Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 240 გამოხმაურება

#91 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4276 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

იუ ეგ დამავიწყდა



#92 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36558 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ არ არის საინტერესო, მივატოვებ. არ არის პრობლემა 

პირიქით. ზუსტადაც რომ საინტერესოა . მითუმეტეს რომ ასეთი მიღწევები ქონდათ....ველით გაგრძელებას


53c8c0d32f03.jpg


#93 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

გავაგრძელებ აუცილებლად.... 



#94 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36558 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გავაგრძელებ აუცილებლად.... 

ერთ კვირიანიშესვენება გამოგვივიდა


53c8c0d32f03.jpg


#95 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1419 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

კარმენი რაღა ოღონდ ანიტას კარმენი


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#96 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36558 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:0030: სხვათა შორის ჩემი გერდა(სრული სახელი ქონდა- ჰერტდრუდტა ) როგორც რჰარდ ვაგნერის ცნოილი ოპერა "ლეონგრინის"  ერთ ერთ მთავარ პერსონაჟს ქვია. ძალიან მაგრა ყვებოდა მუსიკას (ნუ თავისებურად რათქმა უნდა ), ხოდა ყველაზე მეტად სწორედ ვაგნერის მუსიკა მოსწონდა . ასევე 2 ხმაში აყვებოდნენ ხოლმე მანქანაში ჩემი მეორე გერმანელი გოგო ვეიმარანული მეძებარი ვიკი (სრული სახელი ანა მარია ვიქტორია). 

ისე ცნობისთვის ვაგნერის ოპერის "ლეონგრინის " პრემიერა სწორედ ვეიმარში შედგა 1850 წელს. ნეტავ დამთძხვევაა?  გერმანელებს რომ ვაგნერის მუსიკა მოსწონთ?

arrival-of-lohengrin-in-antwerp-by-a-vonესეც იმ პირველი წარმოდგენის საოპერო ფაედა რომელიც დრეზდენის მუზეუმშია დაცული.


53c8c0d32f03.jpg


#97 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

გავაგრძელებ აუცილებლად.... 

ერთ კვირიანიშესვენება გამოგვივიდა

 

 

გავაგრძელებ ნელ–ნელა..

 

მერის სახლში მოყვანის შემდეგ, თითქმის 1 თვე სამსახურშიც არ მივლია :) სულ ლეკვის გვერდით ვიყავი. საბედნიეროდ, ისე დაემთხვა, რომ, ზუსტად იმ დღეებში გაიხსნა ნადირობის სეზონი. რუსეთში გაზაფხულზე  ნადირობის სეზონი იხსნება 10 დღით, იმ დროს კი  14 დღე იყო. მე ლეკვს არ ვტოვებდი სახლში და ასე ერთად დავდიოდით სანადიროდ. ეს 2 კვირა  ფაქტიურად არ გამოგვიტოვებია არც ერთი დღე.  მითუმეტეს, რომ, შორსაც არა მაქვს წასასვლელი, სახლიდან შემიძლია 300 მეტრი გავიდე ფეხით და დავდგე ან ქათამზე, ან იხვზე (პატარა ტბები არის სახლის უკან). იქვე არის დუპელიც და განსაკუთრების ღალღა (ეგენი ყველგან არიან ოხრად).

 

ძველ ლიტერატურაში ხშირად შევხვედრივარ ინფორმაციას, რომ, პირველი გასროლა მეძებარი ძაღლის გვერდით უნდა გაკეთდეს იმ დროს, როცა ძაღლი ნაბულზე დგას, რათა ძაღლმა დაუკავშიროს გასროლის ხმა ფრინველის სასიამო სუნს ე.ი. შეექმნას სასიამოვნო შთაბეჭდილება, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდება. მე არა ვარ მომხრე ასეთი მიდგომის და ბევრჯერ მქონია ამ თემაზე კამათი, განსაკუთრებით კუნძულელი ძაღლების მფლობელებთან.

