Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 240 გამოხმაურება

#106 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

გავაგრძელებ ცოტას...

 

ცურვა მერიმ საქართველოში ისწავლა. ამაში ამინდმაც შეგვიწყო ხელი. როგორც ზევით ავღნიშნე, იმ წელს დიდი სიცხეები იყო საქართველოში და ჩვენც ფაქტიურად ყოველ დღე სადმე წყლის პირას ვიყავით, უმთავრესად მდინარეებზე, სადაც უფრო ცივი წყალი იყო. რამოდენიმე დღეში მერი ჩემთან ერთად ხტებოდა წყალში რამოდენიმე მეტრის სიმაღლიდან.

თავიდანვე ავღნიშნე, რომ მე კურცი იმიტომ ავიყვანე, რომ პირველ რიგში წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობისას დამხმარებოდა. გავიმეორებ, რომ იმ დროს. დუპელის და ბეკასის არსებობა გაგონილი თუ მქონდა, მეტი არაფერი.  ტყის ქათამზე მხოლოდ გადაფრენის დროს თუ მინადირია. წყალმცურავები იყო ჩემი ნადირობის (როგორც უმთავრესად ყველა დამწყები მონადირის) უმთავრესი ობიექტი.

 

 

legion.ge-1064-1519931338.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931357.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931376.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931406.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931454.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931475.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931508.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931546.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931596.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931626.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931669.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931707.jpg

 

 

legion.ge-1064-1519931739.jpg

 

 

 

 

 

ამიტომ, ძაღლის წყალში მუშაობას არანაკლებ ყურადრებას ვუთმობდი, ვიდრე მინდორში მუშაობას. შედეგებსაც მაღალს მივაღწიეთ. მერი წყალში ისე მუშაობდა, როგორც მინდორში. შეეძლო დიდი ხანი ეძებნა ცოცხალი, დაჭრილი ან მოკლული ფრინველი, ჟესტებით შეეძლო ცურვის მიმართულება შეეცვალა , ან მეორე ნაპირზე გასულიყო, თამამად შედიოდა მაღალ "კამიშებში", მოქონდა ყველაფერი, რასაც მოვინადირებდი

 

 

legion.ge-1064-1519930904.jpg

 

 

legion.ge-1064-1519930952.jpg



#107 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, ნელ–ნელა დავიწყეთ ჭაობის ფრინველზე და გნოლზე ნადირობა, ჩვენი კლუბის (პეტერბურგის "კურცჰაარ" კლუბი) წევრებთან ერთად. ამ დროს შევიძინე ელექტროსაყელური, რომელსაც ბიპერიც ქონდა. მართალი გითხრათ, არც მაშინ და არც მერე, ეს ელექტროსაყელური ფაქტიურად არც გვიხმარია. ძალიან იშვიათად, როცა ძაღლს ძუობის პერიოდი ქონდა, და ძალიან იშვიათად, როცა რაიმე შეცდომების გამოსასწორება მინდოდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა მერის შვილები შეეძინა, ეს ელექტროსაყელო ლეკვთან ერთად საქართველოში გამოვაგზავნე. როგორც ვიცი, ლეკვის პატრონი ავარიაში იყო მოხვედრილი, კოჭლობდა და ამიტომ მინდოდა, რომ,  გაადვილებოდათ ლეკვის გაზრდა–გაწვრთნა.

ეს გასვლები დიდი სკოლა იყო ჩვენთვის, რადგანაც გამოცდილ მონადირეებთან და გამოცდილ ძაღლებთან ერთად გვიწევდა ნადირობა. მაგათ ფონზე აშკარად ჩანდა ჩვენი შეცდომები და მინუსები, რაც აუცილებლად ახლავს გამოუცდელ მეძაღლის და აზალგაზრდა ძაღლს. 

 

 

legion.ge-1064-1519933599.jpg

 

 

legion.ge-1064-1519933619.jpg

 

 

legion.ge-1064-1519933646.jpg

 

 

legion.ge-1064-1519933676.jpg

 

 

legion.ge-1064-1519933709.jpg

 

 

legion.ge-1064-1519933727.jpg



#108 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

პირველ საველე გამოცდაზე მერი გავიყვანე როცა 1 წლის და 3 თვის იყო. დიპლომი კი ავიღეთ, მაგრამ  დაბალი ქულებით. 

პრინციპში მე მეგონა, რომ საერთოდ უდიპლომოდ დავრჩებოდით. პირველი მუშაობის შემდეგ, ძაღლი ადგილზე დავაწვინე და ველოდი ექსპერტების ბრძანებას, თუ რა გამეკეთებინა.მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა წინა მუშაობის ნიუანსები თავიანთ ბლოკნოტებში ჩაწერეს და მოგცეს მუშაობის გაგრძელების ნიშანი, მე მივეცი ძაღლს ბრძანება გაეგრძელებინა მუშაობა. მერიმ გააკეთა ნახევარი პარალელი და ....დაუბერა სადღაც  :(   ჩემს ყვირილს და ბრძანებებს ვინ მიაქცია სულ ყურადღება :0062:მე ვიფიქრე, ვსიო, მოგვხსნეს გამოცდებიდან თქო და ძან გამიკვირდა, როცა ექსპერტებმა მითხრეს, "მიდი ძაღლთან და გააგრძელე მუშაობაო". მერი ამ დროს დაახლოებით 300 მეტრში ჩვენგან, "ჩელნოკით" მუშაობდა და სანამ ჩვენ მივუახლოვდებოდით, ნაბულზეც დადგა. 

 შემდეგ ექსპერტებმა ამიხსნეს, რომ,  თურმე პირველი მუშაობის შემდეგ, ზუსტად მანდ ჩამჯდარა ჩვენგან აფრენილი და გადაფრენილი დუპელი. მე არ შემიმჩნევია ნერვიულობისგან, მერის კი დაუმახსოვრებია საით გაფრინდა ფრინველი და "მამიკოს" გასახარად, იქით გაიქცა, რომ რაც შეიძლება მალე ეპოვნა ჩემთვის  :D  :DD

გამოცდილი მეძაღლეები ამბობენ, რომ, "ნადირობა აფუჭებს ძაღლს" და მეც ვეთანხმები ამ სიტყვებს. აფუჭებს, თუ აპირებ საველე ღონისძიებებში მონაწილეობას. 

საველე გამოცდები და შეჯიბრებები, მოითხოვს ძაღლის სრულ კონცენტრაციას ამ საკითხზე. ნადირობისას კი, ჩვენ, აზარტში შესულები, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ვითომდა წვრილმან შეცდომებს, დარღვევებს, გადახვევებს, რაც შემდგომში ძაღლს და მის პატრონს, წინ უდგება დაკარგული ქულების და დიპლომების სახით. ჩვენც ასე მოგვივიდა.

 

მოკლედ, ნადირობა - ნადირობად,  საველე გამოცდები და შეჯიბრებები კი მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, როგორც ფიზიკურ, ასევე პრაქტიკულსაც. 

ყველა იმ ძაღლს, ვისაც რაიმე დიდი მიღწევა აქვს არა მართო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი მაშტაბითაც,  სპეციალურად ამზადებენ  საველე ღონისძიებებისთვის დიდი ხნის განმავლობაში, ხანდისხან რამოდენიმე თვის განმავლობაში. მე სამწუხაროდ, სპეციალურად არასდროს არ "ჩამიჯენია ზბორებზე" ჩემი ძაღლები, რომ რომელიმე შეჯიბრისთვის მომემზადებინა. მაქსიმუმ, რამოდენიმე გასვლა შეჯიბრებების წინ, რათა გარკვეული მინუსები შემესწორებინა. ნადირობებში მიღებული დიდი გამოცდილება, რაც გამოწვეული იყო ხშირი გასვლებით და ფრინველებთან დიდი რაოდენობით შეხვედრებით, პლიუს  გენეტიკური მონაცემები (ძლიერი და მყარი ყნოსვა), გაძლიერებული ჩვენი კარგი კონტაქტით, იყო შემდგომში   ჩემი ძაღლების მიღწევების მთავარი საფუძველი.

 

პირველ საველე გამოცდაზე  მივიღეთ მესამე ხარისხის დიპლომი, 69 ქულით.

ექსპერტებმა მითხრეს - ძაღლს სადისკვალიფიკაციო შეცდომა არ დაუშვია და რისთვის უნდა მოგვეხსნაო. შენ ბრძანებებს იგნორირება რომ გაუკეთა, მაგისთვის კი დავაკელით ქულებიო. 

