Jump to content

სურათი

ახალი ინიციატივა


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 146 პოსტი
  • მისამართი:დედამიწა
  • წარმოშობა:სამეგრელო
.

ჩამსწორებელი სისა ტურა, 17 February 2020 - 04:38 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

ვინაა ეს სერგო ძაგნიძე რას მოღვაწეობს? ან რა კუჭი ეწვის? სურათი არაგაქვს?

 

ეს მიდგომაა ასეთი ქართველების მიმართ-მონებს იარაღს არ ანდობენ.

თორე ყოველ წელს გვიწევს ერთიდაიგივეზე ლაპარაკი. სახელმწიფოს უნდა და სოკოებივით მრავლდებიან ეს ძაგნიძეს ნაირები. ესენი არ მოისვენებენ.

ამათ მხოლოდ გამოსვლების და პროტესტის ენა ესმით.

 

http://forum.guns.ge....php?f=3&t=4603


ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 15 February 2020 - 11:52 PM.


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
ქსოვრეთელი, რატო გვებრძვის ყველა მოცილილი? ჯერ ერთი იარაღის გადატანის წესი, როგორც მე ვიცი უნდა იყოს ნახევრად დაშლილ მდომარეობაში. 50სანტიმეტრზე მეტიც ნაკლებიც და ტოლიც, გლუვლულიანი და ხრახნილლულიანიც. და ეს რომ გამოხტა ახლა რა უნდა? ვისაც პოლიცია უნქხავს რომ მანქანაში სიდენიაზე აწყობილი იარაღი უდევს დააჯარიმებდა აწამდეც და მერეც. ჯერ ნახევრად ავტომატში 3 ტყვიაზე მეტი არ უნდა ჩადოო, ახლა 50სანტიმეტრზე ქვემოთ არ ატაროთო, ბოლობოლო საშველი გვაქვს რამე? თუ საქართველოში ნადირობას გადაესვას ხაზი?! მთელს მსპფლიოში ზე ხარისხში ჰყავთ აყვანილი მონადირეები, დაჟე მონადირეების დღეებიც კი არსებობს და ზეიმობენ. ჩვენთან კი ყველა ვისაც სცალია პორველი ჩვენ მოგვახტება და რამე ახალ კანონს იღებს უაზროდ..


მეგობრებო ბევრის მოთმენა გვიწევს უკვე და ცოტა გამოვფხიზლდეთ. თორე ცოტა ხანში ჩვენი იარაღები კედლებს თუ დაამშვენებს მხოლოდ ან ჟანგი თუ შეგვიჭამს....

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
ისაც არ ეზარება რავა ყველა ტვინს ღუნავს ვააა კაცო წადით რა მიხედეთ სხვა რაღაცას

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
ფეისბუქზე ვნახე ეს ამბავი და კი მომეშალა ნერვები. რითი ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ვინმემ ვინმეს მოკვლა თუ ჩაიდო გულში რაღა გაფორმებული იარაღით მოკლავს და სულაც არ არის საჭირო იარაღი, დაუპადიეზდებს და სთხლიშავს თავში აგურს ან სუფრის კოვზით ამოჩიჩქნის გულს.
სიაულელეა ეს ინიციატივაც და მოჩმახული მოზეზიც. რამე უნდა ვიღონოთ რომ ეს ესე არ მოხდეს.

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

ფეისბუქზე ვნახე ეს ამბავი და კი მომეშალა ნერვები. რითი ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ვინმემ ვინმეს მოკვლა თუ ჩაიდო გულში რაღა გაფორმებული იარაღით მოკლავს და სულაც არ არის საჭირო იარაღი, დაუპადიეზდებს და სთხლიშავს თავში აგურს ან სუფრის კოვზით ამოჩიჩქნის გულს.
სიაულელეა ეს ინიციატივაც და მოჩმახული მოზეზიც. რამე უნდა ვიღონოთ რომ ეს ესე არ მოხდეს.


გეთანხმები ჯაბსონ ძმაო თორე ისე მოდის საქმე მალე სახლში დაგვაკიდებონებენ ლუსმანზე თოფებს მრ ამათი ფანტაზიორი დედები ჰააა

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016944

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №10
2020 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანების (http://www.matsne.gov.ge, 01.10.2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016465) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

დანართი №1

თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი

1. როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლის წარმოება

  • ა. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და აყვანილია მცველზე
    ბ. მაშინ, როდესაც ვაზნა მოთავსებულია ლულის სავაზნე არხში და იარაღი მოხსნილია მცველიდან.

2. მიზანშეწონილია თუ არა გაზის იარაღის გამოყენება შემხვედრი ქარისა და ჩაკეტილი სივრცის (ოთახი, ლიფტი და ა.შ.) შემთხვევაში

  • ა. არ არის მიზანშეწონილი
    ბ. მიზანშეწონილია.

3. დასაშვებია თუ არა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თავდაცვის გარდა სხვა დანიშნულებით

  • ა. დასაშვებია
    ბ. არა, არ არის დასაშვები

გ. დასაშვებია ნადირობისათვის.
4. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის სწორი

  • ა. ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, ატაროს რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
    ბ. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირდება მხოლოდ შენახვის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
    გ. ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, ატაროს (მასზე) რეგისტრირებული გაზის (აირის) იარაღი.
  •  

5. სად უნდა შეინახოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქემ მასზე რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი

  • ა. მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა
    ბ. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახულ საცხოვრებელ ადგილას
    გ. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ორივე ადგილას.

6. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი გადატანისას უნდა იყოს
ა. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული
ბ. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალასთან ერთად
გ. საბრძოლო მასალისგან განცალკევებული, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის.
7. აქვს თუ არა უფლება თავდაცვის მოკლელულიანი ან გაზის იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს
ა. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს
ბ. დიახ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება
გ. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს
დ. არა, არ აქვს.
8 . რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს პისტოლეტის შემოწმება (განმუხტვა)
ა. მოვხსნათ მჭიდი, გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე და მოვახდინოთ სავაზნე არხის ვიზუალური დათვალიერება
ბ. გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე, მოვხსნათ მჭიდი, სავაზნე არხის ვიზუალური დათვალიერება არ არის საჭირო
გ. გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე, დავუშვათ შემფერხებლიდან, მოვხსნათ მჭიდი და გავაკეთოთ საკონტროლო დასხლეტა.
9. ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე
ა. აუცილებელია
ბ. არ არის აუცილებელი
გ. დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე.
10. უსაფრთხოების მიზნით, როგორ უნდა მოიქცეთ გაზის (აირის) იარაღიდან გასროლის წარმოების შემდეგ
ა. გასროლის შემდეგ გასროლის ადგილი უნდა დატოვოთ რამდენიმე მეტრის მანძილზე
ბ. უნდა დარჩეთ გასროლის ადგილზე
გ. განახორციელოთ ხელმეორედ გასროლა.
11. მიზანშეწონილია თუ არა იარაღის შენახვა ისეთ საცავში, სადაც საწვავი, ადვილადაალებადი და ქიმიური ნივთიერებები ინახება
ა. მიზანშეწონილია
ბ. არ არის მიზანშეწონილი
გ. მიზანშეწონილია მხოლოდ ისეთ შენობაში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება.
12. მცველი იცავს იარაღს
ა. დაზიანებისგან
ბ. უნებლიე გასროლისგან
გ. აკონტროლებს ვაზნების რაოდენობას მჭიდში.
13. ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმებისა და განმუხტვისას რა წესი უნდა დაიცვას მსროლელმა უპირველესად
ა. იარაღს ყოველთვის უნდა მოეპყროს როგორც დამუხტულს.
ბ. თუ იარაღში მჭიდი არ არის, უსაფრთხოების წესების დაცვა არ არის საჭირო
გ. იარაღს ყოველთვის უნდა მოეპყროს როგორც განმუხტულს.
14. სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია
ა. ყოველთვის, როდესაც იარაღი ხელში გიჭირავთ
ბ. მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლას გადაწყვეტთ.
15. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი
ა. სასხლეტს თითი დაადეთ მაშინ, როდესაც აპირებთ გასროლას
ბ. იარაღი ჩათვალეთ დამუხტულად, სანამ თვითონ არ შეამოწმებთ და განმუხტავთ მას
გ. იარაღი მიმართული უნდა იყოს უსაფრთხო ადგილისაკენ
დ. ამ ბილეთში აღნიშნული ყველა პასუხი სწორია.
ბილეთი№
სწორი პასუხი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15


ჩამსწორებელი babu, 20 February 2020 - 08:10 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
ძველი გამოცდა ვისაც გვაქვს ჩაბარებული ის გაბათილებულია და ეს ახალი უნდა ჩავაბაროთ თუ ის ისევ ძალაში რაჩება?

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

"როგორც მოგეხსენებათ მთის ნადირობა, ანუ ჯიხვზე, არჩვზე და ნიამორზე ნადირობა შესაძლებელია მხოლოდ ხრახნლულიანი იარაღით!
ამ ცხოველებზე ნადირობა კი აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და ეს ცხოველები დაცულია წითელ წიგნში!
არსებოს ასეთი ინიციატივა, რომ აიკრძალოს ტყის ფონდში გადაადგილება ხრახნლულიანი იარაღით!
ინიციატივის მიზეზი კი არის: ჯიხვის, არჩვის, ნიამორის და სხვა ცხოველების პოპულაციის დაცვა-გამრავლება!
რადგან სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ როცა ბრაკონიერს ვერ აღმოუჩენენ მოკლულ ცხოველს, შესაბამისად ვერ ხდება ბრაკონიერობის ფაქტის დამტკიცება და ბრაკონიერიც დაუსჯელი რჩება!"

 

 

მარტივი გზა,  პრობლემის მოსაგვარებლად :)
ოდესმე რამე ეშველება ამ ქვეყანას? :(



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

დოკი, ანუ ხრახნილლულიანების ტარების უფლებაც აღარ გვექნება ხო? ბოდიშით და ბოღმა მახრჩობს უკვე ამდენი უაზრო შეტევის ატანა რომ გვიწევს, გვებრძვნიან და სულ მალე ნადირობა როგორც მცნება აღარ იარსებებს საქართველოში............... :(  



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nikala1992

nikala1992

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 608 პოსტი
  • მისამართი:varketili 3 masivi shuamtis qucha
  • წარმოშობა:qartveli
ესეიგი თითო შერეკილი ხოარ გამოგველია ვისაც საქმე არ აქვს ყველა ჩვენ გვერჩის

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

მაგარი უქრით,... ფული შემოაკლდა სააგენტოს ხალხს ეზარებოდა 150 კითხვის სწავლა და ახლა 15ს ყველა ისწავლის ალბათ))) მე  არ ვეთანხმები პირადად ამ გადაწყვეტილებას.



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

giokupra,  შენ ძმობას გეფიცები დაგვცინიან, პროსტა სამარცხვინოა რა, ცვეტში ფულის საჭრელად დატოვეს, აბა 15 კიტხვის სწავლა ? ნუ სწავაც არ ქვია სანამ გამოცდაზე შეხვალ გადაიკითხავ და ჩააბარებ. ჯობდა მოეხსნათ ვაბშე..... ან ყოფილიყო ისევ ისე



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

რაც უფრო გააიოლებენ უკეთესია ჩაკვდა იარაღის ბიზნესი საქართველოში იარაღის არჩევანი მინიმუმამდეა დასული რომ ვერ ყიდიან აღარაფერი ჩამოაქვთ.გაკოტრდა შემომტანები ლამის. მაგრამ ამ პოზიტიური საკითხით ბევრი აკრძალვის და შეზღუდვის გადაფარვას ცდილობენ აი ესაა ძალიან ცუდი 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაამარტივეს . მაგრამ მეორე უბედურებაა. მოხდა ის რასაც ვწინასწარმეტყველებდით. ყველა შეხვედრაზე და კონფერენციაზე ერთი და იგივეს ვეუბნებოდით. ცარიელი ფიქცია იქნება. არანაირი სტატისტიკა არ გაქვთ და ვერც ვერაერს გამოიღებს არასისტემური და უცებ გამომცხვარი ნოვაციები და დარჩება ის რაც დარჩა.

ცარიელი ხარჯი რასაც "აბსოლუტურად არაფრისთვის" ახევენ ადამიანებს


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?