Jump to content


ამ თემას აქვს 249 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამარჯობათ მეგობრებო! 

ეს თემა გავუხსენით ბ-ნ კობა თოდუას გერმანელ გოგოებს. (კურცხარებს), მერის, კარმენს და ჯესიკას. სახელოვანი ბებია, ასეთივე ყოჩაღი დედა და იმედების მომცემი შვილიშვილი. იმედია მკითხველისთვის საინტერესო იქნება გამოცდილი მონადირის ხედვები, გამოცდილება და ახალგაზრდა მონადირეებიც თავისთვის ბევრ საინტერესო ინფორმაციას  მიიღებენ ამ თემიდან. 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ველოდებიიიიი ძალიან მაინტერესებს ;)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

აზრებს ვაწყობ და შევეცდები მალე დავალაგო :)

 

უფრო სწორედ, როგორც უმრავლესობა, მეც დროის ნაკლებობას განვიცდი. სულ ერთი საათია რაც სახლში შემოვედი (ღამის 12 საათზე), დილით კი ისევ ადრე უნდა ავდგე. ქალაქგარეთ ვცხოვრობ, სამსახური კი ქალაქში მაქვს და გზაში, აქაურ თოვლ–ყინულში, დიდი დრო მეხარჯება.

მიუხედავად ამისა, სიტყვას გაძლევთ, ახლო მომავალში დავიწყებ  :0017:  



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დავიწყებ სურათებით და ნელ–ნელა შევავსებ ინფორმაციით/

 

legion.ge-1064-1516834083.jpg

 

 

მერი და კარმენი  

 

 

legion.ge-1064-1516834098.jpg

 

მერი (9 წლის)

 

 

legion.ge-1064-1516834163.jpg

 

კარმენი (1 წლის და 4 თვის)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: ლამაზი ძაღლია.

სწორი კკონსტიტუციის ტიპი _ , თავი სტანდარტულია, ერთფერი შეფერვა  ,  მოკლე და მოლივლივე ბეწვი ძაღლს ლამაზ იერს აძლევს, ....

და თვითონაც ხვდება რომ კოხტა გოგოა(ჩემი აზრით)

;)  :good:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1516916647.jpg

 

 

legion.ge-1064-1516916676.jpg

 

 

legion.ge-1064-1516916716.jpg



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბალუ

ბალუ

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 96 პოსტი
  • მისამართი:გურჯაანი
  • წარმოშობა:კახეთი
საინტერესოა.. :)

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დავიწყებ ნელ–ნელა....

 

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მე, არც კინოლოგი ვარ, არც ექსპერტი, არც რაიმე სპეციალური განათლება მაქვს მიღებული კინოლოგიის განხრით ... ვარ უბრალო მონადირე, როგორც ლეგიონერების უმრავლესობა, რომელსაც უყვარს მონადირე ძაღლები, ჯიშის განურჩევლად და რომელსაც აქვს პატარა გამოცდილება კურცჰაარის ჯიშის ძაღლების აღზრდა/დაგეშვაში. 

პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ, რასაც მე აქ დავწერ, შეიძლება არ ემთხვეოდეს საერთო მიღებულ აზრებს და პრინციპებს, მეძებარი ძაღლების და კერძოდ კურცჰაარის აღზრდა-დაგეშვის საკითხში, მაგრამ ეს ჩემი აზრია, ჩემი და ჩემი ძაღლების გამოცდილებიდან გამომდინარე. ნებისმიერ სიტუაციაში, დარწმუნებული ვარ, რომ, ვინმეს მაინც გამოადგება ჩემი ინფორმაცია, რადგანაც ვეცდები მაქსიმალური ყურადღება გავამახვილო ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომებზე (ჩემი ძაღლების აღზრდის პროცესში), ამ შეცდომების ანალიზზე და გამოსწორების გზებზე.   



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

პირველად, როცა ლეკვის აყვანა გადავწყვიტე, უკვე ჩამოყალიბებული მონადირე ვიყავი, 5–6 წლის სტაჟით. ნადირობა ბელორუსიაში დავიწყე, თუმცა სანკტ–პეტერბურგში ვცხოვრობდი. იქვე მყავდა (მყავს) მეგობარი, ჩემი პირველი მასწავლებელი ნადირობის საკითხში, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის 7 გზის რეკორდსმენი...სროლაში, და ისიც მოძრავ სამიზნეზე.  მას ალექსანდრე ქვია, გაზოვია გვარად. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა პირველად მოვხვდი მის სახლში და შემიყვანა იმ ოთახში, სადაც პრიზები, მედლები და დიპლომები ქონდა გამოფენილი. შორიდანვე თვალში მეცა მშობლიური  ალფავიტოთ დაბეჭდილი დიპლომები დიდი რაოდენობით. საშა თურმე საქართველოში მსახურობდა ჯარში, სპორტულ ბრიგადაში და  დიპლომები საქართველოში ჩატარებულ შეჯიბრებებში ქონია მიღებული. 

საშას დიდი მონადირე იყო (და არის ეხლაც) და მოგვიანებით გერმანიიდან ჩამოიყვანა დრათჰაარი, სადაც 5 წელიწადზე მეტ ხანს (მგონი 6 წელი) ავარჯიშებდა მსროლელთა (სნაიპერთა) გუნდს, რომელიც გერმანიაში განლაგებულ საბჭოთა ჯარების კონტიგენტში შედიოდა. 

ზუსტად ეს დრათჰაარი, რომელსაც ფეტა  ერქვა, გახდა ჩემი ოცნების და მისწრაფების საფუძველი. 

როგორც უკვე მოგახსენეთ, მე უკვე სრულყოფილი მონადირე ვიყავი და მორალურად უკვე მზად ვიყავი ძაღლის ასაყვანად, მითუმრტეს, რომ ამ აზრამდე თვითონ მონადირის გამოცდილებამ მიმიყვანა - ხშირად ვკარგავდი დაჭრილ-დახოცილ ნადავლს, განსაკუთრებით იხვებს. ყველამ კარგად იცით, თუ როგორ შეუძლია დამალვა და რა ხერხებს იყენებს ამისთვის დაჭრილი იხვი. შეიძლება ნახევარ მეტრში იჯდეს და ერთსაც არ გაინძრევა, თუ ფეხი არ დააბიჯე. წყალში მოხვედრილი კი პირველ რიგში იმაზე ზრუნავს, რომ სადნე დაიმალოს, ან მოპირდაპირე ნაპირზე გამოვიდეს. გამოუვალ შემთხვევაში,  ცდილობს ჩაყვინთვით უშველოს თავს და ხშირად, წყალქვეშ, რაიმე მცენარეს ან ჩაძირულ ტოტს ნისკარტით ებღაუჭება. სადაც, ასევე ხშირად, სამუდამოდ რჩება. ასეთი ნადავლის პოვნა ძალიან ძნელია უძაღლოდ და მეც გადავწყვიტე ამეყვანა მეძებარი ძაღლი, რომელიც პირველ რიგში დაჭრილ იხვს მომაძებნინებდა და მომიტანდა. რატომ გერმანული (კონტინენტალური) მეძებარი? იმიტომ რომ, ამ პერიოდისთვის უკვე ვნადირობდი თითქმის ყველაფერზე, გნოლიდან დაწყებული, გარეული ღორით და ცხენირმით დამთავრებული.  მიუხედავად იმისა, რომ, ბეკასის და დუპელის არსებობა, იმ პერიოდში მხოლოდ წიგნებიდან თუ ვიცოდი,  ვალდშნეპი კი, რომელიც ჩემი პირველი მოპოვებული ტროფეი იყო,  მხოლოდ გაზაფხულის გადმოფრენაზე მყავდა ნანახი, მე მჭირდებოდა უნივერსალური ძაღლი. 

თავიდან გადავწყვიტე ამეყვანა ...პუდელპოინტერი!!!! ამ ძაღლზე ინფორმაცია შემთხვევით ჩამივარდა ხელში, როცა ჟურნალი "მონადირე ძაღლები" ( "Охотничий собаки") ვიყიდე. თქვენს საიტზე, ბაბუს წყალობით, დევს გარკვეული ინფორმაცია ამ ჯიშზე და დამეთანხმებით, ასეთი ინფორმაცია ვერ დატოვებს მშვიდად უნივერსალური მონადირე ძაღლის მსურველს. 

მომყავს ციტატა ბაბუს მიერ დადებული ინფორმაციიდან და თქვენ თვითონ იმსჯელეთ....  

 

 

პუდელპოინტერი არის მრავალმხრივი სანადირო ჯიშის ძაღლი. ეს ჯიში ფანტასტიური უნივერსალობით გამოირჩევა და ნაირგვარი როლის შესრულება შეუძლია.ის მეძებარიცაა,რეტრივერიც,კვალზე მომუშავე და ყარაული ძაღლი.

ჰოდა, მეც დავვავადდი  ;)

დიდხანს ვეძებდი რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, მაგრამ, ვერსად ამ ჯიშის ძაღლი ვერ ვიპოვე. მიშველა გაზოვის მიერ დრათჰაარის ჩამოყვანამ, მასთან ხშირმა დისპუტმა ძაღლის აყვანის საკითხზე და რაც მთავარია პრაკტიკულმა გასვლებმა სანადიროდ დრათჰაართან ერთად, სადაც მე დავრწმუნდი, რომ დრატი არაფრით არ ჩამოუვარდება პუდელპოინტერს (უფრო სწორედ ჟურნალში მოყვანილ ინფორმაციას, რადგანაც რეალურად, საქმეში მე ეს ჯიში არ მინახია). საშა რასაკვირველია აგიტაციას მიტარებდა დრათჰაარი ამეყვანა და მეც თითქმის მზად ვიყავი ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო. 

მაგრამ, ერთმა შემთხვევამ, შემაცვლევინა მიდგომა ასეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიც ძაღლის აყვანაა...

 

გაგრძელება იქნება  :0023:


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 27 January 2018 - 01:56 AM.


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესოთ იწყება , ყურადღებით გადავიკითხე და კითხვაც გამიჩნდა . ეხლა ვიკითხო თუ თემის ბოლოს? ანდა მე კითხვას დავსვამ და პსუხი როცა ჩათვალოთ საჭიროდ -მაშინ დაწერეთ.

საბჭოთა რეალობიდან გამომდინარე იმ დროს ქვეყანაში მხოლოდ კუნძულელები და გერმანელები იცოდნენ. ნუ ყოველი შემთხვევისთვის ყველაზე უფრო პოპულარული და გავრცელებული ჯიშები.

რასაც აკეთებს პუდელპოინტერი (მეძებარიცაა, აპორტირებასაც მშვენივრად ახერხებს წყალმცურავი ფრინველის ჩათვლით და კვალზრდაც მუშაობს, ნუ როგორც ყარაული , ფხიზელი და ყურადღებიანიცაა და შეიძლება ჩაითვალოს რომამ ფუნქციასაც ასრულებს), ხო და კითხვის არსიც შემდეგშია . რატომ არჩიეთ გამოცდილ  (აპრობირებულ) პოპულარულ და გავრცელებულ ჯიშს ნაკლებად ცნობადი და ძნელად საშოვი ჯიში? 

:0041: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ჯობია 

 

 რატომ არჩიეთ გამოცდილ  (აპრობირებულ) პოპულარულ და გავრცელებულ ჯიშს ნაკლებად ცნობადი და ძნელად საშოვი ჯიში? 

 

 ჯერ ერთი იმიტომ, რომ, მე იმ დროს ფაქტიურად არ ვერკვეოდი, რა ჯიში იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე უფრო გავრცელებული, პოპულარული და ადვილად საშოვნი,  მიუხედავად იმისა, რომ,  პოინტერის, სეტერის და განსაკუთრებით კურცჰაარის არსებობა და პოპულარობა გაგონილი მქონდა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, მამაჩემის მეგობარი მონადირეებისგან. მამაც მონადირე იყო, მაგრამ არც ისე "ავადმყოფი", როგორიც მე ვარ :)

მეორე – იმ დროს, როცა ის ჟურნალი ჩამივარდა ხელში, ახალი დაწყებული მქონდა ძაღლების შესწავლა და პუდელპოინტერის დახასიათებამ მომხიბლა. მასში იყო ყველაფერი ის, რაც მე მინდოდა, რომ ყოფილიყო ჩემს ძაღლში.

მესამე – ჩვენ ძაღლები სახლში ყოველთვის გვყავდა, მაგრამ მონადირე ჯიშის არც ერთი არ იყო. სამაგიეროდ გვყავდა ....პუდელი :0030: , რომელმაც 10 წელზე მეტი იცოცხლა და რომელიც ოჯახში საყვარელი არსება იყო. მონადირული  თვისებები მაშინ მასში არ შემიმჩნევია (და არც მაინტერესებდა იმ დროს), მაგრამ კარგად მახსოვს, თუ როგორ იცავდა  ეს პატარა არსება მამაჩემს, როცა დედა რამეზე უწყრებოდა  :DDD



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

სანამ ძაღლს ავიყვანდი, უკვე მქონდა ჩემი სანადირო ბაზა, ჯერ ბელორუსიაში, შემდეგ კი ლენინგრადის ოლქში, სადაც ჩამომდიოდა საზღვარგარეთიდან მონადირეები. გერმანელები და ავსტრიელები ირემზე, ცხენირემზე და განსაკუთრებით ყრუალაზე, ფრანგები და იტალიელები თავიანთი ძაღლებით  ვალდშნეპზე და ბეკასზე. 

პირველად ფრანგები რომ ჩამოვიდნენ დავიქირავე თარჯიმანი, რომელიც კურცჰაარისტი აღმოჩნდა. ერთი კვირის განმავლობაში, სანამ ფრანგები ჩემთან იყვნენ, ჩვენ ხშირად გვქონდა ლაპარაკი მეძებარ ძაღლებზე, რადგანაც პირველ რიგში მე ვთხოვდი ანალიზი გაეწია ფრანგების ძაღლების მუშაობისთვის (მე მათ ნადირობის დროს უკან დავყვებოდი, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად). ფრანგები უმთავრესად ინგლისური სეტერებით ჩამოდიოდნენ (ერთი იყო გარდონით, 2 კურცით). ამ ანალიზის დროს წამოსცდა, რომ კურცჰაარი ყავდა და როცა გაიგო, რომ დრათჰაარის აყვანა მინდოდა, მირჩია ....არა, კურცის აყვანა კი არა (თუმცა მის ძაღლს იმ დროს ლეკვები ყავდა), არამედ კლუბში მისვლა, სადაც კურცჰაარისტები და დრათჰაარისტები ერთდროულად იკრიბებოდნენ, სხვა და სხვა კაბინეტებში.

არ იჩქარო, გადახედე, შეისწავლე ორივე ჯიშიო, გადახედე საველე ღონისძიებებზე და გამოფენებზეო. დავუჯერე და ასე მოვხვდი კლუბში, უფრო სწორედ, კლუბებში და 4 თვის განმავლობაში, სანამ ლეკვს ავიყვანდი, სრული ინფორმაცია მქონდა ამ ორ ჯიშზე.  ამ პერიოდში მქონდა საუბრები, როგორც კურცჰაარისტებთან, ასევე დრათჰაარისტებთან, ექსპერტებთან, გამოფენებზე და შეჯიბრებებში მონაწილეებთან.

მოკლედ, გადავწყვიტე კურცზე გავჩერებულიყავი.

დარწმუნებული ვარ, ბევრს დააინტერესებს, რატომ? ამიტომ შევეცდები ეხლავე გიპასუხოთ.

ჩემთვის ამ ორ ჯიშში დიდი სხვაობა მაიცდამაინც არ არის. ორივე მიყვარს თითქმის ერთნაირად. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ დროს კურცს იმიტომ მივანიჭე, რომ, ჯიში გაცილებით ადრე იყო ჩამოყალიბებული (დრათჰაარის სტანდარტი მიიღეს კურცების სტანდარტის 50 წლის შემდეგ), თვითონ ჯიშში ბევრი სხვა და სხვა ვარიაციები იყო ბეწვის, ულვაშის და წვერის გამო, კურცს უფრო მშვიდი ხასიათი და ფსიქიკა აქვს, ბინაში უფრო მოსახერხებელი დასაკავებელია, მოკლე ბეწვის გამო (ე.ი. ჯიში არ იყო ბოლომდე "დაღვინებული")

ბევრი არაფერი, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მქონდა მიღებული და შემდგომში არც მინანია.

ლეკვი დიდხანს არ მიძებნია. რამოდენიმე განთქმული ექსპერის რჩევით,რომელთა შორის მთავარი დრათჰაარის მფლობელი იყო, გადავწყვიტე ჩემი არჩევანი ერთ–ერთი მეცნიერმუშაკის ძაღლის ბუდობაზე გამეჩერებინა. მათივე რჩევით და უკვე ჩემი აზრითაც, გადავწყვიტე ძუ ამეყვანა.

რატომ ძუ???? იმიტომ რო, ძუ უფრო მორჩილია და ამიტომ უფრო ადვილი აღსაზრდელია დამწყები მეძაღლისთვის, უფრო მიისწრაფის პატრონ მამაკაცისკენ (ხვადი დედაკაცისკენ), უფრო ჭკვიანია, რადგანაც მას ეკისრება შთამომავლობის აღზრდა–შენარჩუნება. აქვს მინუსებიც, რაც უმთავრესად ძუობის პერიოდს (ტეჩკის) ეხება, მაგრამ, ხვადებისგან განსხვავებით პატრონს არ ეპარება.

ჩემი გადაწყვეტილება ლეკვი ამეყვანა, მეუღლისთვის დიდხანს საიდუმლოებას წარმოადგენდა, რადგანაც უკვე განცხადებული ქონდა ჩემთვის  – "ჩემს სახლში ძაღლი არ იქნებაო". ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ამიტომაც, დიდხანს ვუფრთხილდებოდი მის ნერვებს და წინასწარ არაფერს არ ვეუბნებოდი არაფერს  :)

 

გაგრძელება იქნება...


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 27 January 2018 - 11:38 PM.


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
კობა თოდუა,
ამჟამად სად ცხოვრობთ ბატონო კობა

legion.ge-837-1527156940.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

პეტერბურგთან ახლოს 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მეუღლე, ბავშვები და ჩვენი ოჯახის მომავალი წევრი რომ გამეცნო ერთმანეთისთვის, მთელი "ოპერაცია" ჩავატარე. ჯერ ოჯახი თეატრში წავიყვანე, ტეატრის მერე კაფეში და მერე ვითომ შემთხვევით, შევიტყუე ყველა მომშენებლის სახლში. ვიცოდი, ლეკვების ნახვა არც მეუღლეს და მითუმეტეს ბავშვებს, მშვიდად ვერ დატოვებდა. რასაკვირველია, ჯერ არავისთვის არ მითქვამს, რომ ლეკვის აყვანას ვაპირებდი. არა და ამ დროს ლეკვიც ამორჩეული მყავდა და ბეც მქონდა დატოვებული.

ბუდობაში 8 ლეკვი იყო, 4 ხვადი და 4 ძუ. 

ზევით დავწერე, რომ ლეკვი ამორჩეული მყავდა მეთქი, მაგრამ სინამდვილეში მან მე თვითონ ამომირჩია. სანამ ლეკვის ამოსარჩევად მივიდოდი, ბევრ ლიტერატურას გადავავლე თვალი, ლეკვის ამორჩევის მეთოდების შესასწავლად. ნაცნობ მონადირეებს და ექსპერტებსაც ვეკითხებოდი რჩევებს. აქ არ გავჩერდები ამ მეთოდებზე, რადგანაც ინტერნეტში ეს ყველაფერი არის. მოკლედ თავში დარწმუნებული ვიყავი, მითუმეტეს, რომ, ამოსარჩევი მყავდა 3 ლეკვიდან. ერთ ძუს პატრონი თავისთვის იტოვებდა.

ჩემი თანდასწრებით გამოუშვეს 8–ვე ლეკვი ოთახის ცენტრში, მე კი კუთხეში, შორიახლო ვიჯექი და ჯერ შორიდან ვათვალიერებდი ლეკვებს. რა თქმა უნდა ლეკვებმა ერთმანეთთან თამაში და "ომი" ატეხეს. ამ როს ლეკვები ერთ თვეს გადაცილებულები იყვნენ და ამიტომ უკვე აშკარად ამჟღავნებდნენ თავიანთ თვისებებს, ტემპერამენტს, ძალას. 

ფსი–ს მოთხოვნებით, მეშვიდე ჯგუფის ძაღლების (რომელსაც მეძებრები ეკუთვნია) ლეკვების გაცემა–დარიგება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება ბუდობის აღწერა–შეფასება ("აკტივიროვკა") კვალიფიცირებული კინოლოგისაგან, სტანდარტთან შეფარდების საგანზე. ეს ხდება ლეკვების დაბადებიდან  45 დღეს (არა ნაკლებ). 

სანამ მე ამ გუნდს შორიდან ვათვალიერებდი, მათ გამოეყო ერთი ლეკვი, მოვიდა პირდაპირ ჩემთან, მიყნოსა და უკანა ფეხზე დადგომით მთხოვა ხელში ამეყვანა. უცებ ვიფიქრე ჩემთვის, თუ ძუ არის, ამას ავიყვან მეთქი. ძუ აღმოჩნდა და თანაც ის არა, რომელიც ლეკვების პატრონს თავისთვის ყავდა ამორჩეული.

ისე ყველას გირჩევთ, სანამ ლეკვს ამოირჩევთ, რაც შეიძლება ხშირად ინახულეთ ბუდობა, კარგად დააკვირდით ყველა ლეკვს სხვა და სხვა სიტუაციაში (როცა ძინავთ, ჭამენ, თამაშობენ და ა.შ.), დაეკითხეთ პატრონს რჩევა (თუ ენდობით), მიიყვანეთ ვინმე გამოცდილი ამ საქმეში, და მხოლოდ ამის შემდეგ  ამოირჩიეთ ლეკვი. 

ოჯახი რომ მივიყვანე ლეკვების სანახავად, იგივე სიტუაცია განმეორდა, ჩემგან ამორჩეული ლეკვი გამოეყო სხვებს და მოვიდა პირდაპირ ჩვენთან. ბავშვებმა ის ხელში აიყვანეს და დედასთან ერთად დიდხანს თამაშობდნენ მასთან. ლეკვების პატრონი და მისი მეუღლე წინასწარ გაფრთხილებული მყავდა და იმ დღეს არავის არ უხსენებია ყიდვა–გაყიდვის საკითხი. 

ერთი კვირის შემდეგ ლეკვი უკვე სახლში იყო ჩვენთან. მეუღლე შოკში იყო, მაგრამ, ჩვენი სახლიდან გაგდებას კიდევ დათმობა არჩია  :0025: :0030:  

 

პ.ს. უცებ მინდა ავღნიშნო, რომ, ძალიან მალე, ჩემი მეუღლე ჩემზე უფრო "დაავადმყოფდა" ძაღლებით და ეხლაც გაცილებით უფრო პასუხისმხედველობით ეკიდება ყველა საკითხს, რაც ჩვენ ძაღლებს ეხება, ვიდრე მე. ასე რომ, მონადირეებო, ვისაც ძაღლის აყვანა გინდათ, უკან არ დაიხიოთ ისეთი "წვრილმანების" გულისთვის, როგორიც მეუღლის ან კიდევ ვინმეს აზრია. "მონადირე ძაღლის გარეშე, ნახევრადმონადირეაო", უთქვიათ და მეც ამაში დარწმუნებული ვარ/ 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?