ძაღლთან პირველი გასროლისას ხდება მისი რეაქციის შემოწმება გასროლის ხმაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ ხდება ძაღლის "რეაქციის შემოწმება გასროლის ხმაზე", უშვებს იმის ალბათობას, რომ შეიძლება ეს რეაქცია უარყოფითი იქნეს (არიან ძაღლები, რომლებსაც აშინებთ თოფის გასროლის ხმა).  ადვილი მისახვედრია, რომ, შეიძლება ეს უარყოფითი ემოციები, ნაბულზე მდგომმა ძაღლმა დაუკავშიროს ფრინველის სუნს და ასეთ შემთხვევაში,  შეიძლება სამუდამოდ დაეკარგოს ინტერესი ნაბულზე დადგომის. ასეთი მეძებრის გამოსწორება, როგორც ნაბულიანი ძაღლის,  ძალიან ძნელია, თუ საერთოდ არის შესაძლებელი. 

 

მე პატარობიდანვე ვცდილობ შევამოწმო ლეკვის რეაქცია გასროლის ხმაზე და ასე იყო მერის შემთხვევაშიაც. ჯერ მკერდში ჩახუტებული შორიახლო მყავდა მიყვანილი ამხანაგთან, რომელსაც ვთხოვე გაესროლა. მერე, უფრო ახლოს. როცა ვნახე, რომ, გასროლის ხმის არ შეეშინდა (პირიქით, დაინტერესდა რა მოხდა), ჩამოვსვი და მივეცი რბენა–თამაშის უფლება. როცა ცოტა მომშორდა, გავისროლე მე თვითონ და როცა შემოტრიალდა ჩემსკენ, მივეცი ბრძანება მოსულიყო. ამ ბრძანებას უკვე სიამოვნებით ასრულებდა, რადგანაც იცოდა, რომ, დაუჯილდოვებლად არ დარჩებოდა. 

დავდებ კიდევ ერთხელ ამ სურათს, ეს ერთ–ერთი პირველი გასვლაა ჩვენი

 

 

legion.ge-1064-1518709458.jpg

 

ფაქტიურად პირველი დღიდან დავუწყე ლეკვს ვარჯიში აპორტზე. იმ დროს ბევრი არაფერი მესმოდა ამ საქმის, მაგრამ, ზუსტად ვიცოდი რაც მაინტერესებდა. როგორც თავიდან ავღნიშნე, ძაღლი იმიტომ ავიყვანე, რომ ჩემი ნანადირევი ეპოვნა და მოეტანა. ბევრ  ნანადირევს ვკარგავდი, როგორც დაჭრილს, ასევე მოკლულსაც (მაღალ ბალახში, ჭალაში, შორს წყალში და ა.შ., ). ლეკვის სახლში მოყვანამდე მქონდა მისთვის ნაყიდი სათამაშოები და მათ შორის ტენისის (ჩოგბურთის)  ბურთი, რომლითაც პირველ დღეებში ხშირად ვერთობოდით. ყველა ლეკვი ინსტიქტურად დასდევს ყველაფერს, რაც მოძრაობს, მათ შორის ბურთსაც. ჩვენს ბურთით დავიწყეთ, რომელიც ლეკვს სიამოვნებით მოქონდა, და რომლის სანაცვლოდაც აუცილებლად ღებულობდა ჯილდოს (უმთავრესად ყველის სახით). 

იმისათვის, რომ მერის ბურთი ან სხვა რაიმე სათამაშო მოეტანა, მე ბევრი არ მიწვალია, ან მიშრომია. ყველაფერი თამაშით და თამაშში ხდებოდა. ყველა ლეკვს უყვარს პირით რაიმის თრევა, უფრო სწორედ ყველაფრის, რასაც "დაითრევს". მე ვცდილობდი თავიდან ასეთი თამაშები, "დახურულ" ტერიტორიაზე, უმთავრესად ოთახში, მომეწყო. ასეთ სიტუაციაში ლეკვი ყოველთვის ახლოსაა და მასზე ადვილია როგორც სიტყვიერი ზემოქმედება, ასევე ფიზიკურიც. ფიზიკურში, მხედველობაში მაქვს ის, რომ, ადვილად შეგიძლია გააჩერო და გამოართვა ის, რაც პირში აქვს. ეზოში და მინდვრებში ლეკვი შეიძლება გაიქცეს და იგნორირება გაუკეთეს ბრძანებებს. ეს თავიდან აბსოლიტურად გამოსარიცხია... 

ლეკვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს იმას, რომ, პატრონია წამყვანი, ბელადი და რომ მისი ბრძანების შეუსრულებლობა, დაუსჯელად არ დარჩება. ასევე უნდა მიეჩვიოს იმასაც, რომ, თუ ბრძანებას შეასრულებს, ჯილდოსაც მიიღებს.  

რამოდენიმე ასეთი "გაცვლის" შემდეგ, მერიმ თვითონ დაიწყო მოტანა ყველაფრის, რასაც გადავუგდებდი. ამას სულ რაღაც 2–3 დღე დასჭირდა. პირველივე საერთო ნადირობის შემდეგ, სადაც 2 ტყის ქათამი მოვინადირეთ, ჩვენი აპორტირების მთავარ საგნად ნანადირევი გადაიქცა. სასაცილო სანახავი იყო ლეკვი, რომელიც თითქმის თავის ზომა ფრინველს მოათრევდა. მაგრამ მოათრევდა, მიუხედავად იმისა, რომ, თავიდან ბუმბული აღიზიანებდა

 

 

legion.ge-1064-1518711837.jpg

 

ასე თამაშ–თამაშით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მერი შეეჩვია აპორტირებას და შემდეგში მოქონდა ყველაფერი, წვრილმანი ფრინველიდან დაწყებული, დიდი ფრინველებით (ბატი, ყრუალა) და ცხოველებით (კურდღელი, მელა, ენოტი) დამთავრებული

 

 

legion.ge-1064-1518712095.jpg

 

 

legion.ge-1064-1518712119.jpg

 

 

legion.ge-1064-1518712182.jpg



#98 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ერთადერთი, რასაც მერი არ აკეთებდა აპორტირების დროს, ეს იყო ის, რომ, არ ჯდებოდა ჩემს წინ. ეს იმის ბრალია, რომ, თავიდან მე არც ვიცოდი, რომ ეს საჭირო იქნებოდა (შემდეგში კი ვინანე) და არც მიცდია ეს მესწავლებინა. ჯერ ერთი, მე მაწყობდა რომ მოქონდა ყველაფერი, თანაც ხელში მაძლევდა და მეორე, მე თვითონ არ ვიცოდი როგორ მიმეღწია ამისთვის. 

შემდეგში, როცა კომპლექსურ შეჯიბრებებში გამოვდიოდით, ან წყალმცურავებზე იყო  გამოცდები, მერიმ დაკარგა ამის გულისთვის როგორც მინიმუმ 2 პირველი ხარისხის დიპლომი.

 

ჩვენი პირველი გასვლები მინდვრებში, როგორც უკვე ავღნიშნე, მოხდა მერის 2 თვის ასაკამდე. ამ დროს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ, შემდეგ კი გავამყარეთ ის, რაც მე აუცილებლად მიმაჩნია მეძებარი ძაღლისთვის – ძაღლის კონტაქტი პატრონთან, იმ აზრით, რომ, მუდმივად ყურადღების ქვეშ ყავდეს პატრონი ე.ი. არასდროს დაკარგოს მხედველობიდან. შემდეგში, მე არასდროს მქონია პრობლემა იმისი, თუ სად არის ჩემი ძაღლი. როგორც კი ძაღლი "მკარგავდა", იგი აუცილებლად ბრუნდებოდა უკან და ამოწმებდა ჩემს ადგილმდებარეობას.  მე ამას აქვს გარკვეული მინუსებიც კონტინენტალური მეძებრისთვის, რომელაც მოეთხოვება მუდმივი კონტაქტი ცხოველებთან ნადირობის და გამოცდების დროს, მაგრამ დადებითი გაცილებით ბევრი აქვს.

