Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 240 გამოხმაურება

#166 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 959 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

.


ჩამსწორებელი _alex_, 01 May 2018 - 10:41 AM.


#167 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 959 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

legion.ge-208-1525156807.jpg



#168 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მადლობა, ალექს! ეხლა ყველაფერი მშვენივრად ჩანს.



#169 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

აუ, უნდა გავაგრძელო< თორემ ძალიან გამიჭიანურდა  :0062:



#170 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ნოვგოროდის იმ კომლექსური შეჯიბრების შემდეგ, სადაც  მერი მინდორში გამარჯვებული გამოვიდა, კომპლექსში კი მეორე ადგილზე გავიდა...

 

 

legion.ge-1064-1525606287.jpg

 

 

...ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, დრათჰაარისტების მიერ ორგანიზებულ, კიდევ ერთ კომპლექსურ შეჯიბრში, "დორანის" პრიზზე(მინდორი, იხვი). ამ შეჯიბრებაშიც, კომპლექსში, მერიმ მეორე ადგილი მოიპოვა.

 

იმავე წლის ბოლოს (2007 წ. დეკემბერში), მერი მეორედ დავრთე, რომ მისგან ლეკვი დამეტოვებინა. ამჯერად  არჩევანი გავაჩერე ჩვენი კლუბის წევრის, გერმანეთიდან ჩამოყვანილ ახალგაზრდა ძაღლზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ექსტერერში, კს ჰეიკო ვომ ოსტერბერგის (KS Heiko vom Osterberg) შვილი იყო. სამწუხაროდ, იმ დროს, ახალგაზრდა ძაღლს, რომელსაც Sallo vom Osterberg ერქვა და რომელიც მხოლოდ 3 წლის იყო, არ ქონდა მეორე ხარისხის დიპლომი, მთავარ დისციპლინებში(ნაბულით), რაც, ჩვენი კლუბის წესდების თანახმად, არ აძლევდა ამ ხვადს დაჯვარების საშუალებას. სამაგიეროდ ქონდა პირველი ხარისხის და რამოდენიმე მეორე ხარისხის დიპლომი იხვზე, მეორე ხარისხის და რამოდენიმე მესამე ხარისხის დიპლომები გარეულ ღორზე, მაჩვზე, სისხლიან კვალზე და სხვ.

 

ეს  სალლო-ა

 

legion.ge-1064-1525609239.jpg

 

ეს მამამისი - ჰეიკო (KS Heiko vom Osterberg). 2004-2007 წლებში, ყველაზე პოპულარული მწარმოებელი ხვადი გერმანეთში

 

 

 

legion.ge-1064-1525610197.jpg

 

 

ეს კი ბაბუა - ივო ვომ ოსტერბერგი (Ivo vom Osterberg ), რომელზეც იყო გაკეთებული იმბრიდინგი სალლოს მშობლების გამოყვანის დროს. ივო გერმანეთში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია. 

 

legion.ge-1064-1525609678.jpg

 

 

მე მაინც ჩემი გავიყვანე და 2008 წლის 2 თებერვალს დაიბადა 7 ლეკვი - 4 ხვადი და 3 ძუ.


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 06 May 2018 - 04:52 PM.


#171 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ამ ლეკვებიდან დავიტოვე ჩემთვის კარმენი, თუმცა თავიდან კერის დატოვება მინდოდა. კარმენი საერთოდ არ მშორდებოდა, სადაც გავდიოდი იქ მომყვებოდა ყოველთვის და ამით მოიგო ჩემი გული. კერი გაემგზავრა სომხეთში. ყველა ლეკვი კარგ ხელში მოხვდა, რადგანაც ყველა წინასწარ იყო დაბრონილი და დიდი დრო მქონდა, პოტენციური პატრონების შესასწავლად და ამოსარჩევად.

