Jump to content

სურათი

ნადირობის შესახებ კანონპროექტი, ზოგადი პრინციპები

ნადირობა კანონი FAO

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 27 გამოხმაურება

#16 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 116 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

გააუქმეს უკვე, როგორც ვიცი



#17 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33243 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რაიოოო? გააუქმეს თუ შეუერთეს?  სოფლის მეურნეობის სამინისტროს?


53c8c0d32f03.jpg


#18 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 116 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

"მკვდარი" და "შინმოუსვლელი" ხომაა ერთი მცნება?  :)



#19 Share
Panteleimon

Panteleimon

    ტრიბუნი

  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 698 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

რაიოოო? გააუქმეს თუ შეუერთეს?  სოფლის მეურნეობის სამინისტროს?

ის გვარს არ დავასახელებ და რთულადსახენებელი (ადგილობრივი არგადათარგმნადი ფოლკლორი - ნიშნავს რაც კი რამ  თავში მოუვა ცუდი კანონპროექტის წამკითხველს , ამავე ნაშრომის ავტორზე ) დარჩა თანამდებობაზე ?



#20 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33243 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კლუბის წევრები "დახურულში" განიხილავენ ახალ კანონპროექტს.  ძვირფასო ფორუმელებო ეს თემა გახსნილია -თქვენთვის. შესაბამისად თქვენ უნდა წაიკითხოთ ეს ახალი კანონპროექტი და შესაბამისად გამოთქვათ თქვენი მოსაზრება მასთან მიმართებაში , რათა ლეგიონმა მოახერხოს ეს მოსაზრებები გაახმიანოს და მიიტანოს გაეროს ექსპერტებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან. 

აქედან გამომდინარე -გთხოვთ გადაიკითხოთ კანონპროექტის ახალი ვერსია და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები.


53c8c0d32f03.jpg


#21 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 116 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

რაღაც, მტაცებლების შესახებ ვერ ვიპოვე ვერაფერი ხელმოსაჭიდი



#22 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33243 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რას გულისხმობთ გიორგი ვერ მივხვდი


53c8c0d32f03.jpg


#23 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 116 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ახალ კანონპროექტს, პირველ გვერზე რომაა მოყვანილი: "ნადირობის შესახებ კანონპროექტი, ზოგადი პრინციპები"



#24 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33243 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გიორგი თუ თქვენ ჩამოაყალიბებთ , პუნქტების მიხედვით(რაც არ მოგწონთ) თქვენ ხეწდვას წერილობით, გპირდებით რომ უცვლელად მოვახერხებ , გაეროს ექსპერტების ჯგუფისათვის მის გადაცემას 


53c8c0d32f03.jpg


#25 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 116 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

თუ არ შეწუხდებით, ლინკის სახით ვერ დავდებთ ამ დოკუმენტს?
აღნიშნული ფორმით ვერ გადამაქვს სამუშაო ფორმატში.



#26 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33243 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ არ შეწუხდებით, ლინკის სახით ვერ დავდებთ ამ დოკუმენტს?
აღნიშნული ფორმით ვერ გადამაქვს სამუშაო ფორმატში.

ქართველას მიმართეთ გიორგი. ან პირადში ან ტექნიკურ თემატიკაში. აუხსენით რა მოთხოვნა გაქვთ და დაგეხმარებათ


53c8c0d32f03.jpg


#27 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 116 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

გმადლობ!



#28 Share
George66

George66

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 116 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

გთხოვთ, მკაცრად ნუ განმსჯით - ინჟინერ-მექანიკოსი გახლავართ განათლებით და ჩემთვის ტექნიკური ტერმინოლოგია უფრო მისაღებია, ვიდრე იურიდიული და სხვა ჰუმანიტარული დისციპლინების ენა.
 

შესავალი

  1. ტერმინი „მდგრადი მართვა“ , „მდგრადი გამოყენება“ და „მდგრადი განვითარება“ - აბსოლუტურად აბსურდული და შეუსაბამო ტერმინებია ყველა სახის დოკუმენტისა თუ პროექტისათვის.
  2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მოითხოვა...“  აღნიშნულ სამინისტროს ამის მაგვარი არაფერი მოუთხოვია, ის იძულებული გახდა თავისივე გამოცემული „კანონპროექტი“ შეეჩერებინა;

 

ინსტიტუციური მოწყობა და უფლებამოსილების განაწილება.
პრობლემები
6. თავიდან ბოლომდე დაუსაბუთებელი და თითიდან გამოწოვილი პრობლემებია, რომელთა ჩამოთვლაც ქმნის პირობას, რომ მომდევნო თავებში „დასაბუთებული“ იყოს ბუნების მართვის (ანუ - საქართველოს ტერიტორიის (!) ) საბოლოო გადაცემა სამინისტროდან კერძო პირებისა თუ მეურნეობების ხელში და ამითი ახალი კონფლიქტებისა და პრობლემების გადაჭრის მექანიზმის ასევე მათ ხელში გადასვლა.

         ამ ვარაუდს ასაფუძვლებს და აძლიერებს  შემდეგი პუნქტების შინაარსიც.

„მართვის მრავალდონიანი სისტემა“ - ასაფუძვლებს ახალი ბიუროკრატიული (და კრიმინალური) აპარატის შექმნის დაკანონებას, რომელიც არ აწარმოებს არაფერს, არ აკეთებს არაფერს, ყველანაირ პასუხისმგებლობას იცილებს თავიდან,  მაგრამ რაღაცა სახით ზედამხედველობის ბერკეტებს მაინც ინარჩუნებს (!);
                „საკონსულტაციო/სამეცნიერო ორგანო“ - ასეთი „ორგანო“ ყველანაირ ფუნქცია დაკარგული იქნება აღნიშნული უფლებების და მოვალეობების კერძო პირების ხელში გადაცემის შემთხვევაში და ვერანაირ „კანონის აღსრულებას“ და ვერანაირ კონსერვაციას ვერ გაუწევს კონტროლს. ეს ტერმინი „ტრადიციული სამონადირეო ცოდნა“, რომელიც მრავალგან იხმარება, სრულიად ანეგდოტურ დატვირთვას იძენს ამ ფონზე;

 9. სიტყვებისა და ტერმინოლოგიის რახარუხია - სრული ქაოსია ადგილიბრივ ხელისუფლების, კერძო მეწარმეებისა და სამინისტროების მოხსენიებით.
ცხრილი - არანაირი ინფორმაციის მომცემია.
10. კერძო მესაკუთრეების სტიმული კი არა - ტერიტორიული სეპარატიზმის საფრთხე იქნება ამითი „სტიმულირებული“, რაც არაერთხელ გამოჩნდა უკვე ამა წლის მოვლენებში. რა „შემოსავლის წყაროებზე“ და  „ინოვაციებზეა“ საერთოდ საუბარი?
11. იგივეს გადამღერებაა - რომ სხვებზე სახელმწიფო ფუნქციების გადაცემა თურმე „ეფექტურია“ და მიიღწევა და ა.შ.

13. 5 წლიანი ლიცენზიის ამღები პირი არანაირ სასარგებლო საქმიანობას არ აწარმოებს - ის შეეცდება მაქსიმალური სარგებლის მიღებას ბუნების და სახელმწიფოს ხარჯზე; არანაირი „გეგმის“ შედგენა და ინსტრუქტაჟი იქ უბრალოდ არ იარსებებს;

14. „ანგარიშგების ვალდებულება“ -  სადავო საკითხებია აქაც, ეს პუნქტი გადმოტანილია ესპანური კანონმდებლობიდან...

18. რა უფლებით უნდა მოსთხოვოს სახელმწიფომ კერძო მეწარმეს ან ინსპექციის მოომსახურების, ან რეინჯერების (!) სამსახურის გამოყენების  დავალდებულება?

 

„სანადირო ტერიტორიები და კერძო ნაკვეთები“

არასათანადოდაა ახსნილი ბრაკონიერობის მიზეზები და მესაკუთრეების უფლებები, ასევე კომპენსაციების გაცემის სისტემა.

„ნადირობის უფლება და ნადირობის სერტიფიკატი“
სრული ქაოსია - არარსებული კანონმდებლობის პირობებში „ზოგო ქვეყნის“ მაგალითის მოყვანა არაა საკითხის გადასაჭრელად მზაობის წინაპირობა.

 

„ტრადიციული ნადირობა“

ასევე „ტრადიციული მონადირე“ ტერმინები იქნას დაზუსტებული და განზოგადებული.

 

 „ოფციები“

33. ხაფანგებით და მწევრებით ნადირობის აკრძალვა - ამ პუნქტის  გაუქმება, როგორც ამ სამონადირეო (ერთ დროს ტრადიციული) კულტურების დაკარგვა-მივიწყების და მტაცებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება;

ვაზნების რაოდენობის 3 ვაზნამდე შეზღუდვა...(!)

 

„ფაუნასთვის მიყენებული სტრესი“
მარტის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე „ისვენებს“ ჩვენში ისეც ბუნება - რა „ზოგი ქვეყნის“ გამოცდილებას ვიზიარებთ, როცა გამრავლების პერიოდში ჩვენში ისეც აკრძალულია ნადირობა?
ან რას ნიშნავს ტერმინი „ნახირის ცხოველი“?

ჩაემატოს ცალკე პუნქტი „მ,ტაცებელი ნადირის ამოღება და მისი რეგულაციები“, სადაც წახალისებული იქნება დღევანდელ საქართველოში მტაცებლების ამოსაღებად
იმ აკრძალული მეთოდების გამოყენებაც კი, რაც სხვა პირობებისთვის მიუღებელიც კია, მაგალითად: ხაფანგით ნადირობა, მდევრებით და მწევრებით ნადირობა, ვერტმფრენებიდან განადგურება, სატყუარით მიტყუება და ა.შ.
ასევე, ჩამოყალიბდეს მტაცებლებზე მონადირეთა პრემირების სისტემა







საკვანძო სიტყვები: ნადირობა, კანონი, FAO

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 30 წევრს: