Jump to content


ამ თემას აქვს 23 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ძაღლი, რომელიც მოსიყვარულე ადამიანთან ცხოვრობს, აღმერთებს მას. განსაკუთრებული ერთგულებით პატრონის მიმართ გამოირჩევა ჩვენ მიერ ქვევით ჩამოთვლილი ჯიშები. თუ თქვენ ან თქვენ შვილს სჭირდება ნამდვილი მეგობარი და თქვენთვის ჯიშიანი ძაღლის ყოლა მნიშვნელოვანია, შეარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი.

 

 

გერმანული ნაგაზი

 

legion.ge-82-1515497221.jpg

 

ამ ჩამონათვალში ეს ჯიში სამართლიანად იმსახურებს პირველ ადგილს. გერმანული ნაგაზი საოცრად ჭკვიანი ჯიშია. ის იოლად სწავლობს ბრძანებებს. ამ სახეობის ძაღლს წვრთნიან სამხედრო, საბაჟო ან პოლიციის სამსახურებში.
გერმანული ნაგაზი იშვიათად ეჩვევა ოჯახის ყველა წევრს. ის ირჩევს მხოლოდ ერთ პატრონს და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგულია.

 

 

ლაბრადორი

 

legion.ge-82-1515497259.jpg

 

ეს შეუცვლელი ოჯახის ძაღლია. მას თავდავიწყებით უყვარს  პატრონი, თუმცა, დამცველის ფუნქციას ნაკლებად ასრულებს. ეს ჯიში გამოირჩევა გულკეთილობითა და მხიარული თვისებებით. ლაბრადორი საუკეთესო კომპანიონი, კარგი გიდი და ბავშვის მეგობარია.
ლაბრადორის ყნოსვა გერმანული ნაგაზის ყნოსვაზე 25%-ით მეტია.

 

 

ტაქსა

 

legion.ge-82-1515497301.jpg

 

პატარა ტანისა და მოკლეფეხება ძაღლი ყველგან თან დაჰყვება პატრონს. მისი გაწვრთნა იოლია. იმისათვის, რომ რაიმე ბრძანება დაიმახსოვროს, მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
ტაქსას არაფერი უნდა დააძალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჯიუტდება. ბრძანებები მხოლოდ თამაშის სახით ასწავლეთ.
ამ ჯიშის ძაღლს იმდენად უყვარს თავისი პატრონი, რომ რამდენიმე საათით მარტოობაც კი მისთვის ტრაგედიაა.

 

 

როტვეილერი

 

legion.ge-82-1515497342.jpg

 

ამ ჯიშის ძაღლი საოცრად ერთგულია. ის გამოირჩევა ყურადღებიანობითა და გამჭრიახობით. მას აქვს მდგრადი ფსიქიკა და ადვილად იწვრთნება.
როტვეილერი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. მასთან ბავშვები დაცულები არიან. ამ ჯიშის ძაღლი არასოდეს მიატოვებს პატრონს ყველაზე რთულ წუთებშიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ის გარეგნულად უხეში და დაკუნთულია, ამავდროულად მოსიყვარულე ცხოველია. როტვეილერი ყოველთვის ითხოვს პატრონის ყურადღებას. მისი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ მან შესაძლოა თამაშის დროს უნებლიე ზიანი მიაყენოს პატრონს, რადგან ზრდასული როტვეილერი ძალიან ძლიერია.

 

 

დობერმანი

 

legion.ge-82-1515497447.jpg

 

ის ერთ-ერთი საუკეთესო დარაჯია. ტყუილია, თუ ვინმე იტყვის, რომ დობერმანი არ არის აგრესიული, თუმცა, მას აქვს გაწონასწორებული ფსიქიკა და იოლად იწვრთნება. დობერმანი ძალიან ეჩვევა პატარა ბავშვებს, რომლებსაც არასოდეს მიაყენებს ზიანს და ყოველთვის იქნება მათი დამცველი. ის ერთგული მეგობარი და საიმედო მცველია.

