Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 240 გამოხმაურება

#121 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

იმ წელიწადის სანადორო სეზონი ძან პროდუქტიულად ჩავატარეთ – ხშირი გასვლები, კარგი შედეგები, დიდი გამოცდილება, რაც მე და მერიმ მივიღეთ. მოკლედ. მომავალ წლის გაზაფხულს სულმოუთქმნელად ველოდებოდით, რათა გაგვეუმჯობესებინა ჩვენი საველე გამოცდების მიღწევები  

 

ძაღლის ეგრე წოდებულ "მეორე ველს" დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ძაღლისთვის, ასევე ახალგაზრდა პატრონისთვის. ამ პერიოდში ძაღლი უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურადაც. პლუს ამას, როგორც ძაღლს, ასევე პატრონს, უკვე აქვთ  გარკვეული გამოცდილება საერთო ნადირობაში და საველე გამოცდების ჩაბარებაშიც (რასაკვირველია, თუ ასეთი გასვლები უკვე ქონდათ). მოკლედ, ამ პერიოდში შეიძლება ძაან ნაყოფიერად მუშაობა წინა პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად და შემდგომი წინსვლისთვის.

მეც მქონდა იმედი, რომ ჩვენი "მეორე ველი" ჩვენთვის ნაყოფიერი და შედეგიანი გამოვიდოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან –  "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო". 

მოკლედ, გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემების გამო, თითქმის ერთი წელიწადი მთლიანად ამოგვივარდა ცხოვრებიდან. ამ წლის დაკარგვა ძლიერ დაეტყო მერის სამუშაო მონაცემების, მისი რეალური პოტენციალის  დროულ გახსნას.

 

შემდგომ საველე გამოცდებზე ზუსტად 2 წლის შემდეგ გავედით, იმ დღიდან, როცა პირველი დიპლომები ავიღეთ. ფაქტიურად მოუმზადებლად და შედეგიც შესაბამისი იყო –  მესამე ხარისხის დიპლომი, ნაკლები ქულებით (65).

 

გაგრძელება იქნება....



#122 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

იმ პერიოდში, სანამ მე ჩემს პრობლემებს ვადგამდი თავს, ჩემმა მეგობრებმა ჩვენი კლუბიდან, ნოვგოროდის ოლქში (მეზობელი ოლქია ლენინგრადის) აიღეს არენდით სანადირო სავარგული 15 ათასი ჰექტარის ფართობით და მეც მთხოვეს შევსულიყავი მაგათთან ერთად საქმეში. ეს ის ადგილები იყო, სადაც გაზაფხულზე ჩვენ ვნადირობდით ბატებზე, შემოდგომაზე კი ცხენირმებზე და სხვა ცხოველებზე. მე მაინც ვაპირებდი რაღაც პერიოდი დასვენებას ბიზნესისგან, თანაც გულის და სხეულისთვის სასიამოვნო საქმის დაწყებას, ამიტომ ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი და შემდგომი 3 წელიწადი, სასიამოვნოს და სასარგებლოს ვაერთიანებდი. სასიამოვნოს, იმიტომ რომ, თითქმის სულ ნადირობაში ვიყავი (ნადირობაში ვგულისხმობ არა მარტო სროლას და ნადირის მოპოვებას, არამედ იმ ღონისძიებებსაც, რაც სჭირდება ნადირ–ფრინველის რაოდენობის გამრავლება –გაუმჯობესებას) ძაღლთან ერთად, სასარგებლოს იმიტომ, რომ, ბევრი ისეთი რაღაცის ნახვა, შესწავლა მომიხდა, რაზეც ადრე არც კი ვფიქრობდი.

სამწუხაროდ, ამ საქმიანობას უაროფითი მხარეც აღმოაჩნდა.

პირველი, რაზეც ყურადღება მექნა გასამახვილებელი ჩვენს ტერიტორიაზე, ეს რასაკვირველია ბრაკონიერობა იყო. ადგილობრივები და პირველ რიგში ძალისმიერი ორგანოების თანამშრომლები (რომლების ალბათ პირველი ბრაკები არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში), მიჩვეულები იმას, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ, გახდნენ ჩემი პირველი მტრები  . თუ უბრალო მონადირეს, შეგიძლია სიტყვიერად აუხსნა რომ ბრაკონიერობა ცუდია და გააფრთხილო "მეორედ არ გნახი აქ თქო", და გაიგებს, მილიცია–პოლიციის, მითუმეტეს პროკურატურის ან უშიშროების თანამშრომლებს ასეთ რამეს ვერ აუხსნი, ისინი ტრადიციულად თვლიან, რომ სახელმწიფოში მათთვის ყველაფერი ნებადართულია. 

საბჭოთა კავშირში ასე იყო, რუსეთში დღესაც ასეა. როგორც შორიდან მესმის, სამწუხაროდ, საქართველოშიაც აქვს ასეთ მიდგომას ადგილი.

ძალისმიერი სტუქტურების თანამშრომლებთან ქიშპი ძნელია, თუ თვითონაც არ ხარ ძლიერი. ისინი იურიდიულად გაწვრთნილები არიან, ნებისმიერ დროს შეიარაღებულები, ფსიქიკის  პრობლემებით, სიმთვრალეში (რაც უმრავლესობა ნადირობის აუცილებელი ატრიბუტია რუსებისთვის) არა ადეკვატურები, რადგანაც უმრავლესობას "ცხელი წერტილები" აქვთ გავლილი, რიცხობრივი უპირატესობით და ა.შ.

მოკლედ, ჩვენი სანადირო სავარგული რომ დამეცვა, დავიწყე ნადირობის სამმართველოში მუშაობა   :D, სახელმწიფო ეგერად. 

ამისათვის დავამთავრე სპეციალური კურსები, რის შემდეგაც მეც მქონდა პატარა იარაღის ტარების უფლება და რაც მთავარია, სახელმწიფო ორგანოს მუშაკის საბუთი. 



#123 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

რაიონი, სადაც მე სახელმწიფო ეგერი ვიყავი, ფართობით 2300 კვ.კილომეტრზე უფრო მეტია. რელიეფი უმთავრესად სწორი, დაბლობებით.  დაჭაობებული ადგილებით (მთელი ტერიტორიის 8%) და დიდი ტყის მასივით (70 %). რაიონში მიედინება ერთი დიდი მდინარე, ვოლხოვი (75 კმ.), რომელიც აერთიანებს რუსეთის ჩრდილო–დასავლეთის 2 დიდ ტბას, ლადოგას და ილმენს.  ვოლხოვს რამოდენიმე მდინარე უერთდება 50 დან 160 კმ. სიგრძის. რაიონში არის  16 ტბა. 

რაიონის ტერიტორია მდიდარია ფლორა–ფაუნით. ტყე და ჭაობი სავსეა სხვა და სხვა სახის სოკოებით და....ягоды (ვერ ვიხსენებ რა ქვია ქართულად), წყალსაცავებში ბევრია თახვი, ვიდრა, ონდატრა, ნორკა. მდინარეებში და ტბებში ბევრია თევზი, ტყეში ფრინველ–ნადირი – დათვი, ლოსი, შველი, მგელი, ტახი, ფოცხვერი, კურდღელი, კვერნა ..., ყრუალა, როჭო, ჟრუნი. არაფერს ვამბობ იხვებზე და ტყის ქათამზე.

 

მოკლედ, მონადირისთვის სამოთხე რა.

 

 

 

legion.ge-1064-1521626142.jpg

 

 

legion.ge-1064-1521626161.jpg

 

 

legion.ge-1064-1521626177.jpg

 

 

legion.ge-1064-1521626193.jpg

 

 

legion.ge-1064-1521626221.jpg

 

 

legion.ge-1064-1521626237.jpg

 

 

legion.ge-1064-1521626254.jpg


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 21 March 2018 - 01:59 PM.


#124 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მალე მივაგენი მინდვრებს სადაც გნოლი ბინადრობდა და დაჭაობებულ ადგილებსაც, სადაც ბეკასი და დუპელიც იყო. 

ჩვენს ბაზაზე დავიწყე ხოხობის და გნოლის გამრავლება, ერთი წლის მერე კი ბუნებაში გაშვება. შემდგომში იქვე ჩავატარეთ რამოდენიმე საველე გამოცდა ამ ფრინველებზე და კურცჰაარების მეხუთე ჩემპიონატი ჭაობის ფრინველზე. 

 

რატომ ასე დაწვრილებით გიყვებით ამ დეტალებზე? იმიტომ, რომ, ამ პერიოდის ცხოვრების სტილმა, დიდი გავლენა იქონია შემდგომში ჩემი ძაღლის, მერის, წინსვლა-წარმატებებში. 

 

იმავე წლის ბოლოს, თითქმის 4 წლის ასაკში (3,8 ) მერი პირველად დავრთე. ჩვენს კლუბის წესდებიდან გამომდინარე, ძაღლების დართვისას ხვადს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 2 ხარისხის დიპლომი, მთავარ დისციპლინაში (ფრინველზე - ან ჭაობის, ან მინდვრის). იყო კლუბში ერთი ახალგაზრდა ხვადი, რომელსაც 2 მეორე ხარისხის დიპლომი ქონდა ჭაობის ფრინველზე და რომლის პატრონი რუსთაველ გოგოზე იყო დაქორწინებული. ზუსტად მაგ ხვადზე დავრთეთ მერი და შედეგად 11 !!!! ლეკვი დაგვებადა იანვრის ბოლოს. 

ეს ძალიან ბევრია ძუსთვის, რომელსაც 8 ძუძუ აქვს, აქედან კი 2 თითქმის არ ასრულებს (სუსტად ასრულებს) თავის ფუნქციას. მოკლედ ამ რაოდენობის ლეკვების გამოკვება დიდ ფიზიკურ და მორალურ ზეგავლენას ახდენს ძუზე, რადგანაც ლეკვების უფრო ძლიერი ნაწილი, სრულ "დედოვშინას" უწყობს უფრო სუსტებს, ესენი კი თავიანთი ტირილ/წივილით მოსვენებას არ აძლევენ დედას.

კლუბის ხელმძღვანელობას შევეკითხეთ, რა ვქნათ მეთქი და პასუხად 3 ლეკვი მოაშორეთო (8-ზე მეტი არ დატოვოთო). რომელი სამი მეთქი და ბოლო სამიო. არა და 11 ლეკვიდან ძუ იყო მხოლოდ 2 და ერთ-ერთი ამ ორიდან ხვდებოდა მოლო სამში. თანაც მეათე ლეკვი, ზომით თითქმის ყველაზე დიდი იყო. ერთადერთი, ვისი მოშორებაც შეიძლებოდა სინდისის შეწუხების გარეშე, ეს იყო ბოლო , მეთერთმეტე ლეკვი, რომელიც გამოირჩეოდა ყველასგან თავისი პატარა ზომით,სისუსტით.  მეუღლემ რომ გაიგო, რამოდენიმე ლეკვი უნდა მოვაშოროთ მეთქი, კინაღამ თავი მოიკლა - ჩემს ოჯახში დაბადებულ ცოცხალ არსებას როგორ მოვკლავო და ... ამ დღიდან დაიწყო მთელი ოჯახის გამოცდები, სიცოცხლისუნარიანობაზე  :ki: . იმ პერიოდში ძნელი კი იყო, მაგრამ ბელორუსიიდან გამომიგზავნეს ფრანგული ძაღლის რძის ფხვნილი, ბავშვებს რომ აძლევენ მაგის მსგავსი ( ოღონდ სპეციალურად  ლეკვებისთვის). ამ ფხვნილმა გვიშველა ლეკვების გამოკვებაში, მაგრამ წვალება დიდი გადავიტანეთ. მთელი ოჯახი, 2 ბავშვის ჩართვით, დღე და ღამე ვმორიგეობდით ლეკვებთან, რომ ვინმე მშიერი არ დარჩენილიყო. კლუბში უკმაყოფილონი დარჩნენ, ჩვენი საქციელით და გაგვაფრთხილეს, რომ 45 დღის ასაკში, როცა კინოლოგს უნდა ჩაეტარებინა  ლეკვების დათვალიერება საბუთების გაცემასთან დაკავშირებით, ლეკვების წონა არ უნდა ყოფილიყი 3,5 კილოზე ნაკლები. ამისთვის პატარა, 5 კილოიანი სასწორი ვიყიდეთ და ყოველ დღე, აწონვის შემდეგ, სპეციალურ რვეულში შეგვქონდა ყველა ლეკვის წონის მონაცემები.

ის ბოლო ლეკვი, ყველაზე სუსტი, პრივილეგირებულ პირობებში გვყავდა - ყველაზე რძიან ძუძუსთან პირველ რიგში მას ქონდა "დოსტუპი" და ამიტომ, ყველაზე პროპორციული, ლამაზი გამოვიდა.

45 დღის ასაკში ყველა ლეკვის წონა აღემატებოდა 4 კილოგრამს და ყველას, 11-ვეს მისცეს ჯიშის შესაბამისი ლეკვის საბუთი



#125 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1108 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

როგორც საინტერესო ასევე ძალიან სასიამოვნო საკითხავია კობა ბატონო თქვენი პოსტები :bravo:  :bravo:



#126 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1619 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

გეთანხმები მირზა, ვკითხულობ და მსიამოვნებს, სურვილიც კი არ მიჩნდება რამეზე კომენტარი გავაკეთო ან საერთოდ რატო უნდა გავაკეთო,როდესაც ბატონი კობა ყველაფერს ასე  გემრიელად გვიყვება და თავის გამოცდილებას გვიზიარებს. :bravo:  :bravo:  :bravo:



#127 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

mirza,gorda,  – მადლობა ბიჭებო.

მემუარების წერის არც დრო და არც სურვილი არა მაქვს, მაგრამ, რაც შეეხება ძაღლებს, კარგად ვიცი, რომ შეიძლება ჩემი ძაღლების ისტორია, ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები, ჩვენი პატარა გამოცდილება, ვინმეს აუცილებლად გამოადგება.

პლიუს, ეხლა მეზრდება ჩემი ძაღლების მესამე მოდგმა, ჯესიკა, რომლის დაგეშვას ახლო მომავალში დავიწყებ (ჩვენთან ჯერ თოვლი და ყინულია. წუხელ 15 გრადუსი ყინვა იყო). მოკლედ ველოდებით დუპელის ჩამოფრენას, თქვენ კი ყველას, ვისაც დასაგეში–დასაყენებელი გყავთ ძაღლები, გირჩევთ, მონახოთ ისეთი ადგილები, სადაც ჩვენთან დუპელი ჯდება გადაფრენის დროს ან რჩება, და გამოიყენეთ ეს ფრინველი ძაღლისთვის ნაბულის დაყენება–გამყარებისთვის. აქ უკვე ბევრჯერ გაჟღერდა ეს აზრი, რომ დუპელი საუკეთესო ფრინველია ამ საქმისთვის და მეც 100% ვეთანხმები ამას. მითუმეტეს, ეხლა ზუსტად ის პერიოდია, რომ დუპელი უნდა გამოჩნდეს (ან იყოს) საქართველოში. 



#128 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1521707953.jpg

 

 

legion.ge-1064-1521708163.jpg

 

 

legion.ge-1064-1521708240.jpg

 

ეს ჩემი ეგერობის პერიოდში გადაღებული სურათებია. ვედა სურათში ჩემს ერთ–ერთ ლაიკასთან, რუსულ–ევროპული ჯიშის ჯეკასთან ერთად ვარ.  



#129 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

კარგია ბატონო კობა,..ძალიან  კარგი!



#130 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი


გეთანხმები მირზა, ვკითხულობ და მსიამოვნებს, სურვილიც კი არ მიჩნდება რამეზე კომენტარი გავაკეთო ან საერთოდ რატო უნდა გავაკეთო,როდესაც ბატონი კობა ყველაფერს ასე  გემრიელად გვიყვება და თავის გამოცდილებას გვიზიარებს. :bravo:  :bravo:  :bravo:

 

gorda, ნუ მოგერიდებათ კომენტარების და კითხვების დასმა. მე პირიქით, მიხარია, როცა თქვენს კითხვებს ან კომენტარებს ვხედავ. ეს იმის მანიშნებელია, რომ კითხულობთ და ინტერესი გაქვთ ამ თემის. თანაც, ხშირად რაიმე ისეთი დეტალიც მრჩება, რასაც შეიძლება ინტერესი ქონდეს მკითხველისთვის.

 

მაგალითად, ეხლა გადავიკითხე ჩემი დაწერილი და აღმოვაჩინე, რომ, გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მერის გაწვრთნა რომ დავიწყე, მეც მირჩიეს დამეწყო დუპელით. დუპელი ლენინგრადის ოლქში ცოტაა და წითელ წიგნშია შეტანილი.

ძაღლმა ნორმალურად რომ შეისწავლოს ნადირობის (ან გამოცდების) ობიექტი, მინიმუმ 50 შეხვედრა მაინც უნდა ქონდეს ამ ობიექტთან (ფრინველთან). რაც უფრო მეტი ექნება, მით უკეთესია. ძაღლი, რომელიც იშვიათად გაყავთ მინდორში, რომელიც ცუდად იცნობს მუშაობის ობიექტს, ხშირად ცუდად "ამუშავებს" ამ ობიექტს ნადირობის ან გამოცდების დროს, რაც იწვევს ფრინველის ან გამოტოვებას, ან აფრენილი ფრინველის დევნას (ალბათ სიხარულისგან, რომ ნახა და ააფრინა ფრინველი  ;)  :0030: ).

მე მიმასწავლეს ადგილი, სადაც დუპელი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს ადგილი, ჩემი სახლიდან 80 კილომეტრში იყო. გასაგებია, რომ ყოველ დღე, შეუძლებელი იყო ამ მანძილზე სიარული, მხოლოდ იმისთვის, რომ ძაღლს ფრინველი ენახა და შეესწავლა. ადგილს კი მივაგენი, მაგრამ, ეს ადგილი ძალიან მიგდებული, მიტოვებული აღმოჩნდა და მინდვრები თითქმის მთლიანად ახალგაზრდა ხეებით იყო დაფარული. არა და თურმე წინათ, საბჭოთა წყობილობის დროს, აქ ჩემპიონატებს ატარებდნენ მეძებარი ძაღლებისთვის. 

მოკლედ ამ ადგილას იყო, დუპელების ... :0062:  :(  არ ვიცი რა ქვია ქართულად, რუსულად "ტოკი". მოკლედ ეს ის ადგილია, სადაც დუპელების საქორწილო რიტუალები ტარდება –  სადაც მამლები ერთმანეთს ექიშპებიან და თავს აწონებენ დედლებს.  ასეთი "კონცერტები" საღამოს იწყება და თითქმის მთელი ღამე გრძელდება. 

 

ძაღლი რომ შევუშვი ამ "საკონცერტო დარბაზში" სამუშაოდ, კინარამ ჭკუიდან გადაიშალა, იმდენი სუნი იყო და თანაც ყოველი მხრიდან.  საით წასულიყო და საით დამდგარიყო დიდხანს ვერ გაერკვია. მე დროულად შევაჩერე ძაღლი და გადავწყვიტე საერთოდ არ გამეშვა პოვადოკიდან. ცოტა ხანში მომბეზრდა დგომა და ამ საქორწილო ასპარეზის ("ტოკის") შუაგულში  შევედი. იქ ჩავჯექი პირდაპირ მინდორში და ძაღლი გვერდით დავიჯინე. ფრინველები ერთი პერიოდი გაფრინდნენ, ჩვენგან შეშინებულები, მერე კი, ძალიან მალე, უკან დაბრუნდნენ და ჩვენს ირგვლივ დაიწყეს ისევ თავიანთი საქორწილო რიტუალები. თანაც ისე ახლოს, რომ, თითქმის ხელით შეიძლებოდა შეხება. მერი გაშტერებული უყურებდა ამ რიტუალს. რა მერი, მეც ასევე გაშტერებული ვადევნებდი თვალს ყველაფერს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდებოდა. მალე ძაღლი დამშვიდდა და ასე დამშვიდებულად ერთ საათზე მეტი ვიჯექით, მერე კი ვიწექით, დუპელების შუაგულ "ტოკში". 

სულ ორი, სამი ასეთი გასვლა გვქონდა იმ ადგილებში და შემდგომში არასდროს არ გვქონია პრობლემა დუპელის პოვნა, დამუშავებაში. ერთადერთი შემთხვევა, როცა მერი უდიპლომოდ დარჩა, მოხდა მაშინ, როცა მერი 6 წლის იყო, ძალიან რთულ სიტუაციაში (მაგაზე მოგვიანებით). 



#131 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ლეკვების მშობიარობამ და აღზრდამ, ძლიერ შეცვალა მერი, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად. ძაღლი, რომ იტყვიან "დაქალდა" – ფიგურა დაუმრგვალდა და გაულამაზდა, ფსიქიკურად გახდა უფრო დამშვიდებული, დაბალანსებული. მოკლედ, ძაღლმა შეიცნო თავისი არსებობის მთავარი არსი. 

ამ ცვლილებებმა, მალე თავისი შედეგიც გამოიღო.

 

ლეკვების დანაწილებაში დიდი გაჭირვება არ გვინახია, მიუხედავად იმისა, რომ 11 ლეკვის გასაღება პატარა ამბავი არ არის. უმრავლესობა იმავე დღეს წაიყვანეს, როცა ექსპერტმა ლეკვების დათვალიერება ჩაატარა და "შენიაჩკები" (ლეკვების საბუთები) გასცა. უკანასკნელი ლეკვი ამ დღიდან ერთი თვის მერე გაიყიდა. 

ამ ბუდობიდან იყო ეგიპტიც, რომელიც საქართველოში წავიდა, ბატონ ვაჟა კეშელაშვილთან. ეგიპტს გაუმართლა, მას ყველაზე მეტი დრო ქონდა დედასთან ყოფილიყო, რადგანაც ლევანი, ბ–ნი ვაჟას შვილი, ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და ხშირად ერთად ვასეირნებდით ძაღლებს. 

 

 პირველსავე საველე ღონისძიებაში მშობიარობის მერე, მერიმ მეორე ხარისხის დიპლომი აიღო, 77 ქულით. ექსპერტი, ვინც ეს დიპლომი მიანიჭა, უმაღლესი კატეგორიის ("ვსეროსსიისკი" კატეგორიის) ექსპერტი იყო რუსეთში. თანაც ძაან საინტერესო სიტუაციაში. 

ჩვენ გამოცდების ბოლოს მოგვიწია გამოსვა და ფრინველის სიმცირის გამო, მხოლოდ ერთი მუშაობით შეგვაფასეს (ჩვენამდე 16 ძაღლმა მიიღო მონაწილეობა). შეგვაფასეს მესამე ხარისხის დიპლომით. რადგანაც ბოლო ვიყავით და თანაც უკან, მანქნებამდე დასაბრუნებლად მინდვრის დიდი ნაწილი გვქონდა გასავლელი, ექსპერტებს ვთხოვე  ძაღლის მინდორში თავისუფლად გაშვების ნება, ვარჯიშის სახით. ნება დამრთეს და მეც გავუშვი მერი "თავისუფალ ფრენაში". უკან, რასაკვირველია მოვდივართ ქარის მიმართულებით. 3 ექსპერტი უკან მოგვყვება, თავიანთ ლაპარაკში გართულები. მერი ჩელნოკით დარბის, ქარი ზურგიდან უბერავს. უცებ, მერი "რეზკად" სემობრუნდა და დადგა, ცხვირით ქარის საწინააღმდეგოდ. მე მშვიდად მივუახლოვდი და მივეცი ბრძანება მიტანებაზე. მერიმ წაიწია 4–5  მეტრზე და წინ, 7–8 მეტრში დუპელი ამოაფრინა. მე მოვეფერე, მივუალერსე და ...გავაგრძელეთ გზა მანქნებისაკენ. 

რამოდენიმე წუთის სემდეგ, ეს სიტუაცია ზუსტად განმეორდა. მერი შემოტრიალდა ქარის საპირისპიროდ და დადგა ნაბულზე. მე დავიწყე მშვიდად მიახლოება. შორიდან მთავარი ექსპერტი მოყვირის, "მიდი მალე, გაუშვი და თუ იქ ფრინველი იღმოჩნდება, მეორე ხარისხის დიპლომს მოქცემთო". მე სიხარულით "მივფრინდი" ძაღლთან, მივეცი ბრძანება მიტანებაზე და მერიმაც არ მიღალატა. სადღაც 7–8 მეტრში ნაბულიდან, დუპელი ამოაფრინა. 

ექსპერტებმა სიტყვა არ გატეხეს და მესამე ხარისხის დიპლომი გადაგვიკეთეს მეორე ხარისხიანად.  



#132 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
guguna

guguna

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 85 პოსტი
  • მისამართი:kvareli. tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti
კობა თოდუა მწყრზე ნორმალურად ვატარე ზაღლი და სეზონის ბოლოს უკვე კარგდაც დაიწყო ნადირობა შემდეგ ქათამი დავაწყებინე დაძალიან დიდი გამოცდილება მივეცი 3 დღეში ერთხელ მაინც დამყავდა აი რაც შეეხება წყლიდან აპორტირებას რამდენჯერმე მყავდა ზაფხულში და არ აკეთებს ანუ სადაც ღრმა ტბა არის და დიდი მანძილი უნდა გაცუროს არ შედის. ვინაიდან ძაღლი არის 1.7 წლის ახალგაზრდა აღარ დავაძალე სიცივეში გამოტანა მქონდა შემთხვევა ერთხელ დაჭრილი გამომიტანა რა მაინტერესებს კარგად მოვიქეცი რომ სიცივეში აღარ დავაძალე და კიდევ ზაღლს ამოფრენის შემდეგ არ ვაზალებდი გაჩერებას ეგეც მუღამი რომ არ დაეკარგა

#133 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კი guguna, კარგად მოიქეცი. 

 

ცივ წყალში ძაღლის შეშვება ყოველთვის რისკია, ძაღლის ჯანმრთელობისთვის, მითუმეტეს ახალგაზრდა ძაღლისთვის, რომელიც არ არის ამას მიჩვეული და რომელსაც მაინც და მაინც არ უხარია წყალში შესვლა. ძაღლი სიამოვნებას და კომფორტს უნდა გრძნობდეს წყალში მუშაობისას, თორემ შეიძლება სულ დაკარგოს წყალში შესვლის ინტერესი. ის, რომ, ძაღლი უკვე 1,7 წლისაა, არაფერი პრობლემა არაა. კარგად რომ დათბება და წყალიც გათბება, შეიყვანე შენთან ერთად და ერთად იწყუმპალავეთ, ითამაშეთ. არ არის აუცილებელი ამ ეტაპზე, რომ ცურვა და აპორტირება აუცილებლად დაუკავსირო ერთმანეთს. წყალს შეაჩვიე, აპორტირებაზე კი შეგიძლია ნაპირზე იმუშაოთ ჯერ-ჯერობით.

 

ისე ჩემი რჩევაა, ჯერ-ჯერობით შეეშვი საერთოდ აპორტირებაზე ვარჯიშსს, მუშაობას და გაამახვილე ყურადღება ნაბულზე და ძებნის ხარისხზე. 

 

აპორტირება შეგიძლია თამაშის და სეირნობის დროს "შეაპარო", უფრო სერიოზულად კი შეგიძლია დაუბრუნდე შემდგომში, ნადირობის სეზონის მოახლოების პერიოდში.

 

კიდევ ერთხელ - პირველ რიგში, ნაბულის გამყარება და სწორი ძებნა, შემდეგ სხვა ყველაფერი. წარმატებებს გისურვებ.



#134 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
guguna

guguna

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 85 პოსტი
  • მისამართი:kvareli. tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

კობა თოდუა მადლობა .დავიწყო უკვე მწყერი რომ შემოვა გაკიდებაზე გაჩერება ?ძაღლი ეძებს  აკეთებს სტოიკას მივდივარ ვეფერები და ვაბავ გრძელ თოკს და როდესაც ამოაფრენს ნელნელა ვაჩერებ.სწორია მასე გაჩერების სწავლება თუ როგორ გავაკეთო



#135 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
guguna

guguna

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 85 პოსტი
  • მისამართი:kvareli. tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

და კიდევ აპორტირებას ხმელეთზე მიკეთებს მოაქვს ჯდება და ისე მაძლევს.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?