Jump to content

სურათი

ლეგიონის 2018 წლის საფეხბურთო სეზონი გაიხსნა

ლეგიონი legion ფეხბურთი სპორტი ჯანმრთელი ცხოვრების წესი საქართველო

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 51 გამოხმაურება

#26 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33810 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლა დახურულს ვაწვებით? 

დახურულს? დარბაზს თუ გულისხმობ ,უნივერსიტეტსი ღიააა


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#27 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

სადმე ვთამაშობთ, გავააქტიუროთ ეს თემა . მინიმუმ +5-8 გრადუსი უნდა იყოს თორემ რეკომენდებული არაა . 


  • 0

#28 Share
ლეგიონერი

ლეგიონერი

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:თბილისი

ბიჭებო თამაშის რა გითხრათ,დიდად არ გამოვირჩევი,მაგრამ ერთი კარგი გულიანი გულშემატკივრობა ჩემზე იყოს  :ki:


  • 0

#29 Share
ლეგიონერი

ლეგიონერი

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:თბილისი

მოკლედ,ფეხბურთის შესახებ პატარა ინფორმაცია.

 

ფეხბურთის წარმოშობა და განვითარება (ანტიკურობიდან–ურუგვაის 1930 წლის მუნდიალამდე)

წყარო: http://shemecneba.ge

%D0%91%D0%B5%D0%B7-%D0%B8%D0%BC%D0%B5%D0
Chujutu-300x236.jpg

ძველი ჩინური თამაში “ცუ ჩუ”

ზუსტად არავინ უწყის, თუ სად და როდის ჩაისახა ფეხბურთი. თამაშის თანამედროვე ფორმატი, რომლის მიხედვითაც ერთმანეთს შეზღუდულ სივრცეში ორი, თერთმეტ–თერთმეტი მობურთალისგან შემდგარი გუნდი უპირისპირდება, დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. თუმცა არსებობს იმის დოკუმენტური მტკიცებულებანი, რომ რაღაცით ფეხბურთის მსგავს ბურთაობას ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში თამაშობდნენ, თანაც – რამდენიმე საუკუნით ადერე იმაზე, ვიდრე იულიუს კეისრის ლეგიონერები ბრიტანეთში “ჰარპასტუმს” – ბურთაობის რომაულ ნაირსახეობას შეიტანდნენ.

ხანის დინასტიის ერთ–ერთი ჩვენწელთაღრიცხვამდელ სამხედრო სახელმძღვანელოში სხვა ფიზიკურ ვარჯიშთა გვერდით აღწერილია ერთგვარი თამაში, რომელსაც “ცუ ჩუ” ანუ იმის გათვალისწინებით, რომ “ცუ” ჩინურად ფეხით დარტყმას ნიშნავს, ხოლო “ჩუ” ტყავის გასატენ ბურთს თითქმის “ფეხბურთი” ეწოდებოდა. ამ თამაშის გასამართად ბამბულის ორ, ათი მეტრის სიგრძის ჭოკს შორის გააბამდნენ აბრეშუმის ბადეს, რომელსაც შუაშიც 30–40 სანტიმეტრიანი ხვრელი ჰქონდა. ორი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს, რიგ–რიგობით უნდა ეცადათ ბუმბულითა და თივით გატენილი ტყავის ბურთის ამ ხვრელში გატარება. ამავე ტამაშის ერთ–ერთ ვარიანტში კი ბურთის გასატანად მოედანზე გამოსულ მოთამაშეს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშენი ხელს უშლიდნენ. დამრტყმელს შეეძლო ფეხები. მკერდი ან მხრები გამოეყენებინა, ხელების გამოყენება კი აკრძალული იყო. ასეთი ვერსიით თამაშუ უკვე მართლაც ძალიან წააგავდა თანამედროვე ფეხბურთს.

“ცუ ჩუში” გამარჯვებულებს ყვავილებით, ხილით, ღვინითა და ვერცხლის თასებით აჯილდოვებდნენ. განსაკუთრებით დახვეწილ მოთამაშეებს “სამსახურეობრივ კიბეზე” დაწინაურებაც კი ელოდათ. ცნობილია ისეთი შემთხვევაც, რომ “ცუ ჩუს” ერთ–ერთ ოსტატს წარმატებული შეხვედრის შემდეგ იმპერატორმა მყისვე მხედართმთავრობა უბოძა. რაც შეეხება დამარცხებული გუნდის კაპიტანს, მას ჩვეულებრივ საჯაროდ სცემდნენ ხოლმე.

ფეხით ბურთაობა უცხო არც იაპონელტათვის ყოფილა, ოღონდ მათებური თამაშის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით, ჩვ. წ. VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ჩნდება. ამომავალი მზისქვეყნელების თამაშს “კემარი” ჰქვია (“მარი” იაპონურად ბურთს აღნიშნავს, ბურთით მოთამაშეს კი “მარიაშს” უწოდებენ). რაკიღა მისი სხვა აღმოსავლური მონათესავეებისგან განსხვავებით, ეს ბურთაობა დღემდე არ გადაშენებულა, შეგვიძლია, მასზე აწმყო დროში ვილაპარაკოთ. “კემარის” 14 კვადრატული მეტრის ფართობის მოედანზე კიდესთან მდგომი რვა მობურთალი თამაშობს – მისი არსი კი ის გახლავთ, რომ ირმის ტყავისგან გაკეთებული ბურთი თამაშის მონაწილეებმა ერთმანეთს მიწაზე დაუგდებლად (რაც მთავარია, ხელის დაუხმარებლად) უნდა გადააწოდონ. იმავე “ცუ ჩუსა” და, საერთოდაც, ყველა დანარჩენი თამაშისგან “კემარის” ის გამოარჩევს, რომ ის უფრო თანამშრომლობაა ვიდრე დაპირისპირება, ანუ – გაგიკვირდებათ – მასში არც გამარჯვებულები არსებობენ და არც დამარცხებულები.

grecja.gif

ბურთით თამაშის ძველბერძნული სახეობა – ეპისკვიროსი ანუ ფენინდა

ბერძენი დრამატურგის, ანტიფანეს (ძვ. წ. 388–311 წწ.) ცნობით, ბურთაობის ერთგვარი ნაირსახეობა, სახელდობრ კი ეპისკვიროსი (ან მეორენაირად ფენინდა) ძველ ბერძნებსაც ჰქონიათ, თუმცა როგორც მასზე შემორჩენილი მწირი ცნობებიდან ჩანს, ის მაინც რაგბის უფრო უნდა ჰგვანებოდა, ვიდრე – ფეხბურთს. მეტი ინფორმაციაა დაცული თავშივე ნახსენები “ჰარპასტუმის” შესახებ, რომელიც – ზოგიერთი მკვლევარის აზრით – ბერზნული ეპისკვიროსის ადაპტირებული ვარიანტი უნდა იყოს. ანუ, ფეხით თამაში დიდ როლს არც მასში ასრულებდა. ამ ანტიკურ ბურთაობათა მეტ–ნაკლებად მსგავსი თამაშები, რომელთა შორის უთუოდ ჩვენებური ლელობურთიცაა მოსახსენიებელი, დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში დასტურდება. თუმცა, იმავე ჰარპასტუმისგან განსხვავებით, რომელიც მართკუთხედის ფორმის, მკაფიოდ შემოსაზღვრულ და დახაზულ მოედანზე, განსაზღვრული რაოდენობის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის თამაშობდა, მომდევნო პერიოდის თამაშები – და აქ უწინარესად შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებულ ბურთაობებზე მოგახსენებთ – უფრო არაორგანიზებული, სპონტანური და ძალისმიერი გახლდათ.

tumblr_ninb08jkQA1rifjnuo1_400-242x300.j

იაპონური თამაში “კემარი”

ინგლისში ხშირად ეს თამაშები სოფლებს, თემებს, უბნებს, ან ცოლიანებსა და უცოლოებს შორის ფიცხელი დაპირისპირების სახეს იღებდა. თითოეულ გუნდში მობურთალთა რაოდენობას შეიძლება 500–ისთვისაც გადაეჭარბებინა. თამაშში მონაწილეობა 18 წელს გადაცილებულ ყველა მამაკაცს შეეძლო. საერთო აზრით, ბურთით თამაში ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული რიტუალის ერთგვარი გამოძახილია – რადგანაც ბურთი მზის სიმბოლოდ აღიქმებოდა, მისი მოხვეჭა სამომავლოდ მსუყე მოსავლის გარანტია უნდა ყოფილიყო.

ფეხბურთი არ ისაზღვრებოდა ერთი ადგილით და გრძელდებოდა ყველგან: ქუჩებში, მოედნებზე, მინდვრებას თუ მდინარეებშიც კი. მოპაექრე მხარეებს ხარის ან ღორის გაბერილი ფაშვი სოფლის ან ქალაქის რომელიმე დათქმულ ადგილამდე უნდა მიეტანათ. ბურთის მიტანის ამ პროცესს თანამედროვე ფეხბურთში მეტოქის კარში გოლის გატანის ანალოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ერთ–ერთ ინგლისურ სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ: “საამისოდ გამოიყენებოდა ყოველგვარი საშუალება… მკვლელობის გარდა”. შეხლა სადრაც შუადღისთვის, როგორც წესი, ბაზრის მოედნიდან იწყებოდა და მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა. თამაშის დამთავრების შემდეგ საბურთაო არეალი ბრძოლის ველს ჰგავდა. თავიანთი შლეგიანობით ინგლისელები უცხოელთა გაოცებას იწვევდნენ. შემორჩენილია ერთი ფრანგი მოგზაურის ცნობა, რომელმაც, როცა ინგლისური ბურთაობა პირველად იხილა, ასეთი რამ დაწერა: “თუკი ინგლისელები ამ ხოცვა–ჟლეტას თამაშს უწოდებენ, მაშინ როგორღა გამოიყურება მათი ჩხუბი?”

თამაშისას ბურთის ფეხით დარტყმა ნებადართული იყო, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ბურთის დიდი ზომისა და მძიმე წონის გამო, ფეხის გამოყენება სეუძლებელი გახლდათ. სხვათა შორის თანამედროვე ბურთის ზომა და წონა (გარშემოწერილობა 68,6–71,1 სანტიმეტრი, წონა 396–453 გრამი) საბოლოოდ პირველი საფეხბურთო წესების შემოღებიდან, ანუ 1863 წლიდან მხოლოდ ცხრა წელიწადში დადგინდა. მანამდე კი გუნდები ყოველი მატჩის წინ თანხმებოდნენ, თუ რა გაბარიტების ბურთით ეპაექრათ. ასე იყო მაგალითად, ლონდონისა და შეფილდის გუნდების 1866 წლის ცნობილი შეხვედრის წინაც. ხოლო ცნობილი ეს მატჩი უწინარესად იმის გამო გახლავთ, რომ პირველად სწორედ მაშინ გადაწყდა, შეხვედრის დრო 90 წუთით შემოეფარგლათ. ის კი, ინგლისური ბურთაობის პირველი აღწერილობიდანვე მოყოლებული, რომელიც XII სკ–ის მწიგნობარ უილიამ ფიცსტივენს ეკუთვნის, ამ თამაშს ყველა “ბოლ ფლეის” ან “ფლეინგ ეთ ბოლს” ანუ უბრალოდ ბურთით თამაშს (და არა ვთქვათ, “ქიქინგ ეთ ბოლს” ანუ ბურთის ფეხით თამაშს) უწოდებს. რაც ასევე ადასტურებს იმ აზრს, რომ ბურთაობისას ფეხის გამოყენება (ცხადია, ბურთის ამოძრავების მიზნით) მაშინ სულაც არ იყო სავალდებულო და თამაშის არსის განმსაზღვრელი.

Edward_II_-_detail_of_tomb-300x200.jpg

ინგლისის მეფე ედუარდ II

რაკი მოსახლეობის დაბალ ფენებში ბურთაობა უაღრესად პოპულარული იყო და – გარდა ამისა, მას ყოველ ჯერზე თან დიდი ღეიანცელიც ახლდა, ზოგიერთებს მათი მოვალეობების შესრულებისგანაც აცდენდა – მეფე ედუარდ II–მ 1314 წელს გამოსცა ბრძანება ქალაქის ფარგლებში თამაშის აკრძალვის თაობაზე: “იმის გამო, რომ დიდი ბურთების დევნა ლონდონის სიმშვიდეს არღვევს და ღვთისგან დასაგმობ ქმედებებს წარმოშობს, ამიერიდან ყველა, ვინც კი ქალაქის ქუჩებში თამაშს გაბედავს, მყისვე ციხეში ჩაემწყვდევა”. მოგვიანებით იგივე დაადასტურა ინგლისის მომდევნო მეფე ედუარდ III–მაც, რომელსაც, ისევე როგორც მის წინამორბედს, ლონდონის სიმშვიდის შენარჩუნებაზე არანაკლებ ის გარემოება აშფოთებდა, რომ ზრდასრული მამაკაცები მშვილდოსნობაში ვარჯიშის ნაცვლად თავს გაბერილი ფაშვებით აღმა–დაღმა სირბილში იქცევდნენ. იმავე პერიოდში ფეხბურთის აკრძალვას საფრანგეთის მეფეებიც ცდილობდნენ.

Calcio_fiorentino_1688-300x212.jpg

XVI საუკუნიდან ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებში ჩამოყალიბდა ახალი თამაში სახელწოდებით “კალჩო”

ევრობურთაობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზებას ხელი რენესანსული იტალიიდან, განსაკუთრებით ფლორენციიდან წამოსულმა იმპულსებმა შეუწყო. ფლორენციელებმა ბურთაობის თავიანთი, დამოუკიდებელი სახეობა – “კალჩო” შექმნეს. თავის ინგლისურ ექვივალენტთან შედარებით ის უფრო ორგანიზებული იყო – მასში მონაწილეებს ფერადი კოსტუმები ეცვათ და ბურთის მიზნამდე მიტანას არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ საამისოდ დადგენილსა და ქვიშით მოყრილ ალაგას, “პიაცა დელლა სინიორინა ფლორენციაზე” ანუ “ქალბატონი ფლორენციის მოედანზე” ცდილობდნენ. 1580 წელს გრაფმა ჯოვანი დე ბარდი დი ვერნიომ გამოაქვეყნა “განსჯანი ფლორენციულ თამაშ კალჩოზე”, რომელსაც ხანდახან საფეხბურთო თამაშების წესთა პირველ ჩამონათვალადაც მიიჩნევენ.

თავის მხრივ, ბურთაობა უცვლელი სახით ნარჩუნდებოდა. მის განვითარებაში გარდატეხის მომენტი მხოლოდ XIX სკ–ის დამდეგიდან დადგა, როცა ბურთით თამაში მოულოდნელად ძალზედ პოპულარული შეიქმნა საჯარო სკოლებში – რაგბიში, ჩარტერჰაუზში, უინჩესტერში, იტონსა და ჰეროუში. ეს საჯარო სკოლები სინამდვილეში დახურული ტიპის კერძო, პრივილიგებული სასწავლებლები გახლდათ.მაშინ იქ სასწავლებლად მხოლოდ არისტოკრატთა და ახლად გამდიდრებულ მრეწველთა შვილებს იღებდნენ.

იმ დროისთვის ფეხბურთი ოფიცრების, ჯარისკაცების, სტუდენტების და მოსწავლეებისთვის გართობის უსაყვარლესი სახეობა შეიქმნა. ყველა სკოლა თუ სამხედრო ნაწილი ისე ბურთაობდა, როგორც სურდა. ზოგიერთ სკოლაში პრიორიტეტულად ფეხით თამაში მიიჩნეოდა. ზოგიერთში კი – ხელით, ზოგან ნებადართული იყო მეტოქისთვის ხელის კვრა, ფეხის დადება ან ფეხში ჩარტყმა, ზოგან კი ყოველივე ეს კატეგორიულად იკრძალებოდა. ამ ტვალსაზრისით სიმპტომური იყო ის, რაც 1823 წელს ქალაქ რაგბის სკოლაში მოხდა ერთ–ერთი მატჩისას სტუდენტმა უილიამ უებ ელისმა ბურთს უეცრად ხელი დასტაცა და მეტოქის კარისაკენ გაექანა. მისი ამ უწესო ქმედების შესახებ, რასაც მომავალში სერიოზული შედეგები მოჰყვა, მისი სკოლის ეზოში დავანებული მემორიალური ქვა ახლაც გვამცნობს: “ეს ქვა უილიამ უებ ელისის საპატივცემულოდაა დადგმული. ის პირველი იყო, ვინც ფეხბურთის მაშინ არსებული წესები დაარღვია, ბურთი ხელში აიღო და მეტოქის კარისკენ ასე გაქცეულმა სათავე დაუდო ახალ თამაშს, რაგბის. 1832 წელი.”

Finternational1-300x206.jpg

1878 წ. სტადიონი “ქუინზ პარკი”. შოტლანდია–ინგლისი მატცი შოტლანდიელების შთამბეჭდავი გამარჯვებით 7:2 დასრულდა.

ინტეგრაციის პროცესი 1863 წლის 2 ოქტომბერს ლონდონში, გრეით–ქუინ–სტრიტზე მდებარე ტავერნა “ფრიმეიზონში” შემდგარ კრებაზე დაგვირგვინდა. კრება, რომელსაც ლონდონური სკოლებისა და კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მიზნად ერთიანი ორგანიზაციის შექმნასა და წესების კონკრეტული კოდექსის ჩამოყალიბებას ისახავდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დაფუძნებით დასრულდა. საბოლოოდ ასოციაციამ 1863 წლის 8 დეკემბერს ამგვარი კოდექსი დაამტკიცა, მისტერ სტრინგის სულისკვეთებას რომ იზიარებდა, ანუ კრძალავდა როგორც ბურთის ხელით თამაშს, ისე მეტოქისთვის ფეხის ჩარტყმასაც. სარაგბო სტილის მიმდევრებისთვის, რომლებსაც ასოციაციაში მხოლოდ ერთი კლუბი, “ბლეკჰიტი” წარმოადგენდა, ეს მიუღებელი ვარიანტი გახლდათ და მათ ასოციაცია დატოვეს. ანუ ხსენებული თარიღი ფაქტობრივად ფეხბურთისა და რაგბის საბოლოო გაყოფის დღეცაა. (ცნობისთვის: ამ წესებით განისაზღვრა მოედნის მაქსიმალური სიგრძე 182,88 მეტრი და მაქსიმალური სიგანე 91,44 მეტრი, ასევე კარის ძელებს შორის მანძილი 7,3152 მეტრი. ამასთან, კარის ძელებს თავზე არც ხარიხა უნდა დამაგრებოდა და არც – რაიმე ლენტი. ხარიხა ძელებს მხოლოდ 1875 წლიდან დაამაგრეს. ბადე კი კარს 1891 წლიდან შეემატა. სხვათა შორის, ზუსტად ამ წლიდანვე ფეხბურთში პენალტიც დაინერგა.). საინტერესოა, რომ რაგბისგან ფეხბურთის საბოლოოდ გამიჯვნის მოსურნეებმა 1869 წელს ხელით თამაში მეკარესაც აუკრძალეს. მას ამის უფლება ორი წლის შემდეგ კი აღუდგა, მაგრამ ბურთზე ხელით შეხება მხოლოდ ბაქანზე შეეძლო. მთელს საჯარიმოზე ეს წესი 1902 წელს გავრცელდა. 1909 წელს მეკარეს განსხვავებული ფორმით თამაში მოეთხოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა დანომრილი მაისურებით პირველად 1933 წელს ინგლისის თასის ფინალში ითამაშეს, ხოლო ოფიციალურად ეს 1939 წელს დაკანონდა. და კიდევ 1878 წელს საფეხბურთო მოედანზე პირველად გამოჩნდა მსაჯი. მანამდე ის ტამაშს გარედან ადევნებდა თვალს და სადავო სიტუაციებს მხოლოდ მოთამაშეთა თხოვნის შემდეგ აგვარებდა.

640px-Robert_Gu%C3%A9rin_1906_year-211x3

რობერ გერენი

1871 წლიდან დაიწყო საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშება – ეს მსოფლიო ფეხბურთის უძველესი ტურნირია. 1872 წლის 30 ნოემბერს კი შედგა პირველი სეხვედრა ნაკრებთა დონეზეც., რომელშიც ინგლისი შოტლანდიას დაუპირისპირდა და უგოლოდ დაუზავდ (0:0). იმ მომენტისათვის შოტლანდიაში საფეხბურთო ასოციაცია ჯერ კიდევ არ არსებობდა – ის იქ 1873 წელს შეიქმნა. კიდევ ორი წლის დაგვიანებით შეიქმნა უელსის საფეხბურთო ასოციაცია, ირლანდიისა კი 1880 წელს.  ამის შემდეგ ფეხბურთი ნელ–ნელა ბრიტანეთის საზღვრებსაც გასცდა. თუმცა მანამდე თამაშის სამშობლოში ერთი საინტერესო ამბავი კიდევ მოხდა – რაკი ფეხბურთელებს მათი გარჯისთვის სულ უფრო ხშირად უხდიდნენ საზღაურს (ამბობენ, რომ პირველები, ვინც ფეხბურთის თამაშით სტაბილური შემოსავალი იშოვა, ლანკაშირის პატარა კლუბ “დარვინის” სქოთი მოთამაშეები – ჯონ ლავი და ფერგიუს სატერი იყვნენ) და ეს ფენომენი მდიდარ ბრიტანეთში უსწრაფესი სიჩქარით გავრცელდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია იძულებული გახდა, 1885 წელს პროფესიონალიზმის ლეგალიზაცია მოეხდინა. ბუნებრივია ინგლისშივე შეიქმნა პირველი საფეხბურთო გუნდიც – ეს “შეფილდ ფუტბოლ კლუბი” გახლდათ, რომელიც 1857 წლის 20 ოქტომბერს დაარსდა.

1904 წლის 21 მაისს პარიზსში საფრანგეთის სპორტული საზოგადოების შტაბბინაში ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) დაფუძნდა. დამფუძნებელი წევრი შვიდი ქვეყანა იყო: საფრანგეთი, ბელგია, დანია, ჰოლანდია, ესპანეთი (რომელსაც ორი წლით ადრე შექმნილი მადრიდის “რეალი” წარმოადგენდა), შვედეთი და შვეიცარია. ფიფას პირველ პრეზიდენტად ფრანგი რობერ გერენი აირჩიეს. 1909 წლამდ ეს ორგანიზაცია მხოლოდ ევროპულ საფეხბურთო ასოციაციებს აერთიანებდა, მაგრამ ამ წლიდან მოყოლებული მასში ჯერ სამხრეთ აფრიკა (1909–1910 წწ.), მერე არგენტინა და ჩილე (ორივე 1912 წელს), მოგვიანებით კი აშშ–ც (1913 წ.) გაერთიანდნენ.

Jules_Rimet_1933-237x300.jpg

ჟიულ რიმე

ფეხბურთი ოლიმპიადაზე ჯერ კიდევ 1886 წელს გამოჩნდა, თუმცა ტურნირში მხოლოდ სამი გუნდი მონაწილეობდა: დანია, ათენი და თურქული იზმირი. ფეხბურთი რეგულარულად ოლიმპიადაზე 1908 წლიდან მონაწილეობს.

1910 წლიდან დაიწყო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის გამართვაც. სადებიუტო პირველობა არგენტინის ნაკრებმა მოიგო.

1927 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 1932 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშები აშშ–ში, კონკრეტულად კი ლოს ანჯელესში გაემართა. მაგრამ შეერთებულ შტატებში ევროპულ სოკერს უკვე დიდი ხანია, პირველობას არ უთმობდა ამერიკული ფეხბურთი. საფეხბურთო ტურნირის ჩატარებისადმი ამერიკელთა უხალისო და უინიციატივო დამოკიდებულებისა და საევე იმის გამოც, რომ ფიფა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ვერ მორიგდნენ მოყვარულ ფეხბურთელთა სტატუსზე, ფეხბურთი 1932 წლის ოლიპიადის პროგრამიდან ამოვარდა. ამის საკომპენსაციოდ ფიფას იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ფრანგმა ჟიულ რიმემ, რომელიც მსოფლიო ფეხბურთს 1921 წლიდან 1954 წლამდე ედგა სათავეში, თავის თანამზრახველებთან ერთად ოლიმპიადისგან ავტონომიური მსოფლიო საფეხბურთო პირველობის გამართვა განიზრახა…

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 1930 წლის 13 ივლისიდან 30 ივლისამდე ურუგვაიში ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა 13–მა გუნდმა მიიღო, აქედან სამხრეთ ამერიკს 7 ნაკრები წარმოადგენდა, ევროპას 4, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკას 2.


  • 0

#30 Share
Panteleimon

Panteleimon

    კანდიდატუსი

  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 967 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

უფასო კარგია რა თქმა უნდა . ჩემს სახლთან სტადიონი უფასოა. ხარისხი მინდვრის საუკეთესო. თან კოლხეთი ოქროყანა 200 მეტრშია      

ჯერ დათბეს. მერე კოლხეთში ვიქეიფოთ მერე მინდორზეც წამოვწვეეეეთ!!!!

 ჰო ბურთი მამენტ კაი რაღაცაა არა ?   :)


ჩამსწორებელი Panteleimon, 01 February 2018 - 01:25 AM.

  • 0

#31 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

დახურულში ვითამაშოთ . ვინმემ ფასები იცის? ალბათ საათი 50 ლარი ეღირება. მაგ არენაზე? ეგრე არ გვინდა? კვირაში ერთხელ ვიძუნძულოთ


  • 0

#32 Share
iverichi

iverichi

    მაგისტრი

  • კლუბის წევრი
  • 2202 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

მ ივერიჩი ჩამჭერეთ პეხბურთს მე ვითამაშეეეეეებ აუცილებლად ;)


  • 0

#33 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მ ივერიჩი ჩამჭერეთ პეხბურთს მე ვითამაშეეეეეებ აუცილებლად ;)

 

ჩაგერეთ  :0024:  :0024:თავისუფლად შეგიძლია პეხბურთის თამაში  ;)  ;)

 


1-ბაბუ

2-მუსტაფა

3-გოგოლი

4-მუმუ

5-ნოზიკა

6-კვაპა

7-მაჭარა

8-რაჭველა

9-დონე

10-თორღვა

11-ელიზები

12-მთიული

 

13- მეტეორა

 
14. მ.ივერიჩი

ჩამსწორებელი ლევან, 01 February 2018 - 02:08 PM.

  • 0

#34 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 4076 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

მ ივერიჩი ჩამჭერეთ პეხბურთს მე ვითამაშეეეეეებ აუცილებლად ;)

 

ჩაგერეთ  :0024:  :0024:

 


1-ბაბუ

2-მუსტაფა

3-გოგოლი

4-მუმუ

5-ნოზიკა

6-კვაპა

7-მაჭარა

8-რაჭველა

9-დონე

10-თორღვა

11-ელიზები

12-მთიული

 

13- მეტეორა

 
14. მ.ივერიჩი

 

 

                                                                                                       მანტისა ( მთავარი არბიტრი)

 


  • 0

#35 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მანტისა აუტჩიკი , შეთავსებით გოოოოოლს იყვირებს .  :0024:  :0024:  :0024: 


  • 0

#36 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33810 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ივერიჩ რამდენათაც მახსოვს 2 ცალი ხართ და ;)


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#37 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ივერიჩ რამდენათაც მახსოვს 2 ცალი ხართ და ;)

 

ბაბულიკ დავწერე მ.ივერიჩი. 


  • 0

#38 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33810 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

ივერიჩ რამდენათაც მახსოვს 2 ცალი ხართ და ;)

 

ბაბულიკ დავწერე მ.ივერიჩი. 

 

მერე ეგ ხომ 1 ცალია? მეორე ?  გ ივერიჩი ვერააა? ;)


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#39 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

 

 

ივერიჩ რამდენათაც მახსოვს 2 ცალი ხართ და ;)

 

ბაბულიკ დავწერე მ.ივერიჩი. 

 

მერე ეგ ხომ 1 ცალია? მეორე ?  გ ივერიჩი ვერააა? ;)

 

 

ჩუმად შეცვლიან ერთმანეთს რომ არ დაიღალონ. ივერიჩებო, მოკლედ მაგრად გაგჭორეთ :)


  • 0

#40 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4431 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გუშინ ვითამაშე ნორმალური ტემპერატურაა, ასე რომ შეგვიძია გავხურდეთ  :ki:

 

3 გუნდის დაქომპლექტებაც შეიძლება 


  • 0

#41 Share
goga_para

goga_para

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1778 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მ ივერიჩი ჩამჭერეთ პეხბურთს მე ვითამაშეეეეეებ აუცილებლად ;)

 
ჩაგერეთ  :0024:  :0024:
 

1-ბაბუ
2-მუსტაფა
3-გოგოლი
4-მუმუ
5-ნოზიკა
6-კვაპა
7-მაჭარა
8-რაჭველა
9-დონე
10-თორღვა
11-ელიზები
12-მთიული
 
13- მეტეორა
 
14. მ.ივერიჩი
 15. ფარა
 
                                                                                                       მანტისა ( მთავარი არბიტრი)

  • 0

#42 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33810 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ 3 კამანდა დაკომპლექტდა . უბრალოდ რატი დოლიძეც შემოგვიერთდება და მოკლედ ან მე 4  კამანდ უნდა დაკომპლექტდეს ან ზამენებზე ვითამაშებთ და ეგააა

1-ბაბუ
2-მუსტაფა
3-გოგოლი
4-მუმუ
5-ნოზიკა
6-კვაპა
7-მაჭარა
8-რაჭველა
9-დონე
10-თორღვა
11-ელიზები
12-მთიული
 13- მეტეორა
 14. მ.ივერიჩი
 15. ფარა

16 რატი

მარტიდან დავიწყოთ?
 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#43 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მოკლედ 3 კამანდა დაკომპლექტდა . უბრალოდ რატი დოლიძეც შემოგვიერთდება და მოკლედ ან მე 4  კამანდ უნდა დაკომპლექტდეს ან ზამენებზე ვითამაშებთ და ეგააა

1-ბაბუ
2-მუსტაფა
3-გოგოლი
4-მუმუ
5-ნოზიკა
6-კვაპა
7-მაჭარა
8-რაჭველა
9-დონე
10-თორღვა
11-ელიზები
12-მთიული
 13- მეტეორა
 14. მ.ივერიჩი
 15. ფარა

16 რატი

მარტიდან დავიწყოთ?
 

 

 

1 მარტი რა, გაზაფხულია  :0024:  ხომ მაგრად ვთქვი?


  • 0

#44 Share
Panteleimon

Panteleimon

    კანდიდატუსი

  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 967 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ისე არ გაინტერესებთ რის თავი გვაქვს კიდევ ?  შვილებისგან შემდგარ გუნდს ვეთამაშოთ :D 


  • 0

#45 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33810 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ 1 დან დავიწყოთ თუ თანახმა იქნებით


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#46 Share
mtiuli_1

mtiuli_1

    ტრიბუნი

  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 759 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

მოკლედ 3 კამანდა დაკომპლექტდა . უბრალოდ რატი დოლიძეც შემოგვიერთდება და მოკლედ ან მე 4  კამანდ უნდა დაკომპლექტდეს ან ზამენებზე ვითამაშებთ და ეგააა

1-ბაბუ
2-მუსტაფა
3-გოგოლი
4-მუმუ
5-ნოზიკა
6-კვაპა
7-მაჭარა
8-რაჭველა
9-დონე
10-თორღვა
11-ელიზები
12-მთიული
 13- მეტეორა
 14. მ.ივერიჩი
 15. ფარა

16 რატი

მარტიდან დავიწყოთ?
 

რატის მე დავუთმობ ადგილს რა პრობლემაა 


  • 0

#47 Share
Panteleimon

Panteleimon

    კანდიდატუსი

  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 967 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ძირითადში ვერ ვიქნები მარა ზამენები არ გჭირდებათ ? მე და ჯაბულიკა ზამენებში ვიქნებით


  • 0

#48 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1783 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ხალხი ითხოვს ბურთაობას. სპარტაკ ჩემპიონ !!!!


  • 0

#49 Share
FinTi

FinTi

    მაგისტრი

  • კლუბის წევრი
  • 2356 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

რომ უნდოდეთ აქამდე ითამაშებდნენ 

გაზარმაცდა ახალგაზრდობა


  • 0
b9d9de6bb891.jpg

                    კლუბი "ლეგიონი"

  • მიმღები ბანკი:           ს.ს. "თიბისი ბანკი"
  • ბანკის კოდი:             TBCBGE22
  • მიმღების ანგარიში:  GE06TB7841536080100009
  • მიმღების სახელი:     ააიპ მონადირეთა ლეგიონი
  • დანიშნულება:           სახელი, გვარი და პერიოდი
 

#50 Share
kaki77

kaki77

    ტრიბუნი

  • კლუბის წევრი
  • 507 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

თამაში კარგად ვიცი რითაც დამთავრდება და ხო არ ჯობია პირდაპირ მეორე განყოფილებით დავიწყოთ ფეხები მაინც არ გვეტკინება მეორე დღეს?  :ki:


  • 0





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 26 წევრს:

linkbox.ge