 

 

კოლი

 

legion.ge-82-1515497483.jpg

 

კოლი ანუ შოტლანდიური ნაგაზი არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ სხვა შინაურ ბინადრებთანაც მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის პატრონის ერთგული და კრიტიკულ სიტუაციაში მისი დამცველია. უცხო ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ თუ ერთხელ შეუყვარდა ადამიანი, მას არასოდეს დაივიწყებს.
მისი ერთადერთი ნაკლია გრძელი ბეწვი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას.

 

 

ბოქსიორი

 

legion.ge-82-1515497517.jpg

 

ბოქსიორის ჯიშის ძაღლს თვლიან სულელად, თუმცა, სინამდვილეში საჭიროა მისი სწორი აღზრდა. ის პატრონის ერთგულია. საჭიროების შემთხვევაში, ბოქსიორი დაუფიქრებლად გასწირავს თავს მისთვის. ის ძალიან ეჭვიანი ჯიშის ძაღლია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პატრონისგან.
ამ ჯიშის ძაღლი სპატარაობიდანავე უნდა გაწვრთნათ, რათა შემდეგი 15-20 წელი მოულოდნელობებისგან იყოთ დაზღვეული.

 

 

ტერიერი

 

legion.ge-82-1515497561.jpg

 

ტერიერის ყველა სახეობა პატრონის უანგარო მოსიყვარულე და ერთგულია, განურჩევლად მისი ჯიშისა, თუმცა, ზოგიერთ სახეობას შესაძლოა ჰქონდეს რთული ხასიათი. ეს პრობლემა იოლად მოგვარებადია, თუ მას პატარაობიდანვე გაწვრთნით.
ტერიერი ენერგიული და სიცოცხლის მოყვარე ძაღლია. მისი ყოლის შემთხვევაში, თქვენს სახლში ყოველთვის იქნება ხალისიანი განწყობა, მითუმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვიც ცხოვრობს.

 

 

შელტი ანუ შეტლანდიური ნაგაზი

 

legion.ge-82-1515497649.jpg

 

ეს ულამაზესი ჯიშის ძაღლი გამოირჩევა თავისი უფროსი ძმებისგან (კოლი) შეფერილობითა და მინიატურულობით. პატრონის ერთგულებასა და სიყვარულში მას ვერავინ შეედრება. ამ ჯიშს ძალიან რთულად გადააქვს პატრონთან განშორება- შესალოა ამ დროს ავად გახდეს. თუ შელტის აყვანას გადაწყვეტთ, მზად იყავით, ის ყველგან თან ატაროთ. შელტი მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო კომპანიონი იქნება.

 

 

პიტბული

 

legion.ge-82-1515497683.jpg

 

ეს ძლიერი ძაღლის ჯიში ჩვენს ათეულს ასრულებს. თუ დღემდე თვლიდით, რომ პიტბული აგრესიული ძაღლია, გახსოვდეთ, რომ ძაღლებს ადამიანები ზრდიან. როგორიც არის პატრონი, ისეთია ძაღლიც. ცხოველთა მოყვარული ადამიანის ხელში, პიტბული იზრდება მეგობრული და თბილი, რომელიც პატრონს ერთგულად ემსახურება სიცოცხლის ბოლომდე.

 

 

წყარო: zooclub.ambebi.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

შელტი ანუ შოტლანდიური ნაგაზი როგორ ჟღერს და რანაირია :D :D :D :D:D  



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

შელტი ანუ შოტლანდიური ნაგაზი

https://ka.wikipedia...ლანდიური_ნაგაზი

შეტლანდიური ნაგაზი (ინგლ. Shetland Sheepdog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში.

როგორც ჩანს, ეს ჯიში გაჩნდა გრძელბალნიანი კოლისა და შოტლანდიაში შეტლანდიის კუნძულის ძაღლების შეჯვარებით. შეტლანდიური ნაგაზი, რომელსაც ასევე შელტის ეძახიან - ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია იაპონიაში. ის ფართოდაა გავრცელებული, ასევე, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ შელტი იშვიათად გამოიყენება როგორც მუშა ძაღლი, მან შეინარჩუნა მოდარაჯის და მწყემსის ინსტინქტები და წარმატებით იცავს ხალხს. ოდესღაც შელტის ჯუჯა შოტლანდიურ ნაგაზს უწოდებდნენ, მაგრამ ის არ არის მოკლეფეხება, როგორც ტაქსა, არამედ შეიძლება ჩაითვალოს კლასიკურ მინიატურულად.

შელტი - შოტლანდიური მუშა ნაგაზების უფრო პატარა ფორმაა. მინიატურიზაციამ გამოიწვია ფეხების ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა, საჭმლის მონელებასთან და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. შეტლანდიურ ნაგაზს აქვს ძალიან სქელი ბალანი კისერზე, პატარა, დაცვეტილი ყურები. მთელ სხეულს ფარავს გრძელი, უხეში ბალანი. ის კარგად ეგუება სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად იწვრთნება, კარგად ეწყობა ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ბიჩო ხო მარა ნაგაზი მყავსო რო იტყვის კაცი ცოტა ხო უნდა შეგეშინდეს :D :D :D 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ხო მარა ნაგაზი მყავსო რო იტყვის...

:DD



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ვინ დაადგინა რომ ესენია ყველაზე ერთგული ჯიშები   :)


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 January 2018 - 10:06 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ვინ დაადგინა რომ ესენია ყველაზე ერთგული ჯიშები   :)

 

აი, მაგის კითხვას ვაპირებდი გუშინდელს აქეთ და მერიდებოდა რატომღაც.

​კიდევ - ტაქსას ჭკუა არ გაიშვას და დობერმანის ერთგულება!



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი
ვინ დაადგინა რომ ესენია ყველაზე ერთგული ჯიშები

ვიღაცამ სადღაც რაღაც დაწერა :) მერე ვიღაცეებმაც გაიზიარეს, მერე კიდე ვიღაცამ ჩათვალა ინტერნეტში ასე წერიაო და ე.ი. ეგრეაო :D

 

 

Panteleimon & George66,

აბა, გისმენთ, თქვენი გამოცდილებიდან და თქვენი აზრით, რომელ ჯიშს მიაკუთვნებდით ყველაზე ერთგული ჯიშის სტატუსს?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ქართული ჯიშის მეცხვარულ ნაგაზს ვერც ერთი ვერ მიედრება - მისი ერთგულება ყველანაირად ნაწილდება მარტო ოჯახის ყველა წევრზე კი არა, არამედ ოჯახის საცხოვრებელსა და ოჯახის ცხოველ-ფრინველზეც.
​მისი ერთგულებას გონიერება უდევს საფუძვლად, მარტო მორჩილებაზე, ინსტინქტსა თუ ხროვის იერარქიაზე არაა დაფუძნებული.

 

ის - ოჯახის სრულფასოვანი წევრია, და ამითი ითქმის ყველაფერი!

 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

George66, :good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

აბა, გისმენთ, თქვენი გამოცდილებიდან და თქვენი აზრით, რომელ ჯიშს მიაკუთვნებდით ყველაზე ერთგული ჯიშის სტატუსს?

ნატახტარში მაღაზიასთან "ბარსიკა " ცხოვრობს. აგერ 6 წელია. არავისგან არ ჭამს მე მივიჩვიე დიდი წვალებით.. ერთხელ ჩრდილოკავკასიელები გამყიდველს აუშარდნენ გოგოს, იქ ბარსიკამ ამბები დაატრიალა მტრისას არავის ვუსურვებ ..   ბარსიკა უჯიშოა  

 

legion.ge-837-1515583862.jpg

 

legion.ge-837-1515583903.jpg

 

 

legion.ge-837-1515583923.jpg

 

 

legion.ge-837-1515583935.jpg


legion.ge-837-1527156940.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

შელტი ანუ შეტლანდიური ნაგაზი

კრიტიკის ქარცეცხლში ხარ

შელტი არის Sheltie - სკოტიშ შიიფ დოგ (ცხვრის ძაღლი)და არა ნაგაზი-საერთოდ ეს მახინჯი სიტყვა ნაგაზი გარდა ქართული კინოლოგიისა არსად არ იხმარება

 

არსებობს კინოლოგიაში:

შიფ -დოგ -ანუ ცხვრის ძარლი

შეფერდი -(მაგალითად გერმან შეფერდ) - ანუ ცხვრის კონკრეტულად მწყემსი ძაღლი

ქეთლ დოგ -  მსხვილფეხა საქონლის ძაღლი. (ავსტრალიური ქეთლ დოგი მაგალითად)

ჰერდინგ დოგ - ნიშნავს როგორც ცხვარი სხვა წვრილფეხა ასევე მსხვილფეხა  საქონლის მწყემს, ასვე ბატების და ღორების - მაგალითად ბორდერ კოლი და დეკორატიული კოლი . 

 

ასე რომ არანაირი არც ქართული არც მარსიანული ნაგაზი არ არსებობს. მეცნიერებას უყვარს ზუსტი განსაზღვრებები

 

 სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი არის  „თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება.   ანუ არაფერი. საიდან მოათრიეს ქართველმა  "კინოლოგებმა არ ვიცი" საერთოდ არანაირი კავშირი ცხვართან ამ მიქსს როგორც სულხან საბა ამბობს არ აქვს. !!!

თართი- რა იყო ისეც კი არ ვიცით დღეს. თართს ილია ჭავჭავაძე კაცია ადამიანში თევზად მოიხსენიებს


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 January 2018 - 03:51 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

George66Qartvela™

კიდევ ერთხელ ვიტყვი 

 

ქართული მეცხვარული ნაგაზი, მეცვხარე ძაღლი, ნაგაზი , ყაზბეგური , თართი  - არ არსებობს. არააღიარებული ჯიშია არაერთგვაროვანი შთამომავლების გამო. და კიდევ იქნება არააღიარებული.

 

 

კავკასიური ნაგაზი (კავკასიური ცხვრის ძაღლი) და არის რუსული ჯიში რატომ და იმიტომ. არანაირი წვლილი რომ არ მიგვიძღვის , გამოიყვანეს გედეერის სპეციალისტებმა აქედან წაყვანილის ბაზაზე. გაამყარეს ლეონბერგერით და დიდი პირენეულით

კედელის დანგრევის შემეგ 5000 ასეთი საგამოფენო მომსახურე ეგზემპლარი დაილექა ყოფილ რესპუბლიკებში. დღეს ჯიშს აქვს სერიოზული პრობლემები

 

დიდი პირენეული

 

legion.ge-837-1515584820.jpg

 

ლეონბერგერი  - რომელსაც ხარისხიანი "კავკასკაია ოვჩარკა" ისევ გავს 

 

 

 

legion.ge-837-1515584845.jpg


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 January 2018 - 03:56 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

თართი - თევზის ჯიშია; (ვინ ან საიდან დაარქვა ძაღლს - ესაა საოცარი!)

ყაზბეგურა - დღეს მსოფლიო კინოლოგთა დასაცინი, შუააზიური "ალაბაი"-ს სახეობადაა მიჩნეული;
ქართველი არასდროს ძაღლს კუდს არ მოსჭრიდა - ქართველები მეცხვარის ძაღლებს კუდს კრეჭდნენ ყოველთვის - ძაღლისთვის კუდის მოჭრა და ცხენისთვის ძუა-ფაფრის შეკრეჭვა დიდ სირცხვილად ეთვლებოდა კაცს თურმე!
ქართული მეცხვარული ნაგაზი კი იყო ის საუკეთესო ძაღლი, რომელიც რუსებმა გაიყვანეს საქართველოდან მაგ ავად სახსენებელი "კავკასიური ნაგაზის" გამოსაყვანად. ზოგი დიდი ქართული ნაგაზი სიმაღლეში 85 სმ-საც კი აღწევდა თურმე.
არ იყო ის მარტო მეცხვარული და მოდარაჯე ძაღლი - საჭიროებისას მებრძოლადაც იყენებდნენ თურმე მტრის წინააღმდეგ.

რაც წაიყვანეს ხომ წაიყვანეს, რაც არა და პარტიულ მუშაკებს დაახოცინეს თოფებით კომუნისტებმა, თან ეს ყველაფერი ტავისებური აგიტაციით და ვაი-მეცნიერული დასაბუთებით დაამტკიცეს - რომ 2 ფინია ერთ ნაგაზს სჯობდა, იმიტომ რომ ყეფა იმათაც იცოდნენ, სამაგიეროდ ნაკლებსა ჭამდნენო (!).
და ქართული ჯიშის ნაგაზი კავკასიური მეცხვარულებიდან ყველაზე დიდი, ღონიერი და გონიერია ახლაც კი და მაშინ ხომ ათჯერ უკეთესი იქნებოდა.
ეგ ლაშებ და თვალებჩამოფლატულები არ არიან ქართული მეცხვარულები, ასლან აბაშიძემ და მისმა ნიუფაუნდლენდ-სენბერნარებთან შეჯვარებულმა და ქრთამი9თ გა-ჩემპიონებულმა არაძაღლებმა ხომ საბოლოოდ დაასამარეს ლამის ქართული მეცხვარული!.

 

რაც სეეხება სიტყვა "ნაგაზს"  -  ქართულ ენაში არანაკლები კურიოზული სიტყვები გვაქვს ახლაც, რომელიც ადრე სულ სხვა რამეს ნიშნავდა და ახლა აბსოლუტურად საპირისპიროა, თუნდაც სიტყვები "მედგარი" და "მედეგი" ავიღოთ: ერთ დროს შიშის, შემკრთალის, სამარცხვინოს აღმნიშვნელი სიტყვები დღეს "კარგა მაგარი ვაჟკაცურის" აღმნიშვნელებია.

პირენეული, ლეოენბერგული, აკბაში და ა.შ. ერთი საერთო წინაპრის, ტიბეტური მასტიფის შთამომავლები არიან და მაგითაა მათი მსგავსებაც განპიროვნებული.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ქართული მეცხვარული ნაგაზი კი იყო ის საუკეთესო ძაღლი, რომელიც რუსებმა გაიყვანეს საქართველოდან მაგ ავად სახსენებელი "კავკასიური ნაგაზის" გამოსაყვანად. ზოგი დიდი ქართული ნაგაზი სიმაღლეში 85 სმ-საც კი აღწევდა თურმე.

ა კიდო. საიდან მოგაქვს რომ მხოლოდ საქართველოდან გაიყვანეს.  არ გვინდა რა ეს "სომხური" დამოკიდებულება. 

 

 

პირენეული, ლეოენბერგული, აკბაში და ა.შ. ერთი საერთო წინაპრის, ტიბეტური მასტიფის შთამომავლები არიან და მაგითაა მათი მსგავსებაც განპიროვნებული.

მაგაზე დოკუმენტები არსებობს რომ ლეონბერგერით დაასტაბილურეს. და არც ერთი რაც ჩამოთვალე საერთოდ არ გაქვს ტიბეტურს. და პირენეულთან და ლეონბერგერთან მსგავსება უდავოა.

თავის დროზე ბიძაჩემი გდრ-ში მუშაობდა კგბ-ს ხაზით , მის დაქვემდებარებაში შედიოდა კინოლოგიური საშენები.

"მასკოვსკაია სტოროჟევაია" ,  "შავი რუსული ტერიერიც"   "კავკასკაია ოვჩარკაც" გერმანელი კინოლოგების გამოყვანილია


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 January 2018 - 05:07 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?