Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 225 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 532 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ვახო დავიდოვი ?!....



#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დიმა, ვახო ძაღლის სახელია, დავიოვი ვინაა არ ვიცი :)

 

დავექე საბუთები – ჩაპიძე გიორგია პატრონი



#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4229 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ეგ ძაღლი ნანახი გყავთ? ბატონო კობა რას იტყვით ექსტერიერზე თუ მინდორში არ გყავთ ნანახი



#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

სამწუხაროდ, ექსყერერზეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. თვენახევრის რომ იყო, მაგის მერე არ მინახია. ერთი თუ ორი სურათი მაქვს ნანახი, მაგრამ უხარისხო და შეფასების მიცემა ძმელია. მითუმეტეს, არ არის სწორი და მეც ამის მომხრე ვარ, ძაღლის სურათით შეფასება. წელს თუ შევსძელი ჩამოსვლა საქართველოში, მინდა აუცილებლად ვინახულო და მერე გაგიზიარებ ჩემს აზრს.

ისე, ის ფაქტი, რომ ძაღლს ჯერ–ჯერობით არა აქვს საველე დიპლომი, ძალიან მაწუხებს. ეტყობა პატრონი არც თუ ისე არის დაინტერესებული ამაში, თორემ, რომ მოენდომებინა დარწმუნებულუ ვარ, გამონახავდა დროსაც, საშუალებასაც და აიღებდა დიპლომსაც.

ძაღლს უნიკალური სისხლი უდგას ჰეგე–ჰაუსის და ჩემი ძაღლების (კარმენის ბაბუა მსოფლიოს ჩემპიონია ექსტერიერით, გერმანიის კურცჰაარ კლუბის პრეზიდენტის ძაღლია).

მერე ამ თემაში უფრო დაწვრილებით დავწერ ყველაფერს



#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1227 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ისე, ის ფაქტი, რომ ძაღლს ჯერ–ჯერობით არა აქვს საველე დიპლომი, ძალიან მაწუხებს. ეტყობა პატრონი არც თუ ისე არის დაინტერესებული ამაში, თორემ, რომ მოენდომებინა დარწმუნებულუ ვარ, გამონახავდა დროსაც, საშუალებასაც და აიღებდა დიპლომსაც.

ამიტომ არასოდეს არავის არ ვჩუქნი ლეკვს.


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

საქმეც იმაშია, რომ ლეკვში დიდი თანხა იყო გადახდილი და ასეთ არასერიოზულ მიდგომას მართლაც არ ველოდი. ისე ახლახან დამიკავშირდა პატრონის ნათესავი, ახალგაზრდა და როგორც ეტყობა ენერგიული აზალგაზრდა (შეიძლება იცნობდეთ – ილო მახათაძე) და დამპირდა, რომ წელს შეეცდება საველე გამოცდებზე გაიყვანოს

 

 

ამიტომ არასოდეს არავის არ ვჩუქნი ლეკვს.

 

 

 

 

 

 

 

პ.ს. ახლა გამახსენდა ....ლეკვში ფული იმ ჩემმა მეგობარმა გადაიხადა, რომელმაც ეგიპტი მამამისს გაუგზავნა, და მგონი  თავის ნათესავს აჩუქა :(( 



#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ვიპოვე სურათები, როცა ლეკვს ვირჩევდი და როცა ოჯახი მყავდა მიყვანილი .

 

 

legion.ge-1064-1517325327.jpg

 

ეს როცა მერი მოვიდა ჩემთან 

 

 

legion.ge-1064-1517325345.jpg

 

ესეც, როცა მეორე მოსვლაზე ბავშვებთან მივიდა

 

 

legion.ge-1064-1517325429.jpg



#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ლეკვის აყვანის შემდეგ, ჩემი ცხოვრება გაიყო ორად – "მანამდე" და "მას შემდეგ".

ეს ეხება არა მარტო ჩემი, როგორც მონადირის, ცხოვრებას, არამედ საერთოდ, მთელ ჩემ ცხოვრებასაც, რადგანაც ძაღლები გახდნენ ჩემი ცხოვრების ერთ–ერთ უმთავრეს ნაწილად.

 

მე გამიმართლა.

მერი აღმოჩნდა მშვენიერი ფსიქიკის ძაღლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეძებარი ძაღლისთვის, რადგანაც მეძებარი ადვილად უნდა გადადიოდეს აგზნებიდან დამშვიდებულ მდგომარეობაში და პირიქით, თანაც ჭკვიანი. 

მიუხედავად იმისა, რომ მერის არ ყავდა საგვარეულოში ვინმე დიდად განთქმული ან რაიმეთი გამორჩეული,  მან მიაღწია გამოჩენილ წარმატებებს და შევიდა არა მარტო თანამედროვე რუსეთის კურცჰაარების ისტორიაში, არამედ საბჭოთა კავშირის მაშტაბითაც.  ეს იმიტომ, რომ,  კურცჰაარები, ვისაც პირველი ხარისხის დიპლომით აქვთ მოგებული საველე შეჯიბრებები ჭაობის ფრინველზე,  თითზე ჩამოსათვლელი იყო და ეხლაც ასეა. არიან  პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელებიც, მაგრამ, არა "მინდვრის ჩემპიონები", ე.ი. ისეთები,  რომელთაც ეს დიპლომები მიღებული აქვთ არა შეჯიბრებებში, არამედ უბრალოდ საველე ტესტებზე. 

 

მე ამ ინფორმაციას სატრაბახოდ არ ვდებ (თუმცა უზომოდ ვამაყობ მერის მიღწევებით), არამედ იმისთვის, რომ ყოველმა, სინამდვილეში დაინტერესებულმა და ენთუზიაზტმა ახალგაზრდამ (და არა მარტო ახალგაზრდამ), ნახოს ჩვენი მაგალითი და იმედი არ დაკარგოს ძაღლის აღზრდა/დაყენების დროს, თუ მიზნად აქვს  წარმატებების მიაღწევა ამ საკითხში (იმისდა მიუხედავად, ყავს მას მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების შთამომავალი, თუ არა).

 

გადახედეთ მერის საგვარეულოს. ერთადერთი ვინც გამოირჩეოდა სხვებისგან, ეს მერის ბაბუა, რონდი იყო.   

 

 

legion.ge-1064-1517330776.jpg

 

რონდი შთამომავალი იყო, იმ დროს პეტერბურგში არსებული ორი სუფთა სისხლის გერმანელიდან, ერთ–ერთის – დინო ფომ ეგეზახერის (იმ დროს, 90–ათიანი წლების ბოლოს, 2000–ს დასაწყისში, არა მარტო პეტერბურგში, მთელ რუსეთშიც, სუფთა სისხლის გერმანელები თითზე ჩამოსათვლელი იყო).  მას ფსი-ს წესებით ჩატარებულ 

ევროპის ჩემპიონატებშიც ქონდა მიღებული მონაწილეობა და გარკვეული მაღალი შეფასებებიც ქონდა მიღებული.

მერის დედის მხრიდან, ბოლო 4 მუხლში,  სუფთა გერმანელი, ან ვინმე იმპორტული, არ ყოლია. სამაგიეროდ მეოთხე მუხლში უზის ო. ნასკოვის გექტორი, რომელსაც 2 პირველი ხარისხის დიპლომი ქონდა მიღებული ჭაობის ფრინველში.  მეორე ხარისხოს დიპლომები ქონდათ მერი დედას და ბებიასაც. 

 

იმ დროს, როცა ლეკვი ავიყვანე, მე, როგორც დამწყები მეძაღლეების უმრავლესობას, სრულიად არ მაწუხებდა ჩემი ძაღლის მომავალი დიპლომები, ან ტიტულები. მე ძაღლი ავიყვანე სანადიროდ და იმისთვის, რომ ნადირობაში დამხმარებოდა. პირველად საველე ტესტებზეც იმიტომ გამოვიყვანე, რომ დიპლომი აგვეღო, რაც უფლებას მომცემდა  2 კვირით ადრე გავსულიყავი სანადიროდ, მაგათთან შედარებით, ვინც უძაღლოდ, ან არადიპლომირებული ძაღლებით იყო.

 

აქ მინდა ცოტა შევჩერდე და მოვუწოდო იმ ძაღლების მფლობელებს, რომლებიც უარს ამბობენ დიპლომის აღებაზე და საველე ტესტების გავლაზე, შეცვალონ თავიანთი პოზიცია. ყველას კარგი მოშენების ძაღლები უნდა, მაგრამ საიდან მოვლენ ასეთი ძაღლები, თუ ადგილზე არ გამოიყენებთ იმ მატერიალს, რაც უკვე არის საქართველოში. მარტო იმის იმედით, რომ ვიღაცა, საიდანღაც, ჩამოიყვანს  კარგი სისხლის ძაღლს, ვიღაცაზე დააჯვარებს და მიღებული ლეკვებით ყველა ბედნიერი იქნება, არ ღირს.

ჯიშის გენოფონდის გაუმჯობესებისთვის და ნორმალური სელექციისთვის (ბაბუ დამეხმარე – "племенная работа"-ს შესაფერის სიტყვას ვერ ვპოულობ  :(( ), არ არის საკმარისი  ძაღლები და დართვები, საჭიროა, რომ მათი პატრონები იყვნენ ადეკვატურები და ჯანსაღი აზროვნების, რადგანაც, ჯიშის სელექციისთვის აუცილებელია, რომ ძაღლები იყვნენ თვალწინ (მონაწილეობდნენ შეჯიბრებებში, გამოფენებზე და ა.შ.), რათა გამოვლინდეს საუკეთესო მწარმოებლები. ჩვენთან კი რა ხდება – უკეთეს შემთხვევაში ძაღლის პატრონი ნადირობს თავისთვის (ან მეგობრებთან ერთად), არავის არ ანახებს მცოდნეს  და მერე იკვეხნის ნაცნობ–მეგობრებში და ინტერნეტში, რა "მაგრა" მუშაობს მისი  ძაღლი, უარეს შემთხვევაში კი, საერთოდ ჩაკეტილი ყავს სადმე, ან ჯაჭვით მიბმული. 

 

ამის აშკარა მაგალითი, რაც გულს განსაკუთრებით მიტკივებს, საქართველოში მყოფი  ჩემი ძაღლების შთამომავლების ბედია. არც პირველ ძაღლს მიუღია საველე დიპლომი (როგორც ვიცი) და არც მეორეს (იმედი მაქვს, ჯერჯერობით). ანდა რად უნდათ, როცა ისედაც აძლევენ დართვის უფლებას  :0026:  :think:. რა მიღწევები აქვთ მათ შთამომავლებს საერთოდ ვინ იცის. 

 

..................................................................



#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1534 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე ეს თემა, :bravo:



#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 532 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მშვენიერია...გაგრძელება იქნება?



#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ლეკვის აყვანა და მისი მინდორში გაყვანა ერთი იყო. თუმცა არ არის რეკომენდებული აცრების გაკეთებამდე ლეკვის ტყე–ველში გაყვანა, მაგრამ, 2 თვის ასაკამდე ლეკვებს იმუნიტეტი აქვთ უმრავლესობა ავადმყოფობის წინააღმდეგ, დედის რძის დამცველი თვისებების გამო. 