 

კარმენი ძალიან ჭკვიანი ძაღლი გამოდგა, რომელიც ექსტერიერით, სისწრაფით და სტილით, გაცილებით ჯობია დედამისს. ყნოსვით კი არაფრით არ ჩამოუვარდება. საბედნიეროდ, იმ ზაფხულს, კარმენის და მერის წაყვანა საქართველოში ვერ მოხერხდა. აეროსადგურში შეამოწმეს საბუთები და აცრების მერე საინკუბაციო პერიოდი გასული არ არისო. იძულებული გავხდი მეგობრებისთვის (კურცჰაარისტებისთვის) დამერეკა და ძაღლები მაგათთვის დამეტოვებინა. კარმენი მამამისთან წავიდა, ჩვენ კი ჩავფრინდით საქართველოში რეისით, რომელიც ბოლო აღმოჩნდა იმ პერიოდში. იყო ღამის პირველი საათი და 2008 წლის, 8 აგვისტო. 

 

უკან სომხეთით, კერის პატრონის დახმარებით დავბრუნდით. საერთოდ, ჩემი ძაღლების თითქმის ყველა პატრონთან მაქვს ურთიერთობა, ერთგვარი პატარა ოჯახი გვაქვს, სადაც ყველანი, შეძლებისმაგვარად, ვეხმარებით ერთმანეთს. თუ გავითვალისწინებთ იმ არეალს, სადაც ჩემი ძაღლები და მათი შთამომავლები არიან, დიდი გეოგრაფიული ტერიტორია გამოდის და დიდი ძალა. 

 

საქართველოდან დაბრუნებისთანავე, პირველ რიგში ძაღლებისთვის (ალბათ უფრო ჩემთვის, ნერვების დასამშვიდებლად) მოვაწყვე სანადირო არდადაგები – წავედი ჩრდილოეთში, სადაც ვცდილობდი მეპოვა დუპელი (ჩემს, ლენინგრადის ოლქში, ცოტაა და წითელ წიგნშია), მაგრამ, უმთავრესაც გნოლზე და როჭოზე მოგვიწია მუშაობა. სამაგიეროდ, კარმენი, მერის დახმარებით, ისე გაიწაფა ამ ფრინველებზე ნადირობაში, რომ, როცა 8 თვის გახდა და მიეცა უფლება საველე გამოცდებზე გასულიყო, უცებ გახდა მეორე ხარისხის დიპლომის მფლობელი, თანაც ძალიან მაღალი, 80 ქულით. 2 კვირის შემდეგ, სხვა გამოცდებზე, კარმენი მესამე ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა. ერთი თვის შემდეგ, ფცი–ს ხაზით ჩატარებულ გამოფენაზე, კარმენმა მიიღო უმაღლესი შეფასება.

 

 

კარმენის მშობლები – მერი და სალლო 

 

legion.ge-1064-1525613615.jpg

 

 

პირველი ნადირობები

 

 

legion.ge-1064-1525613951.jpg

 

 

legion.ge-1064-1525613964.jpg

 

 

legion.ge-1064-1525613975.jpg

 

 

legion.ge-1064-1525613986.jpg

 

პირველი გამოფენა

 

 

legion.ge-1064-1525614056.jpg

 

კარმენის ძმა – კაიზერი (მოსკოვი)

 

 

legion.ge-1064-1525614106.jpg

 

კარმენის ძმა – კინგი (პეტერბურგი)

 

legion.ge-1064-1525614347.jpg

 

არმენის და – კერი (სომხეთი)

 

 

legion.ge-1064-1525614426.jpg



#172 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37677 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ბატონიც თქვენი სისხლებისაა?

legion.ge-1064-1525614106.jpg


53c8c0d32f03.jpg


#173 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კარმენის ღვიძლი ძმაა, მერის შვილი



#174 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

შვილის გვერდში ყოლამ, უკვე ხანში შესული მერიც გამოახალისა, ტონუსში შეიყვანა.

მე, ჩემთვის უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მერი "დამსახურებულ პენსიაზე" გამეშვა და კონცენტრაცია კარმენის აღზრდაზე გამეკეთებინა. პრინციპში ასეც ვიქცეოდი, მაგრამ, მერი მაინც ყოველთვის გვერდით იყო, რა ვარჯიშების, რა საველე გამოსვლების დროს. ამიტომ გადავწყვიტე, იმ საველე ღონისძიებებში, სადაც კარმენს გამოვიყვანდი, მერიც გამომეყვანა.

 

პირველი ასეთი შეჯიბრი, იაროსლავში ჩატარებული "რუსეთის ღია ჩემპიონატი" იყო, მეძებარ ძაღლთა შორის და მასთან ერთად პარალელურად ჩატარებული, "იაროსლავის ოლქის კონკურსი". 

ჩემპიონატში 156!!!!! ძაღლი მონაწილეობდა რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან.. აქედან თითქმის ნახევარმა (74–მა, თუ 76–მა) მონაწილეობა მიიღეს პარალელურ შეჯიბრებაშიც. 

კარმენი 1 წლის და 3 თვის ასაკში, ორივე შეჯიბრების "საუკეთესო ახალგაზრდა ძაღლი" გახდა. მერიმ მხოლოდ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და მესამე ხარისხის დიპლომით, 79 ქულით, 12 ადგილზე გავიდა.

არ გაუმართლა, ყნოსვის სიშორეში დაუწერეს 6 ქულა, არა და შეაფასეს 2 მუშაობით, სადაც ორივე სიშორით პირველ ხარისხიანი (18 მეტრზე მეტი) იყო. მაგრამ, ორივე შემთხვევაში 2 ფრინველი ამოუფრინდა. ეს კი არ აძლევს უფლებას ექსპერტებს, 6 ბალის მეტი მისცენ ყნოსვაში. 

 

დამავიწყდა აღმენიშნა, რომ, ამ შეჯიბრებამდე ერთი კვირით ადრე, კარმენი გახდა პეტერბურგში ჩატარებული, ტრადიციული, "რიზნიჩის პრიზის" შეჯიბრების საუკეთესო ახალგაზრდა ძაღლი.  ეს ის შეჯიბრია, რომელშიაც კარმენის დედამ, მერიმ, პირველი გამარჯვება მოიპოვა 2006 წელს.



#175 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37677 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2 ფრინვე;ის ამოსვლის შემთხვევაში ძაღლს რატომ აკლდება ქულები? არასამართ;იანია. ვფიქრობ უნდა მიეცეს ხელახალი შანსი. ეს უბრალოდ ობიექურონისთვისაა საჭირო. 

ეს ჩემი აზრია , მაგრამ არა მხოლოდ ჩემი.


53c8c0d32f03.jpg


#176 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ითვლება, რომ, 2 ფრინველი უფრო მეტ სუნს გასცემს, ვიდრე ერთი. სინამდვილეშიც მასეა, მაგრამ, როცა ყნოსვის სიშორე გაცილებით აჭარბებს არა მარტო მესამე, არამედ მეორე ხარისხის დიპლომისთვის საჭირო მანძილს (12 მეტრს), მგონი შეიძლებოდა კიდევ ერთი შანსის მიცემა. მითუმეტეს, რომ, საველე გამოცდის იმ წესების ტანახმად, რომლითაც ტარდებოდა ეს შეჯიბრი (1981 წ.), შეფასება გაიცემა ფრინველთან 3 შეხვედრის საფუძველზე. ორგანიზატორებმა ეს მოთხოვნა შეამცირეს ორამდე, დიდი რაოდენობის მონაწილე ძაღლების გამო.

 

მერის არავითარი შეცდომა არ დაუშვია, რაც შეფასებიდან კარგად ჩანს – 684 77 548 555 78=79 Д3

 

8 ყნოსვის სიზუსტეში მიუთითებს, რომ, ძაღლმა ზუსტად დაამუშავა შეხვედრილი ფრინველების სუნი, მიტანებაში 8 იმის მაჩვენებელია, რომ ძაღლი სწრაფად, სწორხაზოვნად (პირდაპირ რინველზე), განმეორებითი ბრძანების გარეშე, მიეტანა ფრინველს. ასეთი მიტანება გამორიცხავს ხარვეზებს ყნოსვის სიშორის შესამოწმებლად, რადგანაც ფრინველი ვერ ასწრებს გაქცევა–გადაადგილებას და ფაქტიურად იმ ადგილიდან ამოდის, სადაც იჯდა. ბოლოში 7 და 8 (გაწაფულობა, მორჩილებაში) უფლებას იძლევა პირველი ხარისხის დიპლომის მოსაპოვებლად (საჭიროა მინიმუმ 7 და 7).

ყნოსვის სიშორეში რომ დაეწერათ 7–ანი, მეოთხე ადგილზე გადიოდა. 



#177 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

რუსეთის ღია ჩემპიონატიდან ერთ კვირაში, 5-7 ივნისს, ვოლოგდის ოლქში, ჩატარდა "კურცჰაარების მეოთხე საგაზაფხულო ჩემპიონატი მინდვრის და ჭაობის ფრინველზე". ეს ჩემპიონატი САСТ  რანგის იყო. 

 

ამ ჩემპიონატზე ჩატარდა მერის ბენეფისი. 

 

ორიოდე სიტყვით მინდა გავჩერდე ჩვენს მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ საველე ღონისძიებებზე, განსაკუთრებით "კურცჰაარების საგაზაფხულო ჩემპიონატზე". 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემპიონატები 1981 წელს მიღებული საველე წესების საფუძველზე ტარდებოდა, ჩვენ შევიტანეთ რამოდენიმე ცვლილება, გერმანული წესების გამოყენებით.

ჩემპიონატში მონაწილე ძაღლები, დაყოფილი იყო 3 კლასად – ახალგაზრდა ძაღლების კლასი (2 წლის ასაკამდე), ე.წ. "პირველი მინდვრის" (ზუსტად არ ვიცი როგორ გადავთარგმნო "первопольный"), გამოცდილი ძაღლების კლასი ("класс многопольных")  და გამარჯვებული ძაღლების კლასი ("класс победителей"). 

ყოველ კლასში კენჭისყრას ცალკე ვატარებდით. ახალგაზრდა ძაღლებს 45 წუთი ეძლეოდათ სამუშაოდ (3 შეხვედრა ფრინველთან), გამოცდილ და გამარჯვებულ ძაღლებს 30. 

გამარჯვებული ძაღლების კლასში, ძაღლების რეაქცია გასროლაზე ხდებოდა ყოველი მუშაობის შემდეგ (1981 წლის საველე გამოცდების წესებით, ხდება მხოლოდ ერთხელ, უმთავრესად პირველი მუშაობის დროს). თუ ძაღლი მიტანებას არ, ან ვერ ანახებდა, მიტანებაზე ღებულობდა 0 ქულას (ამაზე მოგვიანებით ცალკე გავჩერდები).

ჩემპიონატი ტარდებოდა 2 ეტაპად. პირველი ეტაპის შემდეგ, გამარჯვებული ძაღლების კლასიდან 4 საუკეთესო ძაღლი და 2 დანარჩენი კლასის გამარჯვებულები, გადიოდნენ ფინალში, სადაც ეს 6 ძაღლი გაითამაშებდა მთავარ პრიზს.

 

ჩემპიონატის ჩატარების წინ ვატარებდით ძაღლების გამოფენას, სადაც ძაღლები ღებულობდნენ ექსტერიერის შეფასებას, ბონიტირების გარეშე. 

