Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 24 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 987 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

ამ რამოდენიმე დღის წინ საღამოს, ვზივარ სახლში მარტო შვილებთან, (მეუღლე სამსახურში იყო მეორე დილამდე) ვეფერები ჩემ შვილებს და ვტკბები მათი ყურებით თან ერთ ერთს, ბიჭს ვირუსი აქვს და სიცხიანი წევს. ამ დროს გაისმა ტელეფონის ხმა დავხედე და ჩვენი უზარმაზარი გულის კაცი მამია რეკავს მივხვდი რაცია უნდა და ესეც გამოდგა მივდივართო და რაცია მინდაო. მერე გამოვკითხე სად როგორ რანაირად მიდიხართქო და გაირკვა რომ რამოდენიმე ჩვენიანი მიდიოდა გოსტიბეში ერთ კარგ ახალგაზრდა ადამიანთან, რატისთან  საჩუქრებით, ტელევიზორით, ტანსაცმელ-ფეხსაცმელით და რა თქმა უნდა ტყვია წამლით. რაღა თქმა უნდა მეც მოვინდომე წასვლა მაგრამ ადგილის პრობლემა შეიქმნა რადგან ცოტა რაოდენობის ხალხი მიდიოდა შესაბამისად მანქანების რაოდენობაც ცოტა იყო და ადგილები სულ გადანაწილებული.

მე შევეცადე გამერკვია მამიას რაციის ადგილმდებარეობა რადგან ბოლოს ელიზებს და რაჭველას დავუტოვე სიხშირეების დასაყენებლად და გაირკვა რომ ელიზებთან იყო სამსახურში თვითონ ბატონი ლევანი ბაკურიანში ინიავებდა ფილტვეს და ვერანაირ რაციას ვერ მოგვცემდა ბაკურიანიდან. გამახსენდა რომ მანტისაც ელიზებთან მუშაობს და დავურეკე მას. რაღა თქმა უნდა მანტისამ 6 საათამდე სამსახურში ვარ მოდით და გაგატანთო შემდეგ ბაბუს შევეხმიანე მოვახსენე რომ მათთან ერთად წასვლის დიდი სურვილი მქონდა და იქნებ და რაღაც მოეხერხებინა მაგრამ ბაბუმაც ადგილის პრობლემა დაასახელა რომ ადგილები არ იყო თუ წამსვლელებიდან ვინმე იტყოდა უარს მაგ შემთხვევაში ჩავანაცვლებდი ვინმეს. შემდეგ ვკითხე ვინმე თუ შეძლებდა მისვლას მანტისასთან მამიას რაციის წამოსაღებად, ბაბუმ არ იცოდა ვინ შეძლებდა მისვლას და თვითონაც ვერ შეძლებდა რადგან შვილიშვილი ყავდა დატოვებული და მასთან ერთად ტკბებოდა იმ წუთებით რომელსაც ერთად ატარებდნენ.

შემდეგ გამახსენდა ჩვენი მკვირცხლი და დაუზარელი ბიჭუნა ფინთი იგივე მოსე იგივე გიორგი მოსიაშვილი. დავურეკე, რაღა თქმა უნდოდა პროფილაქტიკაში იყო თავის მანქანის გადამკიდე. ვკითხე მიდიოდა თუ არა ისიც იმ ჯგუფთან ერთად და ხომ ვერ შეძლებდა რაციის წამოღებას მიპასუხა რომ კი მიდიოდა მაგრამ იმდენი საქმე ქონდა რომ თუ ვინმე ჩაანაცვლებდა ვალში არ დარჩებოდა მასთან და რაციასაც ვერ წამოიღებდა. ხო და იო საოცრებავ  გამოჩნდა მოსეს საშველად თეთრ ცხენზე ამხედრებული მე და მე ჩავანაცვლე. ეს ამბავი ვაცნობე ბაბუსაც და გადაწყდა რომ მოსეს მაგივრად მე მივდიოდი.

მამიას რაციის ამბავიც გავარკვიე ამასობაში ჩვენი ნიკოლოზ გოგოლს გაუვლია და წამოუღია აგი რაციები.

შეკრება დაინიშნა დილის 6 საათზე აწ უკვე ყოფილ ლიბრესთან. მე მამიამ გამომიარა თავის ძმასთან ერთად შემდეგ ჩვენ ერთად გავუარეთ თორღვას, თრღვასთან ერთად ზემო ხსენებული რატის დაც მოგვყვებოდა. ასე რომ ჩავეტენეთ მამიას მანქანაში და გავეშურეთ შეხვედრის ადგილისკენ. მივედით და დაგვხვდნენ იქ კიდევ ორი ეკიპაჟი გორდას ეკიპაჟი და კაკის ეკიპაჟი. რაღა თქმა უნდა მოვილოცეთ სადღეღამისო სუპერმარკეტი, შევიძინეთ რაღაც რუღაცეები, მივირთვით დილის ყავა, ჩაი სენდვიჩ-ლობიან-ხაჭაპური, მგზავრთ ანგელოზი შევიწიეთ თითო ჭიქა კონიაკითpre_1516182946__1201201810821-1.jpg

  

 pre_1516182971__1201201810822.jpg                                    

pre_1516182995__1201201810823.jpg

   

pre_1516183015__1201201810824.jpg

 

 20180112_065430.jpg

 

                                          20180112_065437.jpg

 

გადავიღეთ სამსახსოვრო ფოტოები,

 

                                         pre_1516182717__0-02-04-1b2c371418829360

 

                                          IMG-5b332f21ad89fa9ca1b97bc086b844e8-V.jpg

 

                                          IMG-516bbe914a42718318a923c52c10f548-V.jpg

მიმაგრებული გალერეა

  • IMG-c8539260dd5ca5bc6bc4bbc749da7b62-V.jpg
  • IMG-02e32dfb38b61b2dd71f65d0b0ef5d89-V.jpg

ჩამსწორებელი babu, 17 January 2018 - 02:22 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 987 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

  :)

 გადავნაწილდით მანქანებში და გავეშურეთ დანიშნულების ადგილისკენ. წავედით მცხეთია-ნიჩბისის გზით გავცდით თუ არა მცხეთას დაიწყო მოყინული გზის მონაკვეთები. რაც უფრო უახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს უფრო და უფრო მატულობდა თოვლის საფარი წამიერად შევჩერდით თორღვას სოფელში საიდანაც ოჯახური არაყი წამოიღიო. გავცდით თორღვას სოფელს და შევუყევით აღმართებს. გზაზე ნელ ნელა თოვლის საფარი იმატებდა და იმატებდა

 

                                           post-841-0-25816600-1516111558_thumb.jpg

 

ერთ ერთ მოსახვევში გორდას აკიპაჟი შენელდა და ბოლოს საბოლოოდ გაჩერდა, იმიტომ რომ საბურავები ფაქტიურად სლიკები ეყენა პროტექტორის ნასახი მას არ ქონდა.

 

                                            post-841-0-46177400-1516111612_thumb.jpg

 

                                            post-841-0-81304800-1516112499_thumb.jpg

 

კაკიმ იტვირთა ნიკორას როლი შეება გორდას მანქანას თავისი ყველგანმავალით და „გასწია ხარმა გასწია“ გასწია და რა გასწია ამოიყვანა სამშვიდობოს ცოტა კიდევ გავიარეთ და მივადექით გზის ისეთ მონაკვეთს სადაც ვერც კაკის და ვერც მამიას მანქანები და მონდომება ვერ აიყვანდა გორდას მანქანას. ამიტომ გადაწყდა რომ გორდას მანქანა უნდა დაგვეტოვებინა და წავსულიყავიათ ორი მაიქანით. პირველი კაკი ავიდა ამ აღმართზე რა თქმა უნდა ჯაჭვების დახმარებით შემდეგ მამიამ სცადა უჯაჭვებო მაგრამ ვერაფრით ვერ დასძლია ეს დაბრკოლება

 

                                                                   post-841-0-59853600-1516112568_thumb.jpg

 

                                                                   post-841-0-80537900-1516112607_thumb.jpg

 

                                                                    pre_1516176998__post-841-0-23683000-1516



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 987 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

ამ დროს კაკიმ გადაწყვიტა მამიას დახმარება და თავისი ყელგანმავალი უკუსვლით დახია უკან რაღაც მომენტში კაკის მანქანა მოსახვევში გვერდულად დადგა ისე რომ ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან. სიტუაცია ცოტა გართულდა. კაკიმ გადაწყვეტილება მიიღო რომ ჯერ წინ ასულიყო პატარა აღმართზე შემდეგ უკუსვლით გაესწორებინა თავისი დაუღალავი მეგობარი. გაიფიქრა და გააკეთა კიდეც მაგრამ უკუსვლა აღარ გამოდიოდა მანქანა ისეთ არამდგრად პოზიციაში აღმოჩნდა. ყველანი დავიძაბეთ სიტუაცია ნელ ნელა რთულდებოდა. კაკის მანქანაში კიდევ ოთხი მგზავრი ყავდა მათ შორის ერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი. აქ უკვე ყველანი ჩავერთეთ საქმეში ზოგი დირექტიებს აძლევდა კაკის თუ როგორ და რანაირად უნდა ემოქმედა ზოგი ერთ მხარეს დაეკიდა ბაბუ დაბნეულობისგან ქვედა მხარეს შეუდგა საითაც საშიშროება იყო ნაქანის გადაბრუნების მაგრამ გორდას თავგანწირული ღრიალის შემდეგ ბაბუმ ადგილი შეიცვალა და მანქანას ზემოდან მოადგა სადაც დანარჩენები ცდილობდნენ რომ მანქანისთვის მდგრადობა შეენარჩუნებინათ. რაღაც უნდა მოგვემოქმედებინა  ესე ვერ ვიქნებოდით შუა გზაზე გახიდულები. მგზავრების გადმოსვლის საშალებაც არ იყო რადგან მანქანა ცუდ პოზიციაში იგდა და ყოველი არასასურველი მოძრაობა  ქმნიდა მანქანის გადაბრუნების საფრთხეს. ბოლოდ გადაწვიტა კაკიმ რომ ესე არაფერი არ გამოვიდოდა და მოქმედების დრო იყო, იმოქმედა კიდეც. დაიწყო თუ არა უკუსვლა, მანქანამ ცხვირი დააცურა და დასრიალდა წინ, უკანა საბურავით ბორცვს გადაუარა და გვერდზე გადაყირავდა

 

                                                                pre_1516179122__post-841-0-72542200-1516

 

                                                                 post-841-0-15299000-1516112708_thumb.jpg

 

მე მანქანას წინ დავუდექი თუ სრიალს განაგრძობდა მხარი რომ ჩამედგა რადგან ჩემს უკან 50-60 მეტრიანი დაღმართი იყო და არაფრით არ შეიძლებოდა მანქანას კიდემდე რომ მიეღწია მაგრამ მანქანა გადაბრუნდა თუ არა სადღაც ნახევარი მეტრი გასრიალდა და გაჩერდა. წინა საქარე მინიდან  ჩანდა თუ როგორ აიზილნენ მანქანაში მყოფები. ყველას სახეებზე თეთრი ფერი დაგვედო. ყველა რაღაცას ვყვიროდით და ვკიოდით. გოგოლი თავგანწირული ეცა საქარე მინას ჩამტვრევას ცდილობდა რომ ხალხი გამოეყვანა მაგრამ ძალზედ გაუძალიანდა საქარე მინა და წამის მეასედებში მანქანას ზემოდან მოექცა. ამოაღო კარი და შეუდგა ხალხის ამოყვანას ღმერთის წყალობით არავის არანაირი ტრამვა არ მიუღია და ყველანი ჯანმრთელად იყვნენ. დადგა მანქანის დახმარების დროც რადგან  სითხეები იქცეოდა და სულ რომ არ დაცლილიყო სასწრაფოდ უნდა დამდგარიყო საბურავებზე. მამიას მანქანა მივაყენეთ გვერდიდან ჩავაბით ბუქსირი მამიამ გასწია და ჩენც მთელი ძალებით მივაწექით დაიძრა მანქანა და ერთ წამში საბურავებზე იდგა დავათვალიერეთ ძრავის სექცია, სითხეები, გვერდი რომელზეც მაქანა იყო გადაყირავებული დავრწმუნდით რომ მანქანას სერიოზული არაფერი ჭირდა და სვლას გააგრძელებდა. მხოლოდ სარკე და გვერდითა ციმციმა იყო გატეხილი რომელიც აღდგენას ექვემდებარება.

 

                                                                 post-841-0-47394000-1516112781_thumb.jpg

 

                                                                 post-841-0-15402400-1516112803_thumb.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2259 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

რეპორტი გადასარევა მაგრამ სად არის ფოტო მასალა ?:D



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
FinTi

FinTi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • მოდერატორი
  • 2957 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ჯაბა კლავიატურა მაინც დაზოგე რომ გადავხედე რამხელა ნაწერია :)


eac4a4b2baa4.jpg

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 987 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

ამ დროს გაისმა გოგოლის სიტყვები მანქანა კი ამოგვიყირავდა მაგრამ მთავარია ძმობაში არ ამოვყირავდეთო (ამაზე ბაბუ ურო ზუსტად დაწერს)

მოკლედ ისევ გადავნაწილდით ორ მანქანაში და განვაგრძეთ გზა დანიშნულების ადგილისკენ. 

 

                                                                   post-841-0-94393600-1516112894_thumb.jpg

 

                                                                   post-841-0-39939300-1516112920_thumb.jpg

 

                                                                   post-841-0-33336900-1516112947_thumb.jpg

 

აბა უკან ხომ არ გამოვბრუნდებოდით. გზად რატი შეგვხვდა ცხენზე ამხედრებული რადგან იცოდა რომ მივდიოდით და ძალზე დავიგვიანეთ. ხო და წამოსულა ეს პატარა მაგრამ დიდი გულის მქონე ბავშვი შვენს საძებნელად. შეგვხვდა თუ არა მოატრიალა ცხენი და წინ გაგვიძღვა მივყევით ჩვენც მივედით სოფელში სადაც მხოლოდ ერთი სახლის საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი. ეს სახლი რატის სახლი იყო სადაც სამი ადამიანი ცხოვრობს თვითონ რატი თავისი და რომელიც ჩვენთან ერთად იყო და დედა. რადგან ძალიან გვიანი იყო იქვე ჭიშკართან გადაეცა რატის საჩუქრები მათ შორის ტელევიზორი ტყვიაწამალი ფეხსაცმელები და სიმბოლურად ტკილეული რადგან ახალი წელის დღეები იყო. იქვე მოვილაპარაკეთ რომ რატი წასულიყო დასაზვერად ტერიტორიის და კვლები ენახა იყო თუ არა რამე სანადირო ობიექტი ამასობაში ჩვენ წავიხემსებდით ცოტას და თითო ჭიქით დავლოცავდით ჩენს ყველას გადარჩენას ესეც მოვიქეცით შევედით ტყეში რატი წავიდა ჩვენ კიდევ მანქანის „კაპოტზე“ გავშალეთ პატარა სუფრა წავიხემსეთ

 

                                                                     post-841-0-87490400-1516113029_thumb.jpg

 

და ამასობაში რატის დაბრუნდა სამწუხარო ამბავი მოგვიტანა არაფრის ნაკვალევი არ იყო არსად. გადაწყდა რომ მაინც გაგვეკეთებინა ერთი სარეკი და თუ იქნებოდა რამე იქნებოდა თუ არა და წამოვიდოდით სახლებისკენ. დავიწყეთ ნომრების დალაგება მთაზე ასვლა ბაბუ მამია და მიშა პირველ სამ ნომერში გადანაწილდნენ მე მეოთხეში შემდეგ კაკი და ასე მთელი ერთი ხეობა ჩავკეტეთ. სანამ მე და კაკი ჩვენს ნომრებს მივაღწევდით 10-15ჯერ გავჩერდით დასასვენებლად რადგან ციცაბო აღმართი იყო და ძლივს ავდიოდით ამ დროს კი ჩვენი ცხოველი იგივე ნადირი სახელად თორღვამ ქურციკივით ჩავიქროლა და თვალს მიეფარა. დაუღალავი ახალგაზრდაა ეს კაცი, ან ჩვენ გავგიჟებს.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 987 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

მართლა რამდენი დამიწერია :D

 

დავლაგდით ნომრებში რამოდენიმე მუხლმაგარი ყმაწვილი სარეკში წავიდა ძაღლებთან ერთად ჩვენც სულგანაბული ველოდით სარეკის დაწყებას ჩამოვარდა რადიო სიჩუმეც ყველა გავინაბეთ ისეთი სიმშვიდე ჩამოვარდა რომ რამის ფეხზე მდგომს ჩამეძინა იქვე თოვლი გადავქექე ხის ძირიდან და მივწექი ნადირობის დაწყებამდე. მივწექი და წამაკიმარა მაგრამ ვინ გაცადა წაკიმარება ტყიდან მარეკების ყვირილი და დაძახილები შემოგვესმა. წამოვხტი იმწამს გადავტენე ჩემი ახლად შეძენილი საიგა და ისევ გავინაბე მაგრამ ნურასუკაცრავად არაფერიც არ იყო მერე მე და ბაბუმ უზარმაზარი დათვის ნაკვალევი ვნახეთ  რომელიც სავარაუდოდ წინა დღის იყო და ხეობიდან გადიოდა. ასე რომ გადავწყვიტეთ მოგვეხსნა ნომრები და შეკრების ადგილისკენ წავსულყავით. მე პირველი მივედი ბაბუმდე რომელსაც თავისი სახელგანთქმული საკო ქონდა წამოღებული რომელსაც ოპტიკური სამიზნე ამშვენებდა. გადავწყვიტე ოპტიკის საშუალებით უფრო ახლოს მენახა იმ დათვის ნაკვალევი ზემოთ რომ მოგახსენეთ მართლაც უზარმაზარი კვალი იყო. სანამ ბიჭები ჩამოვიდოდნენ ნომრებიდან მე და ბაბუმ ვილაპარაკეთ თუ რაოდენ ზუსტი თოფი იყო საკო და ბაბუც მუღამზე მოვიდა რომ მიზანში ესროლა, მოვიდა და ისროლა კიდეც ამ დროს ნელ ნელა შემოგვიერთდნენ ყველა და ატყდა ჩუბინობაში შეჯიბრი. სროლით რომ გული იჯერეს წამოვედით სოფლისკენ კვლავ შევჩერდით ისევ რატის სახლთან.  

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 3865 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

სერიოზზული მონოლოგია მთიულო 

 

სურათები მიამშვენებდა ამ ყოლიფერს 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა დუმბაძე

გუგა დუმბაძე

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1424 პოსტი
  • მისამართი:მელიქიშვილის 8/2
  • წარმოშობა:გურული

:good:  :good:  :good:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 987 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

დავემშვიდობეთ ოჯახს და გამოვეშურთ თბილისისკენ მცეთას რომ მოუახლოვდით ბაბუს ხინკალო-ქაბაბო ვირუსი შეეყარა და ანაზდად მცხეთას გადავუხვიეთ მივედით „გარაჟებში“ იქვე ძიგოც შემოგვიერთდა. შევუკვეთეთ ჩვენებური სუფრა და წავიდა ქეიფობა. მე რათქმა უნდა არ ვსვავდი რიგი მიზეზების გამო ამიტომ მამიამ გაილაღა და საბოლოოდა ისე გამოვიდა რომ ბაბუმ და მამიამ იქეიფეს

 

                                                                               post-841-0-80115700-1516113125_thumb.jpg

 

დანარჩენებმა უბრალოდ ვჭამეთ და ავდექით. პირველი სრულდებოდა შუაღამის რომ დავიშალეთ

 

                                                                                 post-841-0-17870000-1516113206_thumb.jpg

 

გავნაწილდით მანქანებში და გამოვეშრეთ სახლებისკენ. ასე დამთავრდა ეს ერთი ლამაზი დღე მშვიდობით და ყველა საღ სალამათი დაუბრუნდა თავის სათაყვანებელ ოჯახს. 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1803 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:beer:  :good:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35158 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი სან და საღოოოოლ. გაიხარე მთიუუულ. კარგი რეპორტია :bravo:


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 987 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

ბაბუ შენ გადაღებულ სურათებსაც თუ ჩააკვეხებ სადმე კარგი იქნებოდა. თუ კიდევ ვინმეს რამე სურათი გაქვთ შემოამატეთ. არც ვიდეოებზე ვიტყოდით უარს



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35158 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ შენ გადაღებულ სურათებსაც თუ ჩააკვეხებ სადმე კარგი იქნებოდა. თუ კიდევ ვინმეს რამე სურათი გაქვთ შემოამატეთ. არც ვიდეოებზე ვიტყოდით უარს

მაგითი ვარ ბაბულიკ დაკავებული. ეხლა ჩემ ფოტოებსაც ავტვირთავ ისე რომ შენი რეპორტის ქრონოლოგიურობა არ დავარღვიო და თან გადაბრუნებულ ფოტოებსაც ვასწორებ ბაბულიკო.

ისე პირდაპირ "სურათის ატვირთვა" უნდა გამოგეყენებინა და ლოგოსაც ავტომატურად მიარტყავდა ფოტოებს. მიხვდი ხო? ;)


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1944 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

აზარტული რეპორტია, ეგაა რომ კაკის ხასიათი წაუხდებოდა, მაგრამ მთავარია რომ მშვიობააა. მაგაზე დიდი სადარდებელი არ ქონოდეს კაკის 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი