ჩემო მეგობრებო ვგრძნობ რა უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე , ძალიან უნდა შევეცადო, რომ ზუსტად და მთელი სიცხადით გადმოვცე ის ემოცია რაც თქვენმა მონა-მორჩილმა და კიდევ რამდენიმე თქვენმა ძმამ, ბაბუმ(აწ უკვე მანიფიკ ბაბულიკად წოდებულმა), მუმლამ და გუგა დონემ განვიცადეთ შვეიცარია-საფრანგეთში რამდენიმე დღიან მოგზაურობის დროს.
დასაწყისშივე მინდა ყველას სახელით დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მასპინძელს , ნუკრის და მის ოჯახს - ელენეს და პაწაწუნა დედოფლებს : სოფიას და ანას. ძნელია რომ ჩვენ ვინმემ სტუმართმოყვარეობით გაგვაკვირვოს , მაგრამ ამ ლამაზმა ქართულმა ოჯახმა და მათმა ფრანგმა მეგობრებმა ნამდვილად მოახერხეს ეს .
ჩამსწორებელი babu, 01 November 2017 - 02:47 PM.