Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 240 გამოხმაურება

#136 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

და კიდევ აპორტირებას ხმელეთზე მიკეთებს მოაქვს ჯდება და ისე მაძლევს.

 

ძალიან კარგი  :good:  :bravo:



#137 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

კობა თოდუა მადლობა .დავიწყო უკვე მწყერი რომ შემოვა გაკიდებაზე გაჩერება ?ძაღლი ეძებს  აკეთებს სტოიკას მივდივარ ვეფერები და ვაბავ გრძელ თოკს და როდესაც ამოაფრენს ნელნელა ვაჩერებ.სწორია მასე გაჩერების სწავლება თუ როგორ გავაკეთო

 

 

გაკიდებაზე გაჩერება, ამ ასაკსი აუცილებლად დაიწყე.

 

ამისათვის თავიდან აუცილებელი არ არის თოკის გამოყენება. გასინჯე, შეიძლება თოკის გარეშეც შესძლო გაჩერება, თუ მომსმენია და მითუმეტეს, თუ აქამდეც მიჩვეული გყავს რაიმე გამაჩერებელ ბრძანებას (გაჩერდი, დაჯექი, დაწექი). გამოიყენე ეს ბრძანება (რასაც ყველაზე უკეთესად ასრულებს) და გადახედე ძაღლის მოქმედებას. გამორიცხული არ არის, რომ თავისით შეჩერდეს და თოკი არ დაგჭირდეს



#138 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37816 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართალია კობა. და 10 დან 9 ძაღლი დიდი ალბათობით ემორჩილება ბრძანებას , ოღონდ ამისთვის რაც შეიძლება ახლოს უნდა იყო და მერე ნელ ნელა დისტანცია შენსა და ძაღლს შორის გაზარდე.


53c8c0d32f03.jpg


#139 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

მეგობრებო, აღდგომას გილოცავთ  ყველას!

 

გავაგრძელებ ცოტას....

 

პირველი, მეორე ხარისხის დიპლომი, მერიმ 2004 წელს, 4 წლის ასაკში მოიპოვა (ლეკვების დაბადებიდან 4 თვეში). იმ წელიწადს მეტი არსად არ გამოვსულვართ. მთელ ჩვენს  თავისუფალ დროს,  ახალი სანადირო  ადგილების პოვნა - შესწავლას და ნადირობას ვახმარდით. შემდგომ, 2005 წელს უფრო ვიაქტიურეთ და ზედიზედ 3 გამოსვლაში 3 მეორე ხარისხის დიპლომი მოვიპოვეთ (2 ჭაობის ფრინველზე, 1 მინდვრის (გნოლზე)). ამასთან ერთად, ბოლო 2 გამოცდაზე, როგორც ჭაობის, ასევე, მინდვრის ფრინველზე, მერიმ ანახა პირველხარისხოვანო ყნოსვა და  მიეცა შანსი მოეპოვებინა პირველი ხარისხის დიპლომი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ერთი ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ  ;((

შემდეგ იყო სხვა და სხვა რამგის შეჯიბრებები და საველე გამოსვლები, სხვა და სხვა ხარისხის დიპლომებით/

 

პირველი შეჯიბრი, მერიმ, 2006 წლის მაისში მოიგო, სადაც ის ერთადერთი აღმოჩნდა 27 მონაწილე ძაღლიდან, ვინც მეორე ხარისხის დიპლომი მოიპოვა. ეს იყო დრათჰაარისტების მიერ ორგანიზებული, განთქმული დრათჰაარისტის და მხატვარის, "რიზნიჩის პრიზის" შეჯიბრი.

ამ გამარჯვების საფუძველზე, ჩვენ მიგვიწვიეს, 2006 წელს, ჩატარებულ "პირველ ჩემპიონთა ჩემპიონატში" მეძებარ ძაღლთა შორის, რომელიც ფსკოვის ოლქში ჩატარდა და რომელშიაც მხოლოდ შეჯიბრებებში გამარჯვებული, ან პირველი ხარისხის დიპლომიანი, მეძებარი ძაღლები ღებულობდნენ მონაწილეობას.



#140 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

კარგი რეპორტია :) სიამოვნებით ჩავიკითხე 



#141 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

გაიხარეiverichi,



#142 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

რუსეთის მეძებარი ჯიშის  ძაღლების პირველი ღია "ჩემპიონთა ჩემპიონატი" ჩატარდა პსკოვის ოლქში, მდინარე სოროტის ახლოს და ამ მდინარის სახელი დაერქვა ("სოროტი–2006"). ამ შეჯიბრებამ რადიკალურად შეცვალა ჩემი მიდგომა საველე ღონისძიებების მიმართ და არა მარტო. ეს ჩემპიონატი გახდა ერთგვარი ზღვარი, როგორც იტყვიან – "მანამდე" და "მაგის შემდეგ".

 

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ, ვერ შევძელი დროულად ჩავსულიყავი შეჯიბრების ადგილას და მიმეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მაინც და მაინც იმ დღეს მომიწია სხვა რეგიონში, ვოლოგდის ოლქში, წასვლა და დამაგვიანდა არა მარტო კენჭისყრაზე, არამედ, მეორე დღეს, ჩვენს გამოსვლაზეც. კენჭი ჩვენს მაგივრად ახლობელმა იყარა და რიგით მეორე უნდა გავსულიყავით, დაახლოებით დილის 7 საათზე (6–ზე იწყებოდა გასვლები). მე კი იმ დღეს 1500 კილომეტრზე მეტი მექნა გასავლელი და გადაღლილი, დილით ადრე, "5 წუთით" შევჩერდი დასასვენებლად. შეჯიბრების ადგილამდე სადღაც 80 კილომეტრი რჩებოდა და იმედი მქონდა, რომ, მოვასწრებდი. გამომეღვიძა დაახლოებით 3 საათის შემდეგ და სანამ ბანაკამდე მივაღწიე, სანამ ის მინდვრები ვიპოვე, სადაც შეჯიბრი ტარდებოდა, უკვე გვიანი იყო. ჩვენი რიგი გავიდა. რამდენი არ ვეხვეწე ორგანიზატორებს, რამდენი არ ვუხსენი, თუ რატომ დანაგვიანდა, მაინც არ დაგვიშვეს. არასაპატიო მიზეზია და შეჯიბრების "პოლოჟენიის" (წესის) თანახმად, პირველ ტურში ვერ დაგიშვებთო.

კიდევ კარგი, ეს ჩემპიონატი 2 ტურად (ეტაპად) ტარდებოდა, 2 სხვა და სხვა ექსპერტთა კომისიის შემადგენლობით და ჩვენ ერთი შანსი კიდევ დაგვრჩა. ყველა მონაწილეს თითქმის ერთნაირი პირობები რომ ქონოდათ, ამისთვის, მათ, ვისაც პირველ ეტაპზე დილით უწევდა გამოსვლა, მეორე დღეს, საღამოს,  ეძლეოდა საშუალება, სხვა კომისიასთან ერთად გამოსულიო. 

მიუხედავად იმისა, რომ, შეჯიბრი 2 ეტაპად ტარდებოდა, ადგილები მხოლოდ ერთი, საუკეთესო შედეგის საფუძველზე ნაწილდებოდა.

ამ პუნქტის მიმართ, ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე, მე გამოვთქვი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება, რადგანაც, ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნებოდა, რომ, ჩემპიონატის შედეგები 2 გამოსვლის ჯამის საფუძველზე ჩამოყალიბებულიყო. ჩემმა წინადადებამ დიდი მხარდაჭერა გამოიწვია პოტენციურ მონაწილეებისაგან, ან ჩემპიონატისთვის მიძღვნილ ინტერნეტ საიტზე, მაგრამ, ორგანიზატორები კატეგორიულ უარზე დადგნენ და შემდეგში გასაგებიც გახდა, რატომ. 

 

ჩვენ ცუდად გამოვედით. გზაში გადაღლილი მერი "თავის თავს არ გავდა", ალბათ ჩემი ნერვიულობაც გადაედო, და ძლივს მოვიპოვეთ მესამე ხარისხის დიპლომი,  68!!! ქულით. 

მიუხედავად იმისა, რომ, დაჟე ამ დიპლომით და ამ ქულებით ჩვენ მე–12 ადგილი დავიკავეთ, რუსეთ–ბელორუსიის 30 საუკეთესი ძაღლს შორის,  ჩემთვის ეს იყო ყოველმხრივ სამარცხვინო გასვლა. სამარცხვინო, არა საერთო შედეგით (ბევრი ჩვენზე უფრო განთქმული და გამოცდილი ძაღლები საერთოდ  უდიპლომოდ დარჩნენ), არამედ პირადად ჩემთვის, ჩემი თავის და ჩემი ძაღლის წინაშე.  

ასეთ ღონისძიებებზე არ შეიძლება ასე არასერიოზულად გასვლა. საჭიროა ნორმალური, თუნდაც მოკლევადიანი მომზადება და გასვლის წესიერი ორგანიზაცია. როგორც, მაგალითად,  სპორტიულ ღონისძიებებში მონაწილეობისას ხდება. 

მოკლედ ამ ჩემპიონატის შემდეგ გამიჩნდა სურვილი უფრო სერიოზულად მემუშავა ჩემს ძაღლთან, რადგანაც აშკარად ვნახე, რომ, იმ ჩემპიონატში მონაწილე განთქმული ძაღლები, ბევრი არაფრით ჯობდნენ მერის.  იმ ძაღლებს კი ვინც პირველი 2 ადგილი აიღო, ექსპერტები აშკარად ეხმარებოდნენ.

30 ძაღლიდან მხოლოდ ორმა თუ სამმა მიიღო მეორე ხარისხის დიპლომი (59 გამოსვლიდან), 30 ძაღლიდან მხოლოდ რამოდენიმემ აიღო 2 დიპლომი (ისიც მხოლოდ კონტინენტალებმა), უმრავლესობა მოიხსნა, სხვა და სხვა მიზეზების გამო. პირველი 2 ადგილი აიღეს ჩემპიონატის მთავარი სპონსორის პოინტერებმა, თითო–თითო დიპლომით (უფრო სწორედ მისმა ძაღლმა (მეორე ადგილი)  და ძაღლის შვილმა). გამარჯვებული ძაღლის პატრონი განთქმული ექსპერტი  იყო. 

მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ დაგვჩაგრეს, ან არაობიექტურად გვიმსაჯეს, არა, რეალურად სუსტად გამოვედით, მაგრამ, გამარჯვებული ძაღლების არაობიექტურმა შეფასებამ დიდი რეზონზნსი გამოიწვია არა მარტო ჩემში, არამედ თითქმის ყველა მონაწილეში და ზოგიერთ ექსპერტშიაც. საბედნიეროდ თვითონ ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ვიდეომატერიალები ჩემპიონატიდან, რომელსაც მათ მიერ დაქირავებული პროფესიონალი ოპერატორი იღებდა და სადაც აშკარად ჩანს, თუ როგორ ზომავს ფეხით ექსპერტი მანძილს (როგორ უმატებს მეტრებს ყნოსვის სიშორეში), რათა მთავარი ორგანიზატორ/სპონსორის ძაღლს მეორე ხარისხის დიპლომი აეღო და საბოლოოდ ჩემპიონატის პრიზიორი გამხდარიყო. მთავარმა ექსპერტმა, რომელმაც ეს ძაღლი წინა დღეს მოხსნა საველე გამოცდიდან, შინაურ გარემოში თქვა, "ძალიან ცუდია, როცა ორგანიზატორი, თვითონ არის საველე ღონისძიების მონაწილეო". 

ამავე შეჯიბრებაში პირველად გავიგე, რომ, ძაღლებს დოპინგს უკეთებდნენ. დღეს დოპინგის თემა ძაღლებში ძან აქტუალურად დგას. დიდ შეჯიბრებებში და ჩემპიონატებში ცალკე გამოყოფენ, რომ, აკრძალულია დოპინგის გამოყენება. 

 

მოკლედ ეს ჩემპიონატი დიდი სკოლა გახდა ჩემთვის და მერისთვისაც.    



#143 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:)  საინტერესოააა 



#144 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 626 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ვიდეომატერიალები ჩემპიონატიდან

 ბატონო კობა თუა შესაძლებელი  ინტერნეტში მოვიძიოთ  ამ ჩემპიონატის კადრები?!.. და საერთოდ თქვენი ძაღლების მუშაობის ვიდეოკადრებიც თუ გაქვთ და გვაჩვენებთ მშვენიერი იქნება !



#145 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

დიმა, რამოდენიმე დღეა მე თვითონ ვცდილობ ვიპოვო ინტერნეტში ეს ვიდეომასალა და საერთოდ ინფორმაცია ამ ჩემპიონატიდან. ჯერ ერთი იმისთვის, რომ, ზუსტად აღვიდგინო მეხსიერებაში ამ ჩემპიონატის შედეგები და წვრილმანი, მაგრამ, საინტერესო ინფორმაცია, მეორე, ეს ჩემპიონატი თავისი მაღალი ორგანიზაციით და მონაწილე ძაღლების დონით, ერთერთი პირველი იყო, რომელიც ჩატარდა რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და რომელშიაც ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, მესამე, ის, რომ, შემდეგში, ჩვენ თვითონ დავიწყეთ მაღალი დონის შეჯიბრებების ჩატარება, სადაც ამ ჩემპიონატის გამოცდილებას (როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს) ვანალიზებდით და  ვიყენებდით. 

 

 

სამწუხაროდ, ამ ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდს ვერ ვპოულობ, სხვა და სხვა ინფორმაციას კი მივაგენი, უმთავრესად ჩემს მიერ გამოქვეყნებულს, ჩვენს, კლუბ "კურცჰაარ' სანქტ-პეტერბურგის საიტზე. 

ამ წყაროების თანახმად, ზოგიერთი შესწორება უნდა შევიტანო ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. მაგალითად, აქ ...

 

 

30 ძაღლიდან მხოლოდ ორმა თუ სამმა მიიღო მეორე ხარისხის დიპლომი (59 გამოსვლიდან), 30 ძაღლიდან მხოლოდ რამოდენიმემ აიღო 2 დიპლომი (ისიც მხოლოდ კონტინენტალებმა), უმრავლესობა მოიხსნა, სხვა და სხვა მიზეზების გამო. პირველი 2 ადგილი აიღეს ჩემპიონატის მთავარი სპონსორის პოინტერებმა, თითო–თითო დიპლომით

 

...შეცდომა მაქვს დაშვებული: 

- 30 ძაღლი კი მონაწილეობდა, მაგრამ გამოსვლა ყოფილა 57 და არა 59, როგორც მე დავწერე. ეტყობა, ჩვენს გარდა, ვიღაცა არ, ან ვერ, გამოვიდა მეორეჯერ.

- მეორე ხარისხის დიპლომი გაუციათ 6 ძაღლისთვის და არა "2 თუ 3", როგორც მე დავწერე

- 2 დიპლომი, 2 გამოსვლიდან არა მარტო კონტინენტალებს აუღიათ, არამედ ერთ პოინტერსაც (გამარჯვებულს)

- ჩემპიონატში  არა მარტო "რუსეთ-ბელორუსიის" ძაღლები ღებულობდნენ მონაწილეობას, იყვნენ თურმე უკრაინის და ფინეთის წარმომადგენლები.

– ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება ქონიათ არა მარტო შეჯიბრებებში გამარჯვებულ და პირველხარისხოვანი დიპლომების მფლობელ ძაღლებს, არამედ შეჯიბრებების პრიზიორებსაც და შეჯიბრებებში "საუკეთესო ახალგაზრდა" ძაღლებსაც.

 

მოკლედ, მარტო მეხსიერების საფუძველზე ძნელია სწორი სტატისტიკური ინფორმაციის დადება და იმედია მაპატიებთ ან შეცდომებს   :0062:  :(

 

მოვიყვან კიდევ ზოგიერთ ზუსტ ინფორმაციას ამ ჩემპიონატიდან:

- 57 გამოსვლიდან, გაიცა მხოლოდ 17!!! დიპლომი, მათ შორის 6 მეორე ხარისხის და 11 მესამე ხარისხის.

მიზეზი, რის გამოც უდიპლომოდ დარჩნენ ძაღლები:

– ყნოსვის ვერგამოვლენა – 15 გამოსვლა

– ყნოსვის სიშორის არასაკმარისობა (6 ქულაზე (მინიმუმ საჭირო დიპლომის ასაღებად) ნაკლები) – 3 

– სამი ცრუ ნაბული – 9 

– ფრინველზე გაკიდება (10 მეტრ მანძილზე მეტ სიშორეზე) –  6 

– არასათანადო მომზადება (დაუმორჩილება და სხვ.) –  3

– ფრინველთან შეხვედრის გარეშე – 4

 

როგორც ამ ინფორმაციიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ, ძაღლების დონე ძან მაღალი იყო, შედეგები არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა (დაახლოებით 30 % დიპლომირებული ძაღლების).



#146 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

იმ ვიდეომასალას, რაც, ორგანიზატორ–სპონსორის ძარლის არაობიექტურ მსაჯობას ეხება, ალბათ მივაგნებ სადმე, რადგანაც, ბევრ სხვა და სხვა საიტზე განხილვის ობიექტი გახდა, დანარჩენი ინფორმაცია კი ძნელი მოსანახია, ეტყობა, რომ ან წაშლილია, ან სხვა რამე.

 

მგონი საინტერესო იქნება ყველასთვის, თუ რატომ იქნა ნაჩვენები ასეთი დაბალი დონე ამ ჩემპიონატზე და ამისთვის მოვიყვან ციტატას გამარჯვებული ძარლის პატრონის, განთქმული ექსპერტის, ვ.სელივანოვის სტატიიდან (ბოდიში რომ რუსულადაა, თუ საჭირო იქნა გადავთარგმნი):



"О состязаниях в Сороти написано и сказано много. Жаль, если не все поняли всю значимость этих больших мероприятий для охотничьего собаководства России. 
Такого, чтобы собрать лучших легавых собак России всех пород, провести чемпионат и сравнительный анализ их работы, никогда не было. За это организаторам большое спасибо. 
Мне особенно понравилась идея двух выступлений под разными экспертными комиссиями и в разное время. Это дало возможность собакам более полно раскрыть свои природные качества и, несмотря на неважные погодные условия, показать хорошие результаты. 
То, что некоторые собаки не смогли подтвердить свой заявленный высокий класс, может говорить либо о плохой полевой подготовке владельцами собак к именно этим состязаниям , либо о получении титулов вследствие раннее завышенных оценок этих собак на состязаниях некомпетентными или даже недобросовестными экспертами. "

 

 

როგორც იტყვიან, "კომენტარები ზედმეტია' – თვითონ უმაღლესი კატეგორიის ექსპერტი აღიარებს, რომ, გაიცემა მაღალი ხარისხის დიპლომები და ტიტულები, არაკომპეტენტური და უსინდისო ექსპერტების მიერ.

მანამდე და შემდეგშიაც, პირადად დავრწმუნდი ამაში.



#147 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ორიოდე სიტყვით მინდა გავჩერდე ამ პერიოდში მერის საგამოფენო მიღწევებზე.

 

2001 წ.– ამ ასაკისთვის მაქსიმალური შეფასება "ძალიან კარგი" და დიდი ვერცხლის ჟეტონი.

2001 წ.– ამ ასაკისთვის მაქსიმალური შეფასება "ძალიან კარგი" და დიდი ვერცხლის მედალი.

2003 წ. – "ფრიადი", 95 ქულა, "პირველი კლასი"  და პატარა ოქროს მედალი.

2004 წ. – "ფრიადი", 100 ქულა, "პირველი კლასი"  და პატარა ოქროს მედალი 

2005 წ. – მოსკოვის მონადირე ძაღლების 112–ე გამოფენა, 112 ქულა, "ელიტა", დიდი ოქროს მედალი

 

"ელიტაში" შესასვლელად სპეციალურად წავედი მოსკოვში, სადაც მთავარი ექსპერტი ოლეგ მალოვი იყო. ეს ის მალოვია, ვისი წიგნის საფუძველზე მე ვწვრთნიდი და ვგეშავდი ჩემს ძაღლს. ამით მინდოდა ჩემი პატივისცემა გამომემჟღავნებინა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც, თავისი გამოცდილებით და რჩევებით, დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც მეძარლის და მერის ჩამოყალიბება–წარმატებებში.

მოსკოვში ძაან გაუკვირდათ პეტერბურგელის ნახვა გამოფენაზე, რადგანაც ასეთი შემთხვევა არც გვახსოვსო (ჩვენ შეგვეძლო ნებისმიერ პეტერბურგის გამოფენაზე გავსულიყავით, რაც ფინანსურად გაცილებით ნაკლები დაგვიჯდებოდა და იქ მიგვერო "ელიტა") , ჩემთვის კი ძან სასიამოვნო გახდა მალოვის პირადად გაცნობა და მისგან "ელიტის" მირება.

 

ძუ ძაღლი, როგორც მწარმოებელი, "ელიტაში: რომ მოხვდეს, აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 2, კლასის მფლობელი შვილის დედა. 

 

2005 –ში, მერის უკვე ყავდა 3 შვილი, რომლებმაც თავიანთი საველე დიპლომებით და საგამოფენო შეფასებებით, დაამტკიცეს, რომ, მერი, როგორც მწარმოებელი, გადასცემს თავის მონაცემებს შთამომავლობას. 

 

იმ სამიდან, 2 ჩემი დაგეშილი იყო. ძალიან გამახარა ენისეიმ, რომელმაც 2 პირველი გამოსვლიდან, 2 მეორე ხარისხის დიპლომი მოიპოვა. და ეს ყველაფერი 1 წლის და 4 თვის ასაკში



#148 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37816 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმ სამიდან, 2 ჩემი დაგეშილი იყო.

ლეკვები დაგეშე?ანუ დაგეშილი ლეკვები გაასხვისე?


53c8c0d32f03.jpg


#149 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

არა ბაბუ, ჯერ გავასხვისე და მერე, როცა ვნახე, რომ ახალი პატრონები  პასიურობდნენ, ავიღე ჩემს ხელში ინიციატივა და დასაგეშად  დროებით უკან გამოვართვი. შემდეგში ხშირად ვაკეთებდი ასეთ რამეს და მხოლოდ ჩემი ძაღლების შთამომავლებისთვის. 20–ზე მეტი ძაღლი მყავს დაგეშილ–დაყენებული (ჩემი პირადი ძაღლების გარდა) და მათგან მხოლოდ ერთი არ იყო ჩემი ძაღლების შთამომავალი. იმ ძაღლის პატრონი ძან წესიერი კაცი იყო და სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ვიცოდი მისი სერიოზული დაავადების ამბავი და უარი ვერ ვუთხარი.

შვილების მიღწევა დიდი მნიშვნელობა აქვს ძაღლის საერთო შედეგებზე, როცა სანადირო გამოფენებზე გაგყავს და "ბონიტირებას" (ქულებს თვლიან). თუ ძაღლებს წარმოშობა და მიღწევები ერთნაირი აქვთ, ბონიტიროვკის დროს პირველ ადგილზე გამოდის შვილების მიღწევები. 6 საუკეთესო შთამომავლის მიღწევებს ითვალიწინებენ ქულების დათვლის დროს.

მერი 2–ჯერ იყო სანადირო გამოფენის ჩემპიონი და ბოლო შეფასება ბონიტიროვკით 130 ქულა ქონდა. სინამდვილეში, კიდევ ერთხელ რომ გამეყვანა გამოფენაზე, მას შემდეგ, რაც მინდვრის ჩემპიონი გახდა და ზოგიერთმა შვილებმაც გაიუმჯობესეს თავიანთი მიღწევები, 136 ქულით დაამთავრებდა კარიერას

 

 

legion.ge-1064-1523872452.jpg



#150 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 354 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

როგორც უკვე ავღნიშნე, რუსეთის მეძებარ ძაღლთა პირველი ღია ჩემპიონთა ჩემპიონატი "სოროტი-2006", გახდა ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული ბიძგის მომცემი. ამ ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ბევრი რაღაცა შემეცვალა ჩემში, ჩემი ძაღლის მიმართ მოქმედებებში და ჩვენი კლუბის, სანქტ-პეტერბურგის კლუბ "კურცჰაარის" არსებობის სტრუქტურაშიც. 

კლუბის მოღვაწეობაში უკვე დიდი ხანი იყო, რომ ბევრი რაღაცა არ მომწონდა. ეს პირველ რიგში ეხებოდა კლუბის პასიურობას, როგორც საველე, ასევე ექსტერიერის გამოფენებს.კლუბის არსებობიდან დაწყებული (1994 წ.), იმ პერიოდამდე, კლუბს არ ქონდა ჩატარებული არც ერთი საველე შეჯიბრი, არც ერთი დამოუკიდებელი გამოფენა. მაქსიმუმ, რაც ტარდებოდა, ეს იყო საველე გამოცდები და ლეკვების დათვალიერება.

საბედნიეროდ, კლუბში ამ პერიოდში მოვიდა კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდა ენთუზიასტი, რომლებმაც გერმანიიდან ჩამოიყვანეს კარგი სისხლის ძაღლები და რომლებთანაც ერთად ჩვენ შევქმენით ერთგვარი საინიციატივო ჯგუფი, ჯიშის მონაცემების და კერძოდ კლუბის ძაღლების მიღწევების გასაუმჯობესობლად.

პირველი ნაბიჯი ამ განხრით იყო ჩვენს მიერ ინიცირებული და ჩატარებული რუსეთის კურცჰაარისტების კონფერენცია, სადაც ხმების უმრავლესობით შევძელით "ჯიშის ნაციონალური კლუბის" (НКП (национальный Клуб Породы) "Немецкий курцхаар" ) ხელმძღვანელობა, ჯიშზე შეყვარებულ და ჯიშის პერსპექტივების გაუმჯობესობაში დაინტერესებულ ხალხისთვის გადაგვეცა. მანამდე "გერმანული კურცჰაარის" ჯიშის ნაციონალური კლუბს, მოსკოველები ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც, კურცჰაარები არც ყავდათ (ლაბრადორისტები იყვნენ და არიან ეხლაც).

ჯიშის ნაციონალური კლუბები, შედიან რუსეთის კინოლოგიურ ფედერაციაში, რომელიც გაწევრიანებულია ფცი–ში და ფცის ეგიდით და წესებით ატარებს როგოც საველე ღონისძიებებს, ასევე გამოფენებსაც. ჩვენც დავიწყეთ მაღალი რანგის გამოფენების და შეჯიბრებების ჩატარება. ჩვენს მიერ ორგანოზებულ პირველ გამოფენაზე მოვიწვიეთ გერმანეთის კურცჰაარის ჯიშის ძაღლების ერთ–ერთი განთქმული მწარმოებელი, ბ–ნი დიტრიხ ხოლმანი, შემდეგ ესპანეთის, ჩეხეთის კლუბ "კურცჰაარის" პრეზიდენტები და ა.შ. 

პირველი საველე შეჯიბრი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ("კურცჰაარების პირველი საგაზაფხულო ჩემპიონატი") გამოირჩეოდა თავისი მაღალი ორგანიზაციით და საინტერესო, ძვირფასი პრიზებით. ამაში ძალიან დაგვეხმარნენ სპონსორები, რომლებმაც გამოყვეს ეს პრიზები. მაგრამ ამ სპონსორებს დაინტერესება და მოზიდვა ხომ უნდა? ჩვენ ამ ამოცანას კარგად გავართვით თავი, პირადი ნაცნობობის და შეპირებული რეკლამის საფუძველზე, და შედეგად მივიღეთ ის, რომ, ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის, პირველი პრიზი, იტალიური ორლულიანი თოფი იყო (1500 დოლარის ღირებულების), მეორე–მესამე ადგილის  პრიზიორებისთვის GPS ნავიგატორი და ბინოკლი, საუკეთესო აზალგაზრდა ძაღლისთვის 500 დოლარად ღირებული ელექტროსაყელო. ამის გარდა, ყველა პრიზიორს, გამარჯვებულ გუნდებს (ჩემპიონატი როგორც პირადი, ასევე გუნდური იყო) და  საუკეთესო აზალგაზრდა ძაღლის მფლობელს, გადაეცათ ძაღლებისთვის 15 კილოიანი მშრალი საკვები.

ამ ჩემპიონატიდან დაწყებული, შემდგომში, ექსპერტებისგან მიკერძოებას რომ არ ქონოდა აქგილი, დავიწყეთ შერეული ექსპერტების გუნდის მოწვევა– სხვა და სხვა რესპუბლიკებიდან (რუსეთ–ბელორუსია–უკრაინა), და რუსეთის სხვა და სხვა რეგიონებიდან. მოგვიანებით, 1981 წლის საველე წესების პარალელურად, ჩვენს შეჯიბრებებში დავიწყეთ ფცი–ს, ფილდ–ტრალსის წესებით შეჯიბრებების ჩატარებაც.  


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 18 April 2018 - 05:35 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?