 

ჩემი აზრით, საველე გამოცდები აუცილებლად უნდა გაიაროს ყველა იმ მეძაღლემ, ვისაც უნდა, რომ სინამდვილეში კარგი მონადირე ძაღლი ყავდეს. ასეთ გამოცდებზე, გამოცდილი ექსპერტები მიგვითითებენ ისეთ რაღაცეებზე,  რასაც მეძაღლე, განსაკუთრებით დამწყები, ძაღლის გაწვრთნისას და ნადირობისას ყურადღებას არ აქცევს. ამის გარდა, იქვე შეიძლება მიიღო კომპოტენტური პასუხი, თითქმის ყველა კითხვაზე, რაც გაწუხებს ძაღლთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა მეძაღლეს, განსაკუთრებით კი ნაბულიანი ძაღლების პატრონებს, გირჩევთ, გაიყვანეთ საველე გამოცდებზე, შემდეგ კი შეჯიბრებებზე თქვენი ძაღლები, აიღეთ დიპლომები და ნურავის ნუ დაუჯერებთ სიტყვაზე, რომ მისი ძაღლი "მაგრა" მუშაობს. არც ერთ მაგრა მომუშავე მეძებარს არ გაუჭირდება დიპლომის აღება, "ვოობშე მაგრა მომუშავეს" კი, მაღალი ხარისხის.

 

გამოცდილი ექსპერტებიდან ხშირად გამიგია - თუ მეძებარი "დგას და არ გასდევს" ე.ი. ნაბულზე დგება და აფრენილ ფრინველს არ გასდევს, დიპლომს მიიღებს. 



#109 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

იმავე წელს კიდევ ერთხელ გავედით საველე გამოცდებზე და მოვიპოვეთ კიდევ ერთი დიპლომი, თითქმის იმდენივე ქულით (68).

 

იმ პერიოდში ჩემთვის ეს საკმარისი იყო, რადგანაც მივაღწიეთ იმას, რისთვისაც უმთავრესად გავედით ამ გამოცდებზე - ავიღეთ საველე დიპლომი, დავამტკიცეთ ჩვენი, როგორც მონადირე ჯიშის შესაბამისობა და მივიღეთ უფლება, 2 კვირით ადრე დაგვეწყო ნადირობა, ვიდრე უძაღლო, ან უდიპლომო ძაღლების მფლობელებისთვის იყო დაწესებული.

 

იმ წელიწადის სანადორო სეზონი ძან პროდუქტიულად ჩავატარეთ – ხშირი გასვლები, კარგი შედეგები, დიდი გამოცდილება, რაც მე და მერიმ მივიღეთ. მოკლედ. მომავალ წლის გაზაფხულს სულმოუთქმნელად ველოდებოდით, რათა გაგვეუმჯობესებინა ჩვენი საველე გამოცდების მიღწევები

 

 

 

 

 

legion.ge-1064-1520767466.jpg

 

 

legion.ge-1064-1520767496.jpg

 

 

 

 

 

legion.ge-1064-1520767575.jpg

 

 

 

 

 

legion.ge-1064-1520767678.jpg

 

 

legion.ge-1064-1520767690.jpg

 

 



#110 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

legion.ge-1064-1520768003.jpg

 

 

legion.ge-1064-1520768050.jpg



#111 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაკ მოლოდი მი ბილი ;) 


53c8c0d32f03.jpg


#112 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ეტო ტოჩნო  :ki: 



#113 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამოცდილი ექსპერტებიდან ხშირად გამიგია - თუ მეძებარი "დგას და არ გასდევს" ე.ი. ნაბულზე დგება და აფრენილ ფრინველს არ გასდევს, დიპლომს მიიღებს. 

კობა რუსეთში ნამდვილად ვერ ვიტყვი ეს ფორმულირება რამდენად მუშაობს, მაგრამ საქართველოში რომ ეს ერთერთი მთავარი კომპონენტია - რასაც ექცევა ყურადრება- ეს ფაქტია.


53c8c0d32f03.jpg


#114 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ეს არის 2 მთავარი კომპონენტი, რაც მეძებარმა  ძაღლმა აუცილებლად უნდა გააკეთოს და არ გააკეთოს, თუ უნდა რომ დიპლომი მიიღოს – უნდა დადგეს ნაბულზე (რაც აუცილებელია მეძებრისთვის) და არ უნდა გამოეკიდოს ნაბულიდან ამოყვანილ ფრინველს. 

ამას ალბათ ყველგან ერთნაირი ყურადრება ეპყრობა და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საქართველოშიაც ასეა.

 

აზრი ასეთია – საველე გამოცდების 1981 წ. წესებში მითითებულ მოთხოვნების სხვა კომპონენტებზე, შეიძლება უფრო ლმობიერი მიდგომა, თუ საქმე ახალგაზრდა ძაღლს ეხება.   

სამწუხაროდ, ეს წესები საშუალებას აძლევს ნებისმიერ ექსპერტს თავისებური ინტერპრეტაცია გაუკეთოს იმას, რაც ხდება მინდორში გამოცდების დროს. ამას ზოგიერთი უსინდისო ექსპერტი  იყენებს პირადი ინტერესებისთვის და გასცემს არაობიექტურ დიპლომს (დიპლომებს).

 

მეც ხშირად შევხვედრილვარ ასეთ მიდგომას და ცოტა მოგვიანებით, ამ თემაში, უფრო დაწვრილებით გავჩერდები მაგაზე.



#115 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ზევით გამომრჩა – სანამ მერის საველე გამოცდებზე გავიყვანდი, იანვარ–თებერვალში ძაღლს გავაცანი გარეული ღორი (ვოლიერში). საქართველოში არ ვიცი რამდენად შესაზლებელია ტახთან შეხვედრა ნადირობის დროს, მაგრამ ვფიქრობ რომ ადვილი შესაძლებელია ისეთ რაიონებში, სადაც ტახი არის და არის შესაძლებლობა, მაგალითად,, ტყის ქათამზე ნადირობის.

ზუსტად იმ მიზნით, რომ ძაღლი მზად იყოს ისეთ სახიფათო ცხოველთან შეხვედრის, როგორიც არის გარეული ღორი, ყოველწლიურად, ყველა ჩემი ძაღლი გამყავს სავარჯიშოდ ვოლიერში. 

 

 

legion.ge-1064-1521019113.jpg

 

 

legion.ge-1064-1521019130.jpg



#116 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

წინა კვირას ჯესიკაც გავიყვანე, მაგრამ სურათების და მითუმეტეს ვიდეოს გადარების უფლება არ მომცეს. ეხლა დიდი ურთიერთდაპირისპირება ხდება რუსეთში "ბუნების დამცველების" და მონადირეების შორის. პირველნი მოითხოვენ გარეულ ცხოველებზე მონადირე ძაღლების ვალიერებში გაწვრთნა– ვარჯიშის აკრძალვას. ეს საკითხი სახელმწიფო დუმაში გაიტანეს, მაგრამ დიდი რეზონანსი მოყვა ჩვენგან, მონადირეებისგან და დაატორმუზეს

დავდებ იმ სურათებს რაც წინა კვირას, ვარჯისის მერე გადავიღეთ  

 

 

legion.ge-1064-1521019916.jpg

 

 

legion.ge-1064-1521019927.jpg

 

 

legion.ge-1064-1521019939.jpg



#117 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ამ  ე.წ. ,, ბუნების დამცველებს" ერთი დედა ყავთ მგონი, მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში არიან!!! :DD



#118 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ  ე.წ. ,, ბუნების დამცველებს" ერთი დედა ყავთ მგონი, მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში არიან!!! :DD

ეგ ბუნებისდამცველობა ისეთივე მოდასაყოლილი მოძრაობა რაც ....აღარ გავაგრძელებ. ეგ დედაარღნიანები ნაგავს , ნარჩენებს და დაბინძურებას კი არ ებრძვიან არამედ მონადირეებს. ფუ ამის. ამას წინათ (უფრო სწორად შარშან ) ციღაც 2 მა შუბაში გამოწყობილმა ბუნების დამცველმა დამიწყო ჭკუის სწავლება. ეტყობა მიჩვეულები არიანმენტორული ტონით წიწკინს. ხო და ტელეფონი რომ ამოვიღე და ეხლა შებებს გადავუღებ და გაგაფეისბუქებმეთქიდ უნდა გენახათ რა ფართხაფურთხით გაძუძგეს


53c8c0d32f03.jpg


#119 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ამ  ე.წ. ,, ბუნების დამცველებს" ერთი დედა ყავთ მგონი, მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში არიან!!! :DD

 

ზუსტად მასეა,  მაგათი "დედა"  საზღვარგარეთიდან შემოსული გრანტებია



#120 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ვიპოვე მერის სურათი ღორზე მუშაობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ, ღორს ყოველთვის აქტიურად უტევდა და ყეფით "აჩერებდა", მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნე, თუ მე მკარგავდა თვალიდან, შეეძლო მიეტოვებინა ცხოველი და ჩემს საძებნელად დაბრუნებულიყო. პრინციპში აკეთებდა იმას, რასაც ვასწავლიდი, რადგანაც ღორზე მე მარტო კურცჰაარით გასვლას არასდროს არ ვაპირებდი (იმ პერიოდში, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვენივრად ვიცოდი თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარეული ღორი ნებისმიერი მონადირე ძაღლისათვის), ტყეში ფრინველზე ნადირობის დროს კი, ძაღლის ეს თვისება ძალიან სასარგებლოა.

ამ სურათშიაც კარგად ჩანს, რომ მერის ღორზე უფრო ის აინტერესებს თუ მე სადა ვარ და რას ვეტყვი

 

 

legion.ge-1064-1521577122.jpg

 

 

legion.ge-1064-1521577264.jpg







1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?