 

ახლა მოკლედ დავწერ შედეგებს, რადგანაც გავდივარ და მერე უფრო დაწვრილებით გადმოგცემთ ყველაფერს, რადგანაც ბევრი რამ საინტერესო მოხდა.

 

გამოფენაზე საუკეთესო გახდა კარმენი, "ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელის" წოდებით, ცემპიონატი კი მოიგო მერიმ, რომელმაც პირველ ეტაპზე მეორე ხარისხის დიპლომი აიღო 82 ქულით, ფინალში კი გაიმარჯვა პირველი ხარისხის დიპლომით, 84 ქულით და "მინდვრის ჩემპიონის" წოდებით.

 

 

legion.ge-1064-1525690472.jpg

 

 

legion.ge-1064-1525690516.jpg

 

 

legion.ge-1064-1525690530.jpg



#178 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

:bravo:  :good:  :0025:



#179 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1982 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეს პოსტი უკვე ნარკოტიკად იქცა :D ყოველ დღე ვამოწმებ მშვიდი განწყობის მისაღებად

:good:  :good:  :good:


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#180 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ეს პოსტი უკვე ნარკოტიკად იქცა ყოველ დღე ვამოწმებ მშვიდი განწყობის მისაღებად

 

დავამატებ პატარა დოზას  :0017:

 

როგორც უკვე ავღნიშნე,   "კურცჰაარების მეოთხე საგაზაფხულო ჩემპიონატი მინდვრის და ჭაობის ფრინველზე" ჩატარდა 2009 წლის, 5-7 ივნისს, ვოლოგდის ოლქში, ბელოზიორსკი რაიონში (ჩეროპოვეციდან დაახლოებით 100 კილომეტრში). ეს ადგილი თითქმის ერთ მანძილზეა მოსკოვი და პეტერბურგიდან, დაახლოებით 650–700 კილომეტრში.

ჩემპიონატის ორგანიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა ყოფილმა მოქალაქემ ლაგოდეხიდან, ეთნიკურმა გერმანელმა, არკადი გოიდენმა. ამ რანგის შეჯიბრებისთვის   მინდვრების პოვნა, საჭირო რაოდენობის ფრინველით, ამ მინდვრების დაცვა ჩემპიონატის დაწყებამდე (ფრინველი უდროოდ რომ არ დაეფრთხოთ), სავარჯიშო მინდვრების პოვნა ჩემპიონატში მონაწილეებისთვის, ბანაკისთვის ხელსაყრელი ადგილის პოვნა და ბანაკისთვის საჭირო ინფრასტუქტურის (მაგიდები, შეშა, საპირფარეშო და სხვ.) მოწყობა, ექსპერტებისთვის შესაფერისი საცხოვრებლის პოვნა და სხვა. ეს მცირე სიაა იმისა, თუ რა საკითხების გადაწყვეტა მოუწია არკადის, მაგრამ, მან ყველაფერს მშვენივრად დაადგა თავი.

 

არკადი გოიდენი (მარჯვნიდან მეორე), სერგო შაგინოვი (წითელ კურტკაში), მარცხნიდან პირველი - არმენ ბაბაიანი, დრათჰაარისტი, რომელიც ჩემი და მერის გულშემატკივარი იყო.  

 

legion.ge-1064-1526249649.jpg

 

legion.ge-1064-1526249769.jpg

 

legion.ge-1064-1526249713.jpg

 

 

ყურადრება მიაქციეთ ქვაბს, რომელიც სპეციალურად პეტერბურგიდან ჩამოვიტანეთ. ამასთან ერთად, პეტერბურგიდან ჩამოვიყვანეთ ცხვარიც, რომლისგანაც ამ ქვაბში მე და არკადიმ ჩაქაფული გავაკეთეთ. მაგ ჩაქაფულის გემოს, იმ ჩემპიონატში მონაწილე ბევრი კურცჰაარისტი იხსენებს დღესაც. 


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 14 May 2018 - 03:26 AM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი