდა (ე.წ. "მკვდარი ნაბული" ). თუ ეს საკითხი საკამათო გამოდგებოდა, ექსპერტების საერთო გადაწყვეტილებით, ძაღლს ეძლეოდა კიდევ ერთი , ფრინველთან შეხვედრის და მიტანების ჩვენების, შანსი. თუ ექსპერტები დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ, ძაღლი "მკვდარ ნაბულსზე" დგას, მაგრამ, მიტანება არ აჩვენა, ძაღლს ეწერებოდა 0 ქულა.

უმრავლესობა ექსპერტები, მიუხედავად იმისა, ანახა ძაღლმა მიტანება თუ არა (ხშირად ფრინველი ფრინდება წამყვანის მოახლოებისას, მაშინ, როდესაც ძაღლი ჯერ კიდევ ნაბულზე დგას), აძლევენ ასეთ ძაღლებს მაღალ ქულებს, უმთავრეს შემთხვევაში 6–ს, შესაძლებელი 10 ქულიდან. ასეთი მიდგომა შესაძლებლობას აძლევს მიტანებაში პრობლემების მქონე ძაღლების პატრონებს, ისარგებლონ ექსპერტების ამ "დიპლომატიური" მიდგომით და  თვითონ ააფრინონ ფრინველი (მირბიან ხმაურით, დიდხანს არ აძლევენ მიტანებაზე ბრზანებას და ა.შ.). ასევე იქცევიან ისეთი ძაღლების პატრონები, ვისაც ეშინიათ, რომ მიტანების შემდეგ, ძაღლი შეიძლება არ გაცერდეს და გამოეკიდოს ფრინველს, რაც მის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს ავტომატურად.

ამის გარდა, 1981 წლის წესებისგან განსხვავებით, რომლითაც ტარდებოდა ექსპერტიზა მინდორში ახალგაზრდა ძაღლებს შორის, ღია კლასში, ძაღლი იხსნებოდა შეჯიბრებიდან 2 ცრუ ნაბულის შემდეგ (1981 წლის წესებით 3–ს შემდეგ იხსნება), გამარჯვებულთა კლასში კი, ამას დამატებით, თუ ძაღლი 5 მეტრზე მეტს გამოეკიდებოდა აფრენილ ფრინველს (1981 წლის წესებით, შეიძლება 10 მეტრომდე)

ამისთან ერთად, გამარჯვებულთა კლასში, ყოველი შეცდომა (შეფეთება, დაფრთხობა, ცრუ ნაბული და ა.შ.) ისჯებოდა არა 2 ქულით, როგორც 1981 წლის წესებშია, არამედ 3–ით, რაც ასეთი შეცდომის დამშვებ ძაღლს არ აძლევდა პირველი ხარისხის დიპლომის მოპოვების შანსს.

ფინალში გასული ძაღლების ექსპერტიზა ტარდებოდა გამარჯვებულთა კლასში არსებული წესების საფუძველზე ე.ი. მაქსიმალური მოთხოვნებით.


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 11 June 2018 - 04:55 PM.


#203 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მოკლედ, რინგის შემდეგ, სადაც ჩემი კარმენი გახდა ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი, დაიწყო ექსპერტიზა მინდორში.

 

ჩემპიონატის წესდების მიხედვით, პირველად ახალგაზრდა ძაღლები გამოდიოდნენ. ასეტები სულ 3 აღმოჩნა – ჩემი კარმენი, მისი ძმა კინგი და უკრაინელი ალექსანდრე გაპონის ვე–რონი (VE-RON fom JAGDHUNDEGESTIRN).

 

სამწუხაროდ ახალგაზრდა ძაღლებმა ვერ შესძლეს ძნელ პირობებში (ძლიერი და არასტაბილური მიმართულების ქარი) ნორმალურად მუშაობა, დაუშვეს პირველივე წუთებში შეცდომები, რის გამოც სამივე უდიპლომოდ დარჩა.  კინგი –74 ქულით, კარმენი 73, ვე–რონი კი მოიხსნა 3 ცრუ ნაბულის გამო.

 

აი რას წერს თავის შეფასებებში ჩემპიონატის მთავარი ექსპერტი, სერგო შაგინოვი

 

"Подлив импортных кровей дал свой результат, теперь возможно видеть не только курцхааров нашего старого отечественного разведения, но и более быстрых и стильных животных. Показательны выступления молодых "Ве-Рон" вл. Гапон А.А., однопометников "Кинга" вл. Оглобин Г.Д. и "Кармен" Тодуа К. З., показавших высокий стиль, которые остались без диплома на Чемпионате, но получившие дипломы на второй день по "школе" с высокими стилевыми баллами. Хорошо знаю однопометников "Кинга" и "Кармен", "Кайзера" вл. Иванов А. г. Москва, который тоже получил диплом по "школе" с высокими стилевыми баллами. Можно утверждать, что помет удался, и эти собаки еще не раз будут радовать своими выступлениями своих владельцев и нас." 

 

ახალგაზრდების შემდეგ გამოვიდნენ გამოცდილი ძაღლები ღია კლასიდან, მაგრამ, ძლიერმა ქარმა, მაგათაც შეუშალა ხელი კარგი შედეგების ჩვენებაში. იმ დღეს გამოსული 5 ძაღლიდან, ვერც ერთმა ვერ მიიღო მესამე ხარისხზე უფრო მაღალი შეფასება (66–დან 74 ქულამდე)

მეორე დღეს, ამინდი გაუმჯობესდა, მაგრამ ქარი ხშირად იცვლიდა მიმართულებას, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა ძაღლებს. მაგრამ შედეგები გაცილებით უკეთესი გამოდგა, მათ შორის ერთი მეორე ხარისხის.

 

ღია კლასის შემდეგ, დადგა რიგი გამარჯვებულთა კლასის ძაღლების. 

პირველი გამოვიდა აზალგაზრდა ძაღლი ნოვგოროდიდან (უფრო სწორედ გერმანეთიდან, საიდანაც ჩამოიყვანეს), რომელმაც მოასწრო ამ ჩემპიონატამდე მოეგო გნოლზე ჩატარებული შეჯიბრება, ბელორუსიაში. მან მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

 

ამ ძაღლის შემდეგ, დადგა ჩემი და მერის ჯერი.

ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა მინდვრებზე, სადაც ტარდებოდა ჩემპიონატი. ეს უმთავრესად 2, ძალიან გრძელი მინდორი იყო, რომელიც ერთმანეთისგან შუაში, ორმოთი და ხეებით იყო დაყოფილი. ამ მინდვრების თითქმის შეაში, ეს 2 მინდორი ერთიანდებოდა. ამ ადგილას პატარა გორასავით იყო (კურგანი),  რომელიც მინდვრების გასუფთავებისას 

დაგროვებული ქვებისგან იყო შექმნილი.  ამ გორაზე ვისხედით უმრავლესობა, საიდანაც კარგად ჩანდა ორივე მინდორი.

როცა ჩვენი რიგი დადგა, ექსპერტები ამ გორასთან ახლოს იყვენ ე.ი. ჩვენ მოგვიწია გამოსვლა,  აუდიტორიასთან ახლოს, ყველას თვალწინ.

ჯერ კიდევ გზაში, სანამ ექსპერტებამდე მივიდოდით, მერი შეტრიალდა ქარისკენ და დადგა ნაბულზე. ექსპერტებმაც შენიშნეს მერის ნაბული და იმუშავე მაგ ფრინველზეო. მე გაცილებით უკან დავიწიე, რომ ძაღლისათვის მიმეცა ნორმალური მუშაობის საშუალება, მაგრამ მერისაც მშვენივრად ახსოვდა სად იყნოსა დუპელი. რამოდენიმე, წყნარი სიჩქარით გაკეთებული პარალელის შემდეგ, ზუსტად დადგა მაგ ფრინველზე.  

მე აუჩქარებლად მივუახლოვდი, დავუდექი გვერდში და მივეცი ბრძანება მიტანებაზე ... 

 

აი როგორ აღწერს მერის მიტანებას, ერთ–ერთი მონაწილე, ექსპერტი, ანტონ ბორისენკო:

 

"Запустили. Собака пошла шагом строго перпендикулярно ветру вблизи от ведущего, приостанавливаясь, чтобы свериться. 

dsc_0831.jpgИ вот в какой-то момент она замерла на стойке. Ведущий неторопливо подходит к собаке, как… после трех часов охоты. Собака не меняет своего положения ни на миллиметр. Резкое «Подай!» и собака, моментально преобразившись из уверенно, но не напряженно стоящего монумента, в локомотив, резко набирает ход: 5 метров, 10, 15… - дыхание у меня и, уверен, у зрителей начинает замирать – 18-ть; и собака начинает плавно снижать голову (вижу все это, как в замедленной съемке!); 22 … и вот прямо из под передних лап шумно взлетает дупель. «Аху..ть!!!» - именно это в едином порыве вырвалось у всех зрителей. Как будто репетировали. И не мудрено: такой подводки давно никто не видел!!! "

 

სინამდვილეში, ასეთი მიტანება, თანაც ამ სიშორეზე, არავის არ ქონდა ნანახი. ექსპერტებმა  მიტანებაში,მერის, მაქსიმალური 10 ქულა მისცეს, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

გადაზომეს სიშორე და 22 მეტრზე მეტი გამოვიდა. 

მოგვცეს გადაადგილებულ დუპელზე მუშაობის შანსი, რათა პირველი ხარისხის დიპლომი მოგვეპოვებინა. შაგინოვმა (რომელსაც მე, ამ ჩემპიონატამდე პირადად არ ვიცნობდი), მანახა სექტორი, სადაც ჩვენგან გადაადგილებული ფრინველი იჯდა. ამ სექტორის სიგანე ალბათ 60 მეტრს მაინც უდრიდა. მე გადაადგილებული ფრინველის დაჯდომის ადგილი არ შემიმჩნევია, რადგანაც მთელი ყურადღება ძაღლისკენ მქონდა მიპყრობილი.

დავიწყეთ მუშაობა და რამოდენიმე პარალელის შემდეგ, მერიმ რაღაცა იყნოსა, მაგრამ, მე არ დავუჯერე და მივეცი ბრძანება "ეძებე". მერიმ გააგრძელა ძებნა და რამოდენიმე პარალელის შემდეგ, დადგა ზუსტად იმ სექტორის წინ, რაც ჩვენ გვანახეს. მე მივუახლოვდი, დავუდექი გვერდში, ვხედავ რომ თავი მაღლა აქვს აწეული, რაც ფრინველამდე დიდი მანძილის მაჩვენებელი იყო და მივეცი ბრძანება მიტანებაზე. როგორც პირველ შემთხვევაში, აქაც მერი ტყვიასავით მიეტანა და ამოაფრინა დუპელი დაახლოებით 25–27 მეტრში.

მე გახარებული ველოდებოდი ექსპერტების ვერდიქტს და როცა მომილოცეს და გამომიცხადეს 82 ქულით, მეორე ხარისხის დიპლომიო – პირი გაღებული დამრჩა. რატომ მეტქი რომ ვიკითხე, გადაადგილებული ფრინველი ის იყოო, რომელზეც მერიმ დაიწყო მუშაობა და შენ არ აცალეო. ეს სულ სხვა ფრინველი იყოო . 

უცებ, ვერაფერი ვერ ვუპასუხე და დაღვრემილი დავბრუნდი "გორაზე", სადაც აპლოდისმენტებით შეგვხვდნენ.

 

შემდეგში, გადაადგილებულ ფრინველზე მუშაობის ნიუანსები, ხშირად ამიწევია სხვა და სხვა მეძაღლეთა ფორუმზე და ბევრი ექსპერტის წინ. გადაადგილებული ფრინველი, ძაღლს ეძლევა, რომ დაამტკიცოს უკვე ნაჩვენები ყნოსვის სიშორე. წესებში წერია, რომ, ეს უნდა იყოს "ზუსტად დაფიქსირებულ ადგილას გადამჯდარი ფრინველი". გასაგებია, რომ ეს პირველ რიგში ექსპერტებს ეხება, მაგრამ, ჩემი აზრით , წამყვანს თუ არა აქვს შემჩნეული ეს ადგილი, ექსპერტებმა მას უნდა მიუთითონ მაქსიმალური მიახლოებით და არა ისე, როგორც მე მითხრეს


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 11 June 2018 - 06:41 PM.


#204 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
ვეინარანერი ჩანს ერთადერთ ფიტოში.
ბატონო კობა ვეინარანერები თუ იღებენ ხარისხებს

legion.ge-837-1527156940.jpg


#205 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

Panteleimon, სპეციალურად გადავუღე სურათი, ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.

 

სამწუხაროდ, ორივე ტურნირში მონაწილე ვერც ერთმა ვეიმარანერმა დიპლომი ვერ აიღო. ის, რომელთანაც სურათი მაქვს გადაღებული, უდიპლომოდ დარჩა, პატარა ქულებით - 62 



#206 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მერის გამოსვლის გაგრძელებას ვწერდი და ბოლო მომენტში გამიქრო ყველაფერი...საიტზე არისო პრობლემები. ვეცდები ისევ ავკრიფო



#207 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მერის შემდეგ, დუკსი ( Dux vom Alsheim) გამოდიოდა. ამ, გერმანეთიდან ჩამოყვანილ ძაღლს, უკვე 2 პირველი ხარისხის დიპლომი ქონდა. ამ ჩემპიონატზეც ბრწყინვალედ გამოვიდა და მესამე პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

დუკსი ჩვენგან მოშორებით გამოდიოდა და "გორადან" მისი მუშაობა არ ჩანდა.

 

დუკსის მერე გამოსულმა სამივე ძაღლმა გამარჯვებულთა კლასიდან, მეორე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს (72, 77 და 80 ქულით). ეს იმის მაჩვენებელია, რომ, მაღალი კლასის ძაღლებისთვის, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს 1981 წელთან შედარებით, უფრო მკაცრი წესებით გამოსვლა.

 

შესვენებისას, რომელიც წინასწარ ეტაპსა და ფინალს შორის იყო, მე გამოვთქვი ჩემი უკმაყოფილება იმით, რომ, ჩვენ არ მოგვცეს მეორე გადაადგილებული ფრინველი, რომელიც წესით გვეკუთვნოდა. კი, ჩვენ პირველი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ, მერის მეორე მუშაობაც, ყნოსვის სიშორით 18 მეტრს აჭარბებდა. ბოლოს და ბოლოს, გადამჯდარი ფრინველი ძაღლს ეძლევა, რომ დაამტკიცოს თავისი ყნოსვის სიშორე და არ იმისტვის, რომ, აუცილებლად იპოვოს. ვიცი შემთხვევები, როცა ძაღლს სამჯერ მისცეს ზედიზედ გადამჯდარი ფრინველი.

 

რასაკვირველია, წინა ეტაპის შედეგებს უკვე არავინ არ შეცვლიდა, მაგრამ, მგონია ექსპერტები ჩაფიქრდნენ, თავიანთ შეცდომაზე (მე ასე დავარქმევდი ამას).

 

როგორც უკვე ავღნიშნე, ჩემპიონატი 2 ეტაპად იყოფოდა – წინასწარი ეტაპი და ფინალი, სადაც წინასწარი ეტაპის საფუძველზე, 6 საუკეთესო ძაღლს უნდა მიეღო მონაწილეობდა. მერი, მეორე შედეგით, მოხვდა ამ ექვსეულში და კენჭისყრით, პირველს მოუწია ფინალში გამოსვლა.



#208 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მოკლე–მოკლე პოსტებს დავდებ, თორემ მეშინია ისევ არ წამეშალოს

 

ფინალში მერის გამოსვლა ძალიან გავდა პირველ გამოსვლას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მერის უფრო ოღროჩოღრო ადგილებში მოუწია გამოსვლა. ამან გამოიწვია 9 წლის ძაღლის ისედაც დაბალი სისწრაფის კიდევ შემცირება და ასევე, მიტანების სისწრაფის შემცირება, რომელიც ამჯერად 9 ქულით შეაფასეს.

 

მერის პირველი, მაღალხარისხოვანი მუშაობის შემდეგ, მისგან აფრენილი დუპელი მეზობელ მინდორში გადაფრინდა. იმ ადგილთან ახლოს, სადაც "გორაზე" სხვა მონაწილეები და მაყურებლები ისხდნენ. მე, სად გადაჯდა ჩვენგან აფრენილი დუპელი, არ მინახია. ექსპერტებმა ხეზე მიმითითეს, რომელიც მარტო იდგა მინდვრის შუაგულში და მიდი იმუშავეო.

მე, მერი ისევ შორიდან შევუშვი, რომ ჩვენი ფრინველი ზურგს უკან არ დაგვრჩენოდა. რამოდენიმე პარალელის შემდეგ, მერი მყარად და ლამაზად დადგა ნაბულზე, ხიზგან მარჯვენა მხარეს. მე შემოვუტრიალდი ექსპერტებს და შევეკითხე – "ეს ის დუპელია, თუ არა თქვა?". შაგინოვმა მიპასუხა– "შენ მიდი, მიდი, მუშაობა ბოლომდე მიიყვანე და ჩვენ მერე გეტყვით, ის არის, თუ არაო".  

კარგი მიტანების და გასროლის მერე, მერი ადგილზე დარჩა და თავისუთლად ამოვისუნთქე, ნაჩვენები მანძილი, ჩემი აზრით,  საშუალებას იძლეოდა მოენიჭებინათ პირველი ხარისხის დიპლომი. მაგრამ...ეს ფრინველი არ ყოფილა ჩვენი გადამჯდარი და პირველი გამოსვლისგან განსხვავებით, ამჟამად ჩვენ მოგვცეს უფლება, მოგვეძებნა გადამჯდარი დუპელი, რომელიც ხისგან მარცხენა მხარეს აღმოჩნდა. 

საბედნიეროდ, მერიმ, აქაც იყოჩაღა და უკვე მეხუთე მუშაობა ანახა, პირველხარისხოვანი სიშორით. 

 

მე, მართალი ვთქვა, უკვე არ მჯეროდა, რომ, ჩვენ პირველ ხარისხის დიპლომს მოგვანიჭებდნენ. ჩემი აზრით, წინასწარ ეტაპზე ნაჩვენები მუშაობა უფრო ლამაზი და ეფექტიური იყო, მაგრამ, ექსპერტები რამოდენიმე იმიტომ არიან (ჩვენს შემთხვევაში 3 ესპერტს, კიდევ 3 სტაჟიორი დაყვებოდა), რომ გვერდიდან , უფრო მშვიდად და ზუსტად ხედავენ ყველაფერს, რაც მინდორში ხდება. 

 

როცა შედეგი გამოგვიცხადეს, "გორადან" , საიდანაც კარგად ჩანდა მერის ბოლო 2 მუშაობა, მხურვალე  აპლოდისმენტები გაისმა – პირველი ხარისხის დიპლომი, 84 ქულით (995–57–559–345–99).

 

 ჩვენს მერე გამოსულმა ვერც ერთმა ფინალისტმა, მათ შორის დუკსმა , რომელმაც  წინასწარ ეტაპზე პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა, ვერ აიღო თუნდაც მეორე ხარისხის დიპლომი (3 ხ.დიპლომი, 80 ქულით) და ორი გამოსვლის ჯამით, მერი გახდა მინდვრის ჩემპიონი და ცაცტ–ის მფლობელი. მე მომენიჭა საუკეთესო წამყვანის (მგეშავის) პრიზი და როგორც უკვე ავღნიშნე, კარმენი გახდა ამ ჩემპიონატის გამოფენის ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი

 

 

legion.ge-1064-1528738137.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738149.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738192.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738236.jpg

მიმაგრებული გალერეა

  • Я и Кармен.jpg

ჩამსწორებელი კობა თოდუა, 11 June 2018 - 09:38 PM.


#209 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1528738311.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738348.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738363.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738423.jpg

 

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • Кубок Чемпиона.jpg

ჩამსწორებელი კობა თოდუა, 11 June 2018 - 09:36 PM.


#210 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1528738794.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738761.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738773.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738848.jpg

 

 

legion.ge-1064-1528738875.jpg







1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?