Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
გამარჯობათ მეგობრებო, ვინაიდან მე დიდი გამოცდილება არ მაქვს ნადირობის, შესაბამისად არც ბევრი ისტორია მექნება ჩემ თავზე მოსაყოლი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ თემაში ბევრი თქვენგანი დამიდგება გვერდში და გავიხსენებთ ისტორიებსაც და სხვის მოყოლის გაბუქებულს თუ ზედმიწევნით ზუსტად მოყოლილს. აბა ჰე და აბა ჰოოო წავიდა გუგუნი

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

თემას გავხსნი სახალისო ისტორიით რომელის სამტრედიაში ერთმა ფრიად მხიარულმა მონადირე კაცმა მომიყვა, არ გამოვრიცხავ თქვენც გქონდეთ ეს ან ამგვარი ისტორია გაგონილი.

მოკლედ საღამო ხანს სანამ სავახშმოდ დავსხდებოდით სახლის აივანზე საუბრით ვიქცევდით თავს, რაღაც მომენტში ნადირობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ზემოთ აღნიშნულმა გადაწყვიტა მოეყოლა როგორ ივაჟკაცა იხვზე ნადირობისას, მაშ ასე:  

  ბიჯო დილააა ასე 5 საათი იქნებოდა წევედი სანადიროთ იხვზე (ადგილის სახელი ვერ დავიმახსოვრე ) და შევედი ბალოტში და ველოდები პერელიოტს, ვდგავრ ასე კისრამდე ბალოტში და რო დეიწყო პერელიოტიი, მოფრინავს  ერთი 15 ცალი იხვი და რო მომიახლოვდნენ ქე ჩოუმუხლე და ვესროულე, რო არ მოგატყუოოო 2 სროლით 11 ცალი იხვი ჩამოვაგდეო, თქვა ეს და მეზობლის მიჭმაც დოუმოწმა კი ეგრე იყოო ნამეტანი ახლოახლო მოფრინავდნენო და თან ამიხსნა როგორ ხდება საფანტის გაშლა და ბევრი იხვის დახოცვა ერთი გასროლით. 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

გიო მართალი ხარ, ეგ ისტორია მეც მაქვს გაგონილი ოღონდ ბავშვობაში და ოდნავ სხვანაირად. ფრიად მხიარული მონადირე კაცის რა გითხრა მაგრამ დაახლოვებით იგივე მომიყვა რუდოლფ ერიხ რასპემ (არა მგონი სამტრედიელი ყოფილიყო), მის მეზობელს და მეგობარს  :ki: ბარონ მიუნჰაუზენს გადახდენია.  :0024: თან ისიც გააყოლა - შენ ნუ მომიკვდები, ნამდვილი ამბავია, თვითონ ვესწრებოდიო  :DDD  :DDD  :DDD



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ნეტა ის კაცი რუდოლფ ერიხ რასპემს ხომ არ იცნობდა, ეგებ მასაც მოუყვა და იფიქრა ვის ეცოდინება ეგ ამბავიო და სათქვა  :0024:  :0024: 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

არც ეგაა გამორიცხული  :0024:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ერთხელ, სანადიროდ წასულებს ერთი უცხო მონადირე შემოგვიერთდა დილაბნელზე. ასეთ დროს უცხო კაცის შემოერთება შეკრულ ჯგუფში დიდი არაფერი სასიამოვნოა, მაგრამ "სტუმარი ღვთისააო!" , ვინუგეშეთ თავები და გავაგრძელეთ გზა.
​ის ტიპი წინ-წინ გარბის და თან ყბედობს გაუჩერებლად: "აი, ახლა რომ დათვი გადმოხტეს, ან ტახი შემოგვეფეთოს (!) ჩემს თოფს რომ გადმოვიტრიალებ მხრიდან და დაუმიზნებლადვე დავასვამ პირდაპირ საჯვარეშიო!", "ერთხელ 500 მეტრში მოვხსენი არჩვი 9 ნომერი საფანტითო!", "რაო??? არ მითხრათ ახლა, რომ ამ თოფისნაირი რომელიმეს გაქვთ, მერე რა, რომ იზოლაცია ვერ ვიშოვე და ალუმინის მავთულით გადავუჭირე კონდახიო?!"... და ეგრეთი სისულელეებით გვიჭედავ ყურებს.
​ერთ ხანს კი ვერთობოდით იმისი რატა-რუტით, მაგრამ ცოტა ხანში ჩემმა მდევარმა რომ საკბენად გაიწია, მივხვდი რომ უკვე ძაღლებსაც შეჰღონებიათ გული და ამოწურვიათ მოთმინება.
​ამასობაში გათენდა.
​დავხედე დაბლა და ვიღაცის აცა-ბაცა ნაკვალევი შევამჩნიე ახალ თოვლზე - მარცხენა ფეხი მარჯვენის ადგილას და მარცხენისა - მარჯვენის ადგილზეა ნადგამი. ჯერ ვიფიქრე, ვიღაცამ გაიხუმრა-თქო, მაგრამ ასე 2 კილომეტრი რომ გავიარეთ და კვალი არ შეიცვალა, ცოტა დავეჭვდი. შევხედე და ეს შეჩვენებული ჩვენი "სტუმარი" არ სტოვს ასეთ ნაკვალევს?
​ჩექმები აცვია ტიპს უკუღმა!
ქირზის ჩექმები!
​ან რანაირად ჩაიცვა?
გადავბჟირდით, ყველა დაბლა ვგორავთ, მუცლები ხელით გვიჭირავს, ზოგი ხმელ წიფელს ებრდღვნა და ზედ თავს არახუნებს გალურჯებული სიფათით  -   სრული საგიჟეთია, ერთი სიტყვით!.....
​აქეთ ჩვენს საქციელზე ძაღლები გადაირივნენ სულ მთლად! ჩემმა "ბანდიტამ" დრო იხელთა და "ნატვრა" აისრულა - კბილი გაჰკრა გემრიელად ყბედს და ნახევარი იმისი ბუშლატი შეიტოვა ხახაში....
​ის ტიპი კი ზის და თავისთვის ბურდღუნებს: "რა ტყვილა ვცემე ბავშვები ამ დილას, ჩექმებს რომ ვიცმევდი, "თქვენი დედა  მ... , ასე ახლოს ნუ აწყობთ ფეჩთან ჩექმებს, თორემ ხმება ტყავი და ჩაცმა მიჭირს მერეო!"

​დავწყნარდით, როგორც იქნა, მოვითქვით სული, თითო ჭიქაც გადავკარით და ისაა უნდა წავიდეთ, რომ ამ ყბედმა ისევ თავისი "ზავუვირი"-ს ქება დაიწყო და "აქედან რომ გადმოვიღებ და იქიდან რომ დავახლი" გააგრძელა.
შევხედეთ და რას ვხედავთ? - მარჯვენა ხელის ცერა თითი "ვეშმეშოკის" სამხრეში აქვს გაყრილი და იმ ცერა თითით, მხრით და სამხრეულით აკეთებს თოფის მარჯვედ მოხმარების "დემონსტრირებას"  -  ამ დროს კი მხარზე მარტო ეგ ჰკიდია, თოფის ხსენებაც კი არაა - უთოფოდ წამოსულა კაცი სანადიროდ!
​აბა, თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რა საგიჟეთი დატრიალდებოდა!
​ამასობაში "ბანდიტამ" ისევ იხელთა დრო და მისი ბუშლატის მეორე ნახევარსაც გაუსინჯა გემო, მაგრამ მალევე გადმოაფურთხა (შეეტყო, რომ წეღანდელი პირველი ნახევარი უფრო მოეწონა!) ...

​რაღა თქმა უნდა, ჩვენი ხმაურის გამო იქ ნადირი კი არა, ბეღურებიც კი გადაიხვეწნენ იმ წელს, ან ვიღას ჰქონდა ნადირობის თავი?
​დავბრუნდით უკან, ერთიმეორეს ვეკიდებით, მუხლები გვიკანკალებს ყველას, ხან სად ჩავიჩოქებთ და გავგორდებით და ხან სად.

ეს ტიპი გვეხვეწება: "ძმურად, არ გამიბაზროთ და კაააააააი მააააააააგარი  პურ-მარილი ჩემზე იყოსო!"
​შევპირდით, რომ არ გავაბაზრებდით.
​მაგრამ სოფელში შესვლა იყო და ის კაცი გაჰქრა!
მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ - ვერ დავადგინეთ!
ყველა შემხვედრს ვეკითხებოდით მის ასავალ-დასავალს, ვინაობას და ყველას ერთი პასუხი ჰქონდა ჩვენთვის: ეგეთ ვიღაცას არავინ იცნობდა (!).
ცოტათი საკუთარ ნორმალურობაშიც კი შეგვეპარა ეჭვი!

​(პ.ს. - გუშინ გავიდა 25 წელი იმ ამბიდან და ჩავთვალე, რომ "ხანდაზმულობის ვადა" გაუვიდა ჩემს სიჩუმესაც და იმის "კაიკაცობასაც"  და გიამბეთ როგორც შევძელი ეს ამბავი)


 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

George66, კარქი  იყო :DDD საღოლ გითხარი!



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Dzigo

Dzigo

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 410 პოსტი
  • მისამართი:მცხეთა
  • წარმოშობა:ქართლი

აი საღოლ ისტორიააა :bravo:  :bravo:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

:DDD  :DDD  :DDD  :DDD  :DDD  :DDD  :DDD  :DDD ასეთი ამბავი ბევრს არ გადახდება თავს და დასაკარგი ისტორიაც არ არის გაიხარე გიორგი მაგრად ვიხალისე ამ ისწორიით :DDD  :DDD  :DDD



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი რას არ მოისმენ კაცი რა. და რას ვერ ვიგეფ იცით აი ვინ და რა აიძულებს ადამიანს ასე იფანტაზიოროს. არ Aეგაწყენთ თავს ბევრი ისტორიებით, ჯერ სხვას დავუთმობ  ასპარეზს . ისე კი ვიტყვი რომ ამ ფორუმზე გადავეყარე ანალოგიურს რაც ხავსიანმა მოყვა ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბებზეა საუბარი. ერთი გასროლით თუ მეხსიერება

   არ მღალატობს 4 თუ 5 ცალი ბეკასის ჩამოგდება.

ჰა რავარია?

:0024:


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

მალადეეც 4 გასროლით ერთბეკასს ვე კლავს კაცი და მაგას ერთი გასროლით რო მოუკლავს მაგდენი  :DDD  :DDD  :DDD



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

4-5 ცალი ბეკასი რაა? - მე ვიცნობდი კაცს (ცხონებული, კარგი მოსაუბრე იყო), რომელმაც ერთი კარტეჩიანი (12 მარცვლიანი) ვაზნით 11 ბატი და ერთი დიდი ჭანარი მოინადირა.
​ერთი გასროლით!

​ერთი მარცვალიც კი არ დაკარგა!
აპა?????



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

მგონი ზოგიერთს მართვადი ტყვიები აქვს და იქნებ ჩვენც მიგვასწავლონ სად შოულობენ  :0024:  :0024:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მალადეეც 4 გასროლით ერთბეკასს ვე კლავს კაცი და მაგას ერთი გასროლით რო მოუკლავს მაგდენი  :DDD  :DDD  :DDD

თან მაგრად ვიხალისე როცა ხსნიდა რომ ერთ დიაგონალზე მოფრინვდნენ და სივრცეში აბსოლუტურად ერთ ხაზზე იყვნენო. მოკლედ  ლუფტვაფფეს ასები , შეტევის წინა პიკირებაზე რომ განლაგდებოდნენ მწყობს მწკრივში , ეს 5 ცალი ბეკასიც ეგრე მოდიოდა და ამანაც გათვალა ტრაექტორია და .....აფერუმ აფერუუუმ

:0072:  :0079:


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კარგი წამოწყებააა, მშვენიერი ისტორიებია  :bravo:  :good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?