Jump to content

სურათი

წამო ძამა ვინადიროთ!

* * * - - 2 პასუხები ნადირობა საქართველო ლეგიონი LEGION სამონადირეო მეურნეობა ძამას ხეობა

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 29 გამოხმაურება

#26 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33900 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნომრებში რომ გავნაწილდით ბევრი დრო გვქონდა დაწყებამდე და ბაბუ ამოვიდა თოკოსთან ერთად ჩემს ნომერში და იმდენი მახარხარა და მაცინა რომ ცხოველი აღმართში წავიდა დაღმართის მაგივრად :D . და მიადგა პირველ ნომერს ზედ :D

ხო და როგორც ჩვენი კახელი ძმები იტყოდნენ ...."მიადგა პირველ ნომერს და ქეც მეე...ნა  კეთილებიიც"

 

legion.ge-8-1516698345.jpg

 

მოკლედ გაუმარჯოს ყველა ყოჩაღ ჩუბინს , რომელსაც ნასროლი არ გაუცუდდება და საძმოს მშიერს არ დატოვეეებს. ნუ წინა ნადირობიდან ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცი ისედაც გვქონდა წამოებული , მაგრამ პირობითად რომ ვთქვათ , იმ დღის საკვები მოპოვებული გვქონდა და ეხლა მთავარი იყო რომ ბიჭები ყველანი მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ სარეკიდან და ყველანი შევკრებილიყავით სამონადირეო ქოხთან. მანამდე ნანადირევსაც ჩავიტანდით და მალე მწვადებიც აშიშხინდებოდა. ხო და მალე ტახი უკვე ადგილზე "ხიჟინასთან" იყო და ნადიმის მოლოდინში მცირე ფოტოსესიაც მოაწყეს ბიჭებმა.

 

 

legion.ge-8-1516698829.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#27 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33900 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორც იქნ ბიჭები შემოგვიერთდნასნ, სარეკიც დაბრუნდა და ხიჟინასთან მწვადებიც აშიშხინდა . მწვადები რო აშიშხინდა ღვინოც ათუხთუხდა, ხო და ჩვენი ბიჭებიც აგუგუნდნეეენ. ხო და წავიდა ესემესებიიიი

legion.ge-8-1517558163.jpg

 

 

legion.ge-8-1517558347.jpg

 

 

legion.ge-8-1517558498.jpg

 

 

legion.ge-8-1517558524.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#28 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33900 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-8-1518560014.jpg

 

 

legion.ge-8-1518560027.jpg

 

გვარიანად დაიღალა ხალხი და ვინაიდან ლეგიონერებივით გამძლეობას ყველას ვერ მოვთხოვთ , ამიტომაც ზოგი რომაელი პატრიციებივით წამოიპლაკეეენ ;)

 

legion.ge-8-1518560165.jpg

 

მოკლედ ხოშიანად ვიქეიფედ და გემრიელადაც მოვილხინეთ


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#29 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33900 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბოლოს დავლოცეთ იქაურება , მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მასპინძლებს და  წამოსასვლელად გავემზადეთ. 

კარგ ხასიათზე ვიყავით და არაფერს ციდს არ ველოდით. მაგრამ განსაცდელი და სირთულეები თურმე ეხლა იწყებოდა და ლეგიონს კიდევ ერთი გამოცდა ელოდა წინ. 

legion.ge-8-1519113510.jpg

;)

მოძრაობა დავიწყეთ თუ არა , რამოდენიმე მოსახვევს არ ვიყავით გაცდენილები რომ გავჩდრდით. გაირკვა რომ პომპას ქონდა დარხეული და ტემპერატურამაც გვარიანად აიწია.  -10 გრადუსიან ყინვაში  მაინცა და მაინც სახარბიელო სიტუაცია არგვქონდა ნამდვილად. საქმე იმაშია რომ ჭურჭელი არ გვქონდა სათანადოდ დიდი , არა და გაგრილების სისტემაში ანტიფრიზიც გვარიანად ქონდა დაკლებული. ერთი ცალი ნატახტარის ლიმონათის ბოთლი გვქონდა. მსხლის იყო თუ არ ვცდები. არა არა ლიმონის უნდა ყოფილიყო. მოკლედ ზუსტად არ მახსოვს რა ლიმონათი იყო და თუ გახსოვთ (ვინც იქ იყავით) შემახსენეთ რა. ასეთ დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია ტო.    :DDD  .

 

     მოკლედ , ამ დროს წინა მანქანამ რომ ვეღარ დაგვინახა უკან ხედვის სარკეში , რაციით იკითხა-  რამე ხომ არ გიჭირთო. რომ ვუთხარით ჩვენი პრობლემის შესახებ  , ეგრევე მობრუნდა და მოგვაკითხა. ჩეროკი  გაიხარე , შემოგევლეთ ძმებო. ასეთ დროს ნებისმიერი ადამიანი ვინც გვერდში დაგიდგება -დიდი შვებაა , განსაკუტრებით კი როცა ეს ადამიანი- შენიანია. მოკლედ გაკეთდა მცირე "ცეპოჩკა" და მდინარიდან ამოვზიდეთ ესეთიმეთოდით წყალი. კიდევ კაი მდინარე გზასმიუყვებოდა (გზა თორემ გზის გარდა ყველაფერია).

  დავქოქეთ მანქანა და 1,5-2 კმ გავიარეთ. გავიარე და ისევ აიწია ტემპერატურა.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#30 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33900 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ დაიწყო ჩვენი წვალება. 14 კმ არც დასახლებული პუნქტი , შესაბამისად არც პროფილაქტიკა და არანაირი დახმარება. ამას დავამატოთ ის რომ ხეობაში საერთოდ არ იჭერს მობილური ოპერატორის სიგნალს და შესაბამისად ვერც ტექნიკური დახმარების ან ევაკუატორის იმედი არა გვქონდა. მოკლედ რამე ნაირად ხეობიდან უნდა გამოვსულიყავით. ან მანქანა დაგვეტოვებინა და მისი ეკიპაჟი კი ჩეროკას მანქანაში გადაგვეყვანა.....

legion.ge-8-1519114242.jpg

ცოტა კი ჩანდა ზოგიერთი დაბნეული . მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო და -მივირეთ კიდეც. გადაწყდა რომ ნებისმიერ ფასად ხეობიდან ერთად უნდა გამოვსულიყავით.

 

legion.ge-8-1519114521.jpg

 

ბევრი მოყოლით თავი რომ არ შეგაწყინოთ ვიტყვი მხოლოდ იმას რომ მინიმუმ 6-7 ჯერ მოგვიწია გაჩერება და წყლის ზიდვა მდინარიდან.

 

legion.ge-8-1519114448.jpg

 

საერთო ჯამში 14 კილომეტრიანი დისტანცია 2,5 სთ-ში გავიარეთ.

 

legion.ge-8-1519114547.jpg

 

როგორც იქნა ხეობის ბოლოში გამოვედით და თავი სამშვიდობოს რომ გვეგონა , წინ თურმე ახალი  უსიამოვნება გველოდა...

legion.ge-8-1519114601.jpg

მაგრამ რაა უსიამოვნება და , და სირთულე როდესაც გვერდში მეგობრები გიდგანან?  ამჯერადაც ასე იყო....უცებ რაღაც უცნაური ხმა გაისმა და მანქანა საერთოდ გაჩერდა.... ;)  :12_7_22:


  • 0

53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 41 წევრს:

linkbox.ge