 

 

legion.ge-1064-1517502867.jpg

 

 

legion.ge-1064-1517502884.jpg

 

 

legion.ge-1064-1517502900.jpg

 

ორი თვის ასაკზე უფროსი ლეკვების გაყვანას მინდორში, აცრების მთლიანი კურსის გავლამდე, არავის არ ვურჩევ. ეს დიდი რისკია. მითუმეტეს, თუ ლეკვი დედას უფრო ადრეა მოშორებული, ვიდრე ამას ფცი–ს კანონები მოითხოვს (45 დღე). ამიტომ ჯობია დაელოდოთ იმ პერიოდს, როცა დამშვიდებით შესძლებთ ლეკვის გაყვანას და მასთან მუშაობას მინდორში, მანამდე კი საჭიროა სახლში, ლეკვი მივაჩვიოთ საჭირო ბრძანებების შესრულებას. ეს ბრძანებები ყველამ იცის როგორიცაა, მაგრამ მეც გავიმეორებ – "დაჯექი", "ჩემსკენ", "აიღე", "არ შეიძლება", "დაწექი" და ა.შ. ბრძანებები შეიძლება სხვა და სხვა ნაირად ჟღერდეს, მაგრამ აზრი ასეთი უნდა ქონდეს. მონადირე ძაღლის ლეკვისთვის არ არის საჭირო ისეთი ბრძანებების მიცემა, რაც არ გამოგადგებათ ნადირობის დროს. რომ გაიზრდება და მთავარი ეცოდინება, მერე კი ბატონო.

მე, იმ დროს, როგორც დამწყები მეძაღლეების უმრავლესობა, ცუდად ვერკვეოდი ლეკვის აღზრდის ნიუანსებში და ამიტომ ჩემი მთავარი დამხმარე აღმოჩნდა რუსეთში განთქმული კურცჰაარისტის ოლეგ მალოვის წიგნი "Курцхаар от А до Я".  არ ვიცი არის თუ არა ქართულად გადათარგმნილი ეს წიგნი, მაგრამ, ყველა კურცჰაარისტს გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, რადგანაც ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა შიგ. შემდგომში, როცა მერის, შემდეგ კი კარმენს, ლეკვები ყავდათ, მაგათ ახალ მფლობელებს ბონუსის სახით ვჩუქნიდი ამ წიგნს.



#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2021 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

:bravo:  :bravo:  :bravo:  ძალინ საინტერესოა



#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1227 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეს ბრძანებები ყველამ იცის როგორიცაა, მაგრამ მეც გავიმეორებ – "დაჯექი", "ჩემსკენ", "აიღე", "არ შეიძლება", "დაწექი" და ა.შ. ბრძანებები შეიძლება სხვა და სხვა ნაირად ჟღერდეს, მაგრამ აზრი ასეთი უნდა ქონდეს. მონადირე ძაღლის ლეკვისთვის არ არის საჭირო ისეთი ბრძანებების მიცემა, რაც არ გამოგადგებათ ნადირობის დროს. რომ გაიზრდება და მთავარი ეცოდინება, მერე კი ბატონო.

მე აუცილებლად ვასწავლი  და 2 თვემდე რკინისებურად უნდა იცოდეს....  არსებობს მოსაზრება რომ ვითომ ზედმეტია ეს მონადირისთვის ...რა გითხრათ აბა .  მინდორში ზოგადი  მორჩილება ბევრ რამეში დამეხმარა ძალიან.


ჩამსწორებელი Panteleimon, 02 February 2018 - 12:58 PM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 532 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მე აუცილებლად ვასწავლი  და 2 თვემდე რკინისებურად უნდა იცოდეს....  არსებობს მოსაზრება რომ ვითომ ზედმეტია ეს მონადირისთვის ...რა გითხრათ აბა .  მინდორში ზოგადი  მორჩილება ბევრ რამეში დამეხმარა ძალიან.

 

1000000%..მეტიც ამ სწავლებას ცივსისხლიანადაც უნდა მიუდგე! ..თორემ იქნება მინდორში დედის გინება და ხმის ჩახლეჩვამდე ღრიალი!!!



#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35716 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნორმალური სელექციისთვის (ბაბუ დამეხმარე – "племенная работа"-ს შესაფერის სიტყვას ვერ ვპოულობ  )

ნორმალური სელექციისთვის (ჯიშების სანაშენე სამუშაოებია საწარმოებელი)  


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი