Jump to content


ამ თემას აქვს 249 გამოხმაურება

#181 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ექსპერტთა კომისია შედგებოდა ბ-ნ სერგო შაგინოვი (მოსკოვი), იური კონოვალოვი (უკრაინა) და ანდრეი შუპაკოვისაგან (სანკტ-პეტერბურგი). 

ტრადიციულად ჩვენს ჩემპიონატებზე, მოწვეული გვყავდა ექსპერტი მესამე რესპუბლიკიდანაც,  ბელორუსიიდან (ბ-ნი ალექსანდე ტუროკი), მაგრამ სამწუხაროდ, ბატონი ალექსანდრე ვერ ჩამოვიდა.

 

ანდრეი შუპაკოვი

 

legion.ge-1064-1526250916.jpg

 

იური კონოვალოვი 

 

legion.ge-1064-1526250945.jpg


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 14 May 2018 - 02:44 AM.


#182 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

როგორც წინა , მესამე ჩემპიონატში, ჩემპიონატი 2 მთავარ ეტაპად იყო დაყოფილი - ძაღლების ექსტერიერის შეფასება რინგში და ძაღლების შეფასება მინდორში.

ასე ტარდება გერმანიაში შეჯიბრებები - ჯერ შეფასება რინგში და მერე, თუ ძაღლი მიიღებს დადებით შეფასებას ექსტერიერში (არა ნაკლებ "ძალიან კარგი"), ის დაიშვება შეჯიბრების საველე ნაწილშიც. პროგმატიული გერმანელები არ თვლიან საჭიროდ დაუშვან მინდვრის ღონისძიებებში ის ძაღლები, რომლებსა ექსტერიერში "კარგი" ან საერთოდ უარყოფითი შეფასება აქვთ, რადგანაც, ასეთ ძაღლებს არ უშვებენ გამრავლებაში (როგორც მწარმოებელს)  

 

რინგში ძაღლების შეფასება, დრათჰაარისტ შუპაკოვს მიენდო, რომელსაც პოინტერისტი შაგინოვი და კონოვალოვისგან განსხვავებით, გაცილებით დიდი გამოცდილება ქონდა კონტინენტალებში.

 

 

legion.ge-1064-1526251891.jpg

 

ალექსანდრე გაპონი (ხარკოვი, უკრაინა) 

 

legion.ge-1064-1526251959.jpg

 

 

მერი

 

legion.ge-1064-1526252614.jpg

 

 

legion.ge-1064-1526252733.jpg

 

კინგი (მერის შვილი, კარმენის ძმა)

 

 

legion.ge-1064-1526252789.jpg

 

უნდა ავღნიშნო, რომ, მკაცრმა ექსპერტმა, ხვადების  ღია კლასში არც ერთ ძაღლს არ მიანიჭა გამარჯვებულის წოდება. ასევე არავის არ მიენიჭა "საუკეთესო ხვადის" წოდება. ჩემს პრაქტიკაში ეს პირველი და უკანასკნელი ასეტი შემთხვევა იყო. 

 

კარმენი გახდა თავისი კლასის (იუნორების)  გამარჯვებული, შემდეგ ძუ ძაღლების გამარჯვებული და ავტომატიურად, ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი (რადგანაც ხვადებში არ იყო საუკეთესო). 

 

 

legion.ge-1064-1526253532.jpg



#183 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დიდი ბოდიში ყველას...ისევ გამიგრძელდა პაუზა, მაგრამ ამ დრეებსი შევეცდები გამოვასწორო სიტუაცია



#184 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

გამარჯობათ მეგობრებო! 

ეს თემა გავუხსენით ბ-ნ კობა თოდუას გერმანელ გოგოებს. (კურცხარებს), მერის, კარმენს და ჯესიკას. სახელოვანი ბებია, ასეთივე ყოჩაღი დედა და იმედების მომცემი შვილიშვილი. .............

 

ამ სიტყვებით გახსნა ეს თემა ბაბუმ და იმ პერიოდში ეს ავანსი იყო ჯესიკასთვის და ჩემთვისაც. იმ პერიოდში ამის თქმა შეიძლებოდა მხოლოდ მშობლების და წინაპრების მიღწევების, და სისხლის საფუძველზე. ახლა ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ, ჯესიკა მართლა იმედის მომცემი შთამომავალია, თავისი განთქმული მშობლების და წინაპრების.

 

ორიოდე სიტყვით დავწერ ჯესიკაზე და მერე დავუბრუნდები 9 წლის წინანდელ ღონისძიებებს, სადაც ჯესიკას ბებია მინდვრის ჩემპიონი გახდა, დედა კი ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი ექსტერიერში



#185 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1528634099.jpg

მიმაგრებული გალერეა

  • 20180519_153607.jpg
  • 20180520_043009.jpg
  • 20180520_044517.jpg
  • 20180520_125545.jpg
  • 20180520_125820.jpg


#186 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უნდა ავღნიშნო, რომ, მკაცრმა ექსპერტმა, ხვადების  ღია კლასში არც ერთ ძაღლს არ მიანიჭა გამარჯვებულის წოდება. ასევე არავის არ მიენიჭა "საუკეთესო ხვადის" წოდება. ჩემს პრაქტიკაში ეს პირველი და უკანასკნელი ასეტი შემთხვევა იყო. 

კობა აქაც გილოცავთ ყველას ერთად წარმატებებს. მასწავლებელსაც და შეგირდებსაც. კი მართლდება ჩემი სიტყვები და  რას მერჩით? ქე მცოდნია წინასწარმეტყველების ნიჭი ;)  ფილოცავთ კიდევ ერთხელ გილოცავთ.

 

ისე მიზეზია საინტერესო რატომ მოხდა რომ უმაღლესი შეფასებები ვერ მიიღეს ბიჭებმა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#187 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ისე მიზეზია საინტერესო რატომ მოხდა რომ უმაღლესი შეფასებები ვერ მიიღეს ბიჭებმა?

 

უმაღლესი შეფასება (ფრიადი) კი მიიღეს ზოგიერთებმა, მათ შორის კარმენის ძმამ, კინგმა. ასევე 2 ძაღლმა ღია კლასში, მაგრამ შედარების დროს, ექსპერტმა ორივეს აღმოუჩინა დანაკლისი და მიიღო გადაწყვეტილება საუკეთესო ხვადის პრიზი ღია კლასში არავისთვის არ მიენიჭებინა. ასეთივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული საუკეთესი ხვადის პრიზის მინიჭებისას.



#188 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

:bravo:  :bravo:  :bravo: გილოცავთ ყველა წარმატებას, როგორ ფიქრობთ ობიექტური იყო ექსპერტის გადაწყვეტილება თუ წედმეტად მკაცრად მიუდგა ძაღლებს?



#189 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ორიოდე სიტყვით დავწერ ჯესიკაზე და მერე დავუბრუნდები 9 წლის წინანდელ ღონისძიებებს, სადაც ჯესიკას ბებია მინდვრის ჩემპიონი გახდა, დედა კი ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი ექსტერიერში

 

19-20 მაისს ნოვგოროდის ოლქში ჩატარდა კონტინენტალური მეძებრების რეგიონალური შეჯიბრება ჭაობის ფრინველზე (დუპელი(ჭოვილო)), რომელიც ტრადიციულად ერთ-ერთი განთქმული დრათჰაარისტის, ივანე რიზნიჩის, ხსოვნას მიეძღვნა. 

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 4 ჯიშის, 18 ძაღლმა. 10 დრათჰაარმა, 6 კურცჰაარმა, ეპონიოლ ბრეტონმა და ვეიმარაინერმა. 9 ძაღლმა მიიღო შეფასება, 7–მა დიპლომი. ამათგან 2 მეორე ხარისხის.

შეჯიბრების გამარჯვებული გამოვიდა დრათჰაარი გაროლდი (პოლუეკტოვი ა.ნ.),  მეორე ხარისხის დიპლომით, 77 ქულით.

მეორე ადგილზე გავიდა კურცი გენ გროსს ლიმიტედ ედიშინ (მაქსიმოვი ვ.ი.), მეორე ხარისხის დიპლომით, 76 ქულით

მესამე ადგილი დაიკავა ჩემმა ჯესიკამ, მესამე ხარისხის დიპლომით და 82 ქულით.

 

ამის გარდა ჯესიკა,  გახდა შეჯიბრების "საუკეთესო ახალგაზრდა ძაღლი", მე კი მომენიჭა "საუკეთესო მგეშავის" (წამყვანის) პრიზი. 

 

ჯესიკას შეფასება – 675–97–558–455–88=82 ქულა, 3 ხარისხის დიპლომი. 

შეფასებიდან კარგად ჩანს, რომ ცოტა დაგვაკლდა უფრო მაღალი ხარისხის დიპლომის ასაღებად. დაგვაკლდა ყნოსვის სიშორეში. სამწუხაროდ, ჯესიკას ორი მუშაობა, სამიდან, გამოვიდა ფრინველების ჯგუფზე. პირველ შემთხვევაში 2 ფრინველი ამოუვიდა, მეორე შემთხვევაში 4. სამიდან ერთი მუშაობა მოკლე იყო და ამიტომ მივიღეთ 6 ყნოსვის სიშორეში და მხოლოდ მესამე ხარისხის დიპლომი. სხვა ელემენტებში ჯესიკამ კარგი ქულები დააგროვა – სისწრაფეში თითქმის მაქსიმუმი (9), მიტანებაში 8. სტილის ქულებში,  ექსპერტებმა, რომლებიც სამივე "კონტინენტალები" იყვნენ, დააკლეს ქულა სისწრაფის გამო – კურცჰაარი ასე სწრაფად არ უნდა დარბოდესო  :D

 

მიუხედავად ყოველივე ამისა, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჯესის გამოსვლით, რადგანაც ეს პირველი ჩვენი გამოსვლა იყო და თანაც პირდაპირ შეჯიბრებაზე (სადაც გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნებია, ვიდრე უბრალოდ საველე გამოცდებზე). მითუმეტეს, რომ, ეს ჩვენი პირველი გამოსვლა იყო ისეთ ადგილას, სადაც ნორმალური მინდორიც იყო და ფრინველიც. მანამდე ჯესიკას ვარჯიში მიწევდა ისეტ მინდვრებში, სადაც ფრინველი არ იყო. დუპელის გასაცნობად და მასზე სამუშაოდ კი დავდიოდით სახლიდან შორს და ისეთ ადგილებში, სადაც ნორმალური სირბილი შეუძლებელი იყო. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრიზიორები

 

 

 

 

 

 

 

 

legion.ge-1064-1528704698.jpg

მიმაგრებული გალერეა

  • 20180519_185317.jpg
  • 20180519_153632.jpg
  • 20180519_192658.jpg
  • 20180520_080228.jpg
  • 20180520_130706.jpg
  • 20180520_130904.jpg
  • 20180520_125528.jpg

ჩამსწორებელი კობა თოდუა, 11 June 2018 - 01:55 PM.


#190 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

აუუუ...კი გადმოვაბრუნე ჩემს კომპიუტერში ეს სურათები, მაგრამ აქ მაინც თავდაყირად გამოვიდა. არ ვიცი აქ როგორ შევასწორო  :((



#191 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაასწორებენ ადმინები.


legion.ge-82-1553250819.jpg


#192 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

:bravo:  :bravo:  :bravo: გილოცავთ ყველა წარმატებას, როგორ ფიქრობთ ობიექტური იყო ექსპერტის გადაწყვეტილება თუ წედმეტად მკაცრად მიუდგა ძაღლებს?

 

მადლობა.

 

ზუსტად არ მახსოვს რა იყო მიზეზი ამ გადაწყვეტილების,მაგრამ, ის  რომ ობიექტური იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება.

ჯერ ერთი – ექსპერტი (ანდრეი შუპაკოვი), რომელსაც მიენდო რინგში მსაჯობა, მაღალი დონის ექსპერტია, დიდი გამოცდილებით. 

მეორე – ის ძაღლები, რომლებიც ღია კლასში დარჩნენ პრიზის გარეშე, ეკუთნოდათ გამოცდილ პატრონებს, რომლებსაც თავიანთი საკუთარი პიტომნიკები ქონდათ. ერთ–ერთი განთქმული კურცაარისტი და ექსპერტი ალექსანდრე გაპონი, უკრაინიდან, მეორე ნოვგოროდიდან და თანაც ისეთი ძაღლით, რომელსაც იმ მომენტში, უკვე 2 პირველი ხარისხის დიპლომი ქონდა ჭაობის ფრინველზე (რაც უკვე უნიკალური შემთხვევაა) და რომელმაც ამ ჩემპიონატზე მესამე!!!! პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო (DUX VOM ALSHEIM )



#193 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

გაასწორებენ ადმინები.

 

დიდი მადლობა



#194 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ესეიგი პატრონებს და ცუგრიკებს მოუწევთ მეტი მუშაობა  ;)  :ki:



#195 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

აუუუ...კი გადმოვაბრუნე ჩემს კომპიუტერში ეს სურათები, მაგრამ აქ მაინც თავდაყირად გამოვიდა. არ ვიცი აქ როგორ შევასწორო  :((

კომპიუტერში რო არ გადააბრუნოთ და ისე ატვირთოთ, მაინც ეგრე გვერდულად იტვირთება?







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?