Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ველურ ბუნებაში გადაიღო

ცხოველი ხელოვნება ბუნება ნადირობა ფოტოხელოვნება ველური ბუნება

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 1838 პოსტი

legion.ge-82-1515486575.jpg

მსოფლიოში არაერთი ცხოველია, რომელთა არსებობასაც საფრთხე ემუქრება. როდესაც მათ შესახებ ვფიქრობთ, პირველად ვიხსენებთ: ვეფხს, სპილოს, თეთრ დათვს... თუმცა, არსებობენ ისეთი ცხოველებიც, რომელთა შესახებ ცოტას თუ სმენია.

ბრიტანელი ფოტოხელოვანი ტიმ ფლეჩი ორი წლის განმავლობაში მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, რათა გადაეღო იმ ცხოველების პორტრეტები, რომლებმაც შესაძლოა უმოკლეს დროში აღარ იარსებონ.

და აი, რამდენიმე მათგანიც:

შავი ცხვირპაჭუა მაიმუნი, რომელსაც 1962 წლამდე სპეციალისტები გადაშენებულ სახეობად მიიჩნევდნენ. მაიმუნის ეს ჯიში ბინადრობს ჩინეთის მთებში და ადგილობრივები მას პატივს მიაგებენ. 2006 წლის მონაცემებით, მისი რაოდენობა ველურ ბუნებაში 2 000-მდე ინდივიდს შეადგენს.

legion.ge-82-1515486884.jpg

ბენგალური ვეფხვი - ამ მტაცებლის ბინადრობის არეალი ინდოეთია, სადაც ხელისუფლება მის დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავს, მაგრამ 2011 წლის მონაცემებით, ბენგალური ვეფხვების რაოდენობა ველურ ბუნებაში 2, 500 ინდივიდზე ნაკლები შემორჩა.

legion.ge-82-1515486639.jpg

ვეშაპთავა ყვანჩა, რომელიც მხოლოდ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული. ბოლო წლების მონაცემებით, მისი რაოდენობა 3, 500-ზე ნაკლებ ინდივიდს შეადგენს.

legion.ge-82-1515486667.jpg

საიგა თითქოს უცხოპლანეტელს გავს, თუმცა, ის ანტილოპას ერთ-ერთი სახეობაა, რომლის ბინადრობის არეალი სამხრეთ ევროპა და ცენტრალური აზია იყო. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 18,000 ზრდასრული საიგა ბინადრობს რუსეთსა და ყაზახეთში, თუმცა, წლების წინ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს შეადგენდა, სწორედ ამიტომ სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ საიგა გადაშენების პირას მყოფი ცხოველია.

legion.ge-82-1515486694.jpg

ყვითელთვალა ხის ბაყაყი საოცრად მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილებების მიმართ. დღეის მონაცემებით, მისი რაოდენობა ცნობილი არაა, თუმცა, სპეციალისტები მის გადაშენების საფრთხეზე აქტიურად საუბრობენ.

legion.ge-82-1515486729.jpg

ჰიაცინტი, ამ ფრინველის ველურ ბუნებაში შემცირების მიზეზი მათი დატყვევება და შავ ბაზარზე ვაჭრობაა. დღევანდელი მონაცემებით, ველურ ბუნებაში, ამ სახეობის თუთიყუშის 4, 300 ინდივიდია შემორჩენილი.

legion.ge-82-1515486774.jpg

და დასასრულს, პოზიტიური ინფორმაცია თოვლის ჯიქის შესახებ - ეს მტაცებელი რამდენიმე დღის წინ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიიდან ამოიღეს, თუმცა, მოუხელთებელი დიდი კატების რაოდენობა ველურ ბუნებაში ჯერ კიდევ მცირეა. ბოლო მონაცემებით, მათი რაოდენობის ზრდა არაერთი კამპანიის დამსახურებაა, რომლებიც თოვლის ჯიქის დასაცავად წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

legion.ge-82-1515486797.jpg
 
 
წყარო: zooclub.ambebi.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37835 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სახალისო ფოტოებია


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37835 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან უცნაურ ფოტოებს გადავაწყდი

36733989_2582730621952303_15382510754573
36813588_2582729451952420_14263952922525
36789943_2582728031952562_61417985689455
 
 

53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37835 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

36733989_2582730621952303_15382510754573

.

.36813588_2582729451952420_14263952922525

.

.36789943_2582728031952562_61417985689455


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2178 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ეს რა უბედურებაა ტო?


          DUDU

          LEGION.GE


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37835 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს რა უბედურებაა ტო?

იურული პერიოდი ფრინველია . პტეროდაქტილი.   ეს უცნაური ფოტოები აღმოვაჩინე  ამერიკულ სანადირო ფორუმზე


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2342 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

გჯერათ? მე მიჭირს დაჯერება



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2178 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

დავიჯერო მეოცე საუკუნეში იყვნენ კიდე ეგენი?


          DUDU

          LEGION.GE


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37835 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბულიკო ეს ფორმა ამერიკის ჩრდილოეთის არმიას სამოქალაქო ომის დროს ეცვა . შესაბამისად სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა 1861-1865 წლებში. ანუ მე 19 საუკუნის ფოტოები იქნება . არა მე  20 -სი. 


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 626 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
ფეიკია!!

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1614 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ყანჩაა უეჭველი :)

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:) :ki:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?