ასეთი კონტაქტის მიღწევა ადვილია, თუ პატარობიდანვე მიაჩვევ ძაღლს რომ გეძებოს მაშინ, როცა არ გხედავს. მე ყოველ გასვლაზე, რამოდენიმეჯერ ვცდილობდი დავმალულიყავი სადმე  მაშინ, როცა ლეკვი თავისი საქმეებით, უმთავრესად პეპელების ან ბეღურების დევნით იყო გართული. ამისთვის ვიყენებდი და ეხლაც ვიყენებ ნებისმიერ ბუნებრივ სამალავს, ისეთს, სადაც მე შემიძლია დავიმალო, ლეკვს კი კარგად ვხედავ – ბუჩქებს, ორმოს, არხს და ა.შ.

 

გავაგრძელებ მოგვიანებით...



#99 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

იმის შიში, რომ, მარტოა ვებერთელა სივრცეში (მინდორში), ლეკვს აიძულებს ჩართოს თავი, მეხსიერება და გაიხსენოს სად დატოვა პატრონი, ხოლო როცა მივა იმ ადგილამდე და ვერ ნახავს იქ პატრონს, ლეკვი იწყებს ცხვირით, ყნოსვით მუშაობას და პატრონის კვალის დამუშავებით პოულობს მას. აქ აუცილებელია პატრონისგან სიხარულის აშკარა გამოხატვა სიტყვიერად და ალერსით, ლეკვის დაჯილდოვება. 

მეც დაახლოებით ასეთი მეთოდით მივაჩვიე მერი იმას, რაც ზევით აღვწერე. 

დადებითი ასეთ კავშირში ბევრია და ეს ალბათ გასაგებია ძაღლების მფლობელებისთვის, ცუდი კი რაშია, მაგალითად ჩემი მერი, შემდეგში, ღორზე საველე გამოცდების და შეჯიბრების დროს, თუ გრძნობდა, რომ მე ჩამოვრჩი (ასთი რამე კი ხშირად ხდებოდა იმის გამო, რომ, გამოცდები და შეჯიბრი ღორზე ტარდება მინიმუმ 4 ჰეკტარი ფართობის ვალიერში, სადაც რელიეფი და ფლორა არაფრით არ განსხვავდება ღია სავარგულებისგან), მიატოვებდა ხოლმე ღორს, რომელსაც ადვილად პოულობდა და ყეფით აჩერებდა, ბრუნდებოდა უკან ჩემს სანახავად და როცა რწმუნდდებოდა, რომ ცოცხალი ვიყავი, ისევ უბრუნდებოდა ღორს. ძაღლის მიერ ნადირის მიტოვება ჯარიმდება რამოდენიმე ქულით, რადგანაც რეალური ნადირობის პირობებში ნადირს ეძლევა საშუალება თავს უშველოს.

 

ის პერიოდი, რომელიც აცრების გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ სახლში ვიჯექით,  მოხმარდა ბრძანებების შესწავლას და მათ შესრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ძაღლის აღზრდის პროცესში, რადგანაც ამ დროს ეყრება საფუძველი ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია მუშა მეძებრის აღზრდისათვის. ამ პერიოდში ადვილად შეიძლება ზედმეტი ძალდატანების გარეშე მიაჩვიო ძაღლი მორჩილებას, მოსმენას, მოთმინებას, ბრძანებებს და მათ შესრულებას. შემდეგში ყველაფერი ამის განმტკიცება, დაფიქსირება, მინდვრებში გაცილებით ადვილად ხდება. 

ყოველ შემთხვევაში მე არასდროს მქონია პრობლემები ჩემი ძაღლებისგან ამ მხრივ. როცა მინდვრებში გავდივართ, ყველა აუცილებელი ბრძანების შესრულება ძაღლებს ათვისებული აქვთ. მხოლოდ ვამყარებთ ყოველივე ამას მინდვრებში.

მერის შემთხვევაშიაც ასე იყო. მინდორში გასვლამდე სრულყოფილად ასრულებდა გამაჩერებელ ბრძანებებს, ადგილზე მისვლას და დარჩენას, ჩემთან მოსვლას ნებისმიერი მანძილიდან, დაჯდომა – დაწოლას. მინდორში ჩვენ ყოველივე ამ ბრძანებას ვიმეორებდით და ვიმტკიცებდით მთავარი გაკვეთილის, მაქოსებრი ზიგზაგით მოძრაობის შესწავლისას. პარალელურად ვცდილობდი, ძაღლი მიმეჩვია ყოველივე ბრძანების ჟესტებით და სასტვენით გაცემას. 

მაქოსებრი ზიგზაგით (ჩელნოკით) სწორად მოძრაობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს უმთავრესი ნიუანსია, მინდორში ფრინველის მოსაძებნად. რაც არ უნდა სწრაფი იყოს ძაღლი და რაც არ უნდა კარგი ყნოსვა ქონდეს, თუ "სწორად არ დაამუშავა" მინდორი, ე.ი. არ დატოვა დაუძებნელი ადგილი, ბევრს ვერაფერს ვერ მიაღწევს, ვერც ნადირობის დროს და ვერც საველე გამოცდებზე.

მე იმ პერიოდში საერთოდ არ ვფიქრობდი საველე გამოცდებზე და დიპლომებზე, ვცდილობდი გამომეზარდა დამხმარე ნადირობაში. რაღაცას კი მივაღწიეთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უფრო სერიოზულად რომ მივდგომოდი საკითხს,  მერი გაცილებით ადრე შესძლებდა თავის  საუკეთესო მონაცემებს გახსნას და უკეთესი შედეგების მიღწევას. 

თუ ძაღლი მიჩვეული არ არის ჩელნოკით სიარულს, მისი გაყვანა ფრინველზე დიდი შეცდომაა. მაქოსებრი ზიგზაგით სწორ მოძრაობას სწავლობენ ისეთ ადგილას, სადაც ძაღლს ფრინველთან შეხვედრის ნაკლები შანსი აქვს.  მხოლოდ მას შემდეგ, რაცა ძაღლი მიეჩვევა სწორ მოძრაობას, შეიძლება მის დაგეშვაზე (ფრინველზე მუშაობაზე) ფიქრი. 

ჩვენც ასე დავიწყეთ, მაგრამ ყოველგვარი "კორდის" (თოკის)  და ამის მსგავსი საშუალებების გარეშე. მერი კარგად მოძრაობდა იმ მიმართულებით, რომელსაც მე ვაჩვენებდი, მე კი თვითონ ვმოძრაობდი ჩელნოკით, ქარის საწინააღმდეგოდ. ასე ვმოძრაობდით ორივე, რამოდენიმე კვირა, სანამ,

ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, როცა მერის 5 თვე შეუსრულდა, საქართველოში არ ჩამოვედით. აქ შედგა ჩვენი პირველი ერთობლივი ნამდვილი ნადირობა. მამაჩემის მეგობარმა, გამოცდილმა მონადირემ და ჩემმა მეგობარმა, წამიყვანეს მწყერზე სანადიროდ. მათ ორივეს სეტერი ყავდათ - ერთს ინგლისური, მეორეს შოტლანდიური.  ორივე ძაღლი 4 წელს გადაცილებული იყო ასაკით. სეზონი იმ დღეს გაიხსნა და მწყერი ფაქტიურად არ იყო. რადგანაც მხოლოდ ადგილობრივი იყო. ადგილზე კი იმ წელს ნაკლებად ყოფილა, საშინელი სიცხეების გამო. ზუსტად მახსოვს რომ დღისით, ჩრდილში 45-47 გრადუსამდე აღწევდა ტემპერატურა.  ვნადირობდით სიმინდის ყანებში და იქვე ვნახე ჩემი ძაღლის პირველი ნაბული. თავიდან არ დავუჯერე და არ მიმიცია ბრძანება მიტანებაზე, მაგრამ როცა მწყერი ჩემი მიახლოებისგან ამოფრინდა, დავრწმუნდი, რომ მერი არ მატყუებდა. 

რაღაც სასწაულით, შევძელი იმ პირველი მწყერის ჩამოგდება. სასწაულით იმიტომ, რომ, იმ დროს არ ვიყავი საერთოდ ნანადირევი მწყერზე, ძაღლის პირველმა  ნაბულმა მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრო, იმ თოფიდან, რომელითაც ვნადირობდი, პირველად ვესროლე ფრინველს (თუმცა მამაჩემის იყო),  და ...საერთოდ ცუდად ვისროდი  :(( .რამოდენიმეჯერ იმ დღეს და ხშირად შემდეგ დღეებში, ვაცდენდი მერის მიერ ნანახ და აფრენილ ფრინველებს.  მიუხედავად ამისა , იმ დღეს, მე და მერიმ 3 მწყერი და 1 ღალღა მოვინადირეთ. ჩემმა ორმა ახლობელმა ერთად ძლივს ორი ცალი მოიპოვეს. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ, მაგათ ძაღლებთან განსხვავებით მერი უკვე იმ ასაკში ამუშავებდა გაცილებით დიდ ფართობს და შედარებით ადვილად პოულობდა ფრინველს, რომელიც ამ დღემდე საერთოდ ნანახი არ ყავდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, რადგანაც ნაბულზე დადგომა ბევრ მეძებარ ძაღლს უჭირს, ბევრიც სიცოცხლის ბოლომდე ვერ დგება. 

 

აქ უკვე ავღნიშნე და ხშირად მითქვამს, რომ, მე ძალიან გამიმართლა პირველ ძაღლში. მერიმ ბევრი რაღაცა მასწავლა და ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ჩემ თავს მონადირეს ვუწოდებ. მერის გვერდში მე მივატოვე ზედმეტობები ნადირობისას, მივატოვე კოშკებიდან ცხოველებზე ნადირობა, ერთ წელიწადში გავყიდე კარაბინი და თუ ვნადირობდი ცხოველებზე, აუცილებლად მივდიოდი სარეკში 

 

legion.ge-1064-1518730074.jpg

 

 

legion.ge-1064-1518730151.jpg

 

 

legion.ge-1064-1518730223.jpg

 

 

legion.ge-1064-1518730282.jpg



#100 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36558 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კობა 2-3 თვისძაღლი დაგყავდა ყოველდღე მინდორში? :0064: არ გაგიგონ თორემ შეგაჩვენებენ.  ;) 


53c8c0d32f03.jpg


#101 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

სამის არა, ორის კი  :ki:



#102 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4276 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კობა 2-3 თვისძაღლი დაგყავდა ყოველდღე მინდორში? :0064: არ გაგიგონ თორემ შეგაჩვენებენ.  ;) 

გავიგეთ და ეგაა რა 



#103 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დღეს 18 წელი შეუსრულდებოდა  მერის. თითქმის 15 წელიწადი იცოცხლა და ბევრს მიაღწია. 

შემდეგ ნელ–ნელა უფრო დაწვრილებით დავწერ ყველაფერს, ეხლა კი მოკლედ დავდებ მერის ყველაზე დიდ მიღწევებზე ინფორმაციას –  მერი ერთადერთია პეტერბურგში კურცჰაართა შორის, რომელიც მინდვრის ჩემპიონი გახდა ჭაობის ფრინველზე, ამის გარდა მერიმ გაიმარჯვა  2 დიდი საველე შეჯიბრში, პრიზიორი იყო ბევრი სხვა და სხვა რანგის შეჯიბრებების, მეორე საპრიზო ადგილი აქვს აღებული კომპლექსური შეჯიბრის(მინდორი, წყალი და ბეწვიანი ცხოველის აპორტირება), 2 –ჯერ იყო ჩემპიონი  მონადირე ძაღლების გამოფენის და ა.შ. 

დატოვა ბრწყინვალე შთამომავლობა – მერის შვილები და შვილისშვილები არიან მინდვრის ჩემპიონები, შეჯიბრებების და გამოფენების გამარჯვებულები...

 

 

 

legion.ge-1064-1519070930.jpg

 

 

legion.ge-1064-1519070963.jpg

 

 

legion.ge-1064-1519070977.jpg

 

 

legion.ge-1064-1519071011.jpg

 

 

legion.ge-1064-1519071244.jpg

 

 

legion.ge-1064-1519071337.jpg



#104 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ეს სურათები გადაღებულია კურცჰაარების მეოთხე საგაზაფხულო შეჯიბრებაზე ჭაობის ფრინველზე (დუპელი), რომელიც 2009 წლის 5–7 ივნისს ჩატარდა ვოლოგდის ოლქში, რუსეთის ჩრდილო–დასავლეთში და სადაც მერი მინდვრის  ჩემპიონი გახდა – წინასწარ გამოსვლაში მეორე ხარისხის დიპლომით (82 ქულა) და ფინალში პირველი ხარისხის დიპლომით (84 ქულა)


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 20 February 2018 - 12:22 AM.


#105 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

 

კობა 2-3 თვისძაღლი დაგყავდა ყოველდღე მინდორში? :0064: არ გაგიგონ თორემ შეგაჩვენებენ.  ;) 

გავიგეთ და ეგაა რა 

 

 

როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ასაკში ლეკვის მინდორში გაყვანას აქვს დიდი მინუსი, შეიძლება ლეკვმა რაიმე ავადმყოფობა აიკიდოს. მაგრამ არის ნიუანსები და არის ბევრი დადებითიც. დადებითი იმაშია, რომ ლეკვს ნორმალური განვითარებისთვის, ისევე როგორც პატარა ბავშვს, ჭირდება სუფთა ჰაერი და მზის სხივები, ასევე მოძრაობა ნორმალურ, ბუნებრივ პირობებში. ასეთი გასვლები ლეკვს ადრეული ასაკიდან აჩვევს თავისი საქმეების ქუჩაში გაკეთებას, იმუნიტეტის და მოძრაობის აპარატის სწორ განვითარებას, ლეკვის ბუნაბაში დროულ ადაპტაციას.   რასაკვირველია ამ ასაკში არ არის მიზანშეწონილი ისეთ ადგილებში სეირნობა, სადაც ბევრი სხვა ძაღლი (თუ ეს საკუთარი ძაღლები არაა, მაგალითად საკუთარ ეზოში), ან სხვა ცხოველები სეირნობენ. თანაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ამინდი და მიდვრის საფარის მდგომარეობა. თუ ცუდი ამინდია, ან მინდორი სოველია, ჯობია ლეკვი მიწაზე არ დაუშვათ ისე ისეირნოთ. ვისაც საკუთარი ეზო აქვს მას გაცილებით უკეთესი პირობები აქვს ლეკვის გასეირნებისთვის, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არის 100% გარანტია, რომ ლეკვი რაიმეს არ აიკიდებს (ავადმყოფობა ფრინველებსაც გადააქვთ). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც აცრები იძლევიან 100% გარანტიას იმისა, რომ ძაღლი არ დაავადმყოფდება, ისინი მხოლოდ ამცირებენ ამის შანსს. 

მე, თუ ამინდი არ მაძლევს ამის საშუალებას, დამყავს ჩახუტებული ლეკვი ეზოში. თუ მშრალი ამინდია, გამყავს ქალაქგარეთ და იქ მინდვრებში ვასეირნებ

 

 

legion.ge-1064-1519485100.jpg

 

 

legion.ge-1064-1